რატომაა ბავშვი მტირალა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომაა ბავშვი მტირალა

პატარა ბავშვები ათასი რამის გამო ჭირვეულობენ. ბავშვის ტირილის ყველა მიზეზი რომ შევკრიბოთ, ალბათ მრავალტომიანი ენციკლოპედია გამოგვივა. ეს არ არის გასაკვირი - პატარა ბავშვს ჯერ არ შეუძლია სათანადოდ ახსნას, რა სურს. თუ სასურველი ნივთი ხელში ვერ ჩაიგდო, მისი მიღების ყველაზე სარწმუნო გზა ტირილია. ატირდება ბავშვი და მთელი სამყარო მის ირგვლივ იწყებს ტრიალს, ყველა მის გამხიარულებას ცდილობს.

არის პერიოდები, როცა ბავშვები ჩვეულებრივზე მეტად ჭირვეულობენ და ხშირად აუტანლები ხდებიან. ამ პერიოდებს კრიზისულ პერიოდებს უწოდებენ.

საქმე ის არის, რომ ბავშვის ზრდა-განვითარება ყოველთვის ერთი და იმავე ტემპით არ მიმდინარეობს და ნერვული სისტემა ყოველთვის ვერ ახერხებს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებთან ადაპტაციას. ბავშვი იზრდება და სულ უფრო მეტ ინტერესს ამჟღავნებს გარე სამყაროს მიმართ, მაგრამ მისი ნერვული სისტემა მოუმზადებელია ინფორმაციის დიდი ნაკადის მისაღებად, რაც ხშირად მის გადატვირთვას იწვევს. არცთუ იშვიათად ის, რასაც ჩვენ ჭირვეულობას ვუწოდებთ, სინამდვილეში კომუნიკაციის ფორმაა. უბრალოდ, პატარა ვერ არჩევს სათანადო სიტყვებს, რათა თავისი მოთხოვნები ჩამოაყალიბოს. ზოგჯერ კი ის "რადიკალური გზით" ცდილობს ჩვენი ყურადღების მიპყრობას, რადგან გრძნობს, რომ მისი არსებობა საერთოდ დავივიწყეთ.

გარდა ამისა, ბავშვის ჭირვეულობა შეიძლება იყოს რეაქცია ოჯახურ კონფლიქტზე. ქვეცნობიერად ყველა ბავშვს სურს, დედ-მამა ურთიერთპატივისცემასა და თანხმობაში ცხოვრობდეს. თუ ბავშვი მშობლების კინკლაობას ან უსიტყვო დაძაბულობას, გულგრილობასა და გაუცხოებას ხედავს, ის ჭირვეულობს და ამით გამოხატავს პროტესტს.

რასაკვირველია, გვხვდება "ნამდვილი" ჭირვეულობაც, რომლის მიზეზი არასწორი აღზრდაა. თუნდაც ის შემთხვევა, როცა ბავშვს ყველაფერს უკრძალავთ და არც კი უხსნით, რატომ. მართალია, კედლებზე ხატვა არ შეიძლება, მაგრამ გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს: ვხატოთ ახალ, ლამაზ ალბომში. ყველაფრის ნების დართვა არაპედაგოგიურია - ბავშვი იბნევა და ვეღარ ამჩნევს საზღვრებს ნებადართულსა და აკრძალულს შორის. ის ვერ ხვდება, რა არ შეიძლება და რატომ. ადამიანის ფსიქიკის თავისებურებებიდან გამომდინარე, "აკრძალული ხილი გემრიელია". რასაკვირველია, არც ბავშვია გამონაკლისი. პატარები იწვიან სამყაროს შეცნობის სურვილით და სურთ, ყველაფერი გამოსცადონ: გასცდნენ ქვიშის მოედანს, ჩაკბიჩონ ახალი სათამაშო... მშობლების მხრივ მკვეთრი აკრძალვა, ბუნებრივია, ბავშვის საპასუხო პროტესტს გამოიწვევს. ამიტომაც არის რეკომენდებული ნაწილობრივი აკრძალვა. მაგალითად, არ შეიძლება წიგნების თაროზე აბობღება, მაგრამ შეიძლება აივანზე კლასობანას თამაში. მშობლის ინტუიცია და სიყვარული (რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ბავშვის განებივრებას!) მრავალი პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება.

თუ პატარას მხოლოდ კომუნიკაციის პრობლემა აქვს, უჭირს თავისი სურვილების ჩამოყალიბება, შეიძლება ამგვარად დავეხმაროთ: ჩამოვთვალოთ ის საგნები, რომლებისკენაც ბავშვი ხელს იწვდის. პატარამაც თანდათან უნდა ისწავლოს თავისი სურვილების გამოხატვა.

არის შემთხვევები, როცა მშვიდი ბავშვი უეცრად ჭირვეულობას იწყებს და ვერავითარი მზრუნველობა და ყურადღება ვერ შველის. ეს იმის ნიშანია, რომ ბავშვის ნერვული სისტემა გადატვირთვისაგან უნდა დავიცვათ - შევამციროთ გამღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედება, არ მივცეთ ბავშვს ტელევიზორთან დიდხანს ჯდომის საშუალება, მეტხანს ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე. ნერვული სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოა. ის გადატვირთვისგან ნებისმიერ ასაკში უნდა დავიცვათ. თუ მოზრდილ ადამიანს მუშაობა ღლის, პატარა ბავშვის გადატვირთვისთვის სამყაროს აქტიური შესწავლაც საკმარისია. თანამედროვე სამყაროდან იმდენად დიდი ინფორმაცია მოდის, რომ მისი გადამუშავება ზრდასრულ პიროვნებასაც კი უჭირს. რაღა უნდა ითქვას ბავშვზე?!

ასე რომ, გისურვებთ სიმშვიდეს ოჯახში და ურთიერთგაგებას ბავშვებთან ურთიერთობისას!