შეიძლება თუ არა ზაფხულში დამატებით კვებაზე გადასვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეიძლება თუ არა ზაფხულში დამატებით კვებაზე გადასვლა

გვესაუბრება პედიატრი მანანა ანდღულაძე.

- არის შემთხვევები, როცა ბავშვს ერთ წლამდე მხოლოდ დედის რძით კვებავენ. დასაშვებია თუ არა ეს?

- ცნობილია, რომ წლამდე ასაკის ბავშვისთვის საუკეთესო, უფრო სწორად, შეუცვლელი საკვები დედის რძეა. ბავშვის ძუძუთი კვება მშობელს უამრავ საზრუნავს აცილებს თავიდან. დედის რძე, გარდა იმისა, რომ შემადგენლობით შეუცვლელია და საუკეთესოა ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, ამავე დროს ძალიან მოხერხებული, სტერილური და ეკონომიურია. მაგრამ ბუნებრივი კვება გარკვეული პერიოდის შემდეგ ითხოვს სათანადო მართვას, კორექციას. აი რას ვგულისხმობ - მაშინაც კი, როცა დედას რძე საკმარისი აქვს, ბუნებრივი კვება ხუთ-ექვს თვემდე უნდა გაგრძელდეს.

ამის შემდეგ აუცილებელია ძირითად საკვებთან (დედის რძესთან) ერთად პატარას მივცეთ დამატებითი საკვებიც, რადგან ასაკთან ერთად იზრდება ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნა არა მარტო საკვების ოდენობაზე, არამედ თვისობრივ შემადგენლობაზეც.

ხუთი-ექვსი თვიდან ბავშვის საჭმლის მომნელებელ სისტემაში ფიზიოლოგიურად გამომუშავდება ისეთი სახისა და რაოდენობის ფერმენტები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებს დამატებითი საკვების მიწოდებას. დამატებითი საკვების მიღებით ბავშვის ორგანიზმი ივსება იმ ინგრედიენტებით, რომლებიც მისი ორგანიზმის ჰარმონიული ზრდა-განვითარებისთვის არის აუცილებელი.

დამატებითი საკვების მიღებას თან ახლავს გარკვეული რისკფაქტორები. კერძოდ, გასათვალისწინებელია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სხეულის მასა, გარემოს ტემპერატურა ანუ წელიწადის დრო და ა.შ.

თუ დამატებითი საკვების დანიშვნის დროისათვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, უმჯობესია მის გამოჯანმრთელებას დაველოდოთ ან გავიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან. ის გადაწყვეტს, დამატებითი საკვები ბავშვს გამოჯანმრთელებაში ხელს შეუწყობს თუ, პირიქით, შეუშლის.

ფრთხილ დამოკიდებულებას მოითხოვს გარემო ტემპერატურა. ოპტიმალურია, როდესაც პირველი დამატებითი საკვების მიღების დრო ზამთრის ან უბრალოდ გრილ პერიოდს ემთხვევა, ზაფხულის სიცხეებში კი თავის შეკავება ჯობს, ვინაიდან ამ პერიოდში მკვეთრად მცირდება საჭმლის მომელებელი სისტემის ფერმენტული აქტივობა, სუსტდება მადა, ოფლითა და გახშირებული სუნთქვით (ჰიპერვენტილაციით) ორგანიზმიდან იკარგება სითხის გარკვეული რაოდენობა, ეს კი, თავის მხრივ, აძნელებს ახალი, უცხო საკვების გადამუშავებას და იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციას, დისკომფორტს, პირღებინებას, დიარეას, ცხელებას. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, ვიდრე ზაფხულის ცხელი პერიოდი არ გაივლის, ჯობს, დამატებითი საკვების მიცემისგან თავი შევიკავოთ, ანდა, პირიქით, ცოტა ადრეც დავიწყოთ (ოთხი თვიდან) დამატებითი კვება და ზაფხულს მომზადებული შევხვდეთ.

- საჭიროა თუ არა ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილისთვის წყლის მიცემა?

- არამცთუ საჭირო, აუცილებელია, მეტადრე - ზაფხულში.

- რომელი საკვები უნდა მივცეთ პატარას პირველი დამატებითი კვების სახით?

- პირველი დამატებითი საკვების სახით რეკომენდებულია ბოსტნეულის სუპ-პიურე და არა ფაფა, რადგან ფაფის გასინჯვის შემდეგ შესაძლოა პატარამ ბოსტნეულის ნახარშზე უარი თქვას, არადა ბოსტნეული ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია - მასში ხომ უხვად არის საჭირო საკვები ინგრედიენტები: ვიტამინები, მინერალები, მიკროელემენტები, უჯრედისი.

საკვების მომზადებამდე გარეცხილი და გაფცქვნილი ბოსტნეული (კატოფილი, სტაფილო) 30-40 წუთით გააჩერეთ ცივ წყალში, შემდეგ დაჭერით, დაუმატეთ ხახვი, ნიორი და დაასხით მდუღარე წყალი, შედგით ცეცხლზე. როცა მოიხარშება, დაუმატეთ მცენარეული ზეთი, მწვანილი და ცოტაოდენი მარილი, ადუღეთ 10 წუთი.

- რას ურჩევთ მშობელს, თუ მისი პატარა ალერგიული რეაქციებისადმია მიდრეკილი?

- ამ შემთხვევაში უმჯობესია, პატარას ერთბაშად არ მივცეთ სხვადასხვა ბოსტნეული - ნელ-ნელა, თითო-თითოდ შევაჩვიოთ, რომ გავიგოთ, რაზე ექნება ალერგია. ასევე უნდა მივცეთ ნებისმიერი ახალი საკვები.სასურველია, ყოველი ახალი საკვები პატარას მივცეთ დღის პირველ ნახევარში მეორე ან მესამე კვებად. დავიწყოთ მცირე ულუფებით. ასეთი სიფრთხილით თავიდნ ავიცილებთ ახალი საკვების მიღებით გამოწვეულ სირთულეებს.

კვებასთან დაკავშირებული გართულებების თავიდან აცილების მიზნით მჭიდრო კონტაქტი იქონიეთ პირად პედიატრთან.