ქების მოთხოვნილება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქების მოთხოვნილება

ოჯახის სრულფასოვან წევრად ბავშვი თავს მხოლოდ მაშინ აღიქვამს, როცა რეგულარულად უწევს საოჯახო საქმეებში უფროსების დახმარება, ამიტომ არ უნდა მოვაკლოთ ჩვენი დახმარების სიამოვნება. პატარას აუცილებლად უნდა დავაკისროთ იოლად შესასრულებელი ფუნქციები - სათამაშოების დალაგება, დაჭრილი ქაღალდების შეგროვება, მაგიდასთან თეფშის მიტანა, გარეცხილი თეთრეულის დახარისხება, ცხოველების კვება, ყვავილების მორწყვა.

  • ჯადოსნური კონვერტი

აიღეთ რამდენიმე ცალი კონვერტი და შიგ ჩადეთ ფურცელი, რომელზეც შესასრულებელი დავალებაა მითითებული. შესთავაზეთ პატარას, 2 ან 3 კონვერტი თავად აირჩიოს.

  • დავალებათა ცხრილი

შეადგინეთ დავალებათა ნუსხა და კვირის დღეების მიხედვით გაანაწილეთ. კვირის ბოლოს შეაფასეთ, როგორ შეასრულა პატარამ დავალებები. არც სიმბოლური საჩუქარი დაგავიწყდეთ. მიეცით ბავშვს საშუალება, აირჩიოს, ერთი "რთული" დავალების შესრულება ურჩევნია თუ რამდენიმე "მარტივისა".

  • საბავშვო კუთხე

ალბათ ბავშვს აქვს კუთხე, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის. ერთად იმსჯელეთ, როგორ დაალაგოთ სათამაშოები, წიგნები თუ სხვა ნივთები. წასახალისებლად პატარას მიეცით საშუალება, თავად მოაწყოს საკუთარი კუთხე, მაგრამ შესთავაზეთ, ზოგი რამის თაობაზე შეგითანხმოთ.

  • ბონუსები კარგი საქციელისთვის

"ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს ჯანმრთელობაზე" - ეს არის ფრაზა, რომელსაც ბავშვი პატარაობიდანვე უნდა ისმენდეს და აცნობიერებდეს.

შეიძლება გამოვიყენოთ ნახატები, რომლებიც ყოველდღიურ პროცედურებს ასახავს:

  1. კბილების ხეხვას,
  2. თმის ვარცხნას,
  3. ტანსაცმლის ჩაცმა-გახდას,
  4. ხელების ბანას,
  5. ბანაობას.

ძილის წინ შეამოწმეთ, შეასრულეთ თუ არა დღის განმავლობაში ყველა რეკომენდებული პროცედურა. ისინი ფურცელზე ჩამოწერეთ და შესრულებული ქმედებები ვარსკვლავებით ან ყვავილებით აღნიშნეთ. არასასიამოვნო ან რთული დავალების შესრულებისთვის "პრიზი" დააწესეთ.

  • ორდენოსანი

მიმზიდველი ხერხია დავალების შესრულებისა და კარგი ქცევისთვის ბავშვის დაჯილდოება. შეგიძლიათ, გააკეთოთ "ორდენი" - ქილის სახურავი გახვრიტეთ, შიგ ლენტი გაუყარეთ და ორდენიც მზადაა. შეიძლება, მასზე სურათი დააწებოთ ან ფოლგა შემოახვიოთ. ცოტა ფანტაზიასაც თუ მოიშველიებთ, შეგიძლიათ ორდენის გადაცემის ცერემონიალიც მოაწყოთ.

  • მოგზაურობა

შეადგინეთ ხალისიანი მოგზაურობის მარშრუტი. ამისათვის შეიძლება გამოიყენოთ რუკა - არ აქვს მნიშვნელობა, ქალაქისა იქნება თუ ქვეყნისა. "მოგზაურობის" წესები მარტივია: გააკეთეთ პატარა დროშა, რომელსაც რუკაზე გადააადგილებთ. რუკაზე აღნიშნული უნდა იყოს მოგზაურობის დაწყების ადგილი და გარკვეული პუნქტები - "გაჩერებები". ყოველი კარგი საქციელი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ხოლო უსაქციელობა - უკან დახევა. რასაკვირველია, არ ღირს ბავშვის ხშირი დასჯა, ჯობს მისი კარგი საქციელის დანახვაზე ვიყოთ ორიენტირებულნი. რუკაზე მარშრუტი კარგად უნდა ჩანდეს, პუნქტები კი ერთმანეთს ნაბიჯებით უნდა იყოს დაცილებული. ყოველი 5-15 "ნაბიჯის" შემდეგ უნდა აღნიშნოთ პუნქტი, სადაც პატარას მცირე ბონუსი ელოდება, რამდენიმე პუნქტის შემდეგ კი ბავშვს დამსახურებული საჩუქარი - კინოში წასვლა, ზოოპარკი ან ნანატრი სათამაშო უნდა ელოდეს.