/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

მოდი, ვიმეგობროთ!

მოდი, ვიმეგობროთ!
საბავშვო მოედანზე კონფლიქტი უეცრად ღვივდება. მათზე უფროსების რეაქციაც დაუყოვნებელი უნდა იყოს. რეაქცია კი ყველა მშობელს თავისებური აქვს.

მოდი, განვიხილოთ რამდენიმე ფორმა, მშობლების შეხედულება და სპეციალისტების აზრი მსგავსი კონფლიქტების თაობაზე. საბავშვო მოედანი, ტრადიციისამებრ, იდილიურ ადგილად აღიქმება: პატარებს ქვიშაში გულმოდგინედ გაჰყავთ გვირაბი, სრიალებენ, საქანელაზე ქანაობენ, მათი დედები და ძიძები კი იქვე წყნარად საუბრობენ... საკმარისია, თავად დაგეკისროთ პასუხისმგებლობა რომელიმე პატარაზე, რომ უმალვე მიხვდებით: ყველაფერი არცთუ ისე მარტივად არის. თითქმის ყოველ წუთს წარმოიშობა კონფლიქტები ბავშვებს შორის და დედებს, ბებიებსა თუ ძიძებს მათი მოგვარება უწევთ. ზოგჯერ კი სათამაშო მოედანზე ისეთი ემოციები იფრქვევა, რომ შექსპირის პიესა მონაგონია! მოდი, ზოგადი საუბრიდან კონკრეტულ მაგალითებზე გადავიდეთ.

სახიფათო თამაშები

საბავშვო მოედანზე, სადაც პატარა ბავშვები მშვიდად თამაშობენ, უცებ მოზრდილები ჩნდებიან. ისინი დაჭერობანას თამაშს იწყებენ ან პლასტმასის დაშნებით ფარიკაობენ. ძალიან დიდია ალბათობა, ისინი პატარებს დაეჯახონ, რამე ატკინონ. როგორია მშობლების რეაქცია?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ა) ბავშვებს მკაცრად მივუთითებთ, რომ მსგავსი თამაშების ადგილი აქ არ არის;

ბ) საკუთარ შვილს სხვაგან წავიყვანთ;

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

გ) უფრო ყურადღებით ვიქნებით.

სპეციალისტთა აზრით კი საუკეთესო ვარიანტია, მივიდეთ ბავშვებთან და თავაზიანად ავუხსნათ, რომ ასეთი თამაში პატარებისთვის საშიშია. იმ შემთხვევაში, როცა თქვენს თხოვნას ყურად არ იღებენ, შეგიძლიათ მოზრდილი ბავშვები გააფრთხილოთ, რომ მათ მშობლებს დაელაპარაკებით. რა თქმა უნდა, თქვენ სრული უფლება გაქვთ, მსგავს სიტუაციას გაერიდოთ, მაგრამ ჩარევის შემთხვევაშიც კონფლიქტს კი არ ქმნით, არამედ თქვენს შვილს იცავთ. მთავარი ის არის, რომ გვახსოვდეს - სხვისი შვილი განზრახ კი არ იქცევა ცუდად, არამედ ვერ ხვდება, რომ პატარებს საფრთხეს უქმნის.

საჭიროა თუ არა ხელის შებრუნება?

თქვენი პატარა რამდენიმე წუთის წინ მშვიდად თამაშობდა ქვიშაში თანატოლებთან ერთად. უცებ მის თავზე ამხანაგის ნიჩაბი დაეშვა... როგორი იქნება უფროსების რეაქცია?

ა) ზოგიერთი შეგნებულად არ ასწავლის შვილს ხელის შებრუნებას. მათ მიაჩნიათ, რომ კონფლიქტი სიტყვებით უნდა მოგვარდეს, ბავშვში აგრესიის გამოწვევა საჭირო არ არის და შვილის დასახმარებლად მოძალადეს შენიშვნას აძლევენ.

ბ) ზოგიერთს მიაჩნია, რომ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა ისწავლოს თავის დაცვა. რა თქმა უნდა, შვილი თავად არ უნდა იყოს ჩხუბის წამომწყები, მაგრამ საჭიროებისას სულაც არ არის მიუღებელი ფიზიკური ძალის გამოყენება, რათა "ბიჭებმა არ დაგჩაგრონ".

გ) არიან ისეთი დედებიც, რომლებიც აღიარებენ, რომ ეს საკმაოდ რთული სიტუაციაა. თუ ბავშვს ნებას დავრთავთ, ძალას ძალა დაუპირისპიროს, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება ავუხსნათ, რატომ არის დაუშვებელი ჩხუბის დაწყება.

სპეციალისტების აზრით, თუ პატარას ჩაგრავენ, მას, რა თქმა უნდა, აქვს თავის დაცვის უფლება, თუმცა ყველაფერი გაფრთხილებით უნდა დაიწყოს. როცა გაფრთხილება უშედეგოა, ბავშვი შეიძლება ქმედებაზე გადავიდეს. მსგავს სიტუაციაში მშობლები ხშირად იმეორებენ პოსტულატს, რომ "გოგონების ცემა არ შეიძლება". ეს ფრაზა ბავშვებისთვის გაუგებარია, რადგანაც გარკვეულ ასაკამდე პატარები სქესის იდენტიფიკაციას ვერ ახდენენ - ეს დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ ხდება შესაძლებელი. შესაბამისად, პატარა ბიჭს ვერ გააგებინებთ, რატომ არ უნდა შეუბრუნოს ხელი გოგონას. რა თქმა უნდა, პატარამ შეიძლება თავისი ინტერესების დაცვა სცადოს, მაგრამ თუ ის ყველა პრობლემის მუშტების მეშვეობით გადაჭრას მიეჩვია, შესაძლოა, ფსიქოლოგის დახმარება დაგვჭირდეს.

ვინ არის პირველი

საბავშვო მოედანზე ერთი საქანელა დგას, ბავშვი კი ბევრია. ყველას სურს, საქანელაზე აღმოჩნდეს. პატარები ერთმანეთს ხელს ჰკრავენ. გამარჯვებული საქანელას იპყრობს, დანარჩენები კი ცრემლებს ღვრიან... რას ფიქრობენ მშობლები?

ა) აუცილებელია, დავეხმაროთ პატარებს, განვსაზღვროთ ქანაობის დრო და პატარები რიგრიგობით დავსვათ საქანელაზე. ლოდინი მოსაწყენი რომ არ იყოს, მომლოდინე ბავშვებს შეიძლება ბურთი ვეთამაშოთ.

ბ) დაე, ბავშვებმა თავად იპოვონ საერთო ენა და მიხვდნენ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მათი სურვილისამებრ არ ხდება. ჩარევა მხოლოდ მაშინ არის საჭირო, თუ პატარები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდებიან.

გ) პატარა სხვაგან წავიყვანოთ და საქანელასთან მაშინ დავბრუნდეთ, როცა რიგი აღარ იქნება.

სპეციალისტების აზრით, თუ ბავშვები თავად არკვევენ ურთიერთობებს, ჩარევა არ ღირს, მაგრამ თუ სიტუაცია დაიძაბა, მშობლების მოვალეობაა, სამართლიანობა აღადგინონ. ბავშვებმა უნდა იგრძნონ, რომ ეზოში ყველა პატარას თანაბარი უფლება აქვს. "ვინ იქნება პირველი საქანელაზე?" - ამ კითხვაზე პასუხი შეგიძლიათ კენჭისყრით იპოვოთ.

ჩემი და სხვისი

თქვენი პატარა სათამაშო მოედანზე საკუთარი სათამაშოებით მიიყვანეთ, მაგრამ რამდენიმე წუთში თქვენი შვილის სათლი, ნიჩაბი, ბურთი და სარწყავი სულ სხვა პატარების ხელში აღმოჩნდა... დასაშვებია თუ არა მსგავსი "კომუნიზმი"?

ა) "სულაც არ არის ცუდი, ჩემი პატარაც ხომ ხშირად თამაშობს სხვისი სათამაშოებით!" - ფიქრობს ზოგიერთი დედა და ძალიან განიცდის, რომ მისი შვილი "ძუნწია" და სათამაშოების ამხანაგებისთვის თხოვება არ უყვარს.

ბ) ზოგიერთ დედას სულაც არ სიამოვნებს, რომ მათი შვილის სათამაშოებით სხვები თამაშობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ბავშვმა სხვისი სათამაშო უნებართვოდ არ უნდა აიღოს.

გ) ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ სხვისი სათამაშო არ აიღოს, მაგრამ თუ მანქანა ან თოჯინა უპატრონოდ დევს, არაფერი დაშავდება, რომ ბავშვმა ითამაშოს.

სპეციალისტების აზრით, ბავშვმა აუცილებლად უნდა სთხოვოს ნებართვა სათამაშოს პატრონს. თუ პატარამ არ ისურვა თავისი სათამაშოს თხოვება, მას არავითარ შეთხვევაში არ უნდა ვუწოდოთ ძუნწი. შვილს უნდა ავუხსნათ, რომ ყველას აქვს უფლება, საკუთარი სათამაშოთი ითამაშოს. არც საკუთარი შვილის გაკიცხვა ღირს "სიძუნწის" გამო. ჩვენ, მოზრდილებს ხომ არ გვაქვს პრეტენზია, ჩვენი მეგობრის მანქანა ვატაროთ. რატომ არ აქვს უფლება ბავშვს, საკუთარი სათამაშო თავად სურდეს?

არავითარი ისტერიკა!

სამწუხაროდ, ბევრი დედისთვის ნაცნობია სურათი, როცა მისი შვილი მოულოდნელად იწყებს ხმამაღალ ტირილს. ირგვლივ მყოფები მზერას ბავშვს მიაპყრობენ და დედაც თავს უხერხულად გრძნობს. როგორ რეაგირებენ ამაზე მშობლები?

ა) ზოგიერთს გამოსავალი ნაპოვნი აქვს. ისინი შვილებს ხაზგასმით მშვიდად ესაუბრებიან, ცდილობენ, მისი ყურადღება სხვა საგნებზე გადაიტანონ. ასეთმა დედებმა კარგად იციან, რომ ისტერიკა კოცონს ჰგავს - მანამდე გიზგიზებს, ვიდრე საწვავი არ გამოილევა. ამ შემთხვევაში "საწვავი" დედის ყვირილია.

ბ) ზოგიერთი დედა ბავშვს ხელს დაავლებს და გარბის, რათა გარეშეთა თვალისგან მოფარებულ ადგილას მოაგვაროს სიტუაცია.

გ) ზოგიერთმა იცის, რომ მისი შვილი აუდიტორიაზე მუშაობს, ამიტომ ისინი ყურადღებას არც შვილს აქცევენ და არც ირგვლივ მყოფებს.

სპეციალისტების აზრით, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავაზუსტოთ, რატომ ტირის ბავშვი - იქნებ შია, სცივა ან თავს ცუდად გრძნობს. ამ შემთხვევაში პატარას დახმარება სჭირდება. თუ ბავშვის მიზანი მხოლოდ ყურადღების მიპყრობაა, დედამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს. თუკი ირგვლივ მყოფთა რჩევები თავს გაბეზრებენ, შეგიძლიათ, მათ მადლობა გადაუხადოთ და უთხრათ, რომ პრობლემას თავად გაუმკლავდებით. საზოგადოდ, სპეციალისტები გვირჩევენ, ბავშვთან ერთად სეირნობა ჩვენთვისაც და შვილისთვისაც სიამოვნებად ვაქციოთ. ასე თავიდან ავიცილებთ უსიამოვნო წუთებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მოდი, ვიმეგობროთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები