სახიფათო ასაკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახიფათო ასაკი

მას თი¬თქოს უკვე ესმის, რომ ბუნებას მშობლების სათამაშოდ არ გაუჩენია, რომ ის პიროვნებაა, რომელსაც საკუთარი სურვილები და შეხედულებები აქვს. როცა სთხოვთ, ის გააკეთოს, რაც არ მოსწონს, გეწინააღმდეგებათ და ცდილობს, თავისი გაიტანოს. ხშირად იმაზეც კი ”არას” ამბობს, რაც მოსწონს. ფსიქოლოგები ამას ნეგატივიზმს უწოდებენ, დედები კი ამბობენ, ჯიუტიაო. მაგრამ აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა მოუვა ბავშვს, თუ ”არას” თქმის სურვილი დაეკარგა - ის რობოტად, მექანიკურ ადამიანად იქცევა, თქვენ ცდუნებას ვერ გაუძლებთ და ეცდებით, მუდმივ მორჩილებაში იყოლიოთ, ბავშვიც შეწყვეტს განვითარებას და ახლის შეცნობის სურვილი დაეკარგება, ჯერ სკოლაში, მერე კი სამსახურში ირგვლივ მყოფები ისარგებლებენ იმით, რომ მას უარის თქმა არ შეუძლია და ხელში ყოვლად უსარგებლო, უხეირო ადამიანი შეგრჩებათ.

კვლევის ჟინი

ერთი წლის ბავშვი თავგამოდებული მკვლევარია - ყველა ჭუჭრუტანაში მიძვრება, ყველგან თითს ყოფს, მაგიდას აყირავებს, ანჯღრევს ყველაფერს, რაც კი ირყევა, კარადიდან წიგნებს დაბლა ყრის, ცდილობს, ყველგან აცოცდეს, ჯერ პატარა საგნებს დიდში ჩრის, მერე კი ცდილობს, დიდი საგნები პატარებში ჩატენოს... გადაღლილ დედას კილოზე ეტყობა, რომ ძალიან გაღიზიანებულია. მას არ ესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ეს ხანა.

პატარა ცნობისმოყვარემ ყოველ მიზეზგარეშე უნდა შეისწავლოს მის გარშემო არსებული საგნების ზომა, ფორმა და მოძრაობის უნარი, გამოსცადოს თავისი ძალა და შესაძლებლობა. დაიმახსოვრეთ: ბავშვი ”ყველაფერში ცხვირს რომ ყოფს”, ეს მისი ჯანსაღი აზროვნების დასტურია.

გადაყვლეფილი მუხლები

ყველა უბედური შემთხვევის თავიდან აცილება შეუძლებელია. რომც ვეცადოთ, აქედან კარგი არაფერი გამოვა - მუდმივი თვალყურის დევნება და სიფრთხილე ბავშვს გაუბედავ, უუნარო არსებად აქცევს. მაგრამ მძიმე შემთხვევებს იოლად აიცილებთ თავიდან, თუ მათი მიზეზები გეცოდინებათ და გონივრულად მიუდგებით. მაგალითად:

დაბალი მაგიდები და სკამები მაღალზე უსაფრთხოა. თუ ბავშვისთვის მაღალ სკამს შეიძენთ, ის ფართოფეხებიანი უნდა იყოს - ასეთი სკამი არ გადაყირავდება. სასურველია, ღვედებიც ჰქონდეს. ამ ღვედებით ბავშვს ჭამის დროს მიაბამთ სკამზე. ცალი ხელით ჭურჭელი დაიჭირეთ, მეორე ხელით კი კოვზი ჩაუდეთ პირში.

ღვედები ეტლსაც სჭირდება

ფანჯრებს ან ბადეები გაუკეთეთ, ან საკეტები ისე მაღლა დაამაგრეთ, რომ ბავშვი ვერ მისწვდეს.

როცა სადილს ამზადებთ, პატარას სამზარეულოში ტრიალის ნება არ მისცეთ - შესაძლოა, მდუღარე ცხიმის შხეფები მოხვდეს, უნებურად ცხელი კერძი გადაასხათ ან თვითონვე გადმოაგდოს მაგიდიდან ცხელი კერძით სავსე ჭურჭელი. სჯობს, იგი ქურისაგან მოშორებით მანეჟში ჩასვათ.

ბავშვი ზოგჯერ ისე შორს მდებარე საგანს მისწვდება, რომ გაგაოცებთ. ქვაბების, ტაფების სახელურები შიგნით შეაბრუნეთ, ცხელი ჩაიდანი ან ცხელი კერძით სავსე ჭურჭელი მაგიდის შუაგულში დადგით. ყურადღებით იყავით: პატარას დააინტერესებს, რა დევს მაგიდაზე, შესაძლოა, სუფრას ხელი წაატანოს და ყველაფერი თავზე დაიმხოს.

პატარა საგნები - ღილები, მძივები, ბარდისა და ლობიოს მარცვლები - არ მისცეთ. მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ წვეტიანი ფანქრები.

ბავშვის თანდასწრებით არ ჩართოთ ელექტროხელსაწყოები - მას აუცილებლად გაუჩნდება იმავეს გაკეთების სურვილი.

რაც შეიძლება ადრე ასწავლეთ ბავშვს, სადენებს ხელი არ ახლოს (ყოველი შემთხვევისთვის, ელექტროსადენები იდეალურად მოწესრიგებული უნდა გქონდეთ!). შტეფსელი, რომელსაც არ ხმარობთ, დაგმანეთ ან ზედ მძიმე ავეჯი მიადგით.

ასანთი ისეთ სიმაღლეზე შეინახეთ, რომ 3-4 წლის ბავშვმაც კი ვერ მიაწვდინოს ხელი.

მინის ნამსხვრევები, კონსერვის ცარიელი ქილები იმ ვედროში ჩაყარეთ, რომელსაც თავსახური მჭიდროდ ეხურება.

შხამიანი ნივთიერებები საიმედოდ შეინახეთ.

პატარები ყველაზე ხშირად იწამ¬ლებიან: წამლებით, თაგვებისა და მწერების მოსასპობი შხამებით, ნაფტალინით, ავეჯის გასაპრიალებელი სითხეებით, ლაქებით, გაზქურების საწმენდი ფხვნილით, ტყვიით, რომელიც საღებავის შემადგენლობაში შედის (საღებავი კი შესაძლოა ავეჯს მოაღრღნას), მცენარეებისთვის საჭირო შხამქიმიკატებით.

საგულდაგულოდ შეამოწმეთ თქვენი ბინა, ეზო, კარ-მიდამო. ეცადეთ, ყველაფერს ბავშვის თვალით შეხედოთ. გადამალეთ ყველა წამალი, შესაფერისი ადგილი მიუჩინეთ საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებს. შხამიანი ნივთიერებები ცალკე კარადებში და თაროებზე შეინახეთ, რომ უნებურად საკვებში არ აგერიოთ. რაც უნდა კარგად ჰქონდეს თავი დაცული, წამლის ბოთლი ბავშვს არ მისცეთ. რამეში რომ არ აგერიოთ, წამლის ბოთლებს მყვირალა ფერის ეტიკეტი გაუკეთეთ. შხამიანი ნივთიერებების ცარიელი ქილები და კოლოფები დაუყოვნებლივ გადაყარეთ.