ტვინის სამი ფუნქცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტვინის სამი ფუნქცია

ფსიქოლოგიური ზრდა ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც ტვინი თავს მაშინ აძლევს, როცა “გაჯერებულია” საიმედო მიჯაჭვულობით. როცა ეს მიჯაჭვულობა სანდო არ არის, მოაქვს ძალიან ბევრი ტკივილი, სირცხვილი, განშორება, მაშინ ტვინი გაღიზიანებისგან დაცვის მექანიზმს რთავს. აღმოცენდება ან გრძნობათა დაჩლუნგება, როცა ადამიანი ვეღარ გრძნობს მტკივნეულ ემოციებს (“მერე რა”, “სულაც არ მედარდება”, “რა განსხვავებაა”), ან ემოციური სიბრმავე, როცა ადამიანი ვერ ხედავს პოტენციურად საშიშ, სახიფათო სიტუაციებს, კარგავს საფრთხის შეგრძნებას. გრძნობათა დაჩლუნგება უკვალოდ არ ჩაივლის, ემოციების არჩევითი დათრგუნვა შეუძლებელია. თუ ტვინი თრგუნავს ახლოს ყოფნის სურვილს, განშორების საფრთხეს, შფოთვას, ის ასევე თრგუნავს დაცულობის, უსაფრთხოების, ფსიქოლოგიური კომფორტის შეგრძნებასაც. ადამიანი არაკეთილსაიმედო გარემოშიც გადარჩება, მაგრამ რის ფასად? საქმე ის არის, რომ ტვინს არ ძალუძს, ორი სამუშაო ერთდროულად შეასრულოს - თან განვითარდეს და თან დაზიანებისგან დაიცვას თავი. შესაბამისად, ემოციური დაჩლუნგება აფერხებს ფსიქოემოციურ განვითარებას. სწორედ გაღიზიანებისგან დაცვის შედეგების გადალახვას ეძღვნება ფსიქოანალიზი. საზოგადოდ, ფსიქოანალიზი და მიჯაჭვულობის თეორია ერთი მედლის ორი მხარეა. ფსიქოანალიზი გორგალს ფარული ბოლოდან ხსნის (ბავშვობის რომელი მოვლენა თუ ვითარება გადაიქცა ზრდასრულ ასაკში ავადმყოფური მდგომარეობების მიზეზად), ჩვენ კი გვსურს, პრობლემა დასაწყისიდანვე მოვაგვაროთ (რა არის კეთილსაიმედო და რა - საზიანო ადამიანის ნორმალური ფსიქოემოციური განვითარებისთვის). მოუმწიფებელ ტვინს არ შეუძლია ინტეგრაციული აზროვნება. ძალზე იმპულსური ადამიანების გამოკვლევამ დაადასტურა, რომ თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან გრძნობათა შერევაზე (პერიფრონტული ქერქი), მათ ოთხი წლის ბავშვის დონეზე აქვთ განვითარებული. ამ ადამიანებს არ შეუძლიათ ორ საგანზე ერთდროულად ფიქრი, არ შეუძლიათ, ერთდროულად მოიცვან ორი საპირისპირო კონცეფცია, აზროვნებენ, როგორც წესი, შავ-თეთრად, ცხოვრობენ ემოციების კარნახით. როცა თავის ტვინის პერიფრონტალური ქერქი არ არის განვითარებული, ემოცია გადაიქცევა ზრდის არა მარტო ძირითად, არამედ ერთადერთ წამყვან მექანიზმად. ბავშვისთვის “დიდობის” სწავლების ნებისმიერი მცდელობა ასეთი სწავლების ემოციურ შემადგენელზე იქნება დამყარებული, გარდა ამისა, დამყარებული იქნება მიჯაჭვულობაზე, რომელიც ძალიან ადვილად შეიძლება დაზიანდეს, თუმცა მის გარეშე ზრდა-განვითარება წარმოუდგენელია. გამოდის, რომ მიჯაჭვულობა თვითმიზანი კი არა, არამედ საჭირო რამაა, რათა ბავშვი წარმატებით განვითარდეს. ჩვენი საუბარიც იმას ეძღვნება, რომ გავაღრმაოთ მოზრდილთა წარმოდგენა მიჯაჭვულობის მნიშვნელობის შესახებ. მთავარი იდეა ჩვენი საუბრისა ის არის, რომ ჩვენ ჩვენი შვილებისთვის უნდა ვიყოთ ის ადამიანები, რომლებიც მათ სჭირდებათ. ამისთვის აუცილებელია, სწორი ურთიერთობა გვქონდეს ბავშვებთან.


განვითარების ორი პირობა

სანამ ბავშვის ცხოვრებაში მოზრდილი ადამიანის როლზე ვისაუბრებდეთ, ურიგო არ იქნებოდა, ჩამოგვეყალიბებინა მშობლების მიზნები. განვითარების ფსიქოლოგიის ფარგლებში მშობლობის ძირითადი მიზანია, დავეხმაროთ ბავშვს, გახდეს მოწიფული პიროვნება, რათა შეძლოს საკუთარი ადამიანური პოტენციალის სრული რეალიზაცია. რას ვგულისხმობთ ამის მიღმა? ადამიანი თავის პოტენციალს აღწევს, როცა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დამოუკიდებელი ხდება, შეუძლია თავის რჩენა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობის აღება, სხვებზე ზრუნვა. ეს არის ადამიანი, რომელიც აცნობიერებს საკუთარ თავს, ახდენს თავისი პიროვნების რეალიზაციას. ეს არის ადამიანი, რომელიც გრძნობს, გასცემს და იღებს, საკუთარ გაღიზიანებაზე არ რეაგირებს გრძნობათა დაჩლუნგებით. თუ მშობლის მიზანია, ნებისმიერი გზით გაზარდოს გენიოსი, დიდი სპორტსმენი, სიბერეში ჭიქა წყლის მიმწოდებელი ან მოახდინოს საკუთარი ნებისმიერი სცენარის რეალიზაცია, ჩვენი ინფორმაცია ალბათ საინტერესო და სასარგებლო სულაც არ იქნება. ყველა ბავშვი იბადება საკუთარი თავის რეალიზაციის უნარით. მოწიფულ პიროვნებად ჩამოყალიბება არ არის დამოკიდებული დაბადების ადგილზე, ეროვნებაზე, მატერიალურ მდგომარეობასა და სკოლის პრესტიჟულობაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შანსი ყველას აქვს, ყველა ვერ ასხამს ხორცს საკუთარ პოტენციალს, ვერ ხდება ზრდასრული, მოწიფული ადამიანი. გაზრდა არ არის მხოლოდ ფიზიკური პარამეტრების ზრდა. თუ განვიხილავთ პიროვნების ზრდის პროცესს, უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი ადამიანია განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე “გაჩხერილი”. პიროვნების მოუმწიფებლობა ყოველთვის იყო კაცობრიობის პრობლემა. ტრადიციულ კულტურებში არსებობს მიდგომათა მთელი არსენალი, რომელიც ბავშვებს ზრდაში ეხმარება. თანამედროვე ურბანიზებულ საზოგადოებაში კი ინტუიციური, გაუცნობიერებელი ცოდნა დაკარგულია. გამოდის, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა დეტალურადაა საჭირო. მაშ ასე, რა სჭირდება ბავშვს საიმისოდ, რომ შეძლოს თავისი ადამიანური პოტენციალის რეალიზება, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ ზრდასრულ ადამიანად? სიტყვები “პოტენციალის რეალიზება” გულისხმობს არა მარტო პროფესიულ, არამედ საკუთარი ადამიანური არსის რეალიზაციას, ვინაიდან ხშირად ჩამოუყალიბებელ პიროვნებას საკუთარი თავის პროფესიული რეალიზაციის უნარი შესწევს. საკმაოდ გავრცელებულია სიტუაცია, როცა ადამიანები ხსნას ნევროზისაგან ხელოვნებაში (ხატვა, ქარგვა) პოვებენ, თუმცა შემოქმედი ნევროტიკი არასოდეს არ იქნება კმაყოფილი, ის ქმნის არა იმის გამო, რომ ემოციების გადმოცემა სურს, არამედ საკუთარ თავში სიცარიელის შევსების მიზნით. იმისთვის, რომ ბავშვი ნორმალურად განვითარდეს და საკუთარი ადამიანური პოტენციალის რეალიზება მოახდინოს, აუცილებელია ორი პირობა: პირველი - მოვიწვიოთ ის ჩვენს ცხოვრებაში. ღრმა სიახლოვისა და უსაფრთხოების განცდა, მუდმივი ქვეცნობიერი შეგრძნება იმისა, რომ ბავშვი სასურველია, ის უყვართ, მას არ სჭირდება უფროსებთან კონტაქტის მუდმივი მოპოვება. რასაკვირველია, საუბარია მიჯაჭვულობის შესახებ. თუ ბავშვის ტვინი დარწმუნებულია, რომ მისი მიჯაჭვულობა სანდოა, პატარას შეუძლია მოეშვას და სამყაროს კვლევა დაიწყოს. სპეციალისტები ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ დედა პატარა ბავშვისთვის საიმედო მცველი და ის საყრდენია, რომელსაც დროდადრო ტოვებს, რათა სამყარო გამოიკვლიოს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საიმედო საყრდენი შეიძლება გახდეს არა მარტო დედა, არამედ მასზე მზრუნველი ნებისმიერი მოზრდილი ადამიანი, რომელთანაც პატარას მიჯაჭვულობა უყალიბდება. პატარა ბავშვის კვლევითი აქტიურობა მხოლოდ მაშინ არის სტაბილური და ადეკვატური, როცა ის დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ წუთს შეუძლია უფროსს დაუბრუნდეს. მხოლოდ სიმშვიდე და მოდუნებაა წინაპირობა კრეატიულობის განვითარებისა, ენერგიის ამოფრქვევისა, გარე სამყაროს კვლევის დაუოკებელი სურვილისა. მეორე - მოსაწვევი კვლევისათვის ანუ მდგომარეობა, როცა ჩვენ ვქმნით სივრცეს განვითარებისათვის, პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებისათვის. გასათვალისწინებელია, რომ როცა პირველი პირობა არ სრულდება, მეორის შესახებ საუბარიც არ არის. ბავშვები მიჯაჭვულობაზე დამოკიდებული არსებები არიან. მიჯაჭვულობა პირველადია, ხოლო ზრდა - მეორეული. თუ ბავშვს მიჯაჭვულობა აქვს დარღვეული, ის ენერგიას დახარჯავს არა შემეცნებისთვის, არამედ დაკარგული კონტაქტის ძიებისა და შენარჩუნებისთვის. გამოდის, რომ მეორე პირობას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ პირველის არსებობისას, რადგან ტვინი უპირველესად მიჯაჭვულობის პრობლემას წყვეტს, ხოლო შემდეგ - განვითარებისას. სანამ ბავშვი დედის საშოშია, ის დედას ფიზიკურადაა მიჯაჭვული. ბავშვი იბადება, ჭიპლარი გადაიჭრება და ამის შემდეგ ჩვენი ამოცანაა დაკარგული ფიზიკური მიჯაჭვულობის კომპენსირება, ბავშვისთვის “ფსიქოლოგიური საშოს”, უხილავი ჭიპლარის შექმნა, რაც უზრუნველყოფს მის სიცოცხლეს, განვითარებას, მისცემს საშუალებას, თავად შვას საკუთარი თავი. ფსიქოლოგიური საშოს შექმნასა და შენარჩუნებაში საკუთარი როლის წარმოსადგენად შეიძლება დავაკვირდეთ ბავშვის ფიზიკურ განვითარებას დედის ორგანიზმში. სანამ ნაყოფი დედის წიაღშია, საუკეთესო, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მისთვის, ის არის, რომ შევუქმნათ განვითარებისთვის კეთილსაიმედო პირობები, კომფორტული ფიზიკური მიჯაჭვულობა, რათა ნაყოფი გადარჩენისთვის კი არ იბრძოდეს, არამედ მთელ ენერგიას განვითარებისთვის ხარჯავდეს. როცა ბუნება თავისას დაასრულებს, პატარა ქვეყანას მოევლინება. ამის ანალოგიურად, დაბადების შემდეგ საუკეთესო, რაც შეიძლება გავაკეთოთ ბავშვისთვის, არის სათანადო პირობებით მისი უზრუნველყოფა. შეუძლებელია, ბავშვს ვასწავლოთ პიროვნებად ჩამოყალიბება; მას ვერ ვაიძულებთ “გაიზარდოს” - ამას ბუნება უზრუნველყოფს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ და შევინარჩუნოთ მშობლებისადმი მიჯაჭვულობის სანდო და ფსიქოლოგიურად კომფორტული გარემო, რათა პატარას ტვინი გაჯერდეს უფროსებთან ახლობლობით, მოეშვას და განვითარდეს.