/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

სკოლისთვის მზად ვართ!

სკოლისთვის მზად ვართ!
პატარამ უკვე ისწავლა წერა, კითხვა, თვლა, თუმცა, სპეციალისტების აზრით, ეს სულაც არ არის საკმარისი წარმატებული სტარტისთვის. მაშ, რა არის საჭირო?!

ვეცნობით სივრცესეზო, თანატოლებთან თამაში ბავშვს ბევრ რამეს ასწავლის, მაგრამ უკანასკნელ წლებში თანამედროვე ოჯახის ყოფა სწრაფად იცვლება. დღეს იშვიათი არ არის შემთხვევა, როდესაც პატარა კარგად კითხულობს, იცის ლექსები, ასრულებს კომპიუტერზე ელემენტარულ ოპერაციებს, მაგრამ უჭირს ცალ ფეხზე ხტომა ან სივრცეში ორიენტირება. ეს ყოველივე ჩვენი ბავშვების სწრაფად ცვალებადი ცხოვრების ბრალია. პატარები ცოტას თამაშობენ, ერთმანეთთან ნაკლებად აქვთ ურთიერთობა, ნაკლებად იკვლევენ სამყაროს... არადა სწორედ ეს "წვრილმანები" განსაზღვრავს ბავშვის აკადემიურ მოსწრებას. ბავშვის წარმატება მათემატიკაში, გეომეტრიასა და ლიტერატურაშიც კი დამოკიდებულია ტვინის იმ ნაწილების განვითარებაზე, რომლებიც სივრცით აღქმაზეა პასუხისმგებელი. თანამედროვე ბავშვებს ამ თვალსაზრისით ხშირად ექმნებათ პრობლემები - ერთმანეთში ერევათ მარჯვენა და მარცხენა, "ზემოთ" და "ქვემოთ"... ზოგიერთი სპეციალისტი ამას ბავშვების ცხოვრებისა და განვითარების დღევანდელ პირობებს უკავშირებს. ჩვენი მშობლებისა და ჩვენი თაობა სხვანაირად იზრდებოდა - ვიცოდით გზა მეზობელი ეზოსკენ, ნაყინის მაღაზიისკენ, საქანელასკენ... ეზოში თამაშისას შეუმჩნევლად ვიღებდით სივრცეში ორიენტაციის გამოცდილებას და ამაში სწორედ დაჭერობანა, დამალობანა, ომობანა და სხვა თამაშები გვეხმარებოდა. დღეს კი ყოველივე ეს კომპიუტერულმა თამაშებმა შეცვალა... როგორ დავეხმაროთ ბავშვს დანაკლისის ანაზღაურებაში?

აი რამდენიმე მარტივი რჩევა:

  • სეირნობისას ესაუბრეთ პატარას, უთხარით, რომელ მხარეს უხვევთ, საით მიდიხართ, ასწავლეთ მარშრუტი, მიეცით მარტივი დავალება - მაგალითად, იყიდოს კანფეტი ან ფუნთუშა (რა თქმა უნდა, თქვენ იქვე უნდა იყოთ).
  • ბავშვთან ერთად დახატეთ თქვენი მარშრუტის გეგმა.
  • ნუ დაივიწყებთ ისეთ თამაშებს, რომლებიც სივრცით ორიენტაციას მოითხოვს.

ვარეგულიროთ თავად

რაც უფრო მაღალი აქვს ბავშვს თვითრეგულაცია, მით უფრო ადვილად მიეჩვევა ის სასკოლო რეჟიმს, ნაკლებად დამთრგუნველი ეჩვენება დავალებების შესრულება, ჩანთის ჩალაგება... ექვსი წლისთვის ბავშვს უნდა ჰქონდეს მიზანსწრაფული ქმედების უნარი ან ამ უნარს უნდა იმუშავებდეს. თუ ხედავთ, რომ პატარას შეუძლია, ბოლომდე მიიყვანოს წამოწყებული საქმე, მაგალითად, ააწყოს კონსტრუქტორი ან აალაგოს სათამაშოები თამაშის შემდეგ, ალბათ, სკოლაში პრობლემები არ ექნება. თუმცა აქაც არის გამონაკლისები. შესაძლოა, ბავშვი ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს, მაგრამ საკუთარი ემოციების მართვა ან ელემენტარული ქმედებების გამეორება გაუჭირდეს. სპეციალისტები თვლიან, რომ ამის მიზეზიც თანამედროვე ოჯახის ყოფა, დღეს ურთიერთობის, ერთობლივი საქმიანობის დეფიციტია. ბავშვის ფსიქიკური ფუნქცია კი სწორედ ერთობლივი საქმიანობისას ყალიბდება - ვერც ერთი სათამაშო ვერ შეუცვლის მას მშობლებსა და და-ძმებთან ურთიერთობით მიღებულ გამოცდილებას.

კარგი იქნება, თუ ბავშვთან ურთიერთობას ამ დევიზით წარმართავთ: "მოდი, ერთად გავაკეთოთ". მართალია, ბავშვი დამოუკიდებლად უნდა საქმიანობდეს, მაგრამ დედა იქვე უნდა იყოს და საჭიროებისას ეხმარებოდეს, იდეებს აწვდიდეს... ბევრი ბავშვი სწორედ სასკოლო ასაკში ამჟღავნებს ინტერესს საკვების მომზადების მიმართ. უცნაურია, მაგრამ ეს ორივე სქესის პატარებს ახასიათებთ. ბავშვის ასეთი სწრაფვა გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, შეიძლება ვთხოვოთ, პროდუქტები მაცივრიდან გამოიღოს, ბოსტნეული ჩადოს ქვაბში, ათქვიფოს კვერცხი... კარგი იქნება, თუ თქვენს საქმიანობას განმარტებასაც დაურთავთ. ეს დაეხმარება პატარას, აღიქვას საქმიანობის პროცესი, გაითავისოს თავისი როლი.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

როცა ბავშვი ცდილობს, მონაწილეობა მიიღოს საოჯახო საქმიანობაში, საყვედური და კრიტიკა დაუშვებელია. პირიქით, უნდა წავახალისოთ, შევაქოთ.

  • ითამაშეთ ბავშვთან "ემოციობანა", შეეჯიბრეთ ერთმანეთს მრისხანების, სიხარულის, მწუხარების გამოხატვაში. თან ისაუბრეთ იმაზე, როდის ეუფლება ადამიანს ეს გრძნობები.
  • ითამაშეთ ისეთი თამაშები, რომელთა დროსაც აუცილებელია მრავალი მოძრაობის შესრულება, მაგალითად, ცალი ხელის ტრიალი და მეორის მუცელზე დარტყმა, ორივე ხელის მოძრაობა სხვადასხვა მხარეს, ხტუნვა სხვადასხვა ფეხზე... მსგავს კომბინაციებს ნებისმიერი მშობელი ადვილად მოიგონებს.

როგორ მოვიქცეთ?

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ შევაჩვიოთ პირველკლასელი სკოლას

ფაქტია, თანამედროვე ბავშვები უფრო ნაკლებს თამაშობენ, ვიდრე მათი ასაკის პატარები ოცი წლის წინათ. მათი ურთიერთობა უფრო "საქმიანია" - ენების სწავლა, ცურვა, სიმღერა, ცეკვა... სპეციალისტები კი დაჟინებით იმეორებენ, რომ ეს ყოველივე თამაშს ვერ შეცვლის. პედაგოგებისა და ფსიქოლოგების აზრი პარადოქსულია - თუ გსურთ, თქვენი პატარა სერიოზულ, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოსწავლედ ჩამოყალიბდეს, მას აუცილებლად უნდა მისცეთ საშუალება, სკოლამდელ პერიოდში თამაშით იჯეროს გული. მოიწვიეთ სახლში მისი თანატოლები, შეუწყვეთ ხელი, რომ ითამაშონ დედაშვილობანა, ექიმობანა, მასწავლებლობანა, მაღაზიობანა... დაეხმარეთ წესების დაცვაში, თქვენც ითამაშეთ და მიიღეთ სიამოვნება ბავშვებთან ურთიერთობით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სკოლისთვის მზად ვართ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები