/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორთოპედია

შეუნარჩუნეთ ხერხემალსა და სახსრებს ახალგაზრდობა

შეუნარჩუნეთ ხერხემალსა და სახსრებს ახალგაზრდობა
ხერხემალს ადამიანის ჯანმრთელობის სარკედ მიიჩნევენ, რადგანაც ის არის ადამიანის ჩონჩხის საფუძველი და მის სიჯანსაღეზე დიდად არის დამოკიდებული ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობა.

ხერხემლის არხში გადის ზურგის ტვინი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის მრავალ სასიცოცხლო ფუნქციაზეა პასუხისმგებელი. ხერხემლის ამა თუ იმ მალის არასწორი მდებარეობის გამო ზურგის ტვინის ცალკეული ნაწილის დაზიანებამ ორგანიზმში სერიოზული დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს.

ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება ნებისმიერი ადამიანის სურვილია. ამისათვის კი აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენი სხეულის უმნიშვნელოვანეს ნაწილს – ხერხემალს, რადგანაც სწორედ ხერხემლის მოქნილობასა და სიჯანსაღეზეა დამოკიდებული ადამიანის აქტიურობა, ლაღი და თავისუფალი მოძრაობა, რაც ასაკში შესულ ადამიანს რამდენადმე აკლია, ახალგაზრდას კი ფრთებს ასხამს. მოქნილი და აქტიური ხერხემლის პატრონი არ ბერდება. როგორც ამბობენ, სიბერე მას ვერაფერს აკლებს.

ოსტეოქონდროზი, მალათაშუა დისკების თიაქარი, ხერხემლის მალათა დეფორმაცია, ოსტეოფიტური წანაზარდები, რადიკულიტი – ეს ის პათოლოგიებია, რომელთა პროგრესირების კვალად ადამიანს მეტად სერიოზული პრობლემები ექმნება. იგივე შეიძლება ითქვას ართრიტებსა და ართროზებზე. სახსრებში მიმდინარე დისტროფიულ-დეგენერაციული, სხვადასხვა სახის მადეფორმირებელი პათოლოგიური პროცესები ადამიანს უზღუდავს გადაადგილების, მოძრაობისა და ცალკეული სახის სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას.

სიბერე ვერაფერს დაგაკლებთ, თუ სახსრებს ახალგაზ­რდობიდანვე მაქსიმალურად ავარჯიშებთ და დატვირთავთ. ამისათვის არ უნდა დაიზაროთ ზედმეტი ნაბიჯების გადადგმა. მეტიც, ხშირად შეგნებულად უნდა გაიგრძელოთ გზა, ერთი-ორი გაჩერება ფეხით გაიაროთ, ავტომანქანაზე, ლიფტსა და კომფორტზე უარი განაცხადოთ, კიბეზე ასვლა-ჩასვლა წესად დანერგოთ. შეგახსენებთ, კიბე საუკეთესო ტრენაჟორია არა მხოლოდ სახსრებისათვის, არამედ გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვისაც.

პრაქტიკული რჩევები

  • ზურგის არეში განმეორებითი ტკივილების გამოვლენისთანავე გააანალიზეთ, რა შეიძლება იყოს მისი მიზეზი – ტრავმატიზაცია? სიმძიმის აწევა? უხერხული მოძრაობა? იქნებ ის, რომ ერთ პოზაში ხანგრძლივად გიწევთ ჯდომა? დღის განმავლობაში აუცილებლად გამოყავით რამდენიმე წუთი ხერხემლის განტვირთვისათვის, შეასრულეთ სათანადო ვარჯიშები.
  • იძინეთ მყარი ზედაპირის მქონე საწოლში. უარი თქვით რბილ და ფაფუკ ლოგინზე. გახსოვდეთ, ხერხემლის განტვირთვა-მოსვენება მხოლოდ მყარ ზედაპირზეა შესაძლებელი. რბილ ლოგინში ხერხემლის მალები ფუნქციური ამოვარდნის საშიშროებას განიცდიან, ირღვევა მალათაშუა დისკების კვება (ტროფიკა).
  • აუცილებელია ყოველდღიურად ზურგის კუნთების გამაგრება. ამისათვის სპეციალური ვარჯიშებია მოწოდებული, რომელთა შესრულებაც წესად უნდა დანერგოთ, თუ გსურთ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა ხანგრძლივად შეინარჩუნოთ.
  • ყურადღება მიაქციეთ საკვებ რაციონს. კვება სრულფასოვანი და რაციონალური უნდა იყოს. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ბრძანებდა: „საკვები თქვენი წამალი უნდა იყოს, თქვენი წამალი კი – საკვები!“ განსაკუთრებულად სასარგებლოა სოიის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული, თევზი და ზღვის პროდუქტები, ხაჭო და რძემჟავა პროდუქტები. საკვებ რაციონში აუცილებლად ჩართეთ ნიორი, ჩირი, დაფნის ფოთოლი, ნიგოზი და მზესუმზირა, თაფლი და კენკროვნები.
  • სულ მუდამ იმოძრავეთ, არ მოდუნდეთ. დილის გამამხნევებელი ვარჯიშის გა­რდა, დღის განმავლობაშიც აუცილებლად შეასრულეთ ხერხემლის განტვირთვისთვის განკუთვნილი ვარჯიშები.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პატარას ყურადღებას სწორედ მშობლების მიერ აკრძალული სივრცე იქცევს. როგორ მოვიქცეთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარას ყურადღებას სწორედ მშობლების მიერ აკრძალული სივრცე იქცევს. როგორ მოვიქცეთ?

საფრთხე ყველგან არის: ეზოში, სკოლაში, აგარაკზე, ბებიასთან სოფელში და ა.შ. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ ხელმოკლე ოჯახის შვილები არიან, რადგან მშობლები ვერ იჩენენ სათანადო ყურადღებას. თავზეხელაღებული ბავშვები კი ხშირად ქმნიან ხულიგნურ დაჯგუფებებს და მათში უმცროსებსაც იზიდავენ. თუ თქვენი შვილი დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებს, მაშინ საფრთხე და რისკიც, რომ მსგავსი ქუჩური დაჯგუფების წევრი გახდეს, საკმაოდ მაღალია.

როგორ მოვიქცეთ? - ბავშვს თავის ნებაზე სეირნობის უფლებას ნუ მისცემთ და თავს ნუ დაიმშვიდებთ იმით, რომ კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ჯდომას სუფთა ჰაერზე ყოფნა სჯობს. თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ, ვისთან ურთიერთობს თქვენი ბიჭი ან გოგონა ეზოსა თუU ქუჩაში. შეძლებისდაგვარად გაიცანით იმ ბავშვების მშობლებიც. თუ დარწმუნდებით, რომ ეზოში არასასურველი გარემოა, შეეცადეთ ისე დაგეგმოთ მისი ცხოვრება, რომ ნაკლები დრო დარჩეს უმიზნო სეირნობისთვის.

ჰიპერმზრუნველობა მავნებელია

ჰიპერმზრუნველობამაც შეიძლება უბიძგოს ბავშვს ცუდი წრისკენ. გარდატეხის ასაკში ის თვითდამკვიდრებას ცდილობს და უფრო მეტად ისეთი ბავშვები იზიდავს, ნაკლებად რომ ჰგვანან მშობლების რეკომენდებულ "კარგ" ბიჭებსა და გოგონებს. წესიერი პატარას ყურადღებას სწორედ მშობლების მიერ აკრძალული სივრცე იქცევს. როგორ მოვიქცეთ? - ასეთი წინააღმდეგობრივი გამოვლინებების აღკვეთას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ ბავშვს მეტ თავისუფლებას მიანიჭებთ, გსიამოვნებთ ეს თქვენ თუ არა. თავიდან ინერვიულებთ, შემდეგ მიხვდებით, რომ დამოუკიდებლობის გარეშე ბავშვის გაზრდა-მომწიფება შეუძლებელია.

ისინი ისეთი მამაცები არიან!

ხშირად "ცუდი მეგობრები" მოკრძალებულ და შებოჭილ ბავშვებს უჩნდებათ, რადგან ისინი იმისკენ ისწრაფვიან, რაც თავად აკლიათ. როგორ მოვიქცეთ? - განუვითარეთ შვილს დამოუკიდებლობა. ეცადეთ, ჰქონდეს გატაცება, რომელშიც წარმატებული იქნება. ეს განამტკიცებს მის თვითშეფასებას. მიიყვანეთ ისეთ სექციაში, სადაც თავდაცვას ისწავლის და საკუთარ ძალებში დარწმუნდება. დაეხმარეთ, თუკი შეამჩნევთ, რომ ურთიერთობის დამყარება უჭირს. თქვენი სახლი ბავშვების საყვარელ თავშეყრის ადგილად აქციეთ.

ცნობისმოყვარე ონავრები

არის კიდევ ერთი ვარიანტი: "საეჭვო საზოგადოებაში" ბავშვი შეიძლება ცნობისმოყვარეობამ მიიყვანოს. ინტერესის დაკმაყოფილების შემდეგ კი, როგორც წესი, თავადვე სწრაფად გაერიდება არასასურველ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, თუ თქვენც ტაქტიანად იმოქმედებთ. როგორ მოვიქცეთ? - გულღიაობა და მიმნდობლობა უდავოდ შესანიშნავი თვისებებია, მაგრამ ყველა როდი იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას. ამიტომ ხშირად ესაუბრეთ ბავშვს, გაარკვიეთ, ვის დაუმეგობრდა, როგორი თამაშებით ერთობა და საერთოდ, რას აკეთებს. მასთან ურთიერთობას დიდი ხანი დაუთმეთ და ყოველგვარი ხერხით მოიპოვეთ მისი ნდობა. ბავშვს არ უნდა ეშინოდეს თავისი აზრების თქვენთვის გაზიარების.

როგორ უნდა მოიქცეთ მის მეგობრებთან?

ეცადეთ, თქვენი სახლის კარი ყოველთვის ღია იყოს მისი მეგობრებისთვის. ერიდეთ კატეგორიულ შეფასებებს და ასეთ გამოთქმებს: "მაგასთან გავლილი აღარ დაგინახო!" თბილად შეხვდით თქვენი შვილის მეგობრებს. თუ ნამდვილად გაინტერესებთ, როგორები არიან ისინი სინამდვილეში და რატომ სურს თქვენს შვილს მათთან ურთიერთობა, უმჯობესი იქნება, ეს ბავშვები ყოელთვის თქვენ თვალწინ იყვნენ. ნუ გააკრიტიკებთ თქვენი შვილის მეგობრებს და ნუ იჩქარებთ მათ გამოაშკარავებას.

გაიხსენეთ საკუთარი ახალგაზრდობა: თქვენც ხომ გაღიზიანებდათ მშობლების შენიშვნები მეგობრებთან დაკავშირებით? ნუ გექნებათ იმედი, რომ თქვენი ავტორიტეტი მეგობრობაზე ძლიერი აღმოჩნდება. ბავშვი თვითონ უნდა მივიდეს სწორ დასკვნამდე. თქვენ შეგიძლიათ ამაში დელიკატურად შეუწყოთ ხელი. ზედმიწევნით დაუკვირდით თითოეულ სიტყვას, რომელსაც შვილს მეგობარზე ეტყვით! იქნებ თქვენი უკმაყოფილების მიზეზი დედის ჩვეულებრივი ეჭვიანობაა? გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებში და შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენ ყოველთვის მთავარი არ იქნებით მისთვის.

თუ თქვენი შვილი მაინც თქვენთვის მიუღებელ ადამიანს აირჩევს მეგობრად, მაშინ ის უფრო ხშირად მოიწვიეთ სტუმრად იმ იმედით, რომ თქვენი კეთილგანწყობით ისიც დადებითად დამუხტოთ. გახდით თქვენი შვილის მეგობართა წრის ნაწილი და გახსოვდეთ უმთავრესი - საკუთარ კანდიდატს შვილს სამეგობროდ თავს ნუ მოახვევთ. დიდი ხანია ცნობილია: მეგობრებს თავად ვირჩევთ!