/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

ძუნწი

ძუნწი
ვაკვირდები ჩემს შვილს და ვამჩნევ, რომ თანატოლებს ძალიან უხალისოდ უყოფს ტკბილეულს, ათხოვებს სათამაშოებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ძუნწია? თუ ასეა, შეიძლება თუ არა სიძუნწესთან ბრძოლა?

ბავშვი შინ ატირებული დაბრუნდა - მას ძუნწი უწოდეს! მაგრამ განა ის ძუნწია? უბრალოდ, მომჭირნეა, ყაირათიანი, და შესწევს უნარი, გონივრულად დაზოგოს რაღაც. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველას როდი ესმის. მოდი გავარკვიოთ, ვინ არის მართალი: თქვენი შვილი, რომელსაც არ სურს, ვინმეს რამე გაუყოს თუ სხვა ბავშვები, რომლებიც ცდილობენ, ხელიდან გამოსტაცონ საყვარელი სათამაშო, რომლის დათმობაც უჭირს.

პირად მაგალითზე

ბავშვი ეს-ესაა მოევლინა ამ ქვეყანას. მას უჭირს, თავისი თავი დედისგან განცალკევებულად აღიქვას, მაგრამ თანდათან ხვდება, რომ თბილი, ნაზი და ალერსიანი ხელები დედისაა, პაწაწა, სათამაშოსკენ გაწვდილი თათუნები კი მისი. ბავშვის "მე" თანდათან ფართოვდება, მის საზღვრებში ხვდება სათამაშოები, ტანსაცმელი და ყველა სხვა ნივთი, რომლებიც მას ეკუთვნის. ბავშვი იწყებს სამყაროს ნაწილებად დაყოფას: "მე" და "არა მე", "ჩემი" და "არა ჩემი". ის, რაც ბევრს სიძუნწედ მიაჩნია, ხშირად პატარა ბავშვის ბუნებრივი სურვილია, დაიცვას თავისი სამყაროს საზღვრები.

"სიძუნწის" პიკი, ჩვეულებრივ, ორი-სამი წლის ასაკში შეიმჩნევა. ამ ასაკში აზრი არ აქვს ბავშვის გაკიცხვას იმის გამო, რომ მას არ სურს, ვინმეს უწილადოს ტკბილეული ან ათხოვოს ნივთები. მხოლოდ მშობლების პირადი მაგალითი თუ დაეხმარება პატარას, უფრო ხელგაშლილი გახდეს. მაგალითად, სცადეთ ასეთი რამ: თქვენი ნამცხვარი მიაწოდეთ, შემდეგ კი სთხოვეთ, პატარა მოგაკბეჩინოთ. თუ პატარა თხოვნას შეგისრულებთ, ნუ მიიღებთ ისეთ სახეს, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყოს - აუცილებლად დაანახვეთ, რომ კმაყოფილი ხართ მისი საქციელით და შეეცადეთ, სასიამოვნო საჩუქრით წაახალისოთ.

სიძუნწის გაკიცხვას, მასთან ბრძოლას აზრი არ აქვს - პატარა ვერ გაიგებს, რატომ უნდა მისცეს სხვას თავისი სათამაშო; მერე რა, რომ იმ ბავშვს თამაში უნდა - მასაც ხომ იგივე სურს?! რაც უფრო მეტად აიძულებთ, მით უფრო ძლიერ დაიცავს პატარა თავის ქონებას. უმჯობესია, თუ სხვა ბავშვს სათამაშოების დროებით გაცვლას შესთავაზებთ, თქვენსას კი აუხსნით, რამდენად სასარგებლო და სარფიანია ასეთი გაცვლა-გამოცვლა: "ჩვენ არ გვაქვს ასეთი მანქანა, მოდი, ვნახოთ, როგორ მოძრაობს ის, თემოს კი ნიჩაბი არ აქვს; მოდი, სანამ ჩვენ მანქანას დავათალიერებთ, მან ნიჩბით ითამაშოს". ოღონდ ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თავის ნივთს პირველი მოთხოვნისთანავე დაუბრუნებენ.

დისკი თუ მეგობრობა?

შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის უკვე შეიძლება იმის ახსნა, რომ რამის თხოვება ან გაყოფა უპირველეს ყოვლისა მისთვისვეა სასარგებლო, რომ მისი გულუხვობა და ხელგაშლილობა თავისებური საწინდარია იმისა, რომ შემდგომ მასაც ათხოვებენ სათამაშოებს. ხშირად შეახსენეთ ბავშვს მეგობრული ურთიერთობის ფასეულობა. მაგალითად, ჰკითხეთ: "რა უფრო ძვირფასია შენთვის - მეგობარი თუ კომპიუტერული თამაშის დისკი? შენი უარით მეგობარს ძალიან აწყენინებ". აუხსენით, რომ სხვა ბავშვები ძუნწთან თამაშს არ მოისურვებენ.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

კიდევ ერთი ფაქიზი დეტალი: ნუ მოსთხოვთ თქვენს შვილს, სხვას ათხოვოს ახალი სათამაშო, რომელიც ეს-ესაა აჩუქეს - დაე, ჯერ თვითონ მოიჯეროს გული. ემოციების ტყვეობაში მოქცეულ პატარას თქვენი თხოვნა შესაძლოა უსამართლო მოეჩვენოს. ზოგჯერ ბავშვი სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე - ერთი მხრივ, ეშინია უარი უთხრას გარშემო მყოფებს და ყოველთვის აძლევს იმას, რასაც სთხოვენ, მეორე მხრივ კი ძალიან ენატრება თავისი საყვარელი ნივთები, შიშობს, არაფერი დაუშავონ. უთხარით, რომ მას, როგორც ნივთის პატრონს, შეუძლია სთხოვოს ამხანაგს, ისე მოექცეს მის სათამაშოს, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ და თავად განსაზღვროს, რამდენი ხნის შემდეგ უნდა დაუბრუნონ. როდესაც მიხვდება, რომ სიტუაციას თავად აკონტროლებს, პატარა უფრო იოლად გადაიტანს მისი საკუთრების ხელყოფას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ძუნწი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები