/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

მოძალადე

მოძალადე
ხშირად მშობლებმა არ იციან, რომ პატარა ბავშვის უმართავი საქციელი სულაც არ არის საგანგაშო. ეს უბრალოდ პატარას განვითარების ერთ-ერთი საფეხურია.

სწრაფად გავიდა ცხოვრების პირველი წელი. ჩვენ უკვე დიდები ვართ და ქვიშაში სათამაშოდაც წავედით! ხშირად სწორედ ცხოვრების ამ ეტაპზე იწყება პრობლემები. პატარა, რომელიც აქამდე ანგელოზად მიგვაჩნდა, გასაოცარ თვისებებს ამჟღავნებს - ნიჩაბს ურტყამს ხუჭუჭა ბიჭს, ცდილობს, ფორმა წაართვას, როცა წინააღმდეგობას აწყდება, კბენაზე გადადის... თან ამ ყველაფერს ტირილი და ისეთი ყვირილი ახლავს, რომ ტარზანი მონაგონია! ზოგჯერ სურათი საპირისპიროა - სიყვარულის ნიშნად ბუთხუზა ბიჭი ისე ეხვევა თანატოლ გოგონას, რომ შეშინებული ბავშვი ტირილს იწყებს... ამის შემყურე დედა სასოწარკვეთილი ფიქრობს: "ნუთუ აგრესიული შვილი მყავს?! როდის დავუშვი შეცდომა? მე ხომ ის არასოდეს დამისჯია, მისთვის არასოდეს მიყვირია!" ამასთან დაკავშირებით ერთი რამ უნდა ითქვას: მოგვწონს თუ არა, წლისა და ორი თვის ასაკიდან ორ წლამდე პატარებს აგრესიული ქცევის აფეთქებები აქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში მათგან აგრესიული ან უმართავი პიროვნებები ჩამოყალიბდებიან.

ერთი წლის ბავშვების აგრესიის ფენომენს თავისი სახელწოდება აქვს - ასაკობრივი აგრესია. როგორ ვლინდება ის და რა ვიღონოთ მის წინააღმდეგ? პატარას აგრესიული ქცევა მშობლების ძლიერ და ურთიერთსაპირისპირო გრძნობებს იწვევს - სირცხვილს, გაბრაზებას, სურვილს, უყვირონ პატარას, რომელიც ასე უგვანოდ იქცევა... ინგლისურენოვან ფსიქოლოგებს აქვთ ტერმინი "ტოდლერ" - ბავშვი ერთიდან ორ წლამდე. მან ახლახან დაიწყო სიარული, საკმაოდ მოუსვენარი, ძნელად სამართავი და გაუგონარია. არ ესმის მისკენ მიმართული სიტყვები, თითქოს თქვენს წინაშე ბავშვი კი არა, რაღაც სურვილით შეპყრობილი ტიკინა იყოს, რომელიც ყვირის, ფეხებს აბაკუნებს, თავსა და ხელ-ფეხს იქნევს... ის საერთოდ ვერ ამჩნევს უფროსების რეაქციას მსგავს ქმედებაზე. "აგრესორი" სწრაფად დასწვდება სათამაშოს, რომელიც მოეწონა და შესაძლოა, უხეში მოძრაობით მოიცილოს მისი ჭეშმარიტი მფლობელი. დედა, რომელიც მსგავს სცენას პირველად შეესწრება, დაბნეულია, მას სასოწარკვეთილება იპყრობს. "რა ხდება?! რაღაც დარღვევაა..." - ფიქრობს ის.

ჭეშმარიტი მიზეზი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ასეთი ქმედების ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ პატარას ჯერ კიდევ არ შეუძლია სხვა ბავშვებთან ურთიერთობა. სურვილი აქვს, მაგრამ არ შეუძლია... მას სურს თანატოლებთან ფიზიკური კონტაქტი, მაგრამ მოფერების ნაცვლად სახეში ურტყამს. კოცნა კბენად გადაიქცევა, ხოლო ჩახუტება - ბიძგად... შედეგად დედები ერთმანეთს გადაულაპარაკებენ: "რა აგრესიულია!" თუმცა პატარა არ იმსახურებს მსგავს შეფასებას. უბრალოდ, ასაკი აქვს ასეთი - ბევრი რამე სურს, მაგრამ სურვილების გამოსახატავად სიტყვიერი მარაგი არ ჰყოფნის. არადა სურვილი ძლიერია, მისი შესრულება პატარას სწრაფად უნდა, მისი გამოსათქმელი სიტყვები კი მალე უთავდება. თუ სამეცნიერო ტერმინებს მოვიშველიებთ, "მეორე სასიგნალო სისტემა" სუსტად არის განვითარებული და როცა მისი შესაძლებლობები ამოიწურება, დასახმარებლად "პირველი" აქტიურდება - ყვირილი და ჟესტები ხომ ცხოველთა ურთიერთობის საშუალებებია! როცა ისინიც ამოიწურება, გზა ხელებს ეხსნება. ყოველივე ეს ძალიან სწრაფად, წამებში ხდება. ასე იწყება ჩხუბი. "ასეთ კარგ ოჯახში როგორ იზრდება ასეთი აგრესიული ბავშვი?!" - ფიქრობენ მშობლები. სინამდვი ლეში კი საშიში არაფერია - სახეზეა ასაკობრივი ფენომენი, რომელიც თავისთავად ჩნდება და მშობლების სწორი პოზიციის შემთხვევაში თავისთვადვე გაივლის.

აუცილებელი რეაქცია

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

როგორი უნდა იყოს სწორი რეაქცია პატარა ბავშვის აგრესიულ ქმედებაზე? უპირველეს ყოვლისა, პატარა ხელში აიყვანეთ და კონფლიქტის ზონას მოაცილეთ. მსგავს ქმედებას აქვს საფუძველი - სანამ პატარა ხედავს სასურველ საგანს ან თანატოლს, რომელსაც წუთის წინათ ეჭიდებოდა, ის ვერ დამშვიდდება. იცოდეთ, რომ სანამ ბავშვი ემოციებს აფრქვევს, ვერც დაწყნარდება და ვერც თქვენს სიტყვებს გაიგონებს, შეგონებები ფუჭია. მისი აღზრდა მხოლოდ "წყნარ პერიოდში" შეიძლება, ხოლო უშუალოდ კონფლიქტისას ერთადერთი რამაა მთავარი - პატარა უნდა გრძნობდეს, რომ მის გვერდით ხართ. ეცადეთ, არ იფიქროთ, რას ფიქრობენ თქვენს შესახებ სხვა მშობლები. მთელი ყურადღება საკუთარ შვილს მიაპყარით. მნიშვნელოვანია, რომ პატარამ თქვენგან სწორი ფრაზები გაიგონოს. დაუშვებელია მსგავს სიტუაციაში კლასიკად ქცეული ფრაზები: "არ მიყვარხარ!" "ცუდი ბავშვი ხარ!" მაქსიმუმი, რისი თქმაც დასაშვებია არის "ეს ცუდი საქციელია!" ან "ასეთი კარგი გოგო ასე როგორ მოიქეცი!" აუცილებლად უნდა მოხდეს ქცევის შეფასების გამიჯვნა პიროვნების დახასიათებისგან. ამავე დროს ისიც არ დაივიწყოთ, რომ პატარა მხოლოდ ახლა სწავლობს სოციალურ ნორმებს და ახლა იგებს, რა არის ცუდი და კარგი. ბავშვს თავისი ქცევა უბრალო სიტყვებით უნდა ავუხსნათ - არსებობს ფსიქოლოგირი ტერმინი "ქცევის ინტერპრეტაცია". პატარა ბავშვი კარგად ვერ ხვდება, რა ჩაიდინა და რატომ მოჰყვა მის ქცვას უკმაყოფილება. ამიტომ მას გასაგებად უნდა განვუმარტოთ: "გიო, შენ გეწყინა, რომ ანამ ნიჩაბი არ მოგცა და მას ხელი ჰკარი. ეს ცუდია. აი, ანა როგორ ტირის. მოდი, ერთად მივიდეთ და ბოდიში მოვუხადოთ" - ასეთი ტქსტი შეიძლება შვილს ყურში ჩავჩურჩულოთ, რადგანაც ხშირად პატარა ბავშვებს უფრო მეტი ესმით, ვიდრე შეუძლიათ თქვან. მთავარია, ამ რთულ მომენტში პატარა არ უარვყოთ არაწორი ქცევის გამო. თუ ბავშვი გაიგონებს, რომ არ გიყვართ, ის თქვენ არ მოგისმენთ.

ჭეშმარიტია თუ არა აგრესია

ხშირად აგრესიულებად მიიჩნევენ აგზნებად, გაუწონასწორებელ, ჰიპერაქტიურ ბავშვებს. ასეთი პატარების შემჩნევა საბავშვო მოედანზე ადვილია - ისინი ძალიან სწრაფად დარბიან, სადღაც მიძვრებიან, ვარდებიან, თითქოს სხვა სიჩქარეზე არიან "აწყობილნი". ჭეშმარიტად აგრესიულები არიან ბავშვები იმ ოჯახებიდან, სადაც უფროსებს სერიოზული პრობლემები აქვთ. უბედური, მუდამ დატვირთული და უკმაყოფილო მშობელი თუ პატარას უყვირის ან წამოარტყამს ხოლმე, ბავშვი იმავე ქმედებას იმეორებს თანატოლის მიმართ. ეს ეგრეთ წოდებული "არეკლილი" აგრესიაა. სანამ უფროსებს დაძაბულობის მიზეზი არ გაუქრებათ, პატარაც აგრესიული იქნება. უფრო მეტად აგრესიულები არიან ის ბავშვები, რომელთაც აქვთ საშუალება, ბევრი დრო გაატარონ ტელეეკრანთან და უყურონ გადაცემებს, განურჩევლად შინაარსისა. ერთი შეხედვით უცნაურია კავშირი ტელევიზორსა და აგრესიას შორის, მაგრამ ამ ფაქტს მარტივი ახსნა აქვს. 3-4 წლამდე პატარები ბევრ რამეს სწავლობენ მიბაძვის წყალობით. ისინი ვერ აანალიზებენ ეკრანზე ნანახს, მას უბრალოდ იმეორებენ. ბავშვის მიმიკის, ხმისა და მანერების მიხედვით შეიძლება მივხვდეთ, რომ პატარას აგრესიულობაში მედიაა "დამნაშავე". თუ ასეთი ბავშვი თქვენი შვილის გვერდით თამაშობს, ყურადღებით უნდა იყოთ, რადგანაც მისი საქციელის პროგნოზირება შეუძლებელია.

ქვიშის მოედანი

სწორედ ქვიშის მოედანზე ითვისებს ბავშვი მნიშვნელოვან ცნებებს "ჩემი", "მისი", "შენი", "გაცვლა". მათი გაცნობიერებისთვის დროა საჭირო. პატარას "ცუდი" ქცევა არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ სეირნობაზე უარი ვთქვათ. ქვიშის მოედანზე ვითარდება ბავშვის სოციალური ინტელექტი. ბავშვები დიდი ინტერესით აკვირდებიან თანატოლებს, სწავლობენ ახალ თამაშებს. საკუთარი ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით ერთი და ორი წლის ბავშვები ერთად ჯერ ვერ თამაშობენ, მაგრამ ისინი კარგად ერთობიან. ორი წლის ბავშვებში უკვე იკვეთებიან ლიდერები, წყნარები, ტონის მიმცემნი და აუტსაიდერები. თანატოლები ერთ ენაზე საუბრობენ, ერთმანეთს ადვილად ართობენ. გარდა ამისა, ქვიშის მოედანზე თამაშისას ბავშვსა და დედას შორის არსებული დაძაბულობა ნელდება. ქვიშის მოედანი ერთგვარი კლუბია დედების, ბებიების, ძიძების ურთიერთობისთვის. აქ მათ ეძლევათ საშუალება, ერთმანეთს პრობლემების შესახებ ესაუბრონ, დარდი და სიხარული გაუზიარონ. სხვა ბავშვებზე დაკვირვებისას მიხვდებით, რომ თქვენი პატარა სულაც არ არის აგრესიული, რომ ის არც სხვაზე უარესია და არც ერთადერთი და განუმეორებელი...

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მოძალადე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები