/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

მოდი, ვიმეგობროთ!

მოდი, ვიმეგობროთ!
ბავშვი გაიზარდა, უკვე მეგობრებიც ჰყავს. უნდა მოვახდინოთ თუ არა გავლენა მის არჩევანზე?

დაახლოებით 2 წლის ასაკისთვის ბავშვებს ინტერესი უჩნდებათ ერთმანეთის მიმართ. მათი ყურადღება შეიძლება მიიპყროს პატარამ, რომელიც ქვიშაში თამაშობს, ნაცნობის შვილმა ან სულაც უბრალო გამვლელმა. პატარებს უნდა ვასწავლოთ ერთად თამაში და დავიცვათ მარტივი წესები - არ დავანებოთ მათ ჩხუბი, ერთმანეთისთვის სათამაშოების წართმევა, ვასწავლოთ, რომ თავიანთი სათამაშო ზოგჯერ სხვა ბავშვებსაც უნდა ათხოვონ.

თუ სამი წლის ასაკისთვის პატარას ეს ჩვევები აქვს, ესე იგი პირველი ნაბიჯები ადმიანებთან ურთიერთობის დამყარების თვალსაზრისით წარმატებით არის გადადგმული.

დავიწყოთ საკუთარი თავით

უპირველეს ყოვლისა, დაფიქრდით, თავად როგორი დამოკიდებულება გაქვთ ადამიანების მიმართ. ხომ არ გახასიათებთ ადამიანთა ხმამაღალი შეფასება? ხომ არ დაგიყვიათ პიროვნებები ცუდებად და კარგებად, ჭკვიანებად და სულელებად და ასე შემდეგ?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ბავშვები მშობლების ტალღაზე არიან აწყობილნი და დედის რძესთან ერთად ითვისებენ მათ დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ. თუ თქვენ გამუდმებით ბუზღუნებთ, კრიტიკულად აფასებთ ადამიანებს, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ბავშვიც მოგბაძავთ, მალე შეითვისებს თქვენს ჩვევებს და მუდამ სხვათა შემფასებელი იქნება.

თუკი ყველაფერს აკეთებთ საიმისოდ, რომ პატარას სიცოცხლისა და ადამიანებისადმი ბუნებრივი ინტერესი გაუღვივოთ, ბავშვს ნამდვილად გადაედება ადამიანებისადმი თქვენი სიყვარული და ოპტიმიზმი. გააანალიზეთ თქვენი ურთიერთობა ახლობლებთან. შეხედეთ თქვენს ოჯახს ბავშვის თვალით. რას ხედავს პატარა ყოველდღიურად? დედას და მამას უყვართ ერთმანეთი, პატივს სცემენ, ცდილობენ, არ აწყენინონ. ბავშვსაც ალერსს, სითბოს, მზრუნველობას სჩუქნიან. ოჯახში მუდამ მხიარულებაა, სტუმრად ხშირად მოდიან საყვარელი ადამიანები და სამზარეულოშიც კარგი სუნი ტრიალებს. ან იქნებ ყველაფერი პირიქით არის?

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

ბავშვი ვერ იქნება სხვათა მიმართ პოზიტიურად განწყობილი, თუ ოჯახში სხვაგვარი დამოკიდებულებაა. აუცილებლად უნდა იზრუნოთ, რომ თქვენმა შვილმა აითვისოს საზოგადოებაში ქცევის წესები და ძირითადი აკრძალვები. ასწავლეთ პატარას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყვირილი, მოზრდილთა საუბარში ჩარევა, ისტერიკის გამართვა, სხვისი ნივთების აღება, ჩხუბი და ცუდი სიტყვების თქმა.

თქვენც გააცნობიერეთ და ეცადეთ შვილსაც გადასცეთ იმის შეგრძნება, რომ ადამიანები არ არიან მხოლოდ კარგები ან მხოლოდ ცუდები. მაგალითად, თუ პატარა ბავშვმა თქვენს შვილს უცებ ნიჩბით ქვიშა შეაყარა, მას უნდა აუხსნათ, რომ პატარამ არ იცის თამაში და ეს შემთხვევით მოუვიდა. მიუახლოვდით ბავშვებს და მათთან ერთად დაიწყეთ ქვიშის სასახლის შენება.

ვსწავლობთ ურთიერთობას

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ პოზიტიურად ხართ განწყობილი გარესამყაროს მიმართ და პატარას ადამიანებთან საერთო ენის გამონახვას ასწავლით, მაინც შეიძლება აღმოცენდეს სიტუაცია, როცა თქვენ შფოთავთ ადამიანური ურთიერთობების გამო.

  • თქვენი პატარა მეგობრობს ბავშვთან, რომელიც ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახიდან არის. ამ დროს მშობელს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს - უცებ ბავშვმა ნაკლებად უზრუნველყოფილ პატარას რომ აწყენინოს და ამის გამო მისი მშობლებიც მტრულად განეწყონ?!

სინამდვილეში ეჭვი უსაფუძვლოა. როგორც წესი, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს არ შეუძლიათ ვისიმე მატერიალური შესაძლებლობების შეფასება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატარა ბავშვი თავს იწონებს სათამაშოთი და ამხანაგს ეუბნება, რომ ასეთ სათამაშოს სხვა ვერ იყიდის, ის ამ შემთხვევაში საკუთარ აზრს კი არ აყალიბებს, არამედ უფროსების სიტყვებს იმეორებს. ამიტომ უნდა ეცადოთ, არასოდეს განიხილოთ მატერიალური საკითხები ბავშვის თანდასწრებით. ასწავლეთ პატარას, შეაფასოს ნივთები არა ფასითა და ეტიკეტით, არამედ მათი სილამაზით, ფუნქციით.

  • ბავშვი მეგობრობს პატარასთან მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახიდან. მშობლებს უჩნდებათ შიში - ხომ არ იგრძნობს ბავშვი თავს დაჩაგრულად, როცა მეგობრის ოჯახში ამა თუ იმ სათამაშოთი მოიხიბლება?

სინამდვილეში აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს. ბავშვის მთელი ყურადღება უნდა მიმართოთ არა მატერიალური ფასეულობებისკენ, არამედ თავად ურთიერთობისკენ. ეცადეთ, პატარას ხშირად ესაუბროთ მის მეგობარზე და აღნიშნოთ, როგორი სასიამოვნო თანამოსაუბრეა ის, რა კარგი ადამიანია, რა ძვირფასი მეგობარია.

  • პატარას მეგობარი ისეთი ოჯახიდან არის, რომელიც ფასეულობებითა და კულტურით მკვეთრად განსხვავდება თქვენი ოჯახისგან. მშობლები შიშობენ, ბავშვმა რაიმე ცუდი არ ისწავლოს.

ეცადეთ, დაძლიოთ სნობიზმი. შეუძლებელია, თქვენი შვილი მხოლოდ თქვენი მეგობრების შვილებთან მეგობრობდეს. პატარამ შეიძლება თავისით აირჩოს მეგობარი და არ არის გამორიცხული, ამ უკანასკნელს ისეთი ჩვევები და თვისებები აღმოაჩნდეს, რომლებიც თქვენ არ მოგეწონებათ, მაგალითად, ამბობდეს უცენზურო სიტყვებს, არ იცავდეს სუფრასთან ქცევის წესებს, ამჟღავნებდეს აგრესიას ადამიანების მიმართ, სისასტიკეს ცხოველების მიმართ და სხვა. მთავარია გახსოვდეთ, რომ ასეთი ბავშვიც შეიძლება იყოს კარგი ადამიანი; მას უბრალოდ მზრუნველობა სჭირდება. რაკი თქვენი შვილი ამ ბავშვთან მეგობრობს, ესე იგი ამ პატარასაც აქვს რაღაც ღირსება. შეიძლება, პატარა სტუმარს სასხვათაშორისოდ უთხრათ, რომ თქვენთან არ შეიძლება ყვირილი, უწმაწური სიტყვების წარმოთქმა და ხელით ჭამა.

3 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ჩვევების აღმოფხვრაში ზღაპრებიც დაგვეხმარება. მოიგონეთ ისტორია, რომლის მთავარი პერსონაჟიც უარყოფითი გმირია. ის ხმამაღლა ყვიროდა, ცუდ სიტყვებს ამბობდა, ცხოველებს აწვალებდა და ტყეში ყველას აწუხებდა. ამის გამო მასთან მეგობრობა არავის უნდოდა, მაგრამ როცა გამოსწორდა, ის ყველას შეუყვარდა. ეს ყველაფერი ემოციითა და გამოთქმით მოყევით. ეფექტი საოცარი იქნება!

