ვასწავლოთ ბავშვს მეგობრობა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
ვასწავლოთ ბავშვს მეგობრობა
ვასწავლოთ ბავშვს მეგობრობა

მინდა, ჩემი შვილი გულღია და კომუნიკაბელური იყოს, შეეძლოს მეგო­ბრობა, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს თანატოლებთან. როგორ ვასწავლო ეს?


თუ გსურთ, თქვენი შვილი გულღია ადამიანი და კარგი მეგობარი იყოს, ეცადეთ, ხშირად მიიპატიჟოთ შინ მისი თანატოლები - ისინი, მართალია, პატარა, მაგრამ ძალიან საყარელი და ძვირფასი სტუმრები არიან. გინდათ, პატარამ მეგობრობა, თანატოლებთან ურთიერთობა ისწავლოს? ამისთვის ერთადერთი საშუალება არსებობს - ურთიერთობა. ურთიერთობა - ეს ისეთი სოციალური ჩვევაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევასწავლოთ ბავშვს. ამაში ის მუდმივად უნდა ვავარჯიშოთ.

სამწუხაროდ, ჩვენს ბავშვებს ურთიერთობის საშუალება იშვიათად ეძლევათ. საბავშვო ბაღში ისინი

სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი. გარდა ამისა, არსებობს უამრავი აკრძალვა. სკოლაში გაკვეთილიდან გაკვეთილამდე ძლივს ასწრებენ ერთმანეთისთვის თითო-ოროლა სიტყვის თქმას. თავისუფალ დროს კი ყველა სახლშია, ტელევიზორს უყურებს ან კომპიუტერზე თამაშობს. ურთიერთობის პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით დგას ოჯახებში, სადაც მხოლოდ თითო ბავშვია. ბავშვებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანატოლებთან თამაშს. ამასთან,
ეს უნდა იყოს არა კონსტრუირებული, უფროსების მიერ მოფიქრებული განმავითარებელი თამაში, არამედ ის, რასაც ბავშვები თვითონვე მოიფიქრებენ. თამაშში ბავშვები გამოიმუშავებენ ქცევის სხვადასხვა მოდელს, ირგებენ სხვადასხვა როლს - ამ გზით ყალიბდება მათი თვისებები, ხასიათი. შინ სტუმრების მოსაწვევად განსაკუთრებული მიზეზი არ არის საჭირო; საკმარისია თავისუფალი დრო. თანაც ეს დრო უნდა ჰქონდეს ბავშვს და არა თქვენ. უფროსებს შეუძლიათ, თავიანთ საქმეებს მიხედონ: მოამზადონ სადილი, წაიკითხონ ან დაისვენონ. ბავშვის სხვა ბავშვებთან ურთიერთობის პროცესის ორგანიზებაში დაგეხმარებათ მარტივი რეკომენდაცი­ები:

  • მიეცით ბავშვს საშუალება, თვითონ აირჩიოს, ვისი მოწვევა სურს. უმჯობესია, თავდაპირველად ერთი ბავშვი მოიწვიოთ - დიდ კომპანიაში ბავშვები მალე იღლებიან.
  • სტუმარი ბავშვის მშობლებს წინასწარ შეუთანხმდით ვიზიტის დროისა და ხანგრძლივობის თაობაზე. კარგი იქნება, თუ პირველი სტუმრობა არც ისე დიდხანს (1-2 საათი) გაგრძელდება. შემდეგ შეიძლება  ვიზიტის ხანგრძლივობა გაზარდოთ.
  • გააფრთხილეთ თქვენი შვილი, რომ ის მასპინძელია, ამიტომ ვალდებულია იზრუნოს სტუმა­რზე: შესთავაზოს ჩაი, ნამცხვარი და ა.შ. ათხოვოს სათამაშო, რომელიც მას მოეწონება, გააცილოს ტუალეტში.
  • გააცანით სტუმარს თქვენს სახლში ქცევის წესები: უნდა ითამაშონ მხოლოდ სათამაშოებით, უნებართვოდ არ უნდა აიღონ უფროსების ნივთები, თამაშს რომ დაამთავრებენ, სათამაშოები უნდა აალაგონ, არ იხმაურონ, რადგან მეზობელ ოთახში ჩვილ ბავშვს ან ბებიას სძინავს და ა.შ.
  • ნუ გაკიცხავთ და ნუ უყვირებთ ბა­ვშვს მეგობრების თანდასწრებით. შენი­შვნები მიეცით, როცა მარტონი დარჩებით.
  • მიეცით ბავშვებს თავისუფლად, თქვენი ზედამხედველობისა და ჩარევის გარეშე თამაშის საშუალება.


პირადი გამოცდილება
მკითხველი გვწერს: “ჩემი თეკლე მორცხვი გოგონაა. სკოლაში რომ მივიდა, თითქმის არავის ელაპარაკებოდა. გადავწყვიტე, მეგობრების შეძენაში დავხმარებოდი. შინ მივიპატიჟეთ ანანო, რომელიც თეკლას ძალიან მოსწონდა. გოგონებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა, მალე თამაშიც დაიწყეს. მშობლიურ კედლებში ჩემი გოგონა აღარ იყო ისეთი მორცხვი. ბავშვებმა ძალიან კარგად გაატარეს დრო. ახლა ჩვენთან სტუმრად დადიან სხვა გოგონებიც, სკოლაშიც ურთიერთობენ ერთმანეთთან. თეკლა უფრო თავდაჯერებული გახდა, თავს მარტოსულად აღარ გრძნობს, მე კი მიხარია, რომ ამაში დავეხმარე. მისი მეგობრები ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი სტუმრები არიან”.


 

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
წარმოდგენილ ვიდეოში განვიხილავთ დამატებით კვების შეტანის სქემას 6-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში,
კანადელი მეცნიერების განცხადებით, რძის მოყვარული ბავშვები თანატოლებთან შედარებით ბევრად მაღლები არიან. გარდა ამისა, მათ უფრო მეტად ჯანსაღი თმა და ფრჩხილები აქვთ.
ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისა და ჯანსაღად განვითარების მთავარი წინაპირობა კვების სწორად შერჩევაა. ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბაზარი ზედმეტად გაჯერებულია საინტერესო რეკლამებითა და მიმზიდველი შეფუთვების მქონე უამრავი პროდუქციით.
ხილის წვენი ასეთი პატარებისთვის სასარგებლო არაა. უფრო მეტიც, ამის გამო ბავშვმა შეიძლება წონაში ზედმეტად
სკოლა მთლიანად ჯანსაღი ცხოვრების წესთან უნდა ასოცირდებოდეს, მათ შორის კვების ნაწილშიც – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
კერძის მომზადების ბოლო აკორდი გემრიელი სოუსია. ის განსაკუთრებით პიკანტურს ხდის კერძს. საბავშვო კულინარიაში კი სოუსი დაგეხმარებათ გაალამაზოთ და გაამრავალფეროვნოთ ბავშვის, განსაკუთრებით უჭმელი პატარის მენიუ. რა სახის სოუსების მომზადება შეგვიძლია ბავშვისთვის - ამ საკითხზე გვესაუბრება პედიატრი მარინა აფციაური.

19 ივლისი 2018
ამერიკელმა კარდიოლოგებმა ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე მავნე პროდუქტი დაასახელეს. დიეტურმა
19 ივლისი 2018
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მეცნიერების დასკვნით, შვებულება ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, მაგრამ
თვალის ჩრდილი მაკიაჟის მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს უნივერსალური კოსმეტიკური პროდუქტია, რომელმაც
კუჭისა და ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული რისკის შემცველია წითელი გადამუშავებული
გარდაბანსა და მარნეულში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაკბენის ორი ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტებს