სადილი უცრემლოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სადილი უცრემლოდ

რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ბავშვი, მისი კვების პრობლემა მშობლებისთვის მუდამ აქტუალურია. მოდი, ამჯერად ის ძირითადი პრობლემები განვიხილოთ, რომლებიც ჭამის დროს იჩენს თავს. ძალიან ხშირად მათი მიზეზი ფსიქოლოგიურია. ცნობილია, რომ შიმშილი ადამიანის ბაზისური, ძირითადი მოთხოვნილებაა. მისი აღმოცენებისას სისხლში გლუკოზის შემცველობა საგრძნობლად მცირდება, რაც თავის ტვინში არსებული შიმშილის ცენტრის სტიმულაციას იწვევს. სწორედ ამიტომ იწყებს ცოცხალი არსება საკვების ძიებას. მაშ, რატომ არის ასეთი ძნელი პატარა ბავშვის კვება?

ჭამა ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალური პროცესია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რამდენიმე მათგანს კი შეიძლება განსაკუთრებით გავუსვათ ხაზი.

კომფორტი - შეამოწმეთ, რამდენად კომფორტულად გრძნობს პატარა თავს იმ სკამში, რომელშიც ზის, ან მაგიდასთან, რომელთანაც მიირთმევს.

გარეგანი გამღიზიანებლები, მაგალითად, ხმამაღალი მუსიკა ან მუდმივად მომუშავე ტელევიზორი, პატარა ბავშვის ფსიქიკაზე დამთრგუნველად მოქმედებს. ბავშვს შესაძლოა თვალს სჭრიდეს კაშკაშა განათება ან თრგუნავდეს მქრქალი შუქი. ზოგჯერ სამზარეულოში მეტისმეტად ცხელა ან უჰაერობაა.

გემოვნება - უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკვები, რომელიც ჩვენ ძალიან მოგვწონს, ბავშვს ხშირად სულაც არ სიამოვნებს. ეცადეთ, შვილის ინტერესების გათვალისწინებით იპოვოთ ჯანსაღი კომპრომისი სასარგებლოსა და გემრიელს შორის.

ბავშვის რეჟიმით - ყველა ბავშვს თავისი სურვილები და მოთხოვნილებები აქვს. დაახლოებით 6 წლიდან პატარები ამას კარგად აცნობიერებენ, უფრო მცირე ასაკის ბავშვებს კი ეს ძალიან უჭირთ. ხშირად პატარა ბავშვები ჭამაზე მხოლოდ იმიტომ ამბობენ უარს, რომ არ შიათ. მათი შინაგანი ბიოლოგიური საათი სულ სხვაგვარად არის აწყობილი. გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა შვილს ძუძუთი კვებავდით - მაშინ ხომ მოთხოვნისამებრ აჭმევდით? ალბათ დაგვეთანხმებით, რომ საკუთარი თავისათვის არასოდეს დაგისვამთ კითხვა, რატომ მოისურვა მან ჭამა ღამით, თანაც რამდენჯერმე. ასევე შეგიძლიათ მოიქცეთ შემდგომაც. შესაძლოა, მოზრდილთათვის მოხერხებული იყოს, ისაუზმონ 9 საათზე, ისადილონ 15-ზე და ივახშმონ 19-ზე, მაგრამ ბავშვის ორგანიზმი სულ სხვაგვარ მოთხოვნებს გვიყენებს. ამის გათვალისწინებით, სპეციალისტები გვირჩევენ დავაკვირდეთ, დღის რომელ პერიოდში ჭამს ბავშვი უფრო მადიანად, რომელ საათებშია მისი კვება ოპტიმალური. როდესაც შვილს საკვებს სთავაზობთ, გაითვალისწინეთ, რომ ძალადობა მხოლოდ ძალადობას წარმოშობს. რასაკვირველია, შეგიძლიათ, ლუკმა პირში ჩასტენოთ და აიძულოთ, ბოლომდე შეჭამოს სადილი, მაგრამ უმჯობესია დაფიქრდეთ, რას გრძნობს ამ დროს თქვენი შვილი. რას იგრძნობდით თავად, მის ადგილზე რომ იყოთ? სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ სადილისა თუ ვახშმის დაგვიანებით, თუნდაც გამოტოვებით, საკუთარი ჯანმრთელობისთვის ჯერ არც ერთ პატარას არ მიუყენებია ზიანი, იძულებით ჭამას კი შეიძლება საკვებისადმი ზიზღი და ანორექსიაც კი მოჰყვეს, რაც მართლაც საშიში მდგომარეობაა.

კიდევ ერთი კანფეტი, კიდევ ერთი ნამცხვარი - ალბათ მრავალი თქვენგანისთვის ნაცნობია სურათი, როცა პატარა ბავშვი გამუდმებით რაღაცას ღეჭავს. წამდაუწუმ გესმით მისი თხოვნა, მისცეთ კიდევ ერთი ორცხობილა, კიდევ ერთი კანფეტი. თუ თხოვნა არ შეუსრულეთ, პატარა საქმეში "მძიმე არტილერიას" რთავს - ტირის, ყვირის, ზოგჯერ ისტერიკასაც კი აწყობს. ყველა დედას როდი შეუძლია, წინ აღუდგეს შვილის ცრემლებს, შედეგად კი პატარა ნაყრდება და სადილზე უარს ამბობს. მაინც რისი ბრალია პატარა ბავშვის ეს უცნაური ქცევა? მოდი, ზოგიერთი მიზეზის შესახებ ვისაუბაროთ.

1. ბავშვი დედისაგან იღებს მაგალითსპატარა ბავშვები ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად მათთვის ძვირფას ადამიანებს - მშობლებსა და ბებია-ბაბუებს ბაძავენ. ალბათ ძალიან უცნაურად გამოიყურება დედა, რომელიც ბავშვს ეუბნება, რომ ზედმეტი პურის ჭამით მადას დაიქვეითებს და საბოლოო ჯამში სადილის გარეშე დარჩება, თავად კი მადიანად შეექცევა მორიგ ბუტერბროდს. პატარა ბავშვი ვერაფრით მიხვდება, რატომ შეიძლება თქვენთვის ის, რაც მას ეკრძალება. ეს მას სწყინს და ზოგჯერ აბრაზებს კიდეც. ამიტომ ჯერ თავად შეიცვალეთ ქცევა და უარი თქვით სასუსნავებზე, ეცადეთ, სუფრას შვილთან ერთად მიუჯდეთ და პირადი მაგალითით უჩვენოთ, როგორ უნდა მიირთვას საკვები. ოჯახის წევრებსაც სთხოვეთ, ნუ ირბენენ პატარას თვალწინ შოკოლადით თუ ნამცხვრის ნაჭრით ხელში. თუ მსგავს ჩვევებზე უფროსები არ იტყვით უარს, ბავშვთან პრეტენზია ნუღარ გექნებათ.

2. პატარას დამშვიდება სჭირდებაბავშვს თანდაყოლილი წოვის რეფლექსი აქვს. შეცდომაა ფიქრი, რომ ეს რეფლექსი მხოლოდ შიმშილის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. წოვა სიმშვიდეს, უსაფრთხოებისა და კომფორტის შეგრძნებას იწვევს. სუსნისას ბავშვი თავის შფოთვასა და მღელვარებას ებრძვის, კომფორტის განცდას იბრუნებს, შფოთვა კი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, ამიტომ მშობელი უნდა დააკვირდეს, როდის ითხოვს პატარა სასუსნავს, როგორ მიირთმევს მათ (ნელა თუ ნერვიულად, ჩქარა). თუ ამჩნევთ, რომ პატარა ამ მეთოდით სტრესს ებრძვის, ნუ წაართმევთ მას პურის ყუას თუ ორცხობილას, მაგრამ ეცადეთ, დაეხმაროთ თბილი საუბრითა და მოფერებით. თუ თქვენი მცდელობა უშედეგოა, შეგიძლიათ რჩევისათვის ფსიქოლოგს მიმართოთ.

შევჭამ-არ შევჭამ - ბავშვები შესანიშნავი მანიპულატორები არიან. ისინი კარგად ხვდებიან, ვისთან როგორ შეიძლება მოიქცნენ. პატარების ქცევის თავისებურება კარგად ჩანს ერთი მაგალითიდან: 4 წლის ანა ოდნავაც არ ჭირვეულობს, როცა მას დედა აჭმევს, პრეტენზიების გარეშე მიირთმევს და მადლობასაც კი იხდის, მაგრამ თუ თეფში ბებიის ხელში აღმოჩნდა, იწყება წამება: ბავშვი უარს ამბობს წვნიანზე, ითხოვს ჯერ კომპოტს, შემდეგ ნამცხვარს. მოლაპარაკება უშედეგოა, ბებია მკაცრად ამბობს, რომ პატარა მსგავსს ვერაფერს მიიღებს, რადგან სადილს არ ჭამს. საბოლოოდ ყველაფერი ცრემლებითა და ისტერიკით მთავრდება.

რა ვიღონოთ? - უპირველეს ყოვლისა, პატარას უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მის სურვილებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. მას შეიძლება ავუხსნათ, რომ ნამცხვარს აუცილებლად მიიღებს, ოღონდ მოგვიანებით, როცა სადილს მიირთმევს. კარგი იქნება, თუ პატარას არჩევანის საშუალებას მივცემთ, მაგალითად, ვკითხავთ, რას მიირთმევს - სუპსა და ნამცხვარს თუ გუფთასა და ნამცხვარს. ასე ბავშვი მიხვდება, რომ თუ ნამცხვარი სურს, სადილზე უარს ვერ იტყვის. მას შემდეგ, რაც პატარა არჩევანს გააკეთებს, "ხელშეკრულება" დადეთ - შეთანხმდით, რომ ბავშვი ნამცხვარს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც სადილს ბოლომდე შეჭამს. რაც მთავარია, იყავით თანამიმდევრული და ნუ შეიცვლით გადაწყვეტილებას.

დედიკოს ხათრით, მამიკოს ხათრით... - ხშირად ბავშვები იმიტომ კი არ ჭირვეულობენ, რომ ჭამა არ სურთ, არამედ ჭამის გარკვეულ რიტუალს არიან მიჩვეულნი. მაგალითად, თუ ჭამის დროს მას პატარა კონცერტს გავუმართავთ, უნდა შევეგუოთ აზრს, რომ სადილის თუ ფაფის ჭამის დროს მუდამ მოგვიწევს ცეკვა-თამაში. არავინ ამბობს, რომ ჭამის პროცესი მოსაწყენი უნდა იყოს. პირიქით, ეცადეთ ყველაფერი ლამაზად იყოს გაფორმებული, სადილზე "დაპატიჟეთ" საყვარელი სათამაშოები, გამოიჩინეთ შემოქმედებითი ნიჭი, მაგრამ პატარა კონცერტების მოწყობას სპეციალისტები არ გვირჩევენ. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მსგავსი ქმედება ბავშვს მხოლოდ გართობის ფონზე ჭამის ჩვევას უყალიბებს. გარდა ამისა, ყოველთვის ეფექტური არ არის ჭამა დედ-მამის ხათრით. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ფრაზა "შეჭამე, თუ დედა გიყვარს" საერთოდ დაუშვებელია - პატარას ხომ მშობლები ნამდვილად უყვარს, ის ვერაფრით მიხვდება, რატომ ვთხოვთ ამ სიყვარულის დამტკიცებას, თანაც ჭამის მეშვეობით. პატარა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როცა მას მართლაც არ შია. ყველაფერთან ერთად, დედა და საჭმელი სრულიად სხვადასხვა კატეგორიებია, რატომ უნდა გავუთანაბროთ ისინი ერთმანეთს?

რამდენიმე წესი სირთულეთა გადასალახად - სწორად ავირჩიოთ ადგილი. პატარამ უნდა იცოდეს, რომ ვჭამთ სამზარეულოში, ვთამაშობთ მისაღებ ოთახში, ვბანაობთ აბაზანაში და ამ წესს ყველა ასრულებს. თუ ბინა ამის საშუალებას არ გვაძლევს, შეგვიძლია, მაგიდას თამაშისა და ჭამის დროს განსხვავებული ფერის სუფრები გადავაფაროთ. მსგავსი ხერხით ბავშვს ორიენტირებაში დავეხმარებით, მივახვედრებთ, რა უნდა აკეთოს, რატომ მივუსვით მაგიდას.გამოიჩინეთ მოთმინება, სწორად დაალაგეთ ფრაზები. ჯობს ბავშვს აუხსნათ, რა გსურთ, ვიდრე უმეოროთ, რა არ გინდათ. მაგალითად, ფრაზას "ხელით ნუ ჭამ!" ჯობს თხოვნა: "აიღე კოვზი".

მოგიწევთ, შეეგუოთ პატარა ბავშვის ქცევის ასაკობრივ თავისებურებებს. პატარები სათანადოდ ვერ ფლობენ მოტორულ ჩვევებს, რის გამოც უჭირთ სისუფთავის დაცვა ჭამის დროს. ნუ გექნებათ მკვეთრი რეაქცია, თუ წვენი კოვზიდან ხშირად გადმოიღვრება.

ჭამის დროს მუდამ კეთილგანწყობილი გარემო უნდა სუფევდეს. ამ დროს დაუშვებელია საყვედურები. გაცილებით სასარგებლოა საინტერესო ისტორიის მოსმენა ან დადებითი შთაბეჭდილებების გაზიარება.იყავით თანამიმდევრული, მოითხოვეთ იმ წესების შესრულება, რომლებიც ბავშვმა უკვე ისწავლა.გამოიჩინეთ შემოქმედებითი ნიჭი, ლამაზად გააფორმეთ მაგიდა, ბავშვთან ერთან "დაარქვით სახელები" კერძებს, თუ ასაკი საშუალებას იძლევა, ბავშვს მიეცით საშუალება, სადილის მომზადებაში "მონაწილეობა მიიღოს".