ახალი სკოლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი სკოლა

ისედაც შებოჭილი და ნაკლებად კომუნიკაბელურია. რით დავეხმარო, რომ მალე გაშინაურდეს?

კარგია, როცა ახალ სკოლაში მისვლა სასწავლო წლის დასაწყისს ემთხვევა: ზაფხულში ბავშვები გადაჩვეულნი არიან ერთმანეთს და "ახალი" თვალში ისე არ მოხვდებათ, მაგრამ, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა უცნობ კოლექტივთან შეხვედრა ბავშვს სასწავლო წლის შუაში უწევს. როგორ გავუადვილოთ ახალ წესებთან შეჩვევა, როგორ დავეხმაროთ, რომ დაუმეგობრდეს თანაკლასელებს და ერთ-ერთი მათგანი გახდეს?

არის კონტაქტი!

  • ხელი შეუწყვეთ ირგვლივ მყოფებს, უკეთ გაიცნონ თქვენი შვილი. წინასწარ მიდით ახალ სკოლაში ბავშვთან ერთად, გაისეირნეთ ეზოში, გაესაუბრეთ მოსწავლეებსა და მშობლებს, დაათვალიერეთ შენობა...
  • გაიგეთ, როგორი წესები და მოთხოვნები აქვთ აქ, რას შეიძლება მოჰკიდოს ხელი ბავშვმა გაკვეთილების შემდეგ.
  • გაეცანით დირექტორს, მასწავლებლებს; უამბეთ მათ თქვენი შვილის შესახებ. მაშინვე ნუ მიახლით, რომ სწავლასთან ან ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ - ვინ იცის, იქნებ ახალ სკოლაში ყველაფერი გაცილებით უკეთ აეწყოს. ხაზი გაუსვით თქვენი შვილის წარმატებებს, აცნობეთ მასწავლებლებს მისი გატაცების შესახებ, ეცადეთ, მათზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვოთ.

თქვენი შვილის ახალი მეგობრებისთვის მოაწყვეთ ექსკურსია, შესთავაზეთ სათამაშოდ წასვლა, მიიპატიჟეთ სტუმრად. ბავშვთან თავი ისე დაიჭირეთ, თითქოს დარწმუნებული იყოთ, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივად აეწყობა, ის მალე გაშინაურდება და შეიძენს ახალ მეგობრებს. ისიც ასწავლეთ, როგორ მოიქცეს ახალ კოლექტივში:

  • ნუ დაელოდება, როდის მივლენ სხვები მასთან გასაცნობად; უმჯობესია, ინიციატივა თავად გამოიჩინოს, ვინმეს სთხოვოს, დაათვალიერებინონ სკოლა, კაბინეტები, სპორტდარბაზი, ბუფეტი.
  • გაცნობისთანავე ნუ მოახდენს ლიდერის თვისებების დემონსტრირებას. ყველა კლასში არსებობს გარკვეული იერარქია, ძველი "ლიდერი" პოზიციას ასე იოლად არ დათმობს.
  • გააფრთხილეთ, რომ არ იტრაბახოს განსაკუთრებული მონაცემებით, თავის წარმატებებსა და გატაცებებზე მშვიდად უამბოს ახალ მეგობრებს; როცა საშუალება მიეცემა, შეუძლია აჩვენოს, რა კარგად დარბის ან ცეკვავს - მისი რენომე საგრძნობლად აიწევს.
  • თუ მასთან არავინ მეგობრობს, ურჩიეთ, არ შესჩივლოს ეს მასწავლებელს.
  • თუ სკოლაში არის რაიმე წრე ან სექცია, სადაც დადიან თქვენი შვილის თანაკლასელები, შვილიც ჩაწერეთ - არაფორმალურ გარემოში დამეგობრება უფრო ადვილია.
  • ნუ შეადარებთ ახალ სკოლას ძველს; უმჯობესია, ნეიტრალური პოზიცია დაიკავოთ და აღნიშნოთ როგორც ერთი, ისე მეორე სკოლის ღირსებები.

რა წერია დღიურში?

  • რაც არ უნდა უამბოთ თქვენს შვილზე პედაგოგს გაცნობისას, რამდენიმე ხნის შემდეგ მას მაინც შეექმნება ობიექტური წარმოდგენა, ამიტომ ერიდეთ დაგვიანებას, გაკვეთილის მოუმზადებლად სკოლაში წასვლას, სახელმძღვანელოების შინ დატოვებას. ისიც გახსოვდეთ, რომ ახალ მოსწავლეს განსაკუთრებულად აკონტროლებენ: შესაძლოა, სხვებზე ხშირად გამოჰკითხონ გაკვეთილი; მისი დაშვებული შეცდომები უფრო მეტად ხვდებათ თვალში.
  • თუნდაც გაკვეთილი ძალიან კარგად იცოდეს, საჭირო არ არის ადგილიდან წამოყვირება და ხელაწეული ცქმუტვა - ეს არავის მოეწონება;
  • გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა და ზედმეტი მონდომების გარეშე წარმოაჩინეთ მისი ნიჭი და უნარი. მაგალითად, შეასრულეთ რაიმე დავალება რომელიმე დღესასწაულთან დაკავშირებით.

ადაპტაცია

  • იზრუნეთ ბავშვის ფიზიკურ მდგომარეობაზე. სწავლა ისედაც დიდი დატვირთვაა, მეტადრე - თუ მას დაერთო მღელვარება ისეთი გრანდიოზული ცვლილების გამო, როგორიც ახალ სკოლაში გადასვლაა. ეს სტრესია და მასზე რეაქცია შესაძლოა გამოიხატოს ხშირი გაციებით, უძილობით, კვებითი დარღვევებით, საერთო სისუსტით.

დაეხმარეთ ბავშვს ამ რთული პერიოდის გადალახვაში. უზრუნველყავით სრულფასოვანი საკვებით, გაატანეთ საუზმის ფული ან რაიმე მსუბუქი საკვები.

  • ნუ მისცემთ კომპიუტერთან ან ტელევიზორთან დიდხანს ჯდომის საშუალებას. პატარამ უნდა გაისეირნოს ეზოში, ჰაერზე და ადრე უნდა დაიძინოს!
  • თუ რაიმე სექციაში ან სტუდიაში დადიოდა, დააკვირდით, შეძლებს თუ არა ახლა ორმაგი დატვირთვის გადატანას. თუ აშკარა პრობლემები არ არსებობს, ამ რთულ პერიოდში სკოლასთან ერთად სხვა საქმით გატაცება სასარგებლოც კია: ბავშვი სკოლაში არსებული სირთულეების კომპენსაციას სპორტში ან შემოქმედებაში მიღწეული წარმატებებით ახდენს. რაც მთავარია, თავდაჯერება ემატება.