/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

ხელის ჭუჭყი

ხელის ჭუჭყი
ერთნი ამტკიცებენ, რომ ფული სულაც არ არის მთავარი, მეორენი კი განუწყვეტლივ იმეორებენ, რომ ნორმალურ ადამიანს კარგი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს.

არის ისეთი ხალხიც, ვისაც მიაჩნია, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება. მაინც ვინ არის მართალი? იმისათვის, რომ ფულმა ადამიანს მართლაც კარგი სამსახური გაუწიოს, აუცილებელია, მისდამი სწორი დამოკიდებულება გვქონდეს. ანდაზები და ფრთიანი გამოთქმები გვასწავლის, რომ ფულისა და ფუფუნებისკენ სწრაფვა მრავალი ბოროტების საფუძველია, რომ მდიდარია არა ის, ვინც ბევრი შეიძინა, არამედ ის, ვინც ბევრი გასცა... ისევე, როგორც ყველაფერში, ფინანსებთან ურთიერთობაშიც კეთილგონიერება და ზომიერება უნდა გამოვიჩინოთ. ადამიანმა ფულის ფასი უნდა იცოდეს, მაგრამ მას არ უნდა აღმერთებდეს. ზოგადად, გვირჩევენ, რომ ყველა ფინანსური საკითხი ისე განვიხილოთ, როგორც მოგვარებადი პრობლემა. ბავშვს არ უნდა ესმოდეს, როგორ კამათობენ მშობლები, როგორ ადანაშაულებენ ერთმანეთს ფულის უყაირათო ხარჯვის ან მისი ნაკლებობის გამო.

თუ მშობლებმა დროზე არ იზრუნეს, რომ ბავშვს სწორი დამოკიდებულება გამოუმუშავდეს ფინანსების მიმართ, პატარა შეიძლება ან ძუნწ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ან სავსებით მოუმზადებელი აღმოჩნდეს ცხოვრების წინაშე. ასე რომ არ მოხდეს, მას მცირე ასაკიდანვე უნდა განვუვითაროთ ფულის მიმართ არა ფანატიკური სიყვარული ან განურჩევლობა, არამედ პატივისცემა. 5-7 წლის ბავშვი აქტიურია, ცნობისმოყვარეა. მას აინტერესებს ციფრები, იტაცებს ფულის "ბეჭდვა" (ქაღალდზე ხატვა), თამაშობს ასეთი "ფულით". სპეციალისტების აზრით, ეს საუკეთესო ასაკია საიმისოდ, რომ პატარას სწორი დამოკიდებულება ჩამოვუყალიბოთ ფინანსების მიმართ, ვასწავლოთ ფულის დათვლა, გავაგებინოთ, რომ ჩვენი სურვილი და შესაძლებლობა ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს.

ბიუჯეტის შედგენა

უფროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვს შეიძლება ვასწავლოთ ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვა. მართალია, პატარა გათვლებს თავად ვერ აწარმოებს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ თქვენ კვირის ბიუჯეტს გეგმავთ, ითვალისწინებთ შესაძლო მოულოდნელ ხარჯებს და ფულის დაზოგვის შესაძლებლობას. ფინანსური ხარჯების დაგეგმვა ფასეული ცხოვრებისეული ჩვევაა და ძალიან კარგი იქნება, თუ ამ ჩვევას ბავშვი მცირე ასაკიდანვე შეიძენს. ამისთვის ბავშვთან ერთად კატეგორიებად დაყავით კვირის ხარჯები:

  • აუცილებელი ხარჯი - ბინის ქირა, კომუნალური გადასახადები, სწავლის საფასურის გადახდა, საკვები პროდუქტების შეძენა...
  • სასურველი ხარჯი - კაფეში ან თოჯინების თეატრში წასვლა, კარუსელებზე ტრიალი...
  • ხანგრძლივი დანაზოგი - მანქანის ან რემონტის თანხა...
  • ნაკლებად აუცილებელი ხარჯი - ძვირფასი სათამაშო, სამკაული...

ბავშვმა უნდა იცოდეს, რა თანხა იხარჯება კვებაზე, სწავლაზე, ისწავლოს, რომ საჭიროა ელექტროდენის, წყლის ყაირათიანი ხარჯვა. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ეს აუცილებელია.

დანაზოგი

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

6-7 წლის ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ფულის ხარჯვასთან ერთად შესაძლებელია მისი დაგროვებაც. შეგიძლიათ, ფულის დაგროვება თავად მასაც შესთავაზოთ. ასეთი "დიდური" გადაწყვეტილება პატარას დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობას გამოუმუშავებს. ბავშვი გააცნობიერებს, რომ ზოგიერთი საგნის შესაძენად ფული შესაძლოა არ გვყოფნიდეს, მაგრამ შესაძლებელია საჭირო თანხის მოგროვება, რისთვისაც გარკვეული დროა საჭირო. დაუსახეთ პატარას ამოცანა, რაიმე (მაგალითად, კომპაქტდისკი) შეიძინოს და ამისთვის საჭირო თანხის მოგროვება დააწყებინეთ. კარგი იქნება, თუ ბავშვს ყულაბასაც აჩუქებთ. არ იქნება ურიგო, თუ პატარას ბანკში წაიყვანთ, მისთვის გასაგებ ენაზე აუხსენით, რა არის ბანკი, ანაბარი, კრედიტი... გზაში შეგიძლიათ ბავშვს რაიმე გემრიელი უყიდოთ, რათა ვიზიტი სასიამოვნოდ დაამახსოვრდეს.

ჯიბის ფული

წვრილმანი ხარჯებისთვის საკუთარი ფული ბავშვს 6-7 წლიდან უნდა მივცეთ.

  • თავდაპირველად აუხსენით, სახელდობრ რისთვის აძლევთ ფულს. დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარის გამოსამუშავებლად რეკომენდებულია, ბავშვს ჰქონდეს არჩევანის საშუალება, თავად გადაწყვიტოს, რა იყიდოს - ნაყინი თუ ნამცხვარი, ხაჭაპური თუ ჰამბურგერი. თანხა გონივრულად უნდა შეირჩეს და ასაკის მატებასთან ერთად გაიზარდოს.
  • ჯობს, ჯიბის ფული ბავშვს განსაზღვრულ დღეს და განსაზღვრული რაოდენობით მივცეთ. მისი რაოდენობა ფიქსირებული უნდა იყოს. ბავშვი უნდა მიეჩვიოს მის განაწილებას და თანდათანობით ხარჯვას.
  • თუ არ გაქვთ საშუალება, ბავშვს ფული მისცეთ, აუხსენით ამის მიზეზი (შევიძინეთ ტელევიზორი, ვზოგავთ ფულს ზაფხულისთვის...)

განკარგვა

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ დავძლიოთ ფულის ხარჯვისადმი პათოლოგიური მიდრეკილება?

6-8 წლის ბავშვმა უკვე იცის, რა ღირს ესა თუ ის ნივთი. პატარებს მოსწონთ ფულის ხელში დაჭერა, გადათვლა, დაგეგმვა, როგორ დახარჯავენ ამ თანხას... ამ ასაკის ბავშვი შეგვიძლია მაღაზიაში წავიყოლოთ, მივცეთ საჭირო პროდუქტების ჩამონათვალი და მათი კალათში ჩალაგება, შემდეგ კი სალაროში ფულის გადახდა დავავალოთ... როცა კაფეში წახვალთ, ბავშვს აჩვენეთ ჩეკი, მიეცით საშუალება, გაიგოს ყველაფრის ფასი. მომდევნო ვიზიტის დროს პატარას დაავალეთ, გამოთვალოს ნამცხვრისა და ყავისთვის საჭირო თანხა. ასე მათემატიკაშიც წაივარჯიშებს და იმასაც გაიგებს, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ხელის ჭუჭყი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხელის ჭუჭყი

არის ისეთი ხალხიც, ვისაც მიაჩნია, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება. მაინც ვინ არის მართალი? იმისათვის, რომ ფულმა ადამიანს მართლაც კარგი სამსახური გაუწიოს, აუცილებელია, მისდამი სწორი დამოკიდებულება გვქონდეს. ანდაზები და ფრთიანი გამოთქმები გვასწავლის, რომ ფულისა და ფუფუნებისკენ სწრაფვა მრავალი ბოროტების საფუძველია, რომ მდიდარია არა ის, ვინც ბევრი შეიძინა, არამედ ის, ვინც ბევრი გასცა... ისევე, როგორც ყველაფერში, ფინანსებთან ურთიერთობაშიც კეთილგონიერება და ზომიერება უნდა გამოვიჩინოთ. ადამიანმა ფულის ფასი უნდა იცოდეს, მაგრამ მას არ უნდა აღმერთებდეს. ზოგადად, გვირჩევენ, რომ ყველა ფინანსური საკითხი ისე განვიხილოთ, როგორც მოგვარებადი პრობლემა. ბავშვს არ უნდა ესმოდეს, როგორ კამათობენ მშობლები, როგორ ადანაშაულებენ ერთმანეთს ფულის უყაირათო ხარჯვის ან მისი ნაკლებობის გამო.

თუ მშობლებმა დროზე არ იზრუნეს, რომ ბავშვს სწორი დამოკიდებულება გამოუმუშავდეს ფინანსების მიმართ, პატარა შეიძლება ან ძუნწ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ან სავსებით მოუმზადებელი აღმოჩნდეს ცხოვრების წინაშე. ასე რომ არ მოხდეს, მას მცირე ასაკიდანვე უნდა განვუვითაროთ ფულის მიმართ არა ფანატიკური სიყვარული ან განურჩევლობა, არამედ პატივისცემა. 5-7 წლის ბავშვი აქტიურია, ცნობისმოყვარეა. მას აინტერესებს ციფრები, იტაცებს ფულის "ბეჭდვა" (ქაღალდზე ხატვა), თამაშობს ასეთი "ფულით". სპეციალისტების აზრით, ეს საუკეთესო ასაკია საიმისოდ, რომ პატარას სწორი დამოკიდებულება ჩამოვუყალიბოთ ფინანსების მიმართ, ვასწავლოთ ფულის დათვლა, გავაგებინოთ, რომ ჩვენი სურვილი და შესაძლებლობა ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს.

ბიუჯეტის შედგენა

უფროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვს შეიძლება ვასწავლოთ ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვა. მართალია, პატარა გათვლებს თავად ვერ აწარმოებს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ თქვენ კვირის ბიუჯეტს გეგმავთ, ითვალისწინებთ შესაძლო მოულოდნელ ხარჯებს და ფულის დაზოგვის შესაძლებლობას. ფინანსური ხარჯების დაგეგმვა ფასეული ცხოვრებისეული ჩვევაა და ძალიან კარგი იქნება, თუ ამ ჩვევას ბავშვი მცირე ასაკიდანვე შეიძენს. ამისთვის ბავშვთან ერთად კატეგორიებად დაყავით კვირის ხარჯები:

  • აუცილებელი ხარჯი - ბინის ქირა, კომუნალური გადასახადები, სწავლის საფასურის გადახდა, საკვები პროდუქტების შეძენა...
  • სასურველი ხარჯი - კაფეში ან თოჯინების თეატრში წასვლა, კარუსელებზე ტრიალი...
  • ხანგრძლივი დანაზოგი - მანქანის ან რემონტის თანხა...
  • ნაკლებად აუცილებელი ხარჯი - ძვირფასი სათამაშო, სამკაული...

ბავშვმა უნდა იცოდეს, რა თანხა იხარჯება კვებაზე, სწავლაზე, ისწავლოს, რომ საჭიროა ელექტროდენის, წყლის ყაირათიანი ხარჯვა. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ეს აუცილებელია.

დანაზოგი

6-7 წლის ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ფულის ხარჯვასთან ერთად შესაძლებელია მისი დაგროვებაც. შეგიძლიათ, ფულის დაგროვება თავად მასაც შესთავაზოთ. ასეთი "დიდური" გადაწყვეტილება პატარას დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობას გამოუმუშავებს. ბავშვი გააცნობიერებს, რომ ზოგიერთი საგნის შესაძენად ფული შესაძლოა არ გვყოფნიდეს, მაგრამ შესაძლებელია საჭირო თანხის მოგროვება, რისთვისაც გარკვეული დროა საჭირო. დაუსახეთ პატარას ამოცანა, რაიმე (მაგალითად, კომპაქტდისკი) შეიძინოს და ამისთვის საჭირო თანხის მოგროვება დააწყებინეთ. კარგი იქნება, თუ ბავშვს ყულაბასაც აჩუქებთ. არ იქნება ურიგო, თუ პატარას ბანკში წაიყვანთ, მისთვის გასაგებ ენაზე აუხსენით, რა არის ბანკი, ანაბარი, კრედიტი... გზაში შეგიძლიათ ბავშვს რაიმე გემრიელი უყიდოთ, რათა ვიზიტი სასიამოვნოდ დაამახსოვრდეს.

ჯიბის ფული

წვრილმანი ხარჯებისთვის საკუთარი ფული ბავშვს 6-7 წლიდან უნდა მივცეთ.

  • თავდაპირველად აუხსენით, სახელდობრ რისთვის აძლევთ ფულს. დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარის გამოსამუშავებლად რეკომენდებულია, ბავშვს ჰქონდეს არჩევანის საშუალება, თავად გადაწყვიტოს, რა იყიდოს - ნაყინი თუ ნამცხვარი, ხაჭაპური თუ ჰამბურგერი. თანხა გონივრულად უნდა შეირჩეს და ასაკის მატებასთან ერთად გაიზარდოს.
  • ჯობს, ჯიბის ფული ბავშვს განსაზღვრულ დღეს და განსაზღვრული რაოდენობით მივცეთ. მისი რაოდენობა ფიქსირებული უნდა იყოს. ბავშვი უნდა მიეჩვიოს მის განაწილებას და თანდათანობით ხარჯვას.
  • თუ არ გაქვთ საშუალება, ბავშვს ფული მისცეთ, აუხსენით ამის მიზეზი (შევიძინეთ ტელევიზორი, ვზოგავთ ფულს ზაფხულისთვის...)

განკარგვა

6-8 წლის ბავშვმა უკვე იცის, რა ღირს ესა თუ ის ნივთი. პატარებს მოსწონთ ფულის ხელში დაჭერა, გადათვლა, დაგეგმვა, როგორ დახარჯავენ ამ თანხას... ამ ასაკის ბავშვი შეგვიძლია მაღაზიაში წავიყოლოთ, მივცეთ საჭირო პროდუქტების ჩამონათვალი და მათი კალათში ჩალაგება, შემდეგ კი სალაროში ფულის გადახდა დავავალოთ... როცა კაფეში წახვალთ, ბავშვს აჩვენეთ ჩეკი, მიეცით საშუალება, გაიგოს ყველაფრის ფასი. მომდევნო ვიზიტის დროს პატარას დაავალეთ, გამოთვალოს ნამცხვრისა და ყავისთვის საჭირო თანხა. ასე მათემატიკაშიც წაივარჯიშებს და იმასაც გაიგებს, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს.


მავნე სტიმული

ზოგიერთი მშობელი შვილს კარგი სწავლისა და საოჯახო საქმიანობაში დახმარებისთვის ფულს "უხდის". ეს იდეა ერთი შეხედვით შესაძლოა მომხიბლავი მოგვეჩვენოს - გასამრჯელო თითქოს მართლაც შესანიშნავი სტიმულია კარგი სწავლისა და მშობლების დახმარებისთვის, მაგრამ სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ასე მოქცევა არ არის მიზანშეწონილი - ბავშვი უნდა ხვდებოდეს, რომ მან უპირობოდ უნდა ისწავლოს კარგად და დაეხმაროს მშობლებს. არ შეიძლება, ამას ის განსაზღვრული თანხის ფასად აკეთებდეს. მშობლების ამოცანაა, შვილს გამოუმუშაონ სწავლისადმი ინტერესი, ჩამოუყალიბონ უფროსების დახმარების სურვილი. ის ამ ყოველივეს ფულისადმი ინტერესის გამო არ უნდა აკეთებდეს. გასამრჯელოს გაცემას ჯობს პატარას ავუხსნათ, რომ ერთ ოჯახში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ, ადამიანური ურთიერთობა ვაჭრობის საგანი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოყალიბდება ურთიერთობა, რომლის გამოსწორება ძნელი იქნება. თუმცა არც ის არის მიზანშეწონილი, ბავშვის წარმატებები უყურადღებოდ დავტოვოთ. კარგი სწავლისთვის მან შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ დამსახურებული საჩუქარი მიიღოს.

ვითამაშოთ ფული

თამაშის მეშვეობით შესაძლებელია პატარას გამოვუმუშაოთ ცნობისმოყვარეობა, დაკვირვებულობა, გონებამახვილობა, ვასწავლოთ დაგეგმვა, მათემატიკური აზროვნება.

წყალდიდობა

ავიღოთ მომცრო ჭურჭელი, ავავსოთ წყლით, ჩავდგათ დიდი ზომის ჭურჭელში, რათა წყალი იატაკზე არ დაიღვაროს. მონეტები საპნით კარგად გავრეცხოთ და ბავშვს მივცეთ. შევთავაზოთ, სათითაოდ ჩააგდოს ისინი წყალში და დაითვალოს, მერამდენეს ჩაგდებისას გადმოიღვრება სითხე.

დამიხურდავე!

მიეცით ბავშვს ერთ ან ორლარიანი მონეტა, ხურდა ფული და შესთავაზეთ, ხურდა ისე შეკრიბოს, რომ მონეტის თანხას გაუტოლდეს. ასეთი თამაში მათემატიკის ცოდნის შესამოწმებლად და განსამტკიცებლადაც გამოგადგებათ.

ღირსეული მომავალი

ყველა ოჯახის მატერიალური შესაძლებლობა ინდივიდუალურია. ბავშვის მომავლისთვის მშობლების შემოსავალს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, როგორ უყურებს თავად ბავშვი საკუთარ მომავალს. თუ პატარას შეუძლია სიტუაციასთან ადაპტირება, თავის თავშია დარწმუნებული, სწორი დამოკიდებულება აქვს ფულის მიმართ, - ის საზოგადოებაში კომფორტულად იგრძნობს თავს, ბავშვობიდანვე გამოუმუშავდება ფულის გონივრული დაგროვებისა და ხარჯვის უნარი და მომავალში ღირსეულად გაუმკლავდება როგორც ფულის დეფიციტს, ასევე მის სიჭარბესაც.