/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

თეატრში მივდივართ!

თეატრში მივდივართ!
როგორი იქნება პატარა ბავშვის პირველი შეხვედრა სცენისა და ფოიეს ზღაპრულ სამყაროსთან? ალბათ აჯობებს, ჩვენი "კულტურული ღონისძიების" ყველა ნიუანსი წინასწარ გავთვალოთ.

პირველი კითხვა, რომელსაც მშობლები სვამენ, ის არის, რა ასაკში უნდა ვაზიაროთ პატარა თეატრალურ ხელოვნებას. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძალიან ძნელია, რადგან ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად ბავშვზე, მის უნარზე, განსაზღვრული ხნის განმავლობაში რაიმე ქმედებაზე მოახდინოს ყურადღების კონცენტრირება. ეს უნარი, ჩვეულებრივ, სამი წლისთვის ყალიბდება, ზოგჯერ - უფრო ადრე, ასე, ორი წლისთვის, ზოგჯერ კი უფრო გვიან - 4 წლისთვის. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, თუ თქვენი პირველი მცდელობა, აზიაროთ პატარა თეატრალურ ხელოვნებას, წარუმატებელი აღმოჩნდა, ნუ იდარდებთ. ესე იგი თქვენ იჩქარეთ.

საბავშვო სპექტაკლები არსებითად განსხვავდება მოზრდილებისთვის დადგმული წარმოდგენებისგან. მოზრდილები, როგორც წესი, სულგანაბულნი ადევნებენ თვალს გათამაშებულ სცენებს, საბავშვო სპექტაკლი კი მსახიობებისა და პატარა მაყურებლების ინტერაქტიურ კონტაქტს გულისხმობს. მსახიობები ბავშვების ყურადღებას შეკითხვებით ან დახმარებისკენ მოწოდებით იპყრობენ. პატარები აქტიურად ერთვებიან მოქმედებაში. რაც უფრო მცირე ასაკისაა აუდიტორია, მით უფრო ხშირად ხდება ინტერაქტიური ხერხების გამოყენება.

მოდი, მოვემზადოთ!

თეატრთან ბავშვის პირველი ნაცნობობა ოჯახში შედგება ხოლმე. ეს სავსებით ბუნებრივია - ორი წლის ბავშვის წინაშე ალბათ არაერთხელ გაგითამაშიათ სცენა საყვარელი სათამაშოების მონაწილეობით, გიჩვენებიათ, როგორ დარბის ძაღლი ან ფრენს ჩიტი, ცეკვავს თოჯინა... თუ ასეთი "სპექტაკლი" პატარა ბავშვისთვის არასოდეს დაგიდგამთ, აუცილებლად ითამაშეთ ასე თეატრში წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვიდრე ბილეთის შესაძენად წახვიდოდეთ, კარგად დააკვირდით, ყურადღებით უცქერის თუ არა ბავშვი სათამაშოებს, ინტერესით ადევნებს თუ არა თვალს საოჯახო "სპექტაკლს". თუ დარწმუნდებით, რომ პატარა მართლა ყურადღებით უყურებს "წარმოდგენას", შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ის სპექტაკლის ცქერასაც "გაუძლებს". ოთხი წლის ბავშვს შეიძლება ნამდვილი "თეატრი" მოუწყოთ - ცალკე გამოყოთ სცენა, მოაწყოთ პარტერი, სკამებზე დასვათ თოჯინები...

არ დაგავიწყდეთ, რომ თეატრში არის ფოიე, გარდერობი, კაფეტერია... თანმიმდევრობით გაითამაშეთ ყველა ქმედება - მაყურებლები (ანუ სათამაშოები!) მიდიან თეატრში, იხდიან ტანსაცმელს, ეძებენ თავიანთ ადგილს, ტაშს უკრავენ, შესვენებისას მიდიან ბუფეტში... თუ ამ ყველაფერს სერიოზულად მიუდგებით, მალე შეიძლება "თეატრობანა" თქვენს საყვარელ თამაშად იქცეს. ეს თამაში თეატრის მიმართ ბავშვის ინტერესს ნამდვილად გაზრდის, პატარა აითვისებს თეატრში ქცევის წესებს და მზად იქნება ნამდვილი სპექტაკლის საცქერად.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

თუ თქვენ მიერ შერჩეული სპექტაკლი ცნობილი ნაწარმოების მიხედვით არის შექმნილი, შეგიძლიათ, ზღაპარი წინასწარ წაიკითხოთ, დაათვალიეროთ ილუსტრაციები. პატარა უფრო უკეთ იქნება მომზადებული სცენაზე მიმდინარე მოვლენების აღსაქმელად და ნაცნობ პერსონაჟებსაც უმალვე აღმოაჩენს.

ავირჩიოთ სპექტაკლი

ვიდრე ბილეთს შეიძენდეთ, დააზუსტეთ, რა ასაკის ბავშვებისთვის არის ის გამიზნული. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც საქმე პატარა ბავშვს ეხება, ერთ წელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. სამი წლის ბავშვისთვის "მერი პოპინსი" ისევე ძნელად აღსაქმელი და შეუფერებელია, როგორი უინტერესოც არის თერთმეტი წლის ასაკში "სამი გოჭი" ან "წითელქუდა". რა თქმა უნდა, უმჯობესია, თეატრთან ბავშვის ნაცნობობა თოჯინების თეატრით დაიწყოს. სცენები თოჯინების მონაწილეობით მისთვის ყველაზე ადვილი აღსაქმელია, ვინაიდან თავადაც თამაშობს თოჯინებით. თუმცა თოჯინების თეატრი იმას არ ნიშნავს, რომ სპექტაკლი ძალიან პატარებისთვისაც მისაღები და გასაგები იქნება. დრამატული თეატრის სპექტაკლის აღქმისთვის პატარა უნდა აცნობიერებდეს, რომ სცენაზე წარმოდგენის პერსონაჟებს ხედავს და არა დეიდებს და ბიძიებს. ამიტომაც არის სასურველი, რომ ბავშვი იცნობდეს სპექტაკლის სიუჟეტს.

სპექტაკლის მსვლელობისას რეკომენდებულია, პატარას მცირე განმარტებები მივცეთ, თუმცა არ უნდა წავართვათ დამოუკიდებელი აზროვნების საშუალება. ხშირად საბავშვო სიუჟეტის მიხედვით მუსიკალური სპექტაკლები, მიუზიკლები იდგმება. ალბათ ასეთ წარმოდგენებზე ბავშვის წაყვანა არ უნდა ვიჩქაროთ. რა თქმა უნდა, მუსიკალური მომენტები ყველა სპექტაკლშია, მაგრამ დროის მცირე მონაკვეთი უჭირავს.

საბალეტო და საოპერო სპექტაკლები კი სულ სხვაა. მათზე დასწრება შვიდ წლამდე რეკომენდებული არ არის - დიდია ალბათობა, რომ ბავშვი ძალიან დაიღლება, ბოლომდე ვერ მოიცდის და სიუჟეტსაც ვერ გაიგებს.

საერთო კანონზომიერება, რასაკვირველია, არ ვრცელდება იმ პატარებზე, რომელთაც მუსიკის განსაკუთრებული ნიჭი აქვთ.

შეიძინეთ ბილეთი

თუ რეპერტუარი უკვე შეარჩიეთ, აუცილებლად წინასწარ შეიძინეთ ბილეთი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ის აღარ შეგხვდეთ და ბავშვი გულდაწყვეტილი დარჩეს.

თუ პატარა თეატრში პირველად მიგყავთ, უმჯობესია, შუა რიგები შეარჩიოთ, რათა სცენიდანაც გარკვეული მანძილი გაშორებდეთ და შვილის გვერდითაც იყოთ, რომ საჭიროებისას კალთაში ჩაისვათ.

რა კარგი დღე იყო!

თქვენი შვილი თეატრს ეზიარა, სიცოცხლეში პირველად ნახა ნამდვილი სპექტაკლი! როგორიც არ უნდა იყოს თქვენი დამოკიდებულება ნანახი წარმოდგენის მიმართ, ბავშვის თანდასწრებით ნუ იტყვით. პატარას მეხსიერებაში ეს დღე დღესასწაულად უნდა დარჩეს.

არ იქნება ურიგო, თუ წარმოდგენის შემდეგ კაფეში წახვალთ და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს გაუზიარებთ. აუცილებლად ჰკითხეთ ბავშვს, რომელი პერსონაჟი მოეწონა, რა დაამახსოვრდა ყველაზე მეტად. უფროს ბავშვებს შეიძლება რთული შეკითხვებიც დავუსვათ. მაგალითად, რატომ მოეწონა სპექტაკლი ან ვის უნდა, რომ ჰგავდეს. მოზრდილებმა მხოლოდ შვილის აზრის მოსმენის შემდეგ უნდა გამოთქვან საკუთარი შეხედულება. ეს აუცილებელია, რადგან ბავშვსაც ძალიან აინტერესებს მშობლების აზრი.

თეატრში წასვლამდე გაითვალისწინეთ, რომ თეატრში სპექტაკლის დაწყებამდე 5-10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეთ, რადგან ბავშვები ნელა იხდიან და ფოიეშიც ნელა დადიან.

სათეატრო ტანსაცმლის შერჩევისას უნდა ეცადოთ, იპოვოთ რაღაც საშუალო საზეიმოსა და სპორტულს შორის. პატარა ბავშვისთვის არც მეტისმეტად ფუშფუშა კაბა ან ფრაკია შესაფერისი, მაგრამ არც დაგლეჯილი ჯინსია მოსაწონი. მთავარია, თქვენც და ბავშვიც თავს თავისუფლად გრძნობდეთ.

ყველა თეატრშია ბუფეტი. გამორიცხული არ არის, წარმოდგენის დროს პატარას მოშივდეს და რამე მოითხოვოს, ოღონდ სასმელ-საჭმელთან ზომიერება გამოიჩინეთ, რათა ხშირ-ხშირად არ მოგიხდეთ დარბაზის დატოვება. გაითვალისწინეთ, რომ ბუფეტში შეიძლება დიდი რიგი იყოს. ამიტომ ანტრაქტზე დასანაყრებლად ჯობს ბუტერბროდი შინიდან წაიღოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თეატრში მივდივართ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები