/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

დამჯერი ბავშვის განსაცდელი

დამჯერი ბავშვის განსაცდელი
საჭიროა თუ არა, ყველანაირად ვეცადოთ დამჯერე, თვინიერი, მორჩილი ბავშვის აღზრდას? ზიანს ხომ არ მიაყენებს ბავშვს მომავალში ეს თვისებები?

ბავშვები პარადოქსული არსებები არიან. ისინი ერთდროულად ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიისწრაფვიან: სწყურიათ დამოუკიდებლობა და ამავე დროს სურთ, იყვნენ გამგონენი. ესმით, რომ თუ უფროსებს დაუჯერებენ, ეს მათ საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილონ კონფლიქტები უფროსებთან და შესაძლოა, ამისთვის ჯილდოც დაიმსახურონ. საბედნიეროდ, ბავშვები საოცრად მოქნილი არსებები არიან:

მათი უმრავლესობა საკმაოდ ეშმაკია და ახერხებს, ერთმანეთს შეუთავსოს ურთიერთსაპირისპირო ტენდენციები ანუ უფროსებს არ ეკამათოს, არ ეჩხუბოს და ამავე დროს თავისუფლებაც შეინარჩუნოს. ისინი პოულობენ შუალედს სრულ კონფრონტაციასა და სრულ მორჩილებას შორის. მაგრამ ეს ყველას არ გამოსდის...

ყველა ბავშვისთვის სამაგალითო

არსებობენ ბავშვები - კონფორმისტები, რომლებიც ირჩევენ სრულ, უსიტყვო მორჩილებას. ჩვენ ისინი მოგვწონს, ვაქებთ მათ, ვაჯილდოებთ და სხვა ბავშვებს მაგალითად ვუსახავთ, და ვინაიდან ასეთი ბავშვი ჩვენთვის ძალიან კომფორტულია, ვერც კი ვხვდებით, რომ სინამდვილეში ასეთი ქცევა უნდა გვაღელვებდეს. ასეთი ბავშვების მთავარი ადამიანური თვისებებია სულიერი სისუსტე, თვითრწმენის უქონლობა, უნებისყოფობა, ეს კი უზარმაზარი პრობლემაა როგორც თვით ბავშვისთვის, ისე მისი მშობლებისთვისაც, თუ ისინი თავიანთი შვილის ბედნიერებაზე ფიქრობენ და არა საკუთარ კომფორტზე. როცა ბავშვი სრულ მორჩილებას უცხადებს უფროსებს, ის სულიერად ავადმყოფია.

დავუმორჩილოთ საკუთარ ნებას?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინგლისელი ფსიქიატრი რონალდ ლენგი შიზოფრენიის მთავარ მიზეზად... ბავშვის უსიტყვო მორჩილებას მიიჩნევდა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ბავშვის ასეთ ქცევას მშობლები დადებითად აღიქვამდნენ და ახალისებდნენ. საინტერესოა, რომ მომავალი შიზოფრენიკების მშობლები სრულიადაც არ არიან დესპოტები, ისინი არ სჯიან, არ სცემენ და არ ლანძღავენ შვილებს, უბრალოდ, გამუდმებით ახალისებენ მათ უსიტყვო მორჩილებას და დამჯერი ბავშვებით ამაყობენ. ისინი მხოლოდ მაშინ არიან კმაყოფილნი თავიანთი "ანგელოზებით", როცა ისინი მათ ჩრდილებს წარმოადგენენ, საკუთარი არაფერი გააჩნიათ და უსიტყვოდ ემორჩილებიან უფროსების ნებას.

რა თქმა უნდა, ყველა დამჯერი და მორჩილი ბავშვი ფსიქიკურად არ ავადდება, თუმცა მისი განვითარება, განსაკუთრებით - ყველაზე მთავარი, პიროვნული, - ფერხდება. გამოდის, რომ სრული მორჩილებისკენ მიდრეკილება სერიოზული პედაგოგიური პრობლემაა. როგორ უნდა მოგვარდეს ის? როგორ ვასწავლოთ ბავშვს, არ დაგვიჯეროს? უპირველეს ყოვლისა, ბავშვმა უნდა გააცნობიეროს: ის, რაც მას სიამოვნებს, არ უნდა იყოს მორჩილების შედეგი.

მნიშვნელოვანია მათი აზრიც

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

ბავშვებს მოსწონთ უზრუნველობის შეგრძნება, მაგრამ არ ღირს გავათავისუფლოთ ისინი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების აუცილებლობისგან. სასურველია, ვიმსჯელოთ ბავშვთან ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ. ეს საჭიროა, რათა ის მსჯელობას მივაჩვიოთ. მისმა აზრმა უფროსების დადებითი რეაქცია უნდა გამოიწვიოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი "რჩევებით" ვიხელმძღვანელოთ.

იმსჯელეთ, წახვიდეთ თუ არა სასეირნოდ წვიმაში; თუ წახვალთ, რა ჩაიცვათ. ბავშვი გთავაზობთ, ფეხშიშველმა იტყაპუნოს: "ასე ხომ უფრო გავერთობით!" ასეთი "კონსტრუქციული წინადადება", ცხადია, არ მიიღება, მაგრამ უნდა აჩვენოთ ბავშვს, რომ მოგწონთ, კმაყოფილი ხართ იმით, რომ ის საკუთარ აზრს გამოთქვამს. სასეირნოდ წასვლა გადაწყვიტეთ? ბავშვსაც ჰკითხეთ აზრი - რას ჩაიცვამს, რომელ სათამაშოებს წამოიღებს თან. ამა თუ იმ საკითხის განხილვა, მსჯელობა - ეს არის შესაძლებლობა, მიხვიდეთ საერთო გადაწყვეტილებამდე, რომელიც ხელს გაძლევთ თქვენც და მასაც. ამისკენ უნდა მიისწრაფოდეთ. მაშინ აღარ იქნება წინააღმდეგობა უფროსების გადაწყვეტილებასა და ბავშვის სურვილს შორის.

როცა ბავშვი სავსებით დამჯერია, ის სხვის გადაწყვეტილებას ემორჩილება; თუ გადაწყვეტილება მარტო სხვისი არ არის და მისიც არის - პრობლემა იხსნება.

თუ გსურთ გაიგოთ, რას აკეთებს ბავშვი საბავშვო ბაღში და როგორ ექცევიან მას, ეთამაშეთ "საბავშვობაღობანა". სათამაშოები ბაღის აღსაზრდელები იყვნენ, ხოლო თქვენი პატარა - მასწავლებელი. შესთავაზეთ სხვადასხვა სიტუაცია: ბავშვი შეგხვდეთ როგორც მასწავლებელი, "დაგამშვიდოთ", როცა გაჭირვეულდებით... თქვენთვის ბევრი რამ ცხადი გახდება. კარგია "დედაშვილობანაც", სადაც მშობელი ბავშვის როლს შეასრულებს, ხოლო ბავშვი - დედისას ან მამისას. ამგვარად პატარა "მოგითხრობთ", როგორ ხედავს თავის ოჯახს, რაზე ოცნებობს და რისი ეშინია, რას შეცვლიდა და-ძმასთან ურთიერთობაში. სიტუაციების ასეთი მოდელირება სათანადო დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დამჯერი ბავშვის განსაცდელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები