პირველი დამატებითი საკვები - ბოსტნეულის პიურე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

პირველი დამატებითი საკვები - ბოსტნეულის პიურე

პირველი დამატებითი საკვები - ბოსტნეულის პიურე

რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის კვება მოზრდილთა საკვებით? რა უნდა იყოს პირველი დამატებითი საკვები - ფაფა თუ ბოსტნეულის პიურე? ასევე, გთხოვთ აგვიხსნათ, როგორ მოვამზადოთ ჩვილისთვის კერძი.


დაახლოებით 6 თვიდან ჩვილს ზრდა-განვითარებისთვის აღარ ჰყოფნის დედის რძითა თუ ხელოვნური საკვები ნარევებით მიღებული ვიტამინები, მიკროელემენტები, მინერალური ნივთიერებები. მზარდი ორგანიზმი განიცდის ც, ა, დ, ბ ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმის მჟავას, რკინის, იოდის, თუთიის, სპილენძის, სელენის, კალციუმის, ფოსფორის, კალიუმისა და სხვა მიკროელემენტების ნაკლებობას.

ესე იგი დადგა დამატებითი საკვების მიღების დრო! დამატებითი საკვები უფრო სქელი უნდა იყოს, ვიდრე

დედის რძე თუ ხელოვნური ნარევი. ეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთგვარ ვარჯიშს წარმოადგენს - ნაწლავების მოტორული ფუნქციის სტიმულაციისა და საღეჭი აპარატის სწორი ფორმირებისთვის აუცილებელი პირობაა. შესაძლოა, პატარამ თავდაპირველად პირი არ დააკაროს ახალ, უცხო საკვებს. როგორ მოვიქცეთ ამ დროს? მთავარია, არ აღელდეთ და არ დააძალოთ. უბრალოდ, რამდენიმე დღით
გადადეთ ახალ საკვებთან გაცნობა და შემდეგ კიდევ ერთხელ მოსინჯეთ. ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოვა...


დამატებითი საკვების მიცემისას გაითვალისწინეთ
დაიწყეთ მცირე ულუფებით - ჯერ ნახევარი ან ერთი ჩაის კოვზი გაასინჯეთ. თუ მოეწონა, მიეცით კუთვნილი ულუფის ნახევარი 7 დღის შემდეგ შეიძლება სრული ულუფის მიცემა. 7-8 თვიდან ბავშვს უკვე 80 მლ ეკუთვნის, 9-12 თვიდან - 120 მლ. დიეტოლოგიის ოქროს წესი: ერთ დღეს ჩვილს მხოლოდ ერთი ახალი პროდუქტი უნდა გაასინჯოთ, ისიც - მხოლოდ ერთ კვებაზე. თავდაპირველად პიურე მოამზადეთ რომელიმე ერთი სახეობის ბოსტნეულისგან, რათა პატარა შეეჩვიოს ახალ პროდუქტს. მერე და მერე შეგიძლიათ რამდენიმე ბოსტნეულის კომბინაცია შესთავაზოთ. დამატებითი საკვები უნდა მისცეთ დღის პირველ ნახევარში, მეორე კვებაზე, ხელოვნური ნარევის ან დედის რძის მიცემამდე. ნუ დაამთხვევთ დამატებითი კვების დასაწყისს იმ პერიოდს, როცა ბავშვის ჩვეული გარემო იცვლება. მაგალითად, საცხოვრებელი სახლის გამოცვლის, დასასვენებლად გამგზავრების და ა.შ. დროს. ასევე თავი შეიკავეთ დამატებითი კვების დაწყებისგან ავადმყოფობისას და გამოჯანმრთელებიდან ერთი კვირის განმავლობაში, ვაქცინაციისა და სხვა სამედიცინო პროცედურების ჩატარების პარალელურად. დამატებითი კვების დაწყებიდან 7-10 დღის განმავლობაში უნდა შევაფასოთ ჩვილის გუნება-განწყობა, კანი, განავალი. თუ ბავშვის მდგომარეობა არ მოგვეწონა, დამატებითი საკვების მიცემისგან თავი უნდა შევიკავოთ და კონსულტაცია პირად პედიატრს ვთხოვოთ. სასურველია, ვაწარმოოთ დღიური, სადაც აღვნიშნავთ, რომელ პროდუქტზე ჰქონდა პატარას ალერგიული რეაქცია. დამატებითი საკვები უნდა იყოს ერთგვაროვანი (კარგი იქნება, თუ მის ასათქვეფად გამოიყენებთ ბლენდერს), პირველ ხანებში - ნახევრად თხიერი, თხელი ფაფის მსგავსი, აუცილებლად თბილი და მისცეთ კოვზით. გარდა ამისა, სასურველია, პირველი დამატებითი საკვები იმ ბოსტნეულისგან იყოს მომზადებული, რომელიც ჩვენს გეოგრაფიულ არეალში მოჰყავთ. რაციონს ახალი პროდუქტი მას შემდეგ უნდა დაამატოთ, რაც ბავშვი კარგად შეეგუება პირველს - პირველის გაცნობიდან დაახლოებით 7-10 დღის შემდეგ.


რა ასაკიდან?
ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილს დამატებით საკვებს 6 თვიდან ვაძლევთ, ხელოვნურზე მყოფს - უფრო ადრე, დაახლოებით 4 თვიდან. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე გარემოება: თუ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილი წონას ნელა იმატებს, ჩამორჩება თანატოლებს, ესე იგი დამატებითი საკვების უფრო ადრე მიცემაა საჭირო. ამ შემთხვევაში უმჯობესია დამატებითი კვება დაიწყოთ ფაფით, თუმცა გირჩევთ, პედიატრთან ამის თაობაზე მაინც გაიაროთ კონსულტაცია. დამატებითი საკვების ნაადრევად მიცემა შეიძლება მაშინაც, თუ პატარა იწევს საერთო სუფრისკენ და ითხოვს უფროსების საკვებს.




გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 13-06-2016
nino
ეს სუპ პიურე 6თვის ბავსვს რომ მივცეთ სეიძლება? მყავს ხელოვნურ კვებაზე? გტხოვტ მიპასუხოთ? ტ
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ძუძუთი კვება ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის საფუძველია. მაგრამ ზოგჯერ დედას რძე არ აქვს.
პრობიოტიკური თვისებების კუთხით, თხის რძე ძალიან ჰგავს დედის რძეს. მას შეუძლია პატარა ბავშვებში კუჭ-ნაწლავის
მეცნიერთა საეთაშორისო ჯგუფმა დაამტკიცა, რომ დედის რძე მთელი ცხოვრება იცავს ადამიანს
სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონა აქვს და ყოველ მეოცეს სიმსუქნე აღენიშნება. ამის მიზეზი
მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა თამარ ობგაიძემ პაციენტთა მშობლების დასახმარებლად - სამედიცინო საკითხებში მათი უკეთ გათვითცნობიერების მიზნით,
გარეთ ცივა, ზოგი აცემინებს, ზოგი ახველებს. დროა, ვიფიქროთ საკვებით იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად