დიაგნოზი - ეჭვიანობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაგნოზი - ეჭვიანობა

არ ესმოდა, რატომ უთმობდნენ მისი მშობლები ამ სველ და მჩხავანა არსებას ამდენ დროს, რატომ ესიყვარულებოდნენ, რატომ ეძახდნენ ლამაზს. ანამ ცოტა ხანს იფიქრა და დაასკვნა, რომ ეს გაუგებრობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. მან ჩათვალა, რომ მშობლებისათვის ეს უცნაური არსება ისეთივე სათამაშო იყო, როგორიც მისთვის ბარბი; დედ-მამას მალე მობეზრდებოდა ის და პატარა მჩხავანაც დავიწყებას მიეცემოდა კუთხეში მიგდებული, ერთ დროს ძალიან საყვარელი დათუნიას მსგავსად. ანამ მოთმინება მოიკრიბა. თუკი ადრე მშობლების შეკითხვაზე: "ხომ მოგწონს შენი პატარა დაიკო?" - ის მხრებს აიჩეჩავდა და უკმაყოფილო სახეს მიიღებდა ან გულწრფელად უპასუხებდა: "არა", - ახლა მშობლებისთვის სასიამოვნო სიტყვებს ამბობდა და თავადაც აქებდა ამ უსუსურ არსებას, რომელსაც დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეეძლო. გავიდა ერთი კვირა და ანამ თვალნათლივ დაინახა, რომ მის დედ-მამას ეს უცნაური არსება სულაც არ მობეზრებია, პირიქით, დღითი დღე უფრო და უფრო მეტი სიყვარულით ეპყრობოდნენ. ერთხელ დედამ გოგონები ეზოში ჩაიყვანა. უცბად აღმოაჩინა, რომ წყლიანი ბოთლი შინ დარჩენოდა. პატარა გვანცას ეტლში მშვიდად ეძინა. დედამ ანას სთხოვა, შინ ავბრუნდები და წყალს ჩამოვიტან, შენ კი პატარას თვალი ადევნეო. ეტლი ხის ქვეშ დატოვა, ანა იქვე, ძელსკამზე დასვა და შინისკენ გაემართა. როცა დაბრუნდა, დაინახა, რომ ანა სკამზე იჯდა, ეტლი კი აღარსად ჩანდა. ის გულგახეთქილი მივარდა ანასთან, გოგონამ კი მშვიდად უთხრა: "არაფერია, ის მტირალა გოგო კარგმა ქალმა წაიყვანა, მოუვლის, შენ კი დაისვენებ, მე ხომ გყავარ, რად გინდა გვანცა? ის გღლის და გაწუხებს". კიდევ კარგი, სახტად დარჩენილ დედას მალე მიუახლოვდა ქალი, რომელსაც ეტლით გავნცა მოჰყავდა. თურმე მას ეტლი ისეთ ადგილას გადაედგა, სადაც ბავშვს მწერები ვერ შეაწუხებდნენ და პატარა ანასთვის დაებარებინა, დედა მოვა თუ არა, უთხარი, სადაც ვართო. "ასე მითხრა, სულაც არ გვჭირდება, წაიყვანეთ, დედას და მამას მისთვის არ სცალიათო", - ჰყვებოდა გაღიმებული ქალბატონი. ანას მშობლები ბავშვის ფიზიკური დასჯის მომხრენი არასოდეს ყოფილან. მათ სცადეს, სიტყვიერად აეხსნათ გოგონასთვის, რა ცუდად მოიქცა. ბავშვი თითქოს ყველაფერს მიხვდა და ბოდიში მოიხადა. მშობლებმაც მისი საქციელი ეჭვიანობას მიაწერეს, ბოდიში დანაშაულის აღიარებად ჩათვალეს და დამშვიდდნენ. მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, ისინი გოგონას ეჭვიანობის საფუძველს აღარ აძლევდნენ. მიუხედავად ამისა, მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ერთხელ დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა. უეცრად აივნიდან პატარა გვანცას ხმა მოესმა. დედა მაშინვე აივანზე გაჩნდა და დაინახა, რომ ანას პატარა ხელში ეჭირა და რიკულებს უახლოვდებოდა... ანა დედ-მამას არწმუნებდა, რომ სურდა, უმცროსი დაიკოსთვის ჩიტები ეჩვენებინა, მაგრამ მშობლები მიხვდნენ, რომ სინამდვილეში სულ სხვა რამ ჰქონდა ჩაფიქრებული. უბედური შემთხვევისაგან ოჯახი სასწაულმა იხსნა... მშობლებმა მოსვენება დაკარგეს, რა ეღონათ, არ იცოდნენ... ერთხელ, ღამით, ისინი ჩურჩულმა გააღვიძა. მათ დაინახეს, რომ გვანცას საწოლთან ანა იდგა და ბუტბუტებდა: "რატომ გაჩნდი, დედა და მამა წამართვი! მაინც მოგიცილებ თავიდან და ყველაფერი ძველებურად იქნება!"

რას იტყვის სპეციალისტი

ყველა ბავშვი მეტ-ნაკლებად ეგოისტია, მაგრამ მიიღებს თუ არა ეს თვისება პათოლოგიურ ხასიათს, მშობლებზეა დამოკიდებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფსიქოლოგის კონსულტაცია პირველი შემთხვევისთანავე იყო საჭირო. ყველა მშობელმა იცის, რომ თუ ბავშვს ყურის ანთება ან ბრონქიტი აქვს, მკურნალობა აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ მათი მცირე ნაწილისათვის არის ცნობილი, რომ ფსიქიკის პრობლემებსაც დიაგნოსტიკა და მკურნალობა სჭირდება. ანა თვეობით ცხოვრობდა თავის სამყაროში და უსიტყვოდ იტანჯებოდა... როცა ოჯახში იზრდება პატარა აშკარა ეგოისტური მიდრეკილებებით, აუცილებელია მისი მორალური მომზადება მეორე ბავშვის შესახვედრად. პატარებს უყვართ, როცა მათ ეთათბირებიან. ამიტომ კარგი იქნება, თუ შვილს მოუყვებით, როგორ გაჩნდა ის, როგორ გიხაროდათ მისი დაბადება. შემდეგ გადადით თემაზე "და თუ ძმა" და პატარას აუხსენით, რა კარგია კიდევ ერთი ბავშვის დაბადება. თუ ყველაფერს თანამიმდევრულად და ტაქტიანად გააკეთებთ, მალე შეკითხვაზე "რა გაჩუქოთ?" - მიიღებთ ასეთ პასუხს: "პატარა და ან ძმა!"