საზაფხულო პრობლემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო პრობლემა

საზაფხულო რაციონში ხილი და ბოსტნეული ჭარბობს, უმთავრესად - უმი, თერმულად დაუმუშავებელი. ხომ არ ავნებს ბავშვს ასეთი კვება? სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება პედიატრი ხათუნა ხასია.

  • ცნობილია, რომ უმი ხილი და ბოსტნეული კუჭქვეშა ჯირკვალს ვნებს. რას გვეტყვით ამის შესახებ?

- ბავშვის კუჭქვეშა ჯირკვალი ნაზი ორგანოა და ზოგიერთი პროდუქტის - ხილის, კენკრის, უმი ბოსტნეულის - უხვ მიღებაზე ანთებით, რეაქციული პანკრეატიტით რეაგირებს.

არასახარბიელო სიტუაციაში - ეს შეიძლება იყოს მშობლებთან განშორების სტრესი, საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია თუ კვების რაციონის ცვლილება - კუჭქვეშა ჯირკვალი დარტყმას თავის თავზე იღებს.

  • რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ ზაფხულში?

- ხშირად ხდება ასე - ბავშვი აგარაკზე მიგვყავს, ქალაქის სიცხეს ვარიდებთ, იქ კი უეცრად პრობლემა იჩენს თავს: პირველ დღეებში პატარა ხარბად ეტანება ხილს, კენკრას, ბოსტნეულს, მერე კი უეცრად უარს ამბობს მათზე, ეწყება შემაწუხებელი ჩივილები და ბებია და პაპა იძულებული ხდებიან, შვილიშვილი ქალაქში, მშობლებთან დააბრუნონ. ბავშვი უჩივის გულისრევას, მუცლის ტკივილს, აქვს ნაწლავთა მოქმედების გახშირება საკვების მოუნელებელი ნაწილებით, უმადობა, პირიდან ამოსდის უსიამოვნო სუნი.

ამგვარად, კვების ჩვეული რეჟიმისა და რაციონის მკვეთრი ცვლილების ფონზე ვითარდება რეაქტიული პანკრეატიტი.

  • როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

- რეაქტიულ პანკრეატიტზე ეჭვის მიტანისთანავე ბავშვი უნდა ვაჩვენოთ ბავშვთა გასტროენტეროლოგს. თუ მან დიაგნოზი დაადასტურა, პანიკას ნუ აჰყვებით - საბედნიეროდ, ეს ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული დაავადება, ეს მხოლოდ ორგანიზმის მზაობაა ამ დაავადებისთვის. საწყის ეტაპზე კუჭქვეშა ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი ცვლილებები შექცევადია.

კუჭქვეშა ჯირკვლის არასასურველი რეაქციების პროვოცირება რომ არ მოხდეს, ხილი და კენკრა ბავშვს თანდათან, ნორმირებულად უნდა მივაწოდოთ, აგარაკზეც დავიცვათ მისი კვების ჩვეული რეჟიმი.

თუ პანკრეატიტის ნიშნები მაინც გამოვლინდა, 1-2 კვირა ბავშვი მკაცრ დიეტაზე გადავიყვანოთ. რაციონიდან ამოვიღოთ უმი ბოსტნეული, ხილი, კენკრა და მათი წვენები. რაციონი თანდათანობით გავამდიდროთ მწიფე ხილით, ბოსტნეულით, წყალში გაზავებული წვენებით, თავდაპირველად - 1:1, მერე კი 1:3 თანაფარდობით.

ასე რომ, ხილ-ბოსტნეული პატარა ბავშვისთვის საშიში არ არის. თუ ზომიერებას დავიცავთ, პრობლემები არასოდეს შეგვაწუხებს.

  • გასტროენტერიტი (საჭმლის მონელების დარღვევები)

გასტროენტერიტი არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთება, რომელიც იწვევს ღებინებას, დიარეას ან ორივეს ერთად და ხშირად თან ახლავს ცხელება ან მუცლის კოლიკის ტიპის ტკივილი.

  • გასტროენტერიტი ძირითადად გამოწვეულია ვირუსული, ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექცით;

  • ინფექცია იწვევს ღებინებას, დიარეას, მუცლის კოლიკას, ცხელებას, უმადობას, შედეგად კი ვითარდება გაუწყლოება;

  • ბავშვის სიმპტომები და ანამნეზი ეხმარება ექიმს დიაგნოზის დაზუსტებაში;

  • ბავშვებისთვის ხელების დაბანისკენ მითითება და არასწორად მომზადებული საკვებისგან თავის არიდების სწავლება არის გასტროენტერიტის პრევენციის საუკეთესო გზა;

  • საჭიროა სითხეები და რეჰიდრატაციული ხსნარები, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია, რომ ბავშვი გასინჯოს ექიმმა.

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე