/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

იცინეთ ერთად!

იცინეთ ერთად!
შეიძლება თუ არა, განვუვითაროთ ბავშვს იუმორის გრძნობა? როგორ ვასწავლოთ, უფრო მხიარულად და ოპტიმისტურად უყუროს ცხოვრებას?

როცა ბავშვი მხიარულ დედ-მამას უყურებს, ის სწავლობს, როგორ შეხედოს იუმორით რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებს. რა ქნან სერიოზულმა მშობლებმა, რომელთაც იუმორის გრძნობა არ აქვთ? მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ სიცილი შვილთან ერთად! შესაძლოა, თქვენი შვილი მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი არ გახდეს, მაგრამ მისი ცხოვრება მხიარული იქნება. ფსიქოლოგებს ტყუილად როდი მიაჩნიათ, რომ იუმორის გრძნობა თამაშის უნარია.

თამაში კი შესანიშნავად ავითარებს ინტელექტს. სიცილის უნარი ბავშვისთვის ცხადყოფს ელემენტარულ, მაგრამ გასაოცარ ჭეშმარიტებას - ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება, სხვადასხვაგვარად შეიძლება შევაფასოთ. თუ ტრაგიკულში რაიმე კომიკურსაც დავინახავთ, ცხოვრება გაცილებით ადვილი გახდება.

ბავშვს, რომელსაც შეუძლია სასაცილო იყოს და ამით არ დაზარალდეს, გულს იოლად ვერავინ ატკენს. იუმორის გრძნობის მქონე, მხიარულ ადამიანებთან ურთიერთობა ყველას უხარია. ბავშვი კი, რომელთანაც მეგობრობა ყველას უნდა და რომელიც ყველას უყვარს, თავდაჯერებას იძენს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი გრძნობდეს განსხვავებას ბოროტ და უწყინარ ხუმრობას შორის. ჭეშმარიტი იუმორი ტაქტიანია და თანამოსაუბრეს გულს არ სტკენს. კარგია, თუ ბავშვი მცირე ასაკიდანვე მიხვდება - ადამიანების დაცინვა ცუდია, ერთად სიცილი კი ძალიან კარგი! ეს ყოველივე ბავშვს უნდა ვასწავლოთ კეთილგანწყობილი ურთიერთობის მეშვეობით. მაგალითად, თუ ბავშვი არასწორად იქცევა, მას შენიშვნა იუმორით, რბილად და სიყვარულით მიეცით. მაგალითად, იმის თქმას, რომ ზოზინაა, ჯობს ვუთხრათ: "მე და შენ კუებივით ვიქცევით; მოდი, სიჩქარე ჩავრთოთ!" საზოგადოდ, იუმორში ბევრი თამაშის მომენტია. სწორედ ამიტომ უყვართ პატარებს ხუმრობა და ხშირად მათი ფრაზები აღგვაფრთოვანებს კიდეც.

  • როდის არის საჭირო თვითირონია

ალბათ შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც ხუმრობაზე არ ბრაზდება და ხშირად საკუთარ თავზეც კი იცინის. ეს არაჩვეულებრივი თვისებაა! ასეთი პიროვნება აუღელვებელი რჩება იმ შემთხვევაშიც კი, როცა მის წყენას ცდილობენ. ის არ აკრაჭუნებს კბილებს სიბრაზისგან, არ კრავს მუშტებს და არ კარგავს წონასწორობას. ასეთი ქცევა ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას და გვიჩნდება სურვილი, ეს უნარი ჩვენს შვილსაც ჰქონდეს. ამიტომაც ცდილობენ მშობლები, ასწავლონ შვილებს საკუთარი თავის დაცინვა - მიაჩნიათ, რომ ეს კარგია. ნუთუ ყოველთვის?

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

მოდი გავარკვიოთ, რა არის გაწონასწორებულობისა და ამტანობის საიდუმლო, რა გვაძლევს უნარს, არ გავბრაზდეთ და ვიცინოთ მასთან ერთად, ვინც გვაწყენინა. ეს არ არის მარტივი კითხვა და მასზე ერთგვაროვანი პასუხიც არ არსებობს.

ხშირად ბავშვი მისდამი მიმართულ დაცინვას მხოლოდ იმისთვის უერთდება, რომ თავი დაიცვას და საკუთარი დამცირება დამალოს. ხშირად პირველი იწყებს საკუთარი თავის დაცინვას, რათა სხვებს დაასწროს. თუმცა დამცირება მტკივნეულად მოქმედებს ბავშვზე, აზიანებს მის ფსიქიკას. სინამდვილეში საკუთარი ემოციების ფლობას სულაც არ აქვს რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო - აუცილებელია საკუთარი ღირსების შეგრძნება. ასეთი ადამიანის გაღიზიანება შეუძლებელია იმიტომ, რომ მას მყარი თვითშეფასება აქვს. პატარა ბავშვს, ბუნებრივია, ეს თვისება არ გააჩნია - ის ჯერ მხოლოდ უყალიბდება.

ცალკეული ირონიული ფრაზები საკუთარი თავის მიმართ პირველად უმეტესად გარდატეხის ასაკში გაისმის, თუმცაღა ყველამ იცის, რომ ამ ასაკში მოზარდის ფსიქიკის ტრავმირება განსაკუთრებით ადვილია. მიუხედავად ამისა, პატარა ბავშვებს შეუძლიათ გულიანად იცინონ საკუთარ თავზე, როცა გრძნობენ, რომ მშობლები არ უარყოფენ მათ საქციელს, მოტივაციას, სურვილებს, შიშს, მიზნებს და, ბოლოს და ბოლოს, ზრუნავენ მათზე, მათ ზოგიერთ მოქმედებაზე კი უბრალოდ იცინიან.

  • სიცილი თამაშის დროს იბადება

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ იუმორის გრძნობა თამაშის უნარია. აუცილებლად დაუთმეთ დრო თამაშს, ეს აღზრდის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. მიეცით ფანტაზიას გასაქანი, გაიხსენეთ სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟი, მათი თვისებები - სიძუნწე, შური, სიზარმაცე, ტრაბახი, ცბიერება... ერთად იცინეთ მათზე. ბავშვი მიხვდება, რომ ამ სამყაროში სრულყოფილი არავინ და არაფერია. პატარასთან ერთად იცინეთ საკუთარ ნაკლზეც - დაბნეულობაზე, გულმავიწყობაზე, ძილისგუდობაზე - და უჩვენეთ ბავშვს, რომ ეს არ გაბრაზებთ.

გამოაკარით ოთახში მხიარული ნახატები, აპლიკაციები, გამოძერწეთ სასაცილო ფიგურები, შეარქვით მათ სასაცილო სახელები. მთავარია, ამ დროს პატარას სიცილის სურვილი გაუჩნდეს. რაც უფრო მეტ საბაბს მისცემთ ბავშვს სიცილისთვის, მით უფრო სწრაფად ჩასწვდება იგი იუმორის არსს, მით უფრო უკეთ განუვითარდება უნარი, იუმორით შეხედოს რთულ სიტუაციებს.

  • დავხატოთ ემოციები

იუმორის გრძნობის მქონე ადამიანი გამოირჩევა მახვილი გონებით, მეტაფორული მეტყველებით, სიტუაციის ანალიზისა და სასაცილო მომენტების დანახვის უნარით. ბავშვში ამ უნარის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს სასაცილო ლექსები, იუმორისტული ზღაპრები, აბსურდული ამოცანები.

როცა წიგნებს კითხულობთ, აუცილებლად უნდა ასწავლოთ პატარას მათი ანალიზიც. შესთავაზეთ ბავშვს იმსჯელოთ იმაზე, რატომ არის სასაცილო ესა თუ ის სიტუაცია. მასთან ერთად დაიმახსოვრეთ სასაცილო ფრაზები, გამოთქმები, ენის გასატეხები.

ეცადეთ, ბავშვთან ერთად დახატოთ ემოციები. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა უარყოფითი ემოციების შემთხვევაში. დახატოს პატარამ გაბრაზება. ახლა თქვენ დახატეთ გაბრაზება და მას მოკლე ფეხებზე მდგარი ღიპიანი კაცის იერი მიეცით, რათა ბავშვმა დაინახოს, რომ გაბრაზება სასაცილოც შეიძლება იყოს. შესაძლოა ამ ყოველივეს შემდეგ მას გაბრაზების სურვილი აღარც კი გაუჩნდეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

იცინეთ ერთად! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები