შარდის ბუშტის კიბო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდის ბუშტის კიბო

ყველაზე მეტად იგი აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, დანიაში, იტალიასა და ესპანეთში გვხვდება, შედარებით ნაკლებად - ინგლისში, შოტლანდიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, კიდევ უფრო იშვიათად - აზიასა და სამხრეთ ამერიკაში. ამასთან, თეთრი რასის წარმომადგენლები გაცილებით ხშირად ავადდებიან, მამაკაცებს კი ეს დაავადება ქალებზე 3-4-ჯერ ხშირად ემართებათ, რაც იმის ბრალია, რომ მათ უფრო ხშირად აქვთ კონტაქტი დაავადების გამომწვევ კანცეროგენულ ნივთერებებთან, თანაც მათ შარდის ბუშტში შარდი შედარებით მეტხანს ყოვნდება. 60 წლიდან დაავადების განვითარების რისკი იმატებს.

შარდის ბუშტის სიმსივნეთა შესახებ ექიმი ნინო მეტრეველი გვესაუბრება.

- შარდის ბუშტის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების წილად სიმსივნურ დაავადებათა 4% მოდის. დაავადების უშუალო მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ცნობილია, რომ მის განვითარებას ხელს უწყობს: თამბაქო, რომელიც 50%-ით ზრდის დაავადების რისკს; შარდის ბუშტის ასაკობრივი ქრონიკული ინფექციები; დასხივება; პარაზიტული დაავადება შისტოსომოზი; ზოგიერთი პრეპარატით მკურნალობა.

დაავადებულთა შორის არის სამედიცინო პერსონალი, რომელსაც კონტაქტი აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთ პრეპარატთან. დაავადების რისკჯგუფს შეადგენენ ადამიანები, რომლებსაც სამსახურში ანილინის ჯგუფის საღებავებთან კონტაქტი უხდებათ, აგრეთვე - სატვირთო მანქანების მძღოლები, მხატვრები, პარიკმახერები, სტამბის, ქსოვილების ფაბრიკის, ლითონისა და ტყავის სამღებრო საწარმოთა მუშები. პაციენტთა ორგანიზმში ხშირად მომატებულია ენდოგენური კანცეროგენები. ისინი ნივთიერებათა ცვლის პროცესში წარმოიშობა ზოგიერთი ამინმჟავის დაშლის შედეგად. დაავადებას აქვს მემკვიდრეობითი ხასიათიც.

- რა სახის ავთვისებიანი სიმსივნეებია ცნობილი?

- ზრდის ტემპისა და გავრცელების მიხედვით შარდის ბუშტის სიმსივნეები მაღალდიფერენცირებულ და დაბალდიფერენცირებულ ფორმებად იყოფა, დაზიანების სიღრმის მიხედვით კი განასხვავებენ ზედაპირულ და ინვაზიურ ფორმებს.

ზედაპირულის დროს სიმსივნური პროცესი გავრცელებულია შარდის ბუშტის ზედა შრეში და პროცესში კუნთოვანი გარსი არ არის ჩართული. ეს სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც საკმაოდ კარგად ემორჩილება მკურნალობას, ვინაიდან იგი არ სცილდება ლორწოვან და ლორწქვეშა გარსს, ინვაზიურის დროს კი სიმსივნური ქსოვილი ჩაზრდილია ორგანოს კუნთოვან გარსში და ხშირად რადიკალურ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.

ზოგადი, საწყისი ელემენტების მიხედვით განირჩევა შარდის ბუშტის სიმსივნის გარდამავალუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი ფორმები და ადენოკარცინომა. გარდამავალუჯრედოვანი ფორმა შარდის ბუშტის ღრუს ამომფენი უჯრედებიდან იწყება, ბრტყელუჯრედოვანი - შარდის ბუშტის ბრტყელი ეპითელური ქსოვილიდან, ხოლო ადენოკარცინომა შარდის ბუშტის ჯირკვლოვანი უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნეა.

- რა ნიშნებით ვლინდება შარდის ბუშტის კიბო?

- ყველაზე ხშირად - შარდთან ერთად სისხლის გამოყოფით, ჰემატურიით. ჩვეულებრივ, ჰემატურია იწყება ერთი შეხედვით უმიზეზოდ, ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობის ფონზე. შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე საათი და შეწყდეს, მერე კი ხელახლა დაიწყოს. ზოგჯერ დაკარგული სისხლის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ჰემატურიას მხოლოდ შარდის კლინიკური ანალიზი ავლენს. ზოგჯერ სისხლდენა რამდენიმეთვიანი, რამდენიმეწლიანი ინტერვალებით მეორდება, ზოგჯერ კი რამდენიმე დღე და კვირა უწყვეტად გრძელდება.

გავრცელებული სიმსივნური პროცესის დროს ჰემატურია მუდმივია. სამწუხაროდ, სისხლდენა უკვე ჩამოყალიბებული პათოლოგიური პროცესის მაუწყებელია. სისხლდენის ინტენსივობის მიხედვით იცვლება შარდის ფერიც. ინტენსიური მაკროჰემატურია შარდს მოწითალო-მოვარდისფრო ფერს აძლევს. მასში სხვადასხვა ფორმისა