/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა

ერევა ჩემს ცხოვრებაში, ჭკუას მასწავლის. ზოგჯერ უთანხმოებაც მოგვდის. სწორად იქცევა თუ არა დედაჩემი?

დედას, რომელიც მოზრდილი ქალიშვილის ცხოვრებაში არ ერევა, შეიძლება იდეალური ვუწოდოთ. მაგრამ სად არიან ასეთი დედები?.. ადრე თუ გვიან ყოველი ბავშვი იწყებს დედისგან განცალკევებას, გამიჯვნას. ეს პროცესი ბავშვობაშიც კი იშვიათად მიმდინარეობს მშვიდად, გარდამავალ ასაკში კი საქმე ხშირად სერიოზულ უთანხმოებამდე მიდის.

თქვენ უკვე თქვენი ცხოვრება გაქვთ, დედა კი კვლავ განაგრძობს თქვენს მფარველობას, როგორც უსუსური ჩვილისას. როგორ მოვიპოვოთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ისე, რომ არ გავწყვიტოთ ურთიერთობა უახლოეს, საყვარელ ადამიანთან?

პირველი და მთავარი - დედამ თქვენი დამოუკიდებლობა რომ აღიაროს, საქმით დაუმტკიცეთ, რომ დამოუკიდებელი ხართ.

ნებადართულის საზღვრები

როგორც კი თავს მოზრდილ ადამიანად იგრძნობთ და დამოუკიდებლობის მოთხოვნილება გაგიჩნდებათ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ცალკე გადახვიდეთ საცხოვრებლად. თუ საკუთარი ბინა არ გაქვთ, შეიძლება იქირაოთ. მართალია, ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ უმჯობესია, თავისუფალი დრო დამატებით სამუშაოს დაახარჯოთ, ვიდრე ოჯახის წევრებთან გაუთავებელ ჩხუბს. მაინც ვერ შესწვდებით? არა უშავს, არც ეს არის გამოუსწორებელი უბედურება. აიღეთ საკუთარ თავზე რომელიმე საოჯახო მოვალეობა - პროდუქტების შეძენა, დალაგება; შეიტანეთ წვლილი ოჯახის ბიუჯეტში, კომუნალურ გადასახადებში. ამასთანავე, განსაზღვრეთ თქვენი ტერიტორია.

თქვენ უფლება გაქვთ, გქონდეთ საკუთარი ოთახი თუ არა, კუთხე მაინც, სადაც ყველაფერი ისე იქნება მოწყობილი, როგორც თქვენ გსურთ, თუნდაც ეს სხვებს არ მოსწონდეთ. აუცილებლად უთხარით ოჯახის წევრებს, რომ არ გსურთ, თქვენს ოთახში ან თქვენთვის გამოყოფილ კუთხეში ვინმემ რამეს ახლოს ხელი, თუნდაც "დასალაგებლად". თუ რამის გადაადგილებას მოისურვებენ, ეს მხოლოდ თქვენი თანხმობით უნდა გააკეთონ.

ყველაზე ძნელი დედისთვის "არას" თქმაა. მადლობა გადაუხადეთ მას თითოეული რჩევისა თუ შენიშვნისთვის, უთხარით: "დედა, მე შენ ძალიან მიყვარხარ და ვაფასებ შენს მზრუნველობას, მაგრამ ჯობს ისე მოვიქცე, როგორც მე მიმაჩნია სწორად".

ძნელია ცხოვრება, როცა გარშემო მყოფთა აზრებსა და შეხედულებებზე ხარ დამოკიდებული. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ასეთ ფრაზებს: "ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ქალიშვილი ასეთ რამეს ჩაიდენდა"; "მე ასეთი ქალიშვილი არ მჭირდება". ასეთი ფრაზები სიყვარულისა და მზრუნველობის ნიშანი კი არ არის, არამედ მცდელობა, შენით მანიპულირება მოახდინონ.

ისწავლეთ ფიქრი, გააანალიზეთ თითოეული სიტუაცია, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი საქციელის გამო პასუხს თვითონვე აგებთ და თუ თქვენმა საქციელმა სასურველი შედეგი არ გამოიღო, დედის ზურგს უკან არ დაიმალოთ.

უპოვეთ საინტერესო საქმე

დედების უმრავლესობა მოზრდილი შვილების საქმეებში ცხვირს იმიტომ ყოფს, რომ საკუთარი არ აქვს. უპოვეთ საქმიანობა, რომელიც მას დააინტერესებს და გაიტაცებს, მაგალითად, ეგზოტიკური ყვავილების გამოყვანა, მოგზაურობა, სპორტულ დარბაზში სიარული.

როგორ დავაინტერესოთ?

უპირველეს ყოვლისა, გაესაუბრეთ დედას და გაიგეთ, რა იტაცებდა ადრე, რაზე ოცნებობდა. დაარწმუნეთ, რომ სწორედ ახლაა დრო, ბავშვობის სურვილი აირულოს და დაეხმარეთ კიდეც ამაში, მოუძებნეთ შესაფერისი კლუბი, ფიტნესცენტრი, საექსკურსიო ბიურო, სადაც მოქმედებს სპეციალური პროგრამები ხანდაზმულთათვის. ოღონდ ძალა არ დაატანოთ, თავს არ მოახვიოთ თქვენი აზრი. თუ თქვენმა რჩევამ დედა გააღიზიანა, ნუ გაუნაწყენდებით; გაიხსენეთ, რომ ორიოდე ათეული წლის შემდეგ თვითონვე აღმოჩნდებით "არამკითხე მრჩევლის" როლში და გაიღიმეთ.