როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ენა ებმის

ნევროპათოლოგის მიერ პრობლემის ნეიროგენული მიზეზების გამორიცხვის შემდგომ საჭიროა გადაიხედოს ბავშვის სოციალური გარემო და დაველოდოთ ე.წ. ფიზიოლოგიური ბორძიკის პერიოდის გავლას, რაც დაახლოებით 8-დან 14 თვემდე გრძელდება, ეს ის პერიოდია, როდესაც შესაძლებელია ლოგონევროზის სპონტანური განკურნება. თუ ამ პერიოდის გავლის შემდგომ ენაბორძიკი არ ალაგდა, უნდა დაიწყოს ლოგონევროზის სამკურნალო ენისა და მეტყველების თერაპია.
ბავშვთა ასაკში განკურნების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ დიდია და იგი 65-70%-ს აღწევს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად არ ემორჩილებიან თერაპიას, ასეთები კი საერთო რაოდენობის დაახლოებით 13-15%-ს შეადგენენ.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი კრიტერიუმები იმის წინასწარ დასადგენად, განიკურნება ის ბავშვობაში, თუ ეს პრობლემა მოზრდილობაშიც შეახსენებს თავს.