/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

"არ შეიძლება" და მისი შედეგები

"არ შეიძლება" და მისი შედეგები
მე და ჩემს მეუღლეს ზოგი რამის თაობაზე სხვადასხვა აზრი გვაქვს. როდესაც შვილს რამეს ვუკრძალავ, მამამისი ჩუმად არის. ბავშვი იბნევა, ნერვიულობს, აღარ იცის, როგორ მოიქცეს...

მიმაჩნია, რომ ოჯახში ერთიანი ნორმები და მოთხოვნები უნდა იყოს. როგორ მივაღწიო ამას?ელენე, 30 წლის

"არ შეიძლება" ერთ-ერთი პირველი სიტყვაა, რომლის აღქმასა და გაგებასაც ბავშვი სწავლობს. პატარას აზრით, მისთვის ბევრი საინტერესო რამის გაკეთება არ შეიძლება, ეს უფროსები უსასრულოდ უკრძალავენ რაღაცას! რა თქმა უნდა, მოსიყვარულე დედას არ სურს, მუდმივად შეუზღუდოს ბავშვს თავისუფლება, მაგრამ აკრძალვათა უმრავლესობა უსაფრთხოების აუცილებელი მოთხოვნაა, ამიტომ ბავშვისთვის "არა-ს" თქმა ხშირად გვიხდება. მაშ როგორღა ისწავლოს მან საკუთარ შეცდომებზე?

სად გადის თავისუფლების ზღვარი?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რა თქმა უნდა, აკრძალვები საჭიროა. უსაფრთხოების გარდა არსებობს სოციალური შეზღუდვებიც. ბავშვს მოუწევს ცხოვრება ადამიანებს შორის, რომელთა სურვილები და მოთხოვნილებები ყოველთვის მისას არ დაემთხვევა. მხოლოდ ქცევის საყოველთაოდ აღიარებული ნორმები ხდის შესაძლებელს მათთან თანაარსებობას. საზოგადოებაში ცხოვრების წესია: "ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი". სასურველია, ამ წესს ბავშვი ოჯახში გაეცნოს. სანამ ბავშვი პატარაა, მას ბევრი რამის უფლება აქვს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მშობლებმა უნდა ისწავლონ მისთვის აკრძალვების დაწესება. თუ ამას ოჯახში არ გააკეთებენ, რეალობასთან შეჯახება მტკივნეული იქნება - გარემომცველი სამყარო ხომ მხოლოდ მოსიყვარულე დედა და მამა არ არის. ცხოვრება ზოგჯერ ძალიან მკაცრია.

მხოლოდ გამოცდილი გზით

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

და მაინც, აკრძალვა მეტისმეტად ბევრი არ უნდა იყოს. ისინი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვის მისწრაფებას, ყველაფერი მოსნჯოს, ყველაფერში გაერკვეს - ეს სხვა არაფერია, თუ არა ჯანსაღი შემეცნებითი ინტერესი, აუცილებელი კომპონენტი განვითარებისა, ახალი ცოდნისა და წარმოდგენების მიღებისა საკუთარი თავისა და გარემომცველი სამყაროს შესახებ. ვერ ისწავლი სიარულს ისე, თუ არ წაიქეცი. უარყოფითი გამოცდილებაც გამოცდილებაა. ბავშვს, რომელსაც ზედმეტად მზრუნველი დედა გვერდიდან არ იშორებს, ძალიან მოსაწყენი ცხოვრება აქვს, მისთვის ძნელია თავი მარტომ შეიქციოს, მოკლებულია აღმოჩენების სიხარულს. თუ თქვენ არ გსურთ, ასეთი შვილი გყავდეთ, ისე უნდა მოიქცეთ და ისეთი წესები დაამყაროთ, რომ არ გამოიწვიოთ თავისუფლებისმოყვარე პირმშოს ჯანყი.

მოქმედების წესები

1. "არ შეიძლება" უნდა მოდიოდეს ოჯახის უკლებლივ ყველა წევრისგან. თუ დედა ამბობს "არა!" მამა - განწყობის მიხედვით, ბებია კი - "შეიძლება, მაგრამ ჯერ არა" - ეს არასწორი აკრძალვაა. მსგავს სიტუაციაში ბავშვი სწრაფად ითვისებს მანიპულირების ხერხებს და უფროსებს ისე "ატრიალებს", როგორც სურს. შემდეგ კი მშობლებს უკვირთ, სად ისწავლა მათმა პირმსომ ასე ოსტატურად ეშმაკობა.

2. თუ არის საშუალება, ყოველთვის შესთავაზეთ ბავშვს ალტერნატივა. მაგალითად: "დიახ, წიგნის დახევა არ შეიძლება, აი შენ ძველი გაზეთი, მისი დახევა შეიძლება" ან "ბავშვთა პოლიკლინიკის დერეფანში სირბილი არ შეიძლება, ხოლო როცა ქუჩაში გავალთ, იქ შეიძლება". ამ შემთხვევაში აკრძალვა ისე საწყენი აღარ იქნება.

3. როდესაც "არ შეიძლება" მეტისმეტად ხშირად ისმის, მისი არსი უფასურდება, ამიტომ სასურველია სინონიმების გამოყენება. "ეს საშიშია!" - გააფრთხილეთ ბავშვი იმ ნივთების შესახებ, რომელთაც შეუძლიათ, ზიანი მიაყენონ მის ჯანმრთელობას. გარდა ამისა, გააცანით ბავშვს საფრთხე "მცირე დოზებით". მაგალითად, მიეცით საშუალება შეეხოს ნემსს, თან უთხარით: "წვეტიანია! შეიძლება გიჩხვლიტოს!" წარმოთქვით ეს სიტყვები შეშფოთებული ინტონაციით.

იქ, სადაც ბავშვს საფრთხე არ ელის, "არ შეიძლება!"-ს ნაცვლად გამოიყენეთ "ნუ იზამ!" მაგალითად: "ნუ დახატავ შპალერზე, ნუ დასვრი მაგიდას საკვებით!" და ასე შემდეგ.

4. აუხსენით ბავშვს აკრძალვის მიზეზი. ესაუბრეთ დაახლოებით ასე: "ქუჩაზე გადარბენა არ შეიძლება, შესაძლოა მანქანას ჩაუვარდე, ეს კი ძალიან მტკივნეულია და საშიში". ბავშვები სულელები არ არიან. აკრძალვების უმრავლესობის გაგება მათ შეუძლიათ.

5. იყავით თანამიმდევრული. ნუ წამოეგებით ბავშვის პროვოკაციებს. თუ რაიმე აკრძალულია, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და შეუქცევადი. სასურველის მიღება არ შეიძლება ისტერიკის დახმარებით, შეთანხმებებით. თუ ბავშვი მიხვდება, რომ თქვენით მანიპულირება შეუძლია, სიმტკიცის გამოჩენა გაგიჭირდებათ.

6. როცა აკრძალვებზე საუბრობთ, შეახსენეთ ბავშვს მისი წარსული გამოცდილება, მოუყვანეთ მაგალითები ნაცნობთა ცხოვრებიდან: "გახსოვს, ბევრი კანფეტი რომ ჭამე, მერე მუცელი გტკიოდა, იქნებ ეს აღარ გავიმეოროთ?" "გახსოვს, გიორგიმ თოვლი ჭამა, მერე ავად გახდა და ეზოში სათამაშოდ დიდხანს ვერ გამოდიოდა, ხომ არ გინდა, შენც ასე დაგემართოს?"

7. დაბოლოს, არ დაივიწყოთ, ვისგან იღებენ ბავშვები მაგალითს და ვისგან სწავლობენ სწორ ქცევას. არ შეიძლება აუკრძალოთ ბავშვს რაიმე და შემდეგ თავად არ შეასრულოთ საკუთარი აკრძალვა. თუ დედა ქუჩას წითელ შუქზე გადაკვეთს, ნუ იფიქრებთ, რომ ბავშვი მიწისქვეშა გადასასვლელით ისარგებლებს. გსურთ, ბავშვს თვითკონტროლი ასწავლოთ? - დაიწყეთ საკუთარი თავით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

"არ შეიძლება" და მისი შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები