/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

ფარისებრი ჯირკვლის ცისტური ჩანართები

ფარისებრი ჯირკვლის ცისტური ჩანართები
ულტრასონოფრაფიული (ექოსკოპიური) კვლევის ფართოდ დანერგვასა და გახშირებასთან ერთად სულ უფრო ხშირად ვლინდება ფარისებრი ჯირკვლის ცისტური წარმონაქმნები.

ფარისებრი ჯირკვლის კვლევისას ხშირია ქსოვილოვანი შენების კვანძებიც. არცთუ იშვიათად ფარისებრ ჯირკვალში ერთდროულად არის ცისტური წარმონაქმნიცა და ქსოვილოვანი შენების კვანძიც. მკვლევართა ნაწილი ფარისებრი ჯირკვლის წარმონაქმნს ცისტას მაშინ უწოდებს, როცა ექოსკოპიურად, ანუ ულტრასონოგრაფიით, უმთავრესად ვლინდება მისი ცისტური აგებულება. აღნიშნულისაგან განსხვავებით არიან მკვლევრები, რომლებიც ფარისებრ ჯირკვალში არსებულ წარმონაქმნს ცისტას უწოდებენ, როცა კვანძის 50% ან მეტი ცისტურად არის გადაგვარებული, დანარჩენი კი ქსოვილოვანია.

როგორ ვლინდება ფარისებრი ჯირკვლის ცისტები

ფარისებრი ჯირკვლის სხვა კვანძოვანი წარმონაქმნების მსგავსად, ფარისებრი ჯირკვლის ცისტას პაციენტი აღმოაჩენს შემთხვევით კისერზე შეხებისას ან ექიმი ავლენს ჩვეულებრივი, ზოგადი გასინჯვის დროს. უხშირესად ფარისებრი ჯირკვლის ცისტა ვლინდება სხვადასხვა მიზეზით ჩატარებული კისრის არის ულტრასონოგრაფიის, კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევისას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არის შემთხვევები, როცა პაციენტს ფარისებრი ჯირკვლის ცისტის კლინიკური ნიშნები უვითარდება. მათგან აღსანიშნავია ტკივილი ცისტის არეში. არსებული მონაცენების თანახმად, სწორედ ფარისებრი ჯირკვლის ცისტაა ჯირკვლის არეში ტკივილის უხშირესი მიზეზი და არა ქვემწვავე თიროიდიტი (ფარისებრი ჯირკვლის ანთება). ტკივილს იწვევს ფარისებრი ჯირკვლის კვანძში ჰემორაგია (სისხლჩაქცევა) ან მისი ჰემორაგიული ინფარქტი. კისრის არეში დისკომფორტისა და ყლაპვისას ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს მცირე ზომის, მხოლოდ 1-2 მლ შიგთავსის ჰემორაგიული ცისტაც კი. უფრო დიდი მოცულობის სისხლჩაქცევამ შეიძლება გამოიწვიოს ხმის ჩახლეჩა, სახმო იოგის გარდამავალი ან მუდმივი დამბლა, ზეწოლა სასუნთქ გზებზე. ეს უფრო მეტად მაშინ ხდება, როცა ცისტა გულმკერდის შესავალში ან მის ქვემოთაა.

რამდენად ხშირია ფარისებრი ჯირკვლის ცისტური ჩანართები

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ვარ 21 წლია ბიჭი მინდა სიმაღლეში გაზრდა მირჩიეს სტატურანი და აქსელანი და მაინტერესებს ორივე ერთად რომ დავლიო შეიძლება?</p>

ფარისებრი ჯირკვლის ჭეშმარიტი მარტივი ცისტა (სითხე, შემოფარგლული კეთილთვისებიანი ეპითელური უჯრედებით) საკმაოდ იშვიათია. ცისტური ჩანართების დიდი ნაწილი არის ნაწილობრივ ქსოვილოვანი სტრუქტურა, რომელიც ცისტურად გადაგვარდა (ეგრეთ წოდებული შერეული ან კომპლექსური კვანძები). კომპლექსური კვანძები საკმაოდ ხშირია.

ფარისებრი ჯირკვლის ადენომა და კიბო

ფარისებრი ჯირკვლის ცისტური ჩანართების დიდი ნაწილი კეთილთვისებიანი, ფარისებრი ჯირკვლის გადაგვარებული ადენომაა.

ფარისებრი ჯირკვლის ადენომა (პოპულარული ენით შეიძლება განვმარტოთ როგორც კეთილთვისებიანი ჯირკვლოვანი წარმონაქმნი) შეიძლება იყოს ჰორმონულად აქტიური (ფუნქციონირებდეს) ან არ ფუნქციონირებდეს. ცნობილია, რომ მოფუნქციე ადენომები უფრო ხშირად განიცდიან ცისტურად გადაგვარებას. სუფთა ცისტური წარმონაქმნები იშვიათად შეიცავენ სიმსივნურ უჯრედებს. კომპლექსური (როგორც ცისტური, ასევე ქსოვილოვანი კომპონენტების შემცველი) კვანძების დროს სიმსივნის ალბათობა ისეთივეა, როგორიც ქსოვილოვანი კვანძების შემთხვევაში და 5-10%-ს აღწევს.

რაც უფრო მეტია ფარისებრი ჯირკვლის ჩანართში ცისტის პროპორციული წილი, მით ნაკლებია კიბოს ალბათობა. იმ შემთხვევაში, როცა ცისტური კომპონენტი ჩანართის 50%-ზე მეტია, კიბოს შემთხვევები იშვიათია და ამ იშვიათ შემთხვევაშიც ვლინდება ავთვისებიანობის სხვა სავარაუდო ნიშნები – მიკროკალციფიკაცია, არასწორი კიდეები, გაზრდილი ვასკულარიზაცია (სისხლძარღვოვანი სურათი).

ცისტასთან ასოცირებული სიმსივნეებიდან ყველაზე ხშირია პაპილარული კიბო, თუმცა ცისტური უბნები შეიძლება აღმოჩნდეს ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერ სიმსივნეში. არსებული მონაცემების თანახმად, ფარისებრი ჯირკვლის ცისტური ჩანართების დროს სიმსივნის რისკი 2-დან 4%-მდე მერყეობს.

ფარისებრ-ენის სადინარის ცისტები

ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში, ორგანოების ფორმირების პროცესში, ყალიბდება ფარისებრ-ენის სადინარი, რომელიც თავდაპირველად აკავშირებს ხახის ძირსა და ფარისებრ ჯირკვალს. შემდგომში ეს სადინარი ქრება (დაიხშობა), თუმცა არ არის გამორიცხული მისი ცისტური გარდაქმნა. ასეთი ცისტების დაახლოებით ნახევარი კლინიცისტების ყურადღებას იპყრობს ბავშვობისას ან მოზარდობისას, თუმცა შესაძლებელია პირველი ნიშნები მოზრდილ ასაკში გამოვლინდეს.

ფარისებრ-ენის სადინარის ცისტების 90% კისრის შუა ხაზზე მდებარეობს, თუმცა არ არის გამორიცხული მისი ოდნავ გვერდით გადანაცვლებაც. უმეტესი ნაწილი მდებარეობს ინის ძვლის ქვემოთ, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი მდებარეობა ფარისებრ-ენის სადინარის გასწვრივ. სადინარის ზედა ნაწილში არსებული ცისტა შეიძლება ენის გამოყოფისას ადგილმდებარეობას იცვლიდეს.

ფარისებრ-ენის სადინარის ცისტა შეიძლება გაიხსნას ხახაში, დაინფიცირდეს ხახასთან კონტაქტის გამო, ჩამოყალიბდეს ფისტულა კანთან, იშვიათად შეიძლება იყოს ავთვისებიანი (ჩვეულებრივ, ფარისებრი ჯირკვლის პაპილური კარცინომა). აღნიშნულის გამო, როცა ფარისებრ-ენის სადინარის ცისტა სიმპტომების აღმოცენებას იწვევს, რეკომენდებულია ოპერაციული მკურნალობა.

ჰიდატიური ცისტა

ექინოკოკური ცისტის პირველადად, სხვა ორგანოებზე ადრე, ფარისებრ ჯირკვალში აღმოჩენის შემთხვევები აღწერილია, თუმცა ძალიან იშვიათია.

ცისტა, რომელიც შეცდომას იწვევს

არის შემთხვევები, როცა შეცდომით ფარისებრი ჯირკვლის ცისტად შეიძლება ჩაითვალოს:

  • ფარისებრახლო ჯირკვლის ცისტები – ასეთი ცისტები იშვიათია. ამ დროს წვრილი ნემსით ბიოფსიისას მიიღება სუფთა, წყლისებრი სითხე, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით პარათირეოიდულ (ფარისებრახლო ჯირკვლის) ჰორმონს.
  • ცისტური ჰიგრომები – ცისტური ჰიგრომა ყალიბდება საუღლე ლიმფური სადინარის გულმკერდის სადინართან შეერთებისას. ასეთი ცისტა, ჩვეულებრივ, ვლინდება ადრეული ბავშვობისას, განსხვავებით ფარისებრი ჯირკვლის ან ფარისებრ-ენის სადინარის ცისტებისაგან, არ მოძრაობს ყლაპვისას.
  • კისრის გვერდითი ცისტები – ჩვეულებრივ, ლოკალიზებულია კისრის ზედა გვერდით ნაწილში და არ მოძრაობს ყლაპვისას.

კვლევები ფარისებრი ჯირკვლის ცისტური ჩანართების დროს

ფარისებრი ჯირკვლის ცისტური ჩანართების კლინიკური კვლევის მიზანი უპირველესად არის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამორიცხვა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სუფთა ცისტური წარმონაქმნი იშვიათად შეიცავს სიმსივნურ უჯრედებს, მაგრამ კომპლექსურ (ცისტური და ქსოვილოვანი შენების) წარმონაქმნებში სიმსივნის ალბათობა ქსოვილოვანი შენების წარმონაქმნების ანალოგიურ ალბათობას უტოლდება და 5-10%-ს აღწევს.

ფარისებრი ჯირკვლის ცისტური ჩანართებისას, ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების მსგავსად, სადიაგნოზო გამოკვლევებია სისხლში თიროიდმასტიმულებელი ჰორმონის (თშH) განსაზღვრა, დეტალური ექოსკოპიური გამოკვლევა, სათანადო ჩვენებისას წვრილი ნემსით ასპირაციული ბიოფსია და ბიოპტატის მიკროსკოპული შესწავლა.

თიროიდმასტიმულებელი ჰორმონის (თშH) ნორმაზე დაბალი მაჩვენებლის დროს შესაძლოა ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია. ამ დროს პაციენტის ვენაში შეჰყავთ სპეციალური რადიაქტიური პრეპარატი, რომელიც გროვდება ფარისებრ ჯირკვალში. სპეციალური ხელსაწყოთი აღირიცხება ჯირკვალში პრეპარატის დაგროვება და მიიღება გამოსახულება, რომლითაც ექიმი მსჯელობს არსებული ჩანართების შესაძლო ხასიათზე.

ასპირაციული ბიოფსიის შედეგები, რომლებიც არ გვაძლევს დიაგნოზის დადგენის საშუალებას

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა წვრილი ნემსით ასპირაციული ბიოფსიით მიღებული სითხე არ შეიცავს უჯრედებს ან უჯრედები იშლება და ციტოლოგს აღარ აქვს დასკვნის გამოტანის საშუალება. როცა ბიოფსიის შედეგად დიაგნოზი ვერ დგინდება, მაგრამ ასპირაციის შემდეგ კვანძი ისევ ისინჯება, რეკომენდებულია განმეორებითი ბიოფსია.

ფარისებრი ჯირკვლის ცისტური ჩანართების მკურნა­ლობა

ფარისებრი ჯირკვლის ცისტების წარმატებული მკურნალობა სხვადასხვა მეთოდითაა შესაძლებელი. პაციენტთა ნაწილის განკურნება შესაძლებელია წვრილი ნემსით ცისტის შიგთავსის ასპირაციის შედეგად. თუ ასპირაციის შემდეგ ცისტა აღარ ისინჯება ან ექოსკოპიურად აღარ ვლინდება, სიმსივნის ალბათობა ძალიან დაბალია.

თუ ნემსით ასპირაციის შემდეგ ცისტა კვლავ ისინჯება ან ვლინდება ექოსკოპიურად, შემდგომი ტაქტიკა დამოკიდებულია ბიოპტატის გამოკვლევის შედეგზე.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული პრეპარატების დანიშვნა ცისტის მკურნალობის მიზნით (თუ არ არის სხვა ჩვენება) არ არის რეკომენდებული – არაეფექტურია.

კეთილთვისებიანი ცისტების მართვა

ასპირაცია – თუ ციტოლოგიური კვლევით დადგენილია ცისტის კეთილთვისებიანი ხასიათი, განმეორებითი ასპირაცია არ არის რეკომენდებული. განმეორებითი ასპირაცია შეიძლება მაშინ ჩატარდეს, თუ კვლავ იჩინა თავი ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე ზეწოლამ. პირველი ასპირაციის შემდეგ ქრება ცისტების 25-50%, მაგრამ პაციენტთა დიდ ნაწილში ცისტა კვლავ წარმოიქმნება განმეორებითი სისხლჩაქცევისას (ჰემორაგიის) ნელ-ნელა სითხის კვლავ დაგროვების გამო. არის შემთხვევები, როცა ცისტა არ ქრება მრავლობითი ასპირაციის მიუხედავად.

ოპერაციული მკურნალობა – ციტოლოგიურად დადასტურებული კეთილთვისებიანი ხასიათის მიუხედავად, გარკვეულ შემთხვევებში მიიღება ცისტის ოპერაციული ამოკვეთის გადაწყვეტილება. ეს ხდება არაერთხელ პუნქციის მიუხედავად ცისტის რეციდივის, ცისტის დიდი ზომის ან ტკივილის გამო. ოპერაციული ჩარევის ჩვენება შეიძლება იყოს ცისტის 4 სმ-ზე მეტი ზომაც, თუმცა თუ ეს არ უქმნის პაციენტს დისკომფორტს, ამერიკელი ექიმების დიდი ნაწილი აღნიშნულს არ თვლის ოპერაციული მკურნალობის აბსოლუტურ ჩვენებად.

კანგავლითი ინტერვენციული მკურნალობა ექოსკოპიური კონტროლით – ფარისებრი ჯირკვლის ცისტის სამკურნალოდ შესაძლებელია ჩატარდეს ეთანოლის ან მასკლეროზებელი ნივთიერების ინიექცია ექოსკოპიის კონტროლით (ეთანოლით აბლაცია), ან ულტრაბგერით ცისტისაკენ მიმართული ფიზიკური ენერგიით (რადიოსიხშირული აბლაცია). ამ მიდგომებმა ფართო გავრცელება ვერ პოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლო გართულებების (მაგალითად, პროცედურის შემდეგ ხანგრძლივი ტკივილი) გამო, თუმცა ზოგ ქვეყანაში განიხილება ოპერაციული მკურნალობის ალტერნატივად.

ექოსკოპიურად კონტროლირებული მკურნალობის მეთოდებია ასევე ინტერსტიციული ლაზერული ფოტოკოაგულაცია და სკლეროთერაპია პილოდოკანოლით (მასკლეროზებელი აგენტი).

ცისტები, რომელთა ხასიათიც დაუდგენელია

როგორც აღვნიშნეთ, არის შემთხვევები, როცა ტარდება მნიშვნელოვანწილად ქსოვილოვანი კომპონენტების შემცველი ცისტების ციტოლოგიური გამოკვლევა, მაგრამ დიაგნოზი ვერ დგინდება. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია განმეორებითი ასპირაციული ბიოფსია წვრილი ნემსით, ექოსკოპიური კონტროლით. განმეორებითი ასპირაცია შეიძლება სამკურნალოც იყოს. თუ მეორედ მიღებული მასალითაც ვერ დგინდება დიაგნოზი, ამავე დროს კვანძი ისინჯება ან ექოსკოპიურად ვლინდება, ან ასპირაციის შემდეგ ცისტაში მალევე გროვდება სითხე, რეკომენდებულია ექოსკოპიური კონტროლი ან ოპერაციული მკურნალობა. ექოსკოპიური კონტროლი ტარდება 6-18 თვეში ერთხელ, შემდეგ კი, თუ ცისტის ზომა სტაბილურია ან მცირდება – 3-5 წელიწადში ერთხელ. ამერიკელი ექიმების რეკომენდაციით, თუ ციტოლოგია არ იძლევა დიაგნოზის დადგენის საშულებას და ქსოვილოვანი კომპონენტის ზომა 1,5 სმ-ზე მეტია, ან ზომა 1 სმ-ზე მეტია და ექოსკოპიურად ვლინდება სიმსივნის საეჭვო ნიშნები, რეკომენდებულია ოპერაციული მკურნალობა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ახალშობილი გოგონას ორგანიზმის თავისებურებანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალშობილი გოგონას ორგანიზმის თავისებურებანი

გაცილებით გამძლენი არიან ვირუსების მიმართ, რომ უფრო ადვილად უმკლავდებიან დაავადებებს...

რა აზრისანი არიან ამის შესახებ სპეციალისტები და რით გამოიხატება, თუკი მართლა არსებობს, ახალშობილი გოგონას ორგანიზმის თავისებურება? გვესაუბრება #1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრს პედიატრი ნანა ჟღენტი.

- გოგონას ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურება, რომლის წყალობითაც შეასრულებს ის მომავალში დედობის რთულ და საპასუხისმგებლო ფუნქციას, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ჰიგიენას, მოვლას მოითხოვს. უმთავრესად ეს ეხება გარეთა სასქესო ორგანოების მოვლას.

გოგონას სასქესო ორგანოები წინიდან ესაზღვრება შარდის გამომყოფ არხს, ხოლო უკანა მხრიდან - სწორ ნაწლავსა და უკანა ტანს. სწორედ ამ თავისებურების ბრალია, რომ გოგონას ორგანიზმი უფრო ადვილად ინფიცირდება აღმავალი გზით. შარდში ლეიკოციტების მომატება საშოში მიმდინარე ანთებითი პროცესის სიგნალია.

ანთების მიზეზი შეიძლება იყოს: 1) ჰიგიენის წესების დარღვევა, რის შედეგადაც საშოში განავლოვანი მასები ხვდება და 2) გადატანილი ვირუსული ინფექცია - ზედა სასუნთქი გზების ინფექციების შემდეგ საშოში ხშირად ვითარდება ანთებითი პროცესი. ამ დროს საშოდან გამონადენი 3-5 დღის შემდეგ თავისთავად შეწყდება. თუ ასე არ მოხდა, ექიმს უნდა მიმართოთ.

- ახალშობილის ორგანიზმი განიცდის გარემოსთან შეგუების პროცესს, რაც პათოლოგიასა და ნორმალურ მდგომარეობას შორის მოსაზღვრე მდგომარეობად ითვლება. რომელი ასეთი მოსაზღვრე მდგომარეობები გვხვდება მხოლოდ გოგონებში?

- ახალშობილებისთვის დამახასიათებელია ჰორმონული კრიზი. გოგონებს უჯირჯვდებათ სარძევე ჯირკვლები და უჩნდებათ გამონადენი საშოდან. გამონადენი ზოგჯერ სისხლიანია (სულ რამდენიმე წვეთი), ზოგჯერ - უფერული. ჰორმონული კრიზი არავითარ პათოლოგიას არ უკავშირდება, ამიტომ საშიში არ არის. პირიქით, საქმე საგანგაშოდ სწორედ მაშინ გვაქვს, როდესაც გამონადენი არ შეინიშნება - მისი არარსებობა საქალწულე აპკის შეხორცებაზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში ბავშვთა გინეკოლოგის კონსულტაციაა საჭირო. სარძევე ჯირკვლების გაჯირჯვებას მკურნალობა არ სჭირდება. ჯირკვალს ხელს ნუ ახლებთ და შიგთავსს ნუ გამოადენთ. მხოლოდ თბილი საფენები დააფინეთ და მსუბუქად გადაუხვიეთ.

- სხვა შემთხვევაში კი საშოდან გამონადენი, წესისამებრ, ინფექციაზე მიუთითებს. როდის არის შესაძლებელი საშოს ინფიცირება და როგორ ავაცილოთ ეს პატარას თავიდან?

- საშოდან გამონადენის არსებობა მხოლოდ ჰიგიენის წესების დარღვევის შედეგი არ არის. ის შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვიოს. სასურველია, ჩვილს საკუთარი საწოლი ჰქონდეს და მშობლებთან ერთად არ ეძინოს. ძუძუზე მყოფ ჩვილს დედა ღამით თავის საწოლში გადააწვენს ხოლმე. რა თქმა უნდა, ასე უფრო მოხერხებულია: პატარა მოთხოვნისთანავე იღებს რძეს, დედას კი შეუძლია, კვებათა შუალედში გამოიძინოს. სამაგიეროდ, არსებობს ინფიცირების საშიშროება, თუ მშობლებს თვითონ აქვთ პრობლემები ამ მხრივ. გირჩევთ, ასეთ დროს ჩვილს საკუთარი საფენი დაუფინოთ, რათა მისი სხეული მშობლების ზეწარს არ შეეხოს. მით უმეტეს აუცილებელია ეს ზაფხულში, როდესაც ბავშვს მსუბუქად აცვია. განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა დედ-მამას ანთებითი დაავადება, უცხო ფლორა პატარას კარგს არაფერს მოუტანს. ასე რომ, შეაჩვიეთ პატარა თავის საწოლში ძილს.

საფრთხე შეიძლება პამპერსმაც შეგვიქმნას, რომელიც სათბურის ეფექტს იწვევს. მისი შედეგია კანის სიწითლე. თუმცა კანის შეწითლება ყოველთვის სველი პამპერსის ბრალი როდია. ის შეიძლება საკვების მიმართ ალერგიამაც გამოიწვიოს. დიფერენცირება ადვილია: თუ შორისთან ერთად ლოყების ან კიდურების კანიც გაწითლდა ან გამონაყარი შეინიშნება, მიზეზი, სავარაუდოდ, ალერგიაა. არსებობს ანტიალერგიული საშუალებები, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს.

თუ სიწითლეს საშოდან გამონადენიც დაერთო და ბავშვიც წრიალებს, ჭირვეულობს, გირჩევთ, კონსულტაციისთვის ბავშვთა გინეკოლოგს მიმართოთ - გამორიცხული არ არის, დედის ინფექციას ან პამპერსით გამოწვეულ დერმატიტს საშვილოსნოს ანთების პროვოცირება მოეხდინა. აგენტ-პროვოკატორის როლი შეიძლება შეასრულოს ასევე ჰელმინთოზმა - ჭიებით ინვაზიამ. მისი არსებობა მაშინ უნდა ვიეჭვოთ, როდესაც ოჯახში შინაური ცხოველები ჰყავთ. ინვაზიის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ:

  • ოჯახში, სადაც ჩვილია, ნუ იყოლიებთ შინაურ ცხოველებს. აქ საუბარია იზოლირებულ ბინაზე. თუ ცხოველს ეზოში მიუჩენთ ბინას, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება.
  • ბინა კარგად უნდა დალაგდეს სველი წესით. მიუხედავად ამისა, ნუ მისცემთ პატარას იატაკზე ხოხვის უფლებას.
  • გამოუყავით ბავშვს სათამაშოდ ისეთი ადგილი, მაგალითად, მანეჟი, რომელსაც შინაური ცხოველები არ ეკარებიან.
  • ყურადღებას ნუ მოადუნებთ, დააკვირდით პატარას საქციელს. თუ ის წრიალებს, ხშირად იკიდებს ხელს შორისის მიდამოში, ფეხმოკეცილი ჯდება და ქანაობს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას შორისის მიდამო ექავება. პედიატრის კონსულტაცია ამ შემთხვევაშიც საჭიროა.

- თუ მშობელმა დროულად არ მიმართა ექიმს და ანთებითი პროცესი გახანგრძლივდა, რა მოჰყვება ამას?

- ანთებითი პროცესის გახანგრძლივებამ შეიძლება გამოიწვიოს მცირე ბაგეების შეხორცება. გოგონას სასქესო ორგანოების ლორწოვანი ვერ უძლებს ხანგრძლივ გაღიზიანებას, მით უმეტეს - ჭუჭყიანი პამპერსით. მცირე ბაგეების ლორწოვან გარსზე ჩნდება მიკრონაპრალები. ბაგეები ხორცდება და სასქესო ნაპრალი იხურება.


- როგორია გოგონას მოვლის, ჰიგიენის თავისებურებანი?

- გოგონა ადრეული ასაკიდანვე უნდა შეაჩვიოთ პირადი ჰიგიენის დაცვას. გარეთა სასქესო ორგანოები, შორისის მიდამო ბავშვს მუდამ სუფთა და მშრალი უნდა ჰქონდეს. უნდა ვარიდოთ როგორც გადახურებას, ასევე გადაცივებას, გამოვუყოთ საკუთარი საპონი, ღრუბელი, პირსახოცი. ბავშვის თეთრეული და ტანსაცმელი საერთო სარეცხთან ერთად არ გარეცხოთ. მით უმეტეს დაუშვებელია მათი რეცხვა უფროსების საცვლებთან ერთად.

პატარა გოგონებს ხშირად დაუთვალიერეთ სასქესო ორგანოები, რათა უსიამოვნების მაუწყებელი ნიშნები არ გამოგეპაროთ. ჩვილს დროულად გამოუცვალეთ პამპერსი. ჩასაბანად მხოლოდ გამდინარე წყალი გამოიყენეთ. არამც და არამც არ შეიძლება მისი ჩაბანა აბაზანაში ან თასში ჩაგროვილი წყლით. ამასთანავე, წყალი გადადუღებული უნდა იყოს.

გარეთა სასქესო ორგანოები უნდა ჩაბანოთ პამპერსის ყოველი გამოცვლის შემდეგ და ძილის წინ. ეს აუცილებელია, რათა საშო განავლოვანი მასებით არ დაბინძურდეს. პამპერსის გამოცვლის შემდეგ დედამ ან მომვლელმა ჯერ თვითონ უნდა დაიბანონ ხელები საპნით, მერე კი გოგონა ჩაბანონ. ჩაბანა ხდება მუცლის ქვემო ნაწილიდან, წინიდან უკანა ტანისკენ. საპირისპირო მიმართულებით ჩაბანისას ადვილად ხდება განავლოვანი მასებით საშოს ინფიცირება. ჩასაბანად მხოლოდ და მხოლოდ სუფთა წყლის გამოყენებას გირჩევთ.

სოდა, კლიუმის პერმანგანატი (მარგანცოვკა) და სხვა სადეზინფექციო საშუალებები ლორწოვან გარსს აღიზიანებს. ერთი წლიდან სქესობრივ მომწიფებამდე (მენსტრუაციის დაწყებამდე) კი შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ ბავშვის ან სპეციალური ჰიგიენური საპონი, რომელიც გოგონებისთვის არის განკუთვნილი. გულმოდგინედ გამშრალების შემდეგ გარეთა მცირე ბაგეებისა და შორისის მიდამო კრემით ან საბავშვო ზეთით დაამუშავეთ. ნუ ისარგებლებთ საბავშვო პუდრით - იგი ჩვილის ნაზ ლორწოვანს აშრობს და აზიანებს.

სიწითლის შემჩნევისთანავე ბავშვს შორისის მიდამო თუთიის შემცველი მალამოთი დაუმუშავეთ.

ყურადღება მაქციეთ პატარას კუჭ-ნაწლავის მოქმედებას - განავალსა და დეფეკაციის სიხშირეს, შარდვის რეგულარობას. გადავსებული შარდის ბუშტი საშვილოსნოს უკან გადახრას იწვევს, ხოლო განავლოვანი მასების შეგუბება - სიგმოიდური და სწორი ნაწლავების წინ გადახრას. თუ გოგონას შარდვა და ნაწლავთა მოქმედება რეგულარული ექნება, ამით თავიდან ავაცილებთ მომავალში შინაგანი ორგანოების არასწორ მდებარეობას.

- როგორია მოზარდი გოგონას ჰიგიენური რეჟიმი?

- ჰიგიენის განსაკუთრებული წესები უნდა დაიცვას მოზარდმა მენსტრუაციის დროს. ამ პერიოდში გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა დღეში 2-3-ჯერ მაინც არის საჭირო. ამასთანავე, აუცილებელია მკერდისა და იღლიების ჰიგიენური დამუშავება. გოგონას პატარაობიდანვე უნდა შევასწავლოთ სასქესო ორგანოების მოვლა, ავუხსნათ, რომ შორისის მიდამო ფრთხილად უნდა ჩაიბანოს თბილი წყლით წინიდან უკანა ტანისკენ რბილი ერთჯერადი ხელსახოცით, რათა არ დაიბინძუროს საშო. ამავე მიმართულებით უნდა მოხდეს გამშრალებაც.

ასევე უნდა ვასწავლოთ გოგონას სწორი ნაწლავისა და შარდის ბუშტის დროულად დაცლა გადავსებული ორგანოების საშვილოსნოზე ზეწოლის თავიდან ასაცილებლად.

მენსტრუაციის პერიოდში გოგონებმა თავი უნდა არიდონ ფიზიკურ დატვირთვას, მით უმეტეს - თუ ციკლი ტკივილით მიმდინარეობს. გოგონას მოხერხებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა ეცვას, რათა არ შეფერხდეს ორგანოების სისხლით მომარაგება და სასქესო ორგანოები არ დაზიანდეს.

მოარიდეთ გოგონა ველოსიპედზე ან ცხენზე დიდხანს ჯდომას - შესაძლოა, მიიღოს გარეთა სასქესო ორგანოების ტრავმა, განუვითარდეს მენჯის ღრუს ორგანოების შეგუბებითი მოვლენები.

- რას გვეტყვით სასქესო ინფექციების პროფილაქტიკის შესახებ?

- განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ სასქესო ინფექციების პროფილაქტიკას. ეს საკითხი უკვე სახელმწიფოებრივ დონეზე წყდება, რაც ითვალისწინებს სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე გოგონას აცრას პაპილომავირუსის ვაქცინით. ეს ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ ძირითად ფაქტორად მიიჩნევა. ამდენად, მისგან თავდაცვა ქვეყნის დემოგრაფიული კლიმატის გაუმჯობესების საწინდარიც არის.

დაბოლოს, ის, რაც გოგონამ უფროსების დაუხმარებლად უნდა შეძლოს:

  • ყოველდღე უნდა გამოიცვალოს საცვლები;
  • არ ისარგებლოს საერთო პირსახოცით, ღრუბლით;
  • თუ გაუჩნდა უსიამოვნო შეგრძნება, წვა, ქავილი, სიწითლე შორისის ან გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, დროულად უნდა მიმართოს ექიმს, გინეკოლოგს;
  • ნუ მოერიდება დედის, ექიმის; ახსოვდეს, რომ გაჭიანურება სერიოზულ გართულებებამდე მიიყვანს, რომელსაც მისი არა მხოლოდ ჯანმრთელობა, არამედ მომავალიც შეიძლება შეეწიროს.