სწავლა ადვილია! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სწავლა ადვილია!

ბავშვის განვითარება მისი მიდრეკილებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად უნდა მოხდეს. მარტივი პროგრამის დაძლევა, რომელიც გულისხმობს კითხვას, მათემატიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, ხელოვნების ისტორიის, ხატვის, მუსიკის შესწავლას, ნებისმიერ დედას ხელეწიფება. ამასთანავე, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ყოველდღიური მეცადინეობა არ არის აუცილებელი - ასეთი მიდგომისას პატარა მალე დაკარგავს ცოდნის ათვისებისადმი ინტერესს. აუცილებლად უნდა შევადგინოთ მეცადინეობის ცხრილი და შეძლებისდაგვარად დავიცვათ.

თუ რამე არ გამოგვივიდა, არა უშავს - შეგვიძლია, ხვალაც, ზეგაც დავუბრუნდეთ... არის შემთხვევები, როცა ბავშვი კარგავს ინტერესს რომელიმე საგნის მიმართ. არც ეს არის საგანგაშო - პატარას ცოტა ხანს თავი უნდა დავანებოთ და ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ. ცნობილია, რომ პატარა ბავშვი მაშინ იჩენს ამა თუ იმ დარგისადმი ინტერესს, როცა მშობლები მის ცნობისმოყვარეობას სიხარულით ხვდებიან და მის კითხვებს ხალისით პასუხობენ. ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ მისი "რატომ?" მოგბეზრდათ. ამასთანავე, მას ხშირად უნდა მისცეთ საშუალება, დარჩეს მარტო და დამოუკიდებლად "იმეცადინოს".

ვიაზროვნოთ ლოგიკურად

ლოგიკა ყველაფრის საფუძველია. სასურველია, მშობლებმა თანამიმდევრული და ლოგიკური მოქმედების ჩვევა ჯერ საკუთარ თავს გამოუმუშაონ, ხოლო შვილს მერე მოსთხოვონ.

გრძნობათა ორგანოები

აუხსენით ბავშვს განსხვავება ცნებებს: "ხედვა", "სმენა", "შეგრძნება", "ყნოსვა", "გემოს გასინჯვა" - შორის.

  • სავარჯიშო: აირჩიეთ რამდენიმე განსხვავებული საგანი და აუხსენით პატარას, რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან. სთხოვეთ, დაახასიათოს ისინი და დაეხმარეთ, აღწერისას ხუთივე გრძნობა გამოიყენოს. მაგალითად: ყურძენი ტკბილია; ვარდი წითელია და კარგი სუნი აქვს; რადიოში მუსიკას გადმოსცემენ, მას ვუსმენთ; სათამაშო რბილი და ფაფუკია.

ორიენტაცია

სივრცეში ორიენტაციისთვის ბავშვმა აუცილებლად უნდა აითვისოს ცნებები "მარჯვნივ", "მარცხნივ", "ზემოთ", "ქვემოთ", "შიგნით" და ასე შემდეგ.

  • სავარჯიშო: ეს ცნებები ინტენსიურად გამოიყენეთ, როცა ბავშვს ტანსაცმელს აცმევთ. "მარჯვენა", - თქვით და ხელით შეეხეთ მის მარჯვენა ხელსა და ფეხს. დამახსოვრება რომ გაუადვილოთ, შეგიძლიათ, მარჯვენა ხელზე ან ფეხზე ლენტი შეაბათ. არ დაგავიწყდეთ, ხშირად უჩვენოთ ბავშვს, რა არის ოთახში მარჯვნივ და რა - მარცხნივ. რბილი სათამაშო დადეთ ჯერ მაგიდაზე, შემდეგ მაგიდის ქვეშ და უთხარით ბავშვს, სად ზის დათუნია თუ ბაჭია...

ერთნაირი ნიშნები

პატარა ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ სხვადასხვა საგანს განსაზღვრული ნიშან-თვისებები აერთიანებს.

  • სავარჯიშო: მაგიდაზე დააწყვეთ სხვადასხვა ფერის მუყაოსგან გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურები. პატარას სთხოვეთ, მოგაწოდოთ მწვანე სამკუთხედი, წითელი კვადრატი, ცისფერი წრე... ასეთი თამაში მას განუმტკიცებს წარმოდგენას ფორმისა და ფერის შესახებ. შესთავაზეთ პატარას, ყვითელი კვადრატი მარცხენა ხელში დაიჭიროს, ცისფერი წრე - მარჯვენაში, ხოლო ვარდისფერი მართკუთხედი ჩადოს ყუთში. ასე დაუკავშირდება მის გონებაში ერთმანეთს საგნების ფერი, ფორმა და ადგილმდებარეობა.

თანამიმდევრობა

ჩვენ გვინდა, ბავშვი ჩასწვდეს თანამიმდევრობის არსს.

  • სავარჯიშო: მუყაოსგან გამოჭერით ფირფიტები და დააწერეთ ციფრები 0-დან 9-მდე. ციფრები თანამიმდევრობით დაალაგეთ და პატარას სთხოვეთ იპოვოს, რომელ ორ ციფრს შორის არის თქვენ მიერ დასახელებული ციფრი. ახლა ციფრები აურიეთ და სთხოვეთ ბავშვს, წესრიგი აღადგინოს.

ანტონიმები

აუცილებელია ანტონიმების შერჩევა, რათა პატარამ გააცნობიეროს საგნების საპირისპირო ნიშან-თვისებების არსებობა.

  • სავარჯიშო: ითამაშეთ "სიტყვობანა" - დაასახელეთ ურთიერთსაპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები: დიდი - პატარა, მშრალი - სველი, ტკბილი - მწარე და ა.შ.

მსგავსი ნიშნები

სხვადასხვა ცნება საერთო ნიშნების მიხედვით შეიძლება ერთ კლასად გავაერთიანოთ.

  • სავარჯიშო: დაასახელეთ განსხვავებული სიტყვები და ბავშვს შესთავაზეთ, ისინი საერთო ნიშნით გააერთიანოს. მაგალითად, თოჯინა, ბურთი, დათვი, კუბი - სათამაშოებია; მაგიდა, სკამი - ავეჯია; თეფში, ჭიქა - ჭურჭელია.


დავითვალოთ ყველაფერი

სპეციალისტების აზრით, თვლა მხოლოდ ციფრების მექანიკური დასახელება კი არა, არამედ მათი არსის გაგებაც არის. ცოტ-ცოტაობით თვლა წლინახევრიდან უნდა დავიწყოთ. ასწავლეთ პატარას ხმამაღლა და მკაფიოდ თვლა. ამისთვის ითვალეთ საფეხურები კიბეზე ასვლა-ჩასვლისას, ნაბიჯები ოთახის ერთი წერტილიდან მეორემდე, სათამაშოები ყუთში ჩალაგებისას, მოქმედებები, სანამ ჩააქრობდეთ შუქს, გამორთავდეთ ტელევიზორს ან გააღებდეთ კარს. პატარა მალე დაიმახსოვრებს ციფრების სახელწოდებას.

ეცადეთ, თვლა და ბავშვის ქმედება ერთმანეთს შეესაბამებოდეს. დააწყვეთ თეფშის გვერდით სამი კუბი. პატარას შესთავაზეთ, თეფშზე თითო-თითო კუბი დადოს, თან ითვალეთ. შედარებით მოზრდილ ბავშვს შეიძლება ნულის მნიშვნელობაც გავაგებინოთ. დასვით შეკითხვა: "რამდენი ნიანგი გვყავს აბაზანაში?" ან "რამდენი ფისო გიზის ჯიბეში?" პატარა ადვილად მიხვდება, რა არის ნული. სავარჯიშო: დაითვალეთ და თან ეცადეთ, დათვლისას რამეს შეეხოთ. გაშალეთ თითები და დაითვალეთ ისინი, თან სათითაოდ შეეხეთ. ახლა ბავშვს შესთავაზეთ საგნების დათვლა და შეხება. შემდეგ გადადით წიგნში, სურათებზე არსებული საგნებისა თუ ცხოველების თვლაზე.

უკუთვლა

უკუთვლა უნდა ვიცოდეთ, რათა კარგად ვისწავლოთ ანგარიში.

სავარჯიშო: ჯერ ივარჯიშეთ, რათა ისწავლოთ თვლა ათიდან ერთამდე, შემდეგ თვლა უნდა დაიწყოთ თერთმეტიდან, თორმეტიდან და ასე შემდეგ.

ვითვლით გარკვეულ რაოდენობას

ანგარიშისთვის ბავშვმა უნდა ისწავლოს ვარირება ციფრების მეშვეობით. ასწავლეთ თვლა გარკვეულ ფარგლებში.

სავარჯიშო: ბავშვს წინ დაუწყვეთ ლობიოს რამდენიმე მარცვალი. შესთავაზეთ, დაითვალოს 3 მარცვალი. როცა ამ დავალებას შეასრულებს, ამოცანა გაართულეთ - პატარამ ცალკე გადააწყოს 3, 5, 9 მარცვალი. თუ ამ დავალებასაც წარმატებით გაართვა თავი, მის წინ მარცვლები ერთ რიგად განალაგეთ და სთხოვეთ, დაითვალოს გარკვეული რაოდენობა, ოღონდ ხელით აღარ შეეხოს მარცვლებს. თვლაში ყოველდღე ივარჯიშეთ.

მორიგეობით თვლა

თვლა ადვილი ასათვისებელია თამაშის დროს.

სავარჯიშო: თქვენ ამბობთ: "ერთი", ბავშვი გპასუხობთ: "ორი", თქვენ ამბობთ - "სამი" და ასე შემდეგ. თავდაპირველად პატარა მოისურვებს, თქვენ მიერ დასახელებული ციფრი გაიმეოროს. ამ შემთხვევაში აუხსენით, რომ თამაშის წესებით, გამეორება აკრძალულია - აუცილებელია მომდევნო ციფრის დასახელება. ახლა პატარამ დაიწყოს და თქვენ გააგრძელეთ. როცა ბავშვი კარგად აითვისებს ასეთ თვლას, შეგიძლიათ, თამაშის მონაწილეთა რიცხვი სამამდე, ოთხამდე გაზარდოთ.

ისტორია

ბავშვის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიის შესწავლას. უმჯობესია, თავად პატარას ისტორიით დაიწყოთ - ის მიხვდება, რომ ყველა ადამიანს აქვს ისტორია, წარსული.

სავარჯიშო: აიღეთ ბავშვის ფოტოალბომი. მიაქციეთ ყურადღება, რომ სურათები ქრონოლოგიური თანამიმდევრობით იყოს დალაგებული და დაიწყეთ თხრობა. აუხსენით შვილს, რომ თავდაპირველად ის ძალიან პატარა იყო და სულ ეძინა. მერე თანდათან გაიზარდა. აი, ჯერ დაჯდა, ჭამა დაიწყო, გაცოცდა, ადგა, გაიარა...

გაიხსენეთ შვილის პირველი სიტყვები, სასაცილო ბგერები... ბავშვებს ძალიან უყვართ საკუთარი თავის შესახებ ამბების მოსმენა. როცა მიხვდებით, რომ პატარამ საკუთარი ისტორია კარგად აითვისა, შეგიძლიათ, მომდევნო საფეხურზე გადახვიდეთ და საკუთარი თავის შესახებ დაიწყოთ თხრობა.

სავარჯიშო: უჩვენეთ შვილს თქვენი ბავშვობის ალბომი. აუხსენით, რომ თქვენც იყავით პატარა. აჩვენეთ, როგორი განსხვავებაა დღევანდელ და ძველ ცხოვრებას შორის, მოუყევით თქვენი ბავშვობის ეპიზოდები. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა ბავშვისთვის, რადგან მას უჭირს დაჯერება, რომ მშობლებიც იყვნენ პატარები. მერე შეგიძლიათ ბებიებისა და პაპების ისტორიებზე გადახვიდეთ. აუხსენით, რომ თქვენც არასოდეს გინახავთ თქვენი მშობლების ბავშვობა, მაგრამ ოდესღაც ბებია და ბაბუაც პატარები იყვნენ. თუ გაქვთ ძველი სურათები, აუცილებლად აჩვენეთ ისინი შვილს და აუხსენით, რომ ყველა ადამიანი ოდესღაც ბავშვი იყო. ასე გააცნობიერებს პატარა, რომ არსებობს თაობათა ცვლა. როცა შემეცნების ეს ეტაპი დასრულდება, შეგიძლიათ, თამამად გადახვიდეთ დინოზავრების ისტორიაზე. "ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინათ, როცა არც ჩვენი წინაპრები არსებობდნენ და საერთოდ, ადამიანები ჯერ არ გაჩენილიყვნენ, დედამიწაზე ცხოვრობდნენ უზარმაზარი ცხოველები - დინოზავრები". აუცილებლად იშოვეთ კარგად ილუსტრირებული წიგნი ამ თემაზე. შეგიძლიათ, დინოზავრების, გიგანტური ხვლიკებისა და დღეს არარსებული სხვა ცხოველების სათამაშოებიც შეიძინოთ. როცა ბავშვი სამყაროს ისტორიაში გაერკვევა, თამამად შეგიძლიათ გადახვიდეთ საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე.

წავიკითხოთ?

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პატარა ბავშვს ასოები მაშინვე შეიძლება გავაცნოთ, როგორც კი ენას ამოიდგამს. ამ ასაკში ის ბგერების გარჩევას იწყებს, თუმცა კითხვა სამ წლამდე არ არის რეკომენდებული.

დაწერილი სიტყვები

  • როგორ დავაინტერესოთ ბავშვი კითხვის პროცესით, ვიდრე თავად ისწავლის კითხვას? საამისოდ პატარ-პატარა ხრიკები არსებობს.
  • სავარჯიშო: კედელზე მიამაგრეთ თეთრი ქაღალდის დიდი ფურცელი. დაწერეთ ქაღალდზე ბავშვის მიერ წარმოთქმული პირველი სიტყვები. ეს იმისთვის, რომ პატარამ გაიგოს: ყველაფერი, რასაც ვამბობთ, შეიძლება განსაკუთრებული ნიშნებით - ასოებით გამოვსახოთ ქაღალდზე. ყოველთვის, როცა კი ბავშვი იტყვის ახალ სიტყვას და, ამასთანავე, მის მნიშვნელობასაც გააცნობიერებს, საზეიმო ვითარებაში დაწერეთ სიტყვა ქაღალდზე.


ანბანის სიმღერა

ბავშვები ასოებს ყველაზე უკეთ იმახსოვრებენ... სიმღერისას. სავარჯიშო: ბავშვისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მელოდია იმღერეთ არა სიმღერის ტექსტით, არამედ ანბანის ასოებით.

ვისწავლოთ ანბანი

როცა ბავშვი ანბანის სიმღერას მიეჩვევა, დადგება მისი გაშინაარსების დრო. ზოგი ბავშვი ამას ადვილად ახერხებს და აბსტრაქტული სიმბოლოსათვის გრაფიკული გამოსახულების მორგებით ერთობა, თანაც ასოებს სწავლობს. ასეთი პატარებისთვის შესაფერისია კითხვის სწავლების ნებისმიერი მეთოდიკა. საკმარისია ასოების ხშირი ჩვენება. ბავშვების უმეტესობას კი, მიუხედავად კითხვის სიყვარულისა, უჭირს გააცნობიეროს, რომ კითხვისთვის ასოების დამახსოვრებაა საჭირო. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, ასოებს მიმზიდველობა შევძინოთ.

  • სავარჯიშო: დახატეთ ანბანი ისე, რომ ადვილი დასამახსოვრებელი იყოს: თითო ფურცელზე დაწერეთ თითო ასო სქელი შავი მარკერით ან ფლომასტერით, ქვემოთ კი წვრილი წითელი ფლომასტერით შესაბამისი გამოსახულება მიახატეთ. ასოები 6-10 სმ სიგრძისა მაინც უნდა იყოს. თითოეულს ისეთი ნახატი უნდა შეუსაბამოთ, რომელსაც "გააცოცხლებთ", ალაპარაკებთ... როცა ბავშვი გარკვეული რაოდენობის (ათამდე) ასოს აითვისებს, მხოლოდ ასოები უჩვენეთ, ნახატების გარეშე. პატარას აუცილებლად გაახსენდება "გაცოცხლებული" ნახატი და ასოსაც ადვილად გამოიცნობს.

ნორჩი გეოგრაფი

გეოგრაფიის შესასწავლად ძალიან მნიშვნელოვანია, პატარა სივრცეს გრძნობდეს. სივრცის გრძნობის განვითარებაშიც თამაშები დაგეხმარებათ.

  • სავარჯიშო: ეცადეთ, ასწავლოთ ბავშვს ოთახებისა და ბინის გეგმის შედგენა. აუხსენით, რომ რგოლებით შეგიძლიათ აღნიშნოთ მაგიდები, მართკუთხედებით - საწოლები, წერტილებით - სკამები და ა.შ. ახლა შეგიძლიათ, ეს გეგმა განძის საძებნელად გამოიყენოთ. "განძი" კი წინასწარ უნდა "შექმნათ". გააცანით ბავშვს ჯერ თქვენი ქვეყნის, შემდეგ მსოფლიოს რუკა, იყიდეთ მთების, ტბების, მდინარეების, ზღვის სურათები, რათა პატარამ უკეთ წარმოიდგინოს, რას ხედავს რუკაზე.

როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა

როცა ბავშვი კითხვას ისწავლის, ახალი საზრუნავი გაგიჩნდებათ - მას აუცილებლად უნდა შეაყვაროთ კითხვა. ამაში მარტივი მეთოდები დაგეხმარებათ. დაიწყეთ კითხვა და საინტერესო ადგილას გაწყვიტეთ, ვითომ სასწრაფო საქმე გაქვთ. ბავშვი აუცილებლად აიღებს წიგნს და კითხვას განაგრძობს. ნუ დაივიწყებთ ოჯახური კითხვის ტრადიციას. ეს აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალებას მოგცემთ.