თუ თქვენი არც ერთი მეთოდი არ ჭრის და ხედავთ, რომ თქვენი პატარა მოხიბლულია თავისი უსაქციელო მეგობრით, მის ყოველგვარ მოქმედებას იმეორებს, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ, რა არ ჰყოფნის თქვენს შვილს ოჯახში, რა ხიბლავს სხვაგან. ამ საკითხზე მას სერიოზულად უნდა ესაუბროთ. რატომ ივიწყებს ბავშვი მეგობრის თანდასწრებით მშობლების ყველა აკრძალვას? იქნებ თქვენ მეტისმეტად მკაცრი ხართ შვილის მიმართ?

  • თქვენი აღზრდის პრინციპი თქვენი ნაცნობების პრინციპებისგან განსხვავდება. ხომ არ მოახდენს მათი შვილი თქვენსაზე უარყოფით გავლენას?

ფაქტია: ერთნი ბავშვს მკაცრი პატრიარქალური წესების დაცვით ზრდიან და დასჯის ძველებურ მეთოდებზეც არ ამბობენ უარს, მეორენი კი აღზრდის იაპონური სისტემის მომხრენი არიან და 5 წლამდე ბავშვს არაფერს უკრძალავენ. ასე რომ, სოციალურად ორი ერთნაირი ოჯახის შვილი შესაძლოა სრულიად სხვადასხვანაირად იყოს აღზრდილი. ამ შემთხვევაში მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ თქვენი პატარას ქცევა შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს.

თქვენი შვილი საკუთარ თავს აუცილებლად ჰკითხავს: რატომ არ შეიძლება, მეც სხვასავით ვიქცეოდე? ახსნა მარტივი უნდა იყოს: თქვენს ოჯახში ასეთი ქცევა არ არის მიღებული, სხვასთან კი დაშვებულია. საკუთარ ოჯახში პატარას თქვენი წესების დაცვას სთხოვთ. თუ პატარა ბავშვის საქციელი არ მოგწონთ, ჯობს, მას სერიოზულად გაესაუბროთ, თუმცა სანამ საქმე აქამდე მივიდოდეს, კარგი იქნება ეცადოთ, პატარამ არ დაარღვიოს მიღებული ნორმები.

ქცევის წესები

სტუმრად მიდიხართ? აუცილებად აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა მოიქცეს სხვის სახლში.

  • პირველი მთავარი წესი - არ ავიღოთ არც ერთი ნივთი მასპინძლების ნებართვის გარეშე. თუ რიამეს ავიღებთ და მასპინძლები ნივთის ადგილზე დაბრუნებას გვთხოვენ - ვაბრუნებთ უტირლად.
  • მეორე წესი - არ ვტირით, არ ვჩხუბობთ, ისტერიკას არ ვმართავთ.
  • მესამე - იყავით ყურადღებიანი ბავშვური კონფლიქტების მიმართ. პატარა ბავშვი აუცილებლად უნდა გრძნობდეს, რომ ის სამართლიანად დატუქსეს. ამ შემთხვევაში მას არ გაუჩნდება ეჭვი თქვენი ფასეულობების მიმართ.

ასწავლეთ პატარას, თავაზიანად და ტაქტიანად მიუჩინოს ადგილი იმ თანატოლებს, რომლებიც სათანადოდ არ იქცევიან. როგორ უნდა მოვახერხოთ ეს? ბავშვს უნდა ვასწავლოთ პროტესტის გამომხატველი მარტივი ფრაზები. მაგალითად, თუ ვინმე სათამაშოს ართმევს, მტკიცედ განუცხადოს: "ბოდიში, ახლა ვერ გათხოვებ, იმიტომ რომ ახლა მე ვთამაშობ!" თუ ვინმე უწმაწურ სიტყვებს ამბობს, უთხრას: "მე არ მომწონს ასე საუბარი!" დროთა განმავლობაში პატარას ნამდვილად გაუჩნდება მეგობრები, რომლებიც მის გვერდით იქნებიან ჭირსა თუ ლხინში, მეგობრები, რომელთაც ნამდვილად შეიძლება ენდო.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მოდი, ვიმეგობროთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები