/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

როგორ ვითარდება ფიზიკური თვისებები ბუნებრივ გარემოში

რას გულისხმობს ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარება, როგორია მისი მომწიფების ტემპი, ეტაპები და კრიტიკული პერიოდები, მემკვიდრეობითი მახასიათებლები, ინდივიდუალური ცვალებადობა, სიმწიფე და კავშირი შიდა და გარე გარემო ფაქტორებთან, ამ საკითხებზე გვესაუბრება ფიზიკური განვითარების თერაპევტი, შაკო აბრამიშვილი.

– ბავშვის ზრდა-განვითარება დინამიკური პროცესია, რომელიც დამოკიდებულია გარემო ფაქტორების ზემოქმედებასა და გენეტიკურ განწყობაზე.

ზრდის დინამიკური პროცესი გულისხმობს სხე­ულის ცალკეული ნაწილების პროპორციულ ზრდა-­განვითარებას, ასევე მოტორული ინტელექტის ჩამოყალიბებას.

ბავშვების უნიკალურობის გამო მათი მოტორული განვითარების ტემპიც ინდივიდუალურია.

– რა პერიოდები ახასიათებს ბავშვის მოტორულ განვითარებას და რა მნიშვნელობა აქვს ასეთ დაყოფას?

– მოტორული განვითარება აქტიურ ფაზაში გადადის პოსტნატალური პერიოდის შემდეგ, რომელიც შეგვიძლია დავყოთ კონკრეტულ პერიოდებად:

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

1. ახალშობილობის პეროიდი (3-დან 4 კვირამდე);

2. ჩვილობის პერიოდი (3-4 კვირიდან 1 წლამდე);

3. სკოლამდელი პერიოდი (1-დან 3 წლამდე, 3-დან 6 წლამდე);

4. უმცროსი სასკოლო პერიოდი (6-დან 11 წლამდე);

5. უფროსი სასკოლო პერიოდი (12-დან 17-18 წლამდე).

ეტაპებად დაყოფა და შემდგომ მონიტორინგი მნიშნელოვანია, რადგან მოტორული უნარების განვითარებას აქვს ფიზიოლოგიური თანმიმდევრობა და პერიოდი.

არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები გამოტოვებენ ხოლმე, მაგალითად, ხოხვას და იწყებენ სიარულს. ეს დასაშვებია.

განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ უნდა დავეხმაროთ ჩვენი ჩართულობით და, პირიქით, ხელი არ შევუშალოთ მას. ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია გადამეტებული ზრუნვა მის უსაფრთხოებაზე (მაგალითად, ისეა გარემო მოწყობილი, რომ ბავშვს არ აქვს წაქცევის საშუალება).

– რომელ პერიოდში ხდება ბავშვის ძირითადი ფიზიკური თვისებების განვითარება და თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპი რა თავისებურებით ხასიათდება?

– ძირითადი ფიზიკური თვისებების განვითარება ხდება სკოლამდელ პერიოდში, რომელიც გულისხმობს 6 წლამდე ასაკს. პირველი გამოწვევები იწყება ახალშობილობის პერიოდიდან, რომელიც მოიცავს 3-4 კვირას, ახალშობილმა უნდა ისწავლოს თავის დაჭერა, ცოტა მოგვიანებით სასურველი საგნისკენ ხელის გაშვერა, გაცოცება. შემდეგ კოტრიალი. თუ თქვენი ბავშვი სწავლობს ჯდომას, ეს 4-დან 7 თვემდე პერიოდში უნდა მოხდეს. როგორც ფიზიკური თერაპევტი, მშობლებს ვურჩევ მის ირგვლივ არ აღმართოთ უზარმაზარი კედელი ბალიშებით. მიეცით თქვენს პატარას გადაგორების საშუალება, რათა დააგროვოს გამოცდილება, კიდევ უფრო განივითაროს თავდაცვის რეფლექსები. ჯდომის დაბალანსება მომავალში გამოადგება ხოხვის და სიარულის ეტაპზე გადასვლაში.

როცა ის სწავლობს საგნების დახმარებით ადგომას, რაც დაახლოებით 9 თვის ასაკში მოხდება და პერიოდულად წარუმატებლად ასრულებს მცდელობებს, არ შეგეშინდეთ. მან ხომ უკვე ისწავლა გადაგორება და ხელების დახმარებით თავის დაცვა. მისი სხეულის ზომები, ასევე მოტორული ინტელექტი მზადაა, თავიდან აირიდოს სხეულის დაზიანებები. რამდენიმე წაბანცალებისა და მიზნამდე მიღწევის შემდეგ ისწავლის, როგორ ადგეს, ასევე როგორ დაჯდეს მუხლების მოხრით.

ამის შემდეგ, დაახლოებით 12 თვის ასაკში, იწყება საგნების ირგვლივ სიარული, როდესაც ხელს გაუშვებს, წამიერად დადგება და ისევ მოჰკიდებს. ეს ნიშნავს, რომ იგი მზადაა სიარულის სასწავლად. მინდა აღვნიშნო, რომ ამ დროს არაა საჭირო განსაკუთრებული ორთოპედიული ფეხსაცმელების შეძენა. სასურველია ბავშვი დადიოდეს ფეხშიშველი სხვადასხვა ზედაპირებზე, რათა სენსო-მოტორული უნარები განივითაროს.

სიარულის სწავლასთან ერთად მატულობს ახალი თავგადასავლების ძიების პროცესი და იწყება დაბრკოლებების გადალახვის ინტერესი, მაგ., კიბეზე ასვლა. გასართობ მოედნებზე უფრო ცელქია და მეტ ინტერესს ავლენს. უჩნდება სხვადასხვა საცოცზე ასვლის სურვილი.

ბავშვებს ძალიან უყვართ ხტუნვა და ხშირად ეს მშობლებისთვის შემაწუხებელია. იცოდეთ, რომ ამ დროს თქვენი პატარა მნიშვნელოვნად ივითარებს ძვალ-სახსროვან აპარატს, ასევე კუნთოვან კორსეტსა და მოტორული დაგეგმარების უნარს. ხტუნვა არის უნარი, რომელსაც ბავშვები ოთხ წლამდე სწავლობენ.

– პრაქტიკულ რჩევებზე უკვე ისაუბრეთ. დაბოლოს, მაინც რას ურჩევდით მშობლებს, რომ ბავშვის ფიზიკური განვითარება წარიმართოს შეუფერხებლად?

– პრაქტიკის მიხედვით მშობლებს ვურჩევ:

მიჰყევით ბავშვის ინტერესებს, ეთამაშეთ ბავშვებს ფუნქციურად, რათა ხელი შეუწყოთ მათ განვითარებას ფიზიკურადაც და ფსიქოემოციურადაც.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ ვითარდება ფიზიკური თვისებები ბუნებრივ გარემოში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები