/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

სიყვარული თუ დროებითი გატაცება?

სიყვარული თუ დროებითი გატაცება?
უამრავ ადამიანს აწუხებს კითხვა, თუ როგორ გაერკვეს საკუთარ გრძნობებში, არ დაუშვას შეცდომა და განასხვაოს გატაცება ჭეშმარიტი სიყვარულისაგან.

გამოვყოთ ნამდვილი სიყვარულის თუნდაც რამდენიმე ძირითადი თავისებურება. ნორმალურ საზოგადოებაში არსებობს ობიექტური წანამძღვრები სიყვარულის განვითარებისა და გაფურჩქვნისთვის.

მისი უმაღლესი ზნეობრივი ღირსება თითქმის საყოველთაოდ არის აღიარებული. სიყვარულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ მისი სიღრმე და შინაარსობრივი სიმდიდრე დამოკიდებულია კონკრეტული პიროვნების განვითარების დონეზე. სიყვარულის არსი ის არის, რომ ბუნება ზრუნავს ადამიანის მოდგმის შენარჩუნებასა და გამრავლებაზე, მაგრამ ყველაფერი ამით რომ შემოიფარგლებოდეს, ადამიანი ცხოველებზე მაღლა არ იდგებოდა. მაშასადამე, ერთი ადამიანის ხორციელი სწრაფვა მეორისადმი სიყვარულის მხოლოდ ერთი ელემენტია, რომლის განვითარებას მოჰყვება მაღალი, უფრო სულიერი და ზნეობრივი მომენტები. სიყვარული მოიცავს ადამიანურ ურთიერთობათა მთელ სიმდიდრეს, მისთვის დამახასიათებელია არა მხოლოდ ფიზიკური გატაცება, არა მხოლოდ ინტელექტის საერთო განვითარება, არამედ უფრო მეტად პიროვნების ზნეობრივ-ფსიქოლოგიური და ემოციურ-ესთეტიკური განვითარების მაღალი დონე. როგორ განვასხვაოთ სიყვარული მისი მსგავსი გრძნობისგან? ამ კითხვით ხშირად მიმართავენ ახალგაზრდებს. მათ ხშირად უჭირთ პასუხის გაცემა. სირთულე მხოლოდ ის როდია, რომ თვით გრძნობაა განსაცვიფრებლად მდიდარი და განუმეორებელი; სიყვარული ხშირად უკავშირდება, გადაეხლართება და ერწყმის სხვა გრძნობებს – სიმპათიას, გატაცებას, ლტოლვას, ტრფიალს. იქ, სადაც სიყვარული გამოიხატება მხოლოდ გარეგნული ნიშნებით, სადაც ადამიანი ტკბობას ეძებს მხოლოდ ფიზიკურ სილამაზეში – გარდაუვალია იმედის გაცრუება.

როცა ნამდვილად უყვართ, შეყვარებული ისე ექცევა სატრფოს, როგორც საკუთარ თავს, ისწრაფვის, პირველ რიგში, საყვარელი ადამიანის სურვილი შეასრულოს. ჭეშმარიტი სიყვარული უმეტესად გულწრფელი მეგობრობით, დროითა და ცხოვრებისეული სირთულეებით გამოცდილი უკეთილშობილესი, წრფელი გრძნობაა. სირთულეები, განშორებითა და დროით გამოცდა ნამდვილ სიყვარულს აძლიერებს, ცრუს კი – ასუსტებს, ფრანგი მწერალი როჟე დე ბიუსი-რაბიუტენი წერდა: „განშორება სიყვარულისთვის იგივეა, რაც ქარი ცეცხლისთვის – სუსტს აქრობს, ხოლო ძლიერს აღვივებს“. დიდ სიყვარულს შეუძლია, გარდაქმნას ადამიანი, გახადოს უფრო წმინდა, უკეთესი, ძლიერი, ბრძენი. სიყვარულს შეუძლია, თავდაყირა დააყენოს მთელი მისი ცხოვრება. ეს გასაგებიცაა, ნამდვილად შეყვარებული ადამიანი ცხოვრობს სულიერად მდიდარი, შთაგონებული ცხოვრებით. საპასუხო სიყვარულის გამოწვევისკენ სწრაფვა მასში აღძრავს თავდადებას, სულგრძელობას, ერთგულებას, ვაჟკაცობას და სხვა საუკეთესო ადამიანურ თვისებებს, მძაფრდება შეყვარებულის კეთილდღეობისა და ღირსებისთვის საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის გრძნობა. ამ შინაგანი მოთხოვნილების შედეგად წარმოშობილი პასუხისმგებლობა შეუმჩნევლად გვიბიძგებს, თავი შევიკავოთ ეგოისტური საქციელისაგან, უარი ვთქვათ მთელ რიგ სიამოვნებაზე და გავხდეთ უფრო მიზანსწრაფული.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ძლიერი, შეყვარებული და საპასუხო გრძნობაში დარწმუნებული ადამიანი მზად არის, გაუძლოს განსაცდელს, გასაჭირს, ყველაფერი იღონოს საყვარელი ადამიანის ბედნიერებისთვის. ნამდვილი გრძნობა აღვიძებს მუდმივი მეგობრული ურთიერთობისა და სულიერი სიმდიდრის მოთხოვნილებას, საკუთარი თავის სრულყოფის, ნაკლოვანებების აღმოფხვრის სურვილს. იგი წარმოუდგენელია საყვარელ ადამიანში პიროვნების, თანასწორობის აღიარების გარეშე, იმ რწმენის გარეშე, რომ შეყვარებულს შენთვის სიხარული, ბედნიერება მოაქვს. სიყვარული დიდხანს ვერ უძლებს განსხვავებულ ან საპირისპირო ინტერესებს, მაგრამ ძლიერი გრძნობის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია გადალახოს ეს კონფლიქტი. ამასთან, ინტერესთა ერთობა არ უნდა გავიგოთ, როგორც ყველაფერში თანამოაზრეობა. სიყვარულში მთავარია ორმხრივი ლტოლვა, ოღონდ ისე, რომ ამას მსხვერპლად არ შეეწიროს ცხოვრებისეული პრინციპები, რომლებიც პიროვნების საფუძველია. ზოგჯერ შეყვარებული ვერ ამჩნევს საყვარელი ადამიანის სერიოზულ ნაკლოვანებებს, მის უარყოფით ქცევას. შეიძლება თუ არა, თავიდან ავიცილოთ „ბრმა სიყვარული“? როგორც ჩანს, ყოველთვის არა, უმეტესად კი შესაძლებელია. სიყვარულის განცდისთვის საჭიროა მზაობა, სრულყოფილი წარმოდგენა სიყვარულზე, უნარი, გააანალიზო საყვარელი ადამიანი და მისი ჭეშმარიტი ღირსებები მოჩვენებითისგან განასხვაო, ჩასწვდე მის სულს, გაიგო მისი განცდები და მისწრაფებები. მოკლედ, აუცილებელია მაღალი ეთიკური ფსიქოლოგიური კულტურა. თუ ადამიანი ფლობს ასეთ სიმდიდრეს, მაშინ მასში სიყვარული მომწიფებულია და ის შეყვარებულში აღმოაჩენს ისეთ თვისებებს, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ. ხშირად გაიგონებთ: „ქალი ჯობია“, „ვაჟი უკეთესია“, „რა ერთმანეთის შესაფერისები არიან!“ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით ადამიანის ფარული ღირსება, რომელიც მისმა პარტნიორმა დაინახა და დააფასა. ეს შერჩევითი სიყვარულია, და, ალბათ, სწორედ ეს არის ნამდვილი სიყვარული. არჩევითობა სიყვარულის მართლაც საკვირველი თავისებურებაა.

ის საშუალებას იძლევა, ადამიანი გამოვარჩიოთ მრავალთაგან, აღმოვაჩინოთ მასში რაღაც განუმეორებელი, ახლობელი, ძვირფასი. ამასთან ერთად, საყვარელი ადამიანის განუმეორებელი პიროვნული თვისებები სულიერად ამდიდრებს შეყვარებულს, აფართოებს მის ინტერესებს, აღაფრთოვანებს მას. სიყვარულის ეს სასწაულმოქმედი ძალა, რაღა თქმა უნდა, ჩნდება გრძნობათა თანაზიარობის დროს. არის თუ არა სიყვარული უკონფლიქტო გრძნობა? თვით არაჩვეულებრივ ადამიანებს შორისაც კი, რომლებსაც ერთმანეთი მხურვალედ უყვართ, ხდება კონფლიქტები და, როგორც ჩანს, ისინი გარდაუვალია. კონფლიქტისთვის მრავალი მიზეზი არსებობს: მრავალრიცხოვანი ცხოვრებისეული სირთულე, განსხვავებული წარმოდგენები სიყვარულსა და საოჯახო ცხოვრებაზე, ბედნიერების დაკარგვის შიში, შეყვარებულის გადამეტებული სწრაფვა, საყვარელი ადამიანი რაც შეიძლება მეტად შეესატყვისებოდეს მის იდეალს და სხვა. მაგრამ ეს კონფლიქტები უფრო იშვიათი და ადვილად გადასაჭრელია და, როგორც წესი, არ არღვევს მზრუნველ, ფაქიზ, გულწრფელ, ნდობით აღსავსე ურთიერთობას, ხელს არ უშლის შეყვარებულებს, მძიმე ცხოვრებისეულ სიტუაციებში ერთმანეთის იმედი და დასაყრდენი იყვნენ. ზოგჯერ ხელსაც კი უწყობს პარტნიორებს საუკეთესო თვისებების რეალიზაციაში. ამ კონფლიქტებს, თუ სწორად მოვეკიდეთ, ორივე მხარისთვის შეიძლება ჰქონდეს აღმზრდელობითი მნიშვნელობა. ნამდვილ გრძნობაში ჰარმონიულადაა შეხამებული როგორც ორმხრივი სიყვარულის, ისე საყვარელი ადამიანისთვის უანგარო თავდადების, მასზე ზრუნვის მოთხოვნილება. ნამდვილი სიყვარული წარმოშობს ქორწინების, ოჯახის შექმნის მოთხოვნილებას, ხოლო თუ ორის ურთიერთობაში ასეთი მოთხოვნილება არ არსებობს, სიყვარულის სრულფასოვნება და ჭეშმარიტება საეჭვოა. ახალგაზრდებს განსაკუთრებით აინტერესებთ, ცხოვრებაში რამდენჯერ შეიძლება შეუყვარდეს ადამიანს. პასუხი იმაზეა დამოკიდებული, რას ვგულისხმობთ სიყვარულში. მეტ-ნაკლებად ძლიერი გატაცება შეიძლება სწრაფად და მოულოდნელად გაჩნდეს, მაგრამ ასევე სწრაფად ამოიწუროს, იმედგაცრუებითა და გულგრილობით შეიცვალოს. შემთხვევით გატაცებებს თავქარიანი ადამიანები ხშირად ფიზიკურ სიახლოვემდე მიჰყავს. თუ სიყვარულად ასეთ გატაცებას მივიჩნევთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ადამიანს შეიძლება მრავალჯერ უყვარდეს. ჭეშმარიტი სიყვარული შეუთავსებელია უხამსობასა და ცინიზმთან. აქ პირველ ადგილზეა ურთიერთპატივისცემა, თავშეკავება, თავგანწირვაც კი საყვარელი ადამიანისთვის, ამიტომ მოდურად მიიჩნიო ინტიმური კავშირისადმი ზერელე დამოკიდებულება, ეს ან მამაკაცის თავხედობა, ან თავისებური ფსიქიკური ანომალიაა. ასეთი მოდით ნაკარნახევი ურთიერთობის დროს ადამიანები შინაგანად პატივს არ სცემენ ერთმანეთს, პარტნიორში ვერ ხედავენ პიროვნებას. ეს მომხმარებლური დამოკიდებულებაა. გონებრივად და ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი ამ წმიდათაწმიდა გრძნობას არასოდეს მიაკარებს საეჭვო „მოდის კანონს“. ნამდვილი სიყვარული ადამიანებს ყოფაქცევის საკუთარ სტილს კარნახობს. ამ მხრივ არსებითი განსხვავებაა სიყვარულსა და მის იმიტაციას შორის. სიყვარულისთვის მოდა მსახურია, იმიტაციისთვის – ქალბატონი. ადამიანები, რომლებსაც მაღალი მორალური თვისებები და ძლიერი ნებისყოფა აქვთ, არ ემორჩილებიან ცრუ მოდის გამხრწნელ ზეგავლენას, რაც ხელს უწყობს მათი სიყვარულის სილამაზეს, სიღრმესა და სიმტკიცეს. ეს გრძნობა ვითარდება, მტკიცდება და მდიდრდება ოჯახში. ხშირად ასეთი სიყვარული მთელი სიცოცხლე გრძელდება. როგორც ჩანს, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ერთადერთ და შეურყეველ ტენდენციად. სიყვარული რთული და უაღრესად ინდივიდუალური გრძნობაა. თვით ნამდვილი სიყვარულის ხანგრძლივობაც კი, განსაკუთრებით – მამაკაცის სიყვარულისა, სრულიად სხვადასხვაა. არ შეიძლება, დასმულ შეკითხვებს ვუპასუხოთ აბსტრაქტულად. ცხადია, საქმე ის კი არ არის, გიყვარდა თუ არა ადრე, არამედ ის, შეინარჩუნე თუ არა კეთილშობილება და სულიერი მგზნებარება, შინაგანი სიწმინდე და ახალგაზრდობა, რომელთა გარეშე სიყვარული შეუძლებელია. საზოგადოება დაინტერესებულია, ახალგაზრდების სიყვარული იყოს ნამდვილი და ბედნიერების მომტანი. რატომ? ახალგაზრდებს, რომელთაც სიყვარულის უნარი არ შესწევთ, ხშირად ცარიელი ცხოვრება აქვთ. ისინი ვერ აღწევენ პიროვნული განვითარების გარკვეულ დონეს, მათ არ სჩვევიათ ის დიდი, რთული და, ამასთანავე, გამაკეთილშობილებელი სულიერი ჯაფა, რომელსაც სიყვარული მოითხოვს. ეს კი ხელს არ აძლევს საზოგადოებას, რომელიც სისხლხორცეულად არის დაინტერესებული იმით, რომ ახალგაზრდა თაობა სულიერად მდიდარი, ყოველმხრივ განვითარებული იყოს. თუ ახალგაზრდებს ნამდვილი გრძნობით უყვართ ერთმანეთი, მაშინ ქორწინება იღბლიანია, ოჯახი – მტკიცე, იზრდებიან კარგი შვილები, ღირსეული მომავალი თაობა. სანამ ადამიანს სქესობრივი ლტოლვა ეწვევა, იგი სულის სილამაზით უნდა მოიხიბლოს, განიცადოს ზნეობრივი სიყვარული. მხოლოდ ამ პირობით შეიძლება, სიყვარული იყოს ერთადერთი, განსაკუთრებული. ჭეშმარიტი სიყვარულის დროს გონება ეხმარება გრძნობას, ავსებს მას ზნეობრივი ძალით, აკეთილშობილებს სულს. სიყვარული ადამიანისთვის უდიდესი მოვლენაა. მის წიაღში ყალიბდება ურთიერთობის ახალი სისტემა, ჩნდება ახალი მოვალეობები – საყვარელი ადამიანის, საკუთარი თავის, ახლობლების, საზოგადოების წინაშე. ახლა მასზე იმსჯელებენ არა მარტო იმით, თუ როგორ შრომობს, როგორი ურთიერთობა აქვს მეგობრებსა თუ სხვა ადამიანებთან, არამედ იმითაც, როგორი სიყვარული შეუძლია. ერთი სიტყვით, ჭეშმარიტი სიყვარული დიდი პასუხისმგებლობაა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა ნიშნებით გამოვიცნოთ ბავშვის ავადმყოფობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ნიშნებით გამოვიცნოთ ბავშვის ავადმყოფობა

როდესაც ბავშვი ძალიან ცოტას ან ბევრს ჭამს, მოუსვენრად სძინავს ან აგრესიის მოულოდნელი შეტევები აქვს - ეს მზრუნველ მშობლებს აშფოთებს, დანარჩენების აზრით კი თავისით გაივლის.

ნერვული სისტემა

ჩვეულებრივ, მშობლები ყურადღებას სხეულის ტემპერატურას აქცევენ: ნორმალური - ნიშნავს, ყველაფერი კარგადაა, როცა მაღალია - უნდა მივცეთ სიცხის დამწევი საშუალება. როდესაც ტემპერატურა მაღალია, ხელები კი ყინულივით, ეს პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმზე მიუთითებს.

თუ პატარას ხელები მუდმივად ცივი აქვს, ე.ი. ნერვული სისტემის აგზნებადობაა მომატებული. თერმორეგულაციის დარღვევა ბავშვის ორგანიზმის სისუსტეზე, სტრესისადმი ორგანიზმის გამკლავების უუნარობაზე მიუთითებს.

მუდმივად ნოტიო ხელისგულები და ოფლიანი ქვედა საცვალი ორგანიზმის ნერვული რეგულაციის მოშლილობაზე მეტყველებს.

ნევროზთან მიახლოებულ მდგომარეობაზე მიუთითებს სხვა ნიშნებიც - ფრჩხილებს იკვნეტს, უეცრად კრთება, ძილში ლაპარაკობს (არაფერია საშიში, თუ ეს დროდადროა, მაგრამ თუ ყოველ ღამე მეორდება, საჭიროა ნევროპათოლოგის კონსულტაცია).

თუ ბავშვი მუდმივად აგზნებულია, ძნელია მისი თამაშით გართობა, თამაშის დაწყების შემდეგ კი არ შეუძლია შეჩერება, აგრესიულად რეაგირებს თამაშში ჩარევისას, აწყობს ხანგრძლივ ისტერიკებს, შეიძლება ქალაშიდა წნევის მომატების სიმპტომი იყოს, რაც ნევროპათოლოგის კომპეტენციაა.

ნერვული სისტემის გადამეტებული აგზნებადობა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევამ. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს გახშირებული გულისცემაც. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბეზე მიუთითებს მსუბუქად გამოწეული თვალები. ამ შემთხვევაში აუცილებელია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

ენა

ენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სარკეა, სადაც გაწერილია ყველა ჩვენი დაავადება. თუ ენაზე მუდმივად ყვითელი ან თეთრი ნადებია, ეს კუჭის ან ნაწლავების მუშაობის დარღვევას მიუთითებს. საყურადღებოა ე.წ. “გეოგრაფიული” ხაზები ენაზე, რომლებიც ხშრად აღინიშნება ანტიბიოტიკების ხანგრძლივად მიღების შემდეგ ან ნაწლავის დისბაქტერიოზისას.

კანი

ბავშვის კანს ასევე ბევრის თქმა შეუძლია ორგანიზმის მდგომარეობაზე. დისბაქტერიოზისას ის მშრალია, იქერცლება და ხშირია ალერგიული გამონაყარი. თუ ტუჩები გამომშრალი და დამსკდარია, შეიძლება ეს კუჭ-ნაწლავის სერიოზული დარღვევების გამოვლინება იყოს.

საყურადღებოა ე.წ. “მარმარილოსებრი” კანი - ფერმკრთალი, მცირე ვენების მკვეთრი ნახატით, მსუბუქად ლაქოვანი. სავარაუდოდ, ბავშვს დარღვეული აქვს ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოქმედება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ადვილად დაღლა, გაღიზიანებადობა, თავის ტკივილი.

თვალების ქვეშ სილურჯეები შეიძლება რკინის ან სხვა ვიტამინის ნაკლებობის შედეგი იყოს.

ფრჩხილები და კბილები

ფრჩხილების დათვალიერებისას შეიძლება აღინიშნებოდეს თეთრი ხაზები, რაც ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობას მიუთითებს. მისი დეფიციტი ასევე აისახება კბილების მდგომარეობაზე. საერთოდ, კბილები ორგანიზმის მთელი ძვლოვანი სისტემის მდგომარეობის მაჩვენებელია.

მადა და ძილი

თუ ბავშვი ძალიან გამხდარია, ხშირად ცივდება, საჭიროა პულმონოლოგის კონსულტაცია. მადა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის მიერ დახარჯულ ენერგიას. როდესაც ბავშვი ნაკლებად მოძრავია და “მშვიდი თამაში” უყვარს, საშიში არაფერია, თუ ცოტას შეჭამს. თუ ბავშვი მთელი დღე დარბის და მოძრაობს, მას მადასთან დაკავშირებით პრობლემები არ უნდა ჰქონდეს.

თუ ბავშვი ბევრს ჭამს და ფიზიკური დატვირთვის მიუხედავად არ იმატებს წონას, ეს შეიძლება პარაზიტული ჭიების არსებობაზე ან ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მეტყველებდეს.

მშობლებს ასევე აშფოთებთ ბავშვის ცუდი ძილი. ჯანმრთელი ბავშვები ღამით ხშირად არ იღვიძებენ, მაგრამ უჭირთ ჩაძინება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დადგენილ დროს დაწვეს დასაძინებლად, ძილის წინ არ ნახოს საშინელებათა ჟანრის მულტფილმები ან ფილმები, საღამოს დიდხანს არ იჯდეს კომპიუტერთან. ეს ყველაფერი აღაგზნებს ბავშვის ნერვულ სისტემას და არღვევს ბიორიტმს.

რისი გაკეთება არ შეიძლება ბავშვის ავადმყოფობისას:

ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, თუ ბავშვთან დაკავშირებით რაიმე არ მოგწონთ ან რაღაც საშიში სიმპტომი შეამჩნიეთ.

ბავშვის ავადმყოფობა მშობლებისთვის ყოველთვის სტრესია. დედები ცდილობენ ბავშვის მდგომარეობის შემსუბუქებას, რასაც წამლების ხელმისაწვდომობაც ეხმარება, ეს კი სავალალო შედეგებს იწვევს.

მაღალი ტემპერატურისას

  • ნუ დაზელთ ბავშვს ძმრით, სპირტით ან ნუ შემოუწყობთ ცივ სათბურებს. სპირტი ძალიან კარგად იწოვება კანიდან და შეიძლება ბავშვის ორგანიზმის მოწამვლა გამოიწვიოს.
  • არ აუშვათ ტემპერატურა 38°С-ზე მაღლა. ექიმის მოსვლამდე დასწიეთ ტემპერატურა სიცხის დამწევი საშუალებებით.
  • არ გამოიყენოთ ასპირინი 12 წლამდე ასაკის ბავშვებთან.

მუცლის არეში ტკივილისა და ფაღარათის დროს

  • არ გამოიყენოთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, რამაც შეიძლება ძალიან გაართულოს დიაგნოსტიკა. ტკივილგამაყუჩებელმა წამლებმა შეიძლება შენიღბოს ქირურგიული დაავადებები (აპენდიციტი, მწვავე ქოლეცისტიტი და სხვა).
  • არ შეიძლება სათბურის გამოყენება, რადგან ამან შესაძლოა გააძლიეროს ანთება და ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად გააუარესოს.
  • ნუ გააკეთებთ ცხელი წყლის ოყნას, განსაკუთრებით - სხეულის მომატებული ტემპერატურისას.
  • ფაღარათის დროს ნუ მისცემთ ბავშვს შემკვრელ საშუალებებს. თუ ფაღარათი ინფექციითაა გამოწვეული, დაავადების მიმდინარეობა გართულდება, რამდენადაც ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფის დაჩქარების ნაცვლად, მათი დაგროვების პროვოცირება მოხდება.
  • ინფექციური დაავადებების, ტემპერატურის მომატების, ფაღარათის, ღებინების დროს, ქირურგიულ დაავადებაზე ეჭვისას, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჰომეოპათიური საშუალებების მიღება. ასეთი მდგომარება მოითხოვს საზოგადოდ მიღებულ თერაპიას.

ყურის ტკივილისა და ოტიტის დროს

  • ნუ გაუკეთებთ ბავშვს თბილ კომპრესებს ტემპერატურის 38°С-მდე მომატებისას (მაგალითად, ოტიტის დროს);
  • ოტიტის სამკურნალოდ ნუ გამოიყენებთ სპირტს;
  • არ მისცეთ ბავშვს უცნობი წამლები ექიმის დანიშნულების გარეშე. მხოლოდ ექიმი განსაზღვრავს ზუსტ დოზას ბავშვის ასაკისა და მიღების დროის გათვალისწინებით.