/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ცხიმიანი საკვები ხანდაზმულებში აუარესებს მეხსიერებას

ცხიმიანი საკვები ხანდაზმულებში აუარესებს მეხსიერებას
ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხიმიან საკვებს შეუძლია გავლენა მოახდინოს ტვინის უჯრედებზე,

კერძოდაუარესებს მეხსიერებას ხანდაზმულებში. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Frontiers in Cellular Neuroscience.

თავიანთ ნაშრომში ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს მიკროგლიასა და ჰიპოკამპის ნეირონებზე, რომლებიც დაკავშირებულია სწავლასთან და მეხსიერებასთან. მათ გამოიყენეს ცხოველური ქსოვილებიდან აღებული მოდელის უჯრედები, რომლებიც მოდიფიცირებული იყო მუდმივად გაყოფისთვის და მათ პალმიტის მჟავით ამუშავებდნენ.

ეს ნაერთი გვხვდება ბევრ ცხიმიან საკვებში, როგორიცაა ქონი, ხორცი და რძის პროდუქტები. ეს დაეხმარა გუნდს შეესწავლა, თუ როგორ მოქმედებს პალმიტის მჟავა უჯრედებში გენების გააქტიურებაზე და მიტოქონდრიების ფუნქციონირებაზე, - უჯრედებში არსებული სტრუქტურები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ენერგიის წარმოებაში.

გაირკვა, რომ პალმიტის მჟავა იწვევს გენების ექსპრესიის ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია ანთებასთან როგორც მიკროგლიაში, ასევე ნეირონებში. ამ უჯრედების წინასწარ დამუშავებას ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლითაცც მდიდარია თევზი და ზღვის პროდუქტები, ჰქონდა დამცავი ეფექტი ორივე ტიპის უჯრედში გაზრდილი ანთების წინააღმდეგ.

თუმცა, დამცავი ეფექტი არ გავრცელდა მიტოქონდრიებზე.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

შემდგომმა ექსპერიმენტებმა ხანდაზმულ თაგვებზე, რომლებიც იკვებებოდნენ ნაჯერი ცხიმებით მდიდარი დიეტით, აჩვენა ტვინში სიგნალიზაციის დარღვევები. კერძოდ, ასეთ ცხოველებში მიკროგლიამ უფრო სწრაფად გაანადგურა სინაფსები, ვიდრე ჩვეულებრივ დიეტაზე მყოფ ექსპერიმენტულ ცხოველებში.

საბოლოო ჯამში, ეს იწვევს იმ ფაქტს, რომ სინაფსებს არ აქვთ დრო საკმარისი რაოდენობით მომწიფებისა და ახალი კავშირების შესაქმნელად, ამიტომ მოგონებები დიდხანს არ ინახება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სეფსისის მიმდინარეობის თავისებურებანი ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სეფსისის მიმდინარეობის თავისებურებანი ბავშვებში

და როგორ უნდა მიხვდნენ მშობლები, რომ ბავშვის ზოგადი მდგომარეობის შეცვლის, ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენის მიზეზი შესაძლოა სწორედ ეს დაავადება იყოს? გვესაუბრება აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობისსეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი სეფსისის დარგში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მალვინა ჯაფარიძე.

- სეფსისი გენერალიზებული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც პირობით-პათოგენური მიკრობები (უპირატესად - სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები) იწვევენ. ეს ის მიკროორგანიზმები გახლავთ, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში მუდმივად ბინადრობენ, მაგრამ ჯანსაღ, ძლიერ ორგანიზმს ვერაფერს აკლებენ, სუსტსა და ავადმყოფში კი აქტიურდებიან და მრავლდებიან. ახალშობილთა სეფსისი მეტად მძიმე დაავადებაა. მისი ლეტალობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია - 15-50%-ის ფარგლებში მერყეობს. დაავადების შედეგი სეფსისის გამოვლენის დროზეა დამოკიდებული. სიკვდილიანობა მაღალია ელვისებური სეფსისის დროს. ძალიან საშიშია სეფსისი დღენაკლული ახალშობილებისთვის.

- როდის ხდება ახალშობილის ინფიცირება?

- ახალშობილთა სეფსისი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. დაავადების გამოვლენის დროის მიხედვით განასხვავებენ:

1. თანდაყოლილ ადრეულ სეფსისს, როდესაც პათოლოგია ბავშვის სიცოცხლის პირველსავე კვირას იჩენს თავს. ამ დროს ახალშობილის ინფიცირება მუცლადყოფნის პერიოდში, ტრანსპლაცენტურად ხდება.

2. თანდაყოლილ მოგვიანებით სეფსისს, როდესაც ბავშვი მშობიარობის დროს ინფიცირდება. დაავადება სიცოცხლის პირველსავე თვეებში ვლინდება.

გამომწვევი ორივე შემთხვევაში შეიძლება ერთი და იგივე იყოს: B ჯგუფის სტრეპტოკოკი, ეშერიხია, ლისტერია, ჰემოფილური ჩხირი, სოკო და სხვა. შეძენილი სეფსისი ახალშობილს შეიძლება სამშობიაროში ან შინ განუვითარდეს. ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს ნაყოფი სტერილურ გარემოშია, მაგრამ დაბადებისთანავე იწყება ორგანიზმის (კანის, სასუნთქი გზების, ნაწლავების) სასარგებლო მიკროორგანიზმებით დასახლება - მიკროფლორის ჩამოყალიბება, რომელიც ერთიან ბალანსირებულ სისტემას წარმოადგენს. ეს ბალანსი შესაძლოა დაირღვეს გარემო ფაქტორების, სტრესის, ამა თუ იმ დაავადების დროს და ინფექციური პროცესიც არ დააყოვნებს.

- როგორ ხვდება ინფექცია ბავშვის ორგანიზმში?

- ინფიცირება შეიძლება მოხდეს როგორც ენდოგენურად - ორგანიზმში არსებული მიკროორგანიზმების გააქტიურების ხარჯზე, ასევე ეგზოგენურად - გარემოდან მოხვედრილი მიკრობებით (მაგალითად, ამა თუ იმ სამედიცინო მანიპულაციის დროს კათეტერის, ზონდის გამოყენებისას). ინფექციის შეჭრის გზის მიხედვით სეფსისის რამდენიმე სახეობას განასხვავებენ. ყველაზე ხშირია შეუხორცებელი ჭიპის ტაკვის არასრულფასოვანი მოვლის შედეგად განვითარებული ჭიპისმიერი სეფსისი. ჭიპიდან მცირე გამონადენიც კი, თუნდაც მხოლოდ გამჭვირვალე, მშობლებმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ. ტაკვი ექიმის დანიშნულებისამებრ სტერილურად უნდა დამუშავდეს (ამისთვის გამოიყენება წყალბადის ზეჟანგის ხსნარი და ბრილიანტის მწვანე). სეფსისი ასევე შეიძლება იყოს ფილტვისმიერი, ნაწლავური, კანისმიერი, ცხვირხახისმიერი, საშარდე გზებიდან განვითარებული, ყურისმიერი. ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ პატარებს შესაძლოა განუვითარდეთ კათეტერასოცირებული და ვენტილატორასოცირებული ფორმა. როდესაც ინფექციის პირველადი კერა უცნობია, სეფსისს კრიპტოგენულს უწოდებენ.

- რა თავისებურებებით მიმდინარეობს სეფსისი ბავშვებში?

- სამ წლამდე ასაკის ბავშვებში სეფსისის კლინიკურ მიმდინარეობას რამდენიმე თავისებურება ახასიათებს, ხოლო სამი წლის შემდეგ ის ისევე მიმდინარეობს, როგორც მოზრდილებში. მოზრდილ პაციენტებში სეფსისისთვის დამახასიათებელი პოლიორგანული უკმარისობა (სხვადასხვა ორგანოს ერთდროული დაზიანება) დაავადების უკანასკნელ სტადიაში, სეფსისური შოკის დროს ვითარდება, ახალშობილებში კი ღრმა პათოლოგიური ცვლილებები დაავადების დასაწყისშივე იჩენს თავს. ახალშობილის იმუნური სისტემა ინფექციის გამომწვევს სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევს - მოუმწიფებელ, პაწია ორგანიზმს მიკრობების ლიკვიდაცია არ შეუძლია. ამიტომაც ხდება ასე ადვილად ახალშობილის ორგანიზმში ინფექციური პროცესის გენერალიზაცია - ინფექციის მთელ ორგანიზმში გავრცელება.

- რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, როგორ უნდა მიხვდეს, რომ პატარას ორგანიზმში სეფსისი მიმდინარეობს?

- სპეციფიკური კლინიკური ნიშანი სეფსისს არ გააჩნია. ამ დროს უპირატესად ვლინდება:

  • წონის კლება ან დუნე ნამატი;
  • მადის დაქვეითება;
  • საერთო სისუსტე;
  • უმიზეზო ჭირვეულობა;
  • სიფითრე;
  • სუნთქვის უკმარისობის მოვლენები.

უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელია გახანგრძლივებული ტემპერატურული რეაქცია, ახალშობილებისთვის კი ცხელება აუცილებელი ნიშანი არ გახლავთ. დაავადების ასი შემთხვევიდან 4-7 - ნორმალური, ხოლო 12-15 ნორმაზე დაბალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. ჰიპოთერმიით მიმდინარე სეფსისი ორგანიზმის სუსტ თავდაცვისუნარიანობაზე მიუთითებს და პროგნოზის თვალსაზრისით გაცილებით არაკეთილსაიმედოა, ვიდრე ცხელებითა და სხეულის ნორმალური ტემპერატურით მიმდინარე ფორმა. მშობელი ყურადღებით უნდა იყოს და ჩამოთვლილი ნიშნების, ბავშვის უგუნებობის, ზრდა-განვითარების შეფერხების შემთხვევაში ექიმს მიმართოს. აღნიშნული კლინიკური სიმპტომების არსებობისას სეფსისი უმალვე უნდა გამოირიცხოს, ვინაიდან სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევა დროს მოითხოვს, თანაც გამორიცხული არ არის, ანალიზის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდეს, ადეკვატური სამედიცინო ჩარევის დაგვიანება კი შედეგზე აისახება.


- როგორ ვუშველოთ პატარას და ვის უნდა მიმართოს მშობელმა ჩამოთვლილი ნიშნების შემჩნევისას?

- პატარა უნდა აჩვენოთ პედიატრს, ინფექციონისტს, სეფსისოლოგს. სეფსისის მკურნალობა მრავალმხრივია და დაავადების კლინიკურ ფორმაზეა დამოკიდებული. იგი ხანგრძლივია და მოიცავს როგორც ანტიბაქტერიულ, ასევე იმუნომოდულატორული საშუალებებით თერაპიას. არსებობს საერთაშორისო მეთოდური რეკომენდაციები, გზამკვლევები (გაიდლაინები) და პროტოკოლები, რომლებიც ზუსტად მიგვითითებენ ამა თუ იმ ფორმის სეფსისის მკურნალობის მეთოდებს. სეფსისით დაავადებულთა გადასარჩენად მთავარია სწორი მკურნალობა, სრულყოფილი ორგანიზატორული სისტემის არსებობა, რომელიც ავადმყოფის დროულ და მიზანმიმართულ ჰოსპიტალიზაციას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მკურნალობის ერთ-ერთი რგოლია თვით დედის მონაწილეობა ავადმყოფის მოვლაში - სიმშვიდის, ხალისიანი განწყობის შენარჩუნება, ჯვარედინი ინფიცირების, გადაცივების პროფილაქტიკა, კანისა და ლორწოვანი გარსების სათანადო ჰიგიენა, პალატის რეგულარული განიავება. ახალშობილი დედის რძით უნდა იკვებებოდეს. თუ ის იმდენად არის დასუსტებული, რომ ძუძუს წოვა არ შეუძლია, სასურველია, ზონდით ან ბოთლით გამოწველილი რძე მივცეთ. კვებათა რაოდენობა 1-2-ით უნდა გაიზარდოს. თუ დედას რძე არ აქვს, მიზანშეწონილია რძემჟავა ნარევებით კვება. ნაწლავთა ნორმალური ბიოცენოზის (მიკროფლორის) კორექციისა და შენარჩუნების მიზნით ინიშნება პრობიოტიკები, ფერმენტები. აღდგენის პერიოდში საჭიროა იმუნოსტიმულატორები, რკინის პრეპარატები. ასევე მნიშვნელოვანია მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია.

- როგორ უტარდებათ აცრები სეფსისგადატანილ ბავშვებს?

- სეფსისგადატანილი ბავშვი იმუნური სისტემის გაძლიერების, რკინადეფიციტური ანემიის, რაქიტის პროფილაქტიკის მიზნით პედიატრის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. სეფსისის გადატანის შემდეგ პატარების უმრავლესობას აქვს სხვადასხვა ხარისხის ენცეფალოპათიის ნიშნები, ამიტომ საჭიროა ნევროპათოლოგის მეთვალყურეობაც. აცრების კალენდარი ბავშვის მდგომარეობის შესაბამისად გადაიწევს. ვაქცინაციის დაწყების დროს პედიატრი და ნევროპათოლოგი განსაზღვრავენ.

- როგორ დავიცვათ ახალშობილი თანდაყოლილი სეფსისისგან?

- ბავშვი ჯანმრთელი რომ დაიბადოს, საჭიროა, თავად დედის ორგანიზმი იყოს ჯანმრთელი. მომავალმა დედამ წინასწარ უნდა იზრუნოს ამაზე - დაორსულებამდე სათანადო გამოკვლევები ჩაიტაროს და გაარკვიოს, ხომ არ აქვს ორგანიზმში ინფექციის კერა. ორსულობის დროს შეიძლება მოხდეს ასეთი კერის - ენდოგენური ინფექციის აქტივაცია და პათოგენური მიკროორგანიზმები ნაყოფს გადაეცეს. ორსული აღრიცხვაზე უნდა იმყოფებოდეს ქალთა კონსულტაციაში, სადაც მეთვალყურეობას გაუწევენ, ჩაიტაროს გეგმური გასინჯვები და გამოკვლევები, საეჭვო კლინიკური ნიშანი, განსაკუთრებით - ცხელება, უყურადღებოდ არ დატოვოს. მეანმა ადეკვატურად უნდა შეაფასოს პლაცენტისა და სანაყოფე წლების მდგომარეობა, უწყლო პერიოდის ხანგრძლივობა. ახალშობილთა სეფსისის განვითარების რისკის ფაქტორებია:

  • დღენაკლულობა (ის სეფსისის ყველაზე ხშირი მიზეზია. რაც უფრო მცირე წონისა დაიბადება ბავშვი, მით მეტია სეფსისის განვითარების ალბათობა);
  • სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა და უწყლო პერიოდის გახანგრძლივება 24 საათზე მეტხანს - ეგრეთ წოდებული მშრალი მშობიარობა);
  • სანაყოფე წყლების ინფიცირება (მღვრიე წყლები);
  • ცხელება ორსულობის პერიოდში და მის შემდეგ;
  • დედის სამეანო ანამნეზში - შარდსასქესო სისტემის ინფექციები;
  • სამშობიარო ბლოკში ახალშობილის რეანიმაცია;
  • მრავალნაყოფიანი ორსულობა;
  • ინვაზიური პროცედურები, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ან პარანატალური (ზონდით) კვება და სხვა.

პედიატრმა ეს ყოველივე უნდა გაითვალისწინოს, ახალშობილი ინფექციის განვითარების რისკის ჯგუფს მიაკუთვნოს და დისპანსერული მეთვალყურეობა დაუწესოს.