/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

დისტანციური რეჟიმიდან – ლაღი საზაფხულო არდადეგებისკენ

დისტანციური რეჟიმიდან – ლაღი საზაფხულო არდადეგებისკენ

დადგა ზაფხული, იწყება არდადეგები. სასკოლო ცხოვრების ბოლო ორი წელი არათანმიმდევრული იყო ცნობილი მიზეზების გამო,გვქონდა პანდემიური წლები და დისტანციური ცხოვრება. ეს საკმაოდ მტკივნეულად აისახა ბავშვების სასკოლო ყოფაზე, დროის დიდ ნაწილს ბავშვების უმეტესოაბ ეკრანებთან ატარებდა. ჰქონდათ თანატოლებთან ურთიერთობის დეფიციტი, თითქმის მოწყვეტილნი იყვნენ გართობას ღია სივრცეებში, რაც აისახვა კიდეც მათ ნერვულ სისტემასა და ფსიქიკაზე. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაიგეგმება მათი დასვენება პანდემიური პერიოდის შემდეგ,რათა მაქსიმალურად გათავისუფლდნენ სტრესისგან, განიტვირთონ და სრულფასოვნად დაისვენონ,მით უმეტეს,რომ შეზღუდვები, საბედნიეროდ უკვე მოხსნილია. ზაფხულში ბავშვმა კარგად უნდა დაისვენოს, ძალ-ღონე აღიდგინოს, არ უნდაიპასიუროს. აგარაკზე,ზღვისა თუ მთის სხვადასხვა კურორტზე,საჭიროა მათი გართობისა და გონებრივი განვითარებისთვის საჭირო აქტივობების მოფიქრება.

ზაფხულში ბავშვი აუცილებლად უნდა გავიყვანოთ ქალაქგარეთ, შევუცვალოთ გარემო. ეს აკაჟებს მის ჯანმრთელობას, აფართოებს თვალსაწიერს. როცა დასვენება კარგად არის ორგანიზებული, ბავშვის ცნობიერება მდიდრდება ახალი შთაბეჭდილებებით, აზროვნება უკეთ ვითარდება, ლექსიკა ივსება ახალი სიტყვებითა და გამოთქმებით, ჩნდება ახალი ინტერესები და მოთხოვნილებები... მაინც რით გავართოთ ბავშვი ზაფხულში ქალაქგარეთ? როგორ მოვახერხოთ, რომ იქ მაინც მოვაცილოთ კომპიუტერსა და ტელევიზორს? თუმცა, ისინიც საჭიროა, როცა წვიმს და შინიდან გასვლა შეუძლებელია, კარგ ამინდში კი...

მხიარული თამაში

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აგარაკზე დასვენების მთავარი სარგებელი ის არის, რომ ბავშვი კაჟდება. ამისთვის მას ყველა პირობა უნდა ჰქონდეს. უპირველესად, გამოვუძებნოთ თავისუფალი ადგილი, სადაც შეეძლება სირბილი, ხტუნაობა, ბურთით თამაში ისე, რომ არ დაზიანდეს მოვლილი ეზო, ძვირფასი ნარგავები. შეიძლება, შევიძინოთ ხელოვნური გორაკი, გასაბერი აუზი ან ჩავასოთ მიწაში სხვადასხვა ზომის ხის ძელები, რომ მივიღოთ სპორტული მოედნის მაგვარი სივრცე. უფრო მოზრდილ ბავშვებს გამოადგებათ ველოსიპედი, სახტუნაო, საქანელა, ჰამაკი, ბადმინტონი, ბატუტი, პინგ-პონგი, კეგლი. შეუცვლელი ატრიბუტია ბურთი. ბიჭუნებიც და გოგონებიც დიდი გატაცებით თამაშობენ ფეხბურთს, „წრეში ბურთს“, კალათბურთს (ამისთვის საკმარისია, ჩავასოთ ბოძი და დავკიდოთ მასზე კალათა). ოღონდ ბურთის სათამაშოდ აუცილებელია სხვა ბავშვები. რაც უფრო მოზრდილია ბავშვი, მით მეტად მნიშვნელოვანია მისთვის თანატოლებთან მეგობრობა. თუ თქვენი აგარაკის ახლომახლო შესაფერისი ასაკის ბავშვები არ არიან, შეგიძლიათ სტუმრად მიიპატიჟოთ შვილის ქალაქელი მეგობრები, რათა მას საშუალება ჰქონდეს, ზაფხული თანატოლების წრეში სასიამოვნოდ გაატაროს.

მოვძებნოთ განძი

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

ყველაფერი, რაც კი ქალაქიდან აგარაკზე ჩასულ ბავშვს ირგვლივ აქვს, შეიძლება მისთვის შემეცნებისა და განვითარების წყაროდ იქცეს. მას უდავოდ გაიტაცებს ისეთი მარტივი გასართობი, როგორიცაა წყალში ქვების სროლა ან მუხლუხოს მოძრაობაზე დაკვირვება. რაც შეეხება ქვიშით, წყლით ან თიხით თამაშს, ეს მხოლოდ კი არ გაართობს, არამედ ყურადღების, მოტორიკისა და წარმოსახვის განვითარებაშიც დაეხმარება. თუ გსურთ, ბავშვს უჩვეულო გასართობი შესთავაზოთ, ეთამაშეთ „განძის მაძიებლობანა“: ჩადეთ რაიმე ლითონის ქილაში და ჩაფალით ეზოში ან სახლის ახლომახლო. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა იდება ქილაში – კანფეტები თუ წერილი; ბავშვისთვის თვითონ ძიების პროცესია საინტერესო. დაუხაზეთ ნაკვეთის გეგმა, რუკა, ჯვრით მონიშნეთ განძის ადგილსამყოფელი... ბავშვი ამით ორგვარ სარგებელს მიიღებს: გაერთობა კიდეც და რუკის დახმარებით ორიენტირებასაც ისწავლის.

ქებათა ქება შრომას!

თუ ბავშვს საინტერესო და მისი შესაძლებლობის შესატყვის დავალებას მისცემთ, ის სიამოვნებით შეიტანს წვლილს სააგარაკო საქმიანობაში. სკოლამდელი ასაკის პატარა უარს არ იტყვის, მოაწყოს ალპური გორაკი, შეკრას მინდვრის ყვავილების თაიგული მაგიდის მოსართავად, შეაგროვოს ღამით ხეებიდან ჩამოცვენილი ვაშლი თუ მსხალი... არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ, შეაქოთ შრომისა და გარჯისთვის, მადლობა გადაუხადოთ გამოჩენილი მუყაითობისთვის. ეს მისთვის სამომავლო სტიმული იქნება.

ძველი ჰობი ახალ ყაიდაზე

სკოლის მოსწავლეებს ხშირად აძლევენ ზაფხულში წასაკითხი ლიტერატურული ნაწარმოებების სიას. ეს ლიტერატურა ასაკის შესაბამისად შეირჩევა. ბევრი ბავშვი არცთუ დიდი ხალისით ეკიდება ამ დავალებას. ჩვენ შეგვიძლია, ეს პროცესი ძალიან საინტერესო, სახალისო და მიმზიდველი გავხადოთ. მაგალითად, წიგნების კითხვა მოვაწყოთ არა მაგიდასთან, არამედ ჰამაკში, ფართოტოტებიანი ხის ჩრდილქვეშ, სიგრილეში, მიმზიდველ და მოხერხებულ გარემოში, ანდა საგანგებოდ კითხვისთვის გამართულ კარავში. ამ შემთხვევაში წიგნი ბავშვს უფრო საინტერესო მოეჩვენება. ბავშვებთან ერთად შეაგროვეთ გირჩები, წაბლი, რკო – მათგან შეიძლება დაამზადოთ ლამაზი სამშვენისები ზაფხულის დღეების სამახსოვროდ.

თქვენს ბიჭუნას ან გოგონას ფოტოგრაფია იტაცებს?

აგარაკზე შეიძლება საზაფხულო ფოტოსესიის მოწყობა ნათესავების, მეზობლებისა და ნაცნობების მონაწილეობით, მერე კი ფოტოალბომის შედგენა. ის ბავშვისთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებად იქცევა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შენ თვითონ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შენ თვითონ!

ბავშვის აღზრდისას მზრუნველი მშობლები ცდილობენ, მას მხოლოდ საუკეთესო მისცენ, დაიცვან ყოველგვარი პრობლემისა და საზრუნავისგან. მიგვაჩნია, რომ ბავშვი ჯერ პატარაა და იმის საშუალებასაც კი არ ვაძლევთ, რაც მას ნამდვილად შეუძლია და თანაც განვითარებისთვის აუცილებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად გავიგოთ, რომ ბავშვი სულაც არ არის ისეთი უსუსური, როგორადაც გამოიყურება. ეს უნდა გავაცნობიეროთ და ბავშვს მივცეთ ახალი და საინტერესო მოქმედებების ათვისების საშუალება. მოდი, დავავალოთ პატარას, დაგვეხმაროს ხილის გარეცხვაში, ყვავილების მორწყვაში. მტვრის გადაწმენდაში. ერთი სიტყვით, ვაგრძნობინოთ, რომ უკვე დიდია და სულ მალე ბევრ რამეს თავად გააკეთებს...

ბუმერანგის ეფექტი

ყველა მშობელი ოცნებობს იმ დროზე, როცა მისი შვილი თავის მოვლისთვის აუცილებელი ელემენტარული ჩვევების თუნდაც ნაწილს გამოიმუშავებს. მართლაც, რა კარგია, როცა ბავშვი დამოუკიდებლად იბანს ხელებს, იცვამს, ჭამს, აწესრიგებს სათამაშოებს და ასე შემდეგ. სწორედ ასეთი "წვრილმანებით" იწყება დამოუკიდებლობის უნარის გამომუშავება და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება. ალბათ ზედმეტია საუბარი მათი მნიშვნელობის შესახებ... ცხოვრებაში კი სულაც არ არის მარტივი, პატარას ვაგრძნობინოთ, რომ ბევრი რამ უკვე თავად უნდა მოახერხოს.

სამი წლის ნიკას ძალიან მზრუნველი დედა ჰყავს. ის ბიჭს ყოველდღე აყენებს საწოლიდან, ხელ-პირს ბანს, აცმევს... დედას მიაჩნია, რომ ბავშვი ჯერ კიდევ მეტისმეტად პატარაა საიმისოდ, რომ თავისით დაიბანოს ხელები, გაიხეხოს კბილები, ჩაიცვას ან გაიხადოს. სადილის დროს ნიკა კოვზს დედას აძლევს და პირს აღებს. ბიჭს მარტო თამაშიც კი არ შეუძლია. როცა დედა სადილს აკეთებს, ის ძალიან მოწყენილია, მშობელს კაბის კალთაზე ექაჩება და აიძულებს, საქმიანობა მიატოვოს, მასთან ერთად ხატოს ან კონსტრუქტორი ააწყოს... სეირნობის დროს შვილის სათამაშოები დედას დააქვს, რათა პატარა არ დაიტვირთოს. ბიჭი დასაძინებლადაც დედასთან ერთად წვება. დედა მთელ დროს შვილთან ერთად ატარებს, ამიტომ საოჯახო საქმეებს მხოლოდ გვიან, ბავშვის დაძინების შემდეგ ასრულებს. დასვენებაზე ლაპარაკიც ზედმეტია...

სამი წლის ბავშვი სათანადოდ ნამდვილად ვერ დააფასებს დედის ასეთ "თავგანწირვას". დედა ცდილობს, შვილს თავიდან ააცილოს ყველა სირთულე და ასე აჩვევს მას უზრუნველ ცხოვრებას, ადრეული ბავშვობის ჩვევები კი ხასიათის ფორმირებას განაპირობებს და გავლენას ახდენს პიროვნების მომავალზე, ამიტომ ნიკას დედამ დროულად უნდა შეცვალოს ბავშვის აღზრდის პრინციპი, თორემ ბიჭი უპასუხისმგებლო, ეგოისტურ და მშობლებზე დამოკიდებულ პიროვნებად ჩამოყალიბდება.

მაგდა ნიკას თანატოლია. გოგონას არასოდეს სცალია - თევზებს უნდა აჭამოს, სათამაშოები უნდა დაალაგოს, სასეირნოდ წასვლის წინ ჩანთა ჩაალაგოს... მაღაზიაში გოგონა თავად არჩევს წვენს და ფულსაც იხდის. ერთხელ დედამ სტაფილო და კარტოფილიც კი დააჭრევინა (ცხადია, თავად იქვე იდგა და შვილს თვალს არ აცილებდა, რომ თითი არ გაეჭრა). მაგდას ძალიან უყვარს ყვავილების მორწყვა. მას თავისი სარწყავიც აქვს. გოგონა ფრთხილად უსხამს ყვავილებს წყალს. თავდაპირველად მეტისმეტი მოსდიოდა, მაგრამ ახლა კარგად იცის, რამდენია საჭირო.

ამ ორი მაგალითის ანალიზით ძალიან ადვილია დავასკვნათ, რომელი ბავშვისგან გაიზრდება დამოუკიდებელი და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნება, ვის არ გაუჭირდება სირთულეების გადალახვა და ვინ არ დაყრის ფარ-ხმალს პირველივე წინააღმდეგობისას. სწორედ შვილის მომავლისთვის არის აუცილებელი, არ შევზღუდოთ მისი დამოუკიდებლობა. ეს მასვე სჭირდება. ბავშვში დამოუკიდებლობის აღზრდისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა სულაც არ არის საჭირო, ცხოვრება თავად გვაძლევს ამის საშუალებას, გვთავაზობს ხელსაყრელ სიტუაციებს. უბრალოდ, ხშირად უნდა მივცეთ პატარას მოზრდილთა საქმიანობაში მონაწილეობის საშუალება. თუ გოგონას სახლის დალაგება ან სადილის მომზადება სურს, ნუ ჩაუხშობთ ინტერესს. ჯობს, სუფთა ნაჭერი მივცეთ და საქმიანობას შევუდგეთ. მთავარია, ამოცანა, რომელიც პატარას დავუსახეთ, მეტისმეტად რთული არ იყოს და მის ჯანმრთელობას არ უქმნიდეს საფრთხეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ, რომ პატარა ყველაფერს იდეალურად გააკეთებს. საყვედური და გაბრაზება ბავშვს დახმარების სურვილს დაუკარგავს. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ პატარას "საქმიანობაში" მთავარი მონაწილეობაა და არა შედეგი. დედასთან ერთად შრომისას ბავშვი კარგ გაკვეთილს და, რაც მთავარია, ცხოვრებისეულ გამოცდილებას იღებს.


რა შეუძლია ბავშვს?

დამოუკიდებელი საქმიანობისკენ სწრაფვა პატარას ძალიან ადრე უჩნდება. ერთი წლისა უკვე ცდილობს, კოვზი აიღოს და თუ საშუალებას მივცემთ, წლინახევრისას უკვე დამოუკიდებლად ჭამაც შეეძლება. ორი წლის პატარას შეუძლია ხელების დაბანა, გამშრალება, გახსნილი ტანსაცმლის გახდა. სამი წლის ბავშვმა შეიძლება ჩაიცვას, შეიკრას ღილები, შეინარჩუნოს წესრიგი ოთახში და დაეხმაროს დედას საოჯახო საქმიანობაში. თუ მას მნიშვნელოვან რამეს დავავალებთ, პატარა სიამაყისა და საკუთარი ღირსების გრძნობით აივსება. სამი წლის ბავშვები ხშირად იმეორებენ სიტყვებს: "მე თვითონ!" ამ პერიოდში დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა განსაკუთრებით თვალში საცემია. მთავარია, დროულად შევამჩნიოთ და დავეხმაროთ. თუ ბავშვს რაღაც არ გამოსდის, მის ნაცვლად გაკეთებას ნუ იჩქარებთ. მოთმინებით დაელოდეთ და თუ საჭიროდ ჩათვლით, ტაქტიანად მიუთითეთ, როგორ გააკეთოს.

არ დაგავიწყდეთ შექება

ხშირად შეაქეთ შვილი. გახსოვდეთ, რომ ქება აღზრდის მძლავრი იარაღია. ნუ დაიშურებთ ალერსიან სიტყვებს. ეს საჭირო ქცევების განმტკიცებაში დაგეხმარებათ. თუმცა ზომიერება ქების დროსაც აუცილებელია. ერიდეთ ფუჭ, გადაჭარბებულ ქებას. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტყვები ძალას დაკარგავენ. ქება აუცილებლად მიზანმიმართული უნდა იყოს. როცა ბავშვის საქციელით კმაყოფილი ხართ, უნდა უთხრათ არა ის, რომ კარგი ბიჭია (გოგოა), არამედ უნდა მიუთითოთ, რომ ძალიან კარგი და საყვარელია კონკრეტული ქმედების გამო. ქება მყისიერი უნდა იყოს, ნუ გადადებთ მას სამომავლოდ.

აუცილებლად შეძლებს!

დამოუკიდებლობის შესწავლის მთავარი პრინციპის თანახმად, არასოდეს არ უნდა გააკეთოთ ბავშვის ნაცვლად ის, რისი გაკეთებაც თავად შეუძლია. თუ პატარამ ხელების დაბანა ისწავლა, ესე იგი ეს უკვე მისი საქმეა. დედამ მხოლოდ უნდა გააკონტროლოს, როგორ ასრულებს ამას შვილი. დასწავლა ვერ იტანს სიჩქარეს. ეს პრინციპი აუცილებლად უნდა დაიცვათ და თუ არ გცალიათ, რამის შესასწავლად სხვა დრო გამონახოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენც იჩქარებთ, პატარასაც ააჩქარებთ, ის განერვიულდება და არაფრის გაკეთების სურვილი აღარ ექნება.

ბავშვთან ერთად საქმიანობისას ყოველთვის კეთილგანწყობილი უნდა იყოთ. არ უსაყვედუროთ დავალების შეუსრულებლობის გამო, უბრალოდ აუხსენით, რას იწვევს უპასუხისმგებლობა, გარკვეული წესების შეუსრულებლობა. პატარამ უნდა იცოდეს, რომ თუ თევზებს არ აჭმევს, ისინი დაიხოცებიან, თუ ყვავილს არ მორწყავს, ის გახმება, თუ სათამაშოებს არ დაალაგებს, სახლში არეულობა იქნება... ამავე დროს ბავშვს უნდა მისცეთ საკუთარი თავის რეაბილიტაციის საშუალება.

სწავლა ძალიან ადვილია თამაშის დროს. მაგალითად, შეიძლება მოვაწყოთ შეჯიბრება - ვინ უფრო სწრაფად გახსნის თასმებს ან შეიკრავს ღილებს. შეიძლება შეჯიბრება სათამაშოების დალაგების დროსაც. თავი არიდეთ შეფასებებს და სხვა ბავშვებთან შვილის შედარებას. თუ პატარას ეტყვით, რომ მისი მეგობარი ყოჩაღია, რადგან თავად იხდის და იცვამს, ეს მეგობრისადმი ცუდ დამოკიდებულებას წარმოშობს და არა დამოუკიდებლობის სურვილს. შედარება მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, როცა თქვენი შვილის სხვადასხვა საქციელზეა საუბარი. ბავშვები ისე იქცევიან, როგორც ჩვენ შთავაგონებთ. როცა საქმიანობას ახლავს სიტყვები "მიდი, ნუ გეშინია, ყველაფერი გამოვა!" - ბავშვი მართლაც წარმატებაზეა ორიენტირებული. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რა გამოსდის ბავშვს. თუ მას ყველაფერს შევუსწორებთ, ამით საკუთარი უსუსურობის განცდას ჩამოვუყალიბებთ. დაიმახსოვრეთ, ბავშვი შეცდომებზე სწავლობს.

დამოუკიდებელი ბავშვი საქმეს თავისი სურვილით იწყებს. მას ყოველთვის აქვს გარკვეული ვალდებულება. ეს მას მოვალეობის გრძნობას უყალიბებს. თანდათან პატარა იგებს, რომ ყოველთვის არ შეიძლება აკეთო ის, რაც გინდა და აცნობიერებს, რომ შრომა თამაში არ არის. პატარა ბავშვს ხშირად ავიწყდება, რომ რაღაც დაავალეს, ამიტომ ხშირად უნდა შევახსენოთ. ამისთვის შეიძლება სპეციალური ნახატებიც გამოვიყენოთ - მაგალითად, ყვავილის, სარწყავის ან აკვარიუმისა. ნახატები იოლად და ხალისით შეახსენებს პატარას თავის ფუნქციებს.

აღზრდის პროცესს საგრძნობლად აადვილებს დღის რეჟიმი და მოსალოდნელი ღონისძიებების დაგეგმვა. დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებაში დიდ დახმარებას გაგვიწევენ შინაური ცხოველებიც. მაგალითად, თუ ბავშვს ძალიან უნდა, რომ ლეკვი ჰყავდეს, მან ისიც უნდა გააცნობიეროს, რომ ამიერიდან უფრო მეტი მოვალეობა დაეკისრება და ეს მოვალეობა სხვა ცოცხალ არსებაზე ზრუნვაა. პატარამ უნდა იცოდეს, რომ ცხოველს უნდა აჭამოს, გაასეირნოს, ოთახი დაალაგოს...

დამოუკიდებლობის გრძნობის ჩამოყალიბებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია პირადი მაგალითი. თუ თავად არ ხართ მიჩვეული წესრიგსა და მოვალეობების შესრულებას, ამას ნურც შვილს მოსთხოვთ. პატარები ადვილად იზიარებენ თანატოლთა გამოცდილებას. საბავშვო ბაღში თანატოლების მაგალითით შთაგონებულები სწრაფად სწავლობენ კოვზის გამოყენებას, დამოუკიდებლად დადიან ტუალეტში, ალაგებენ სათამაშოებს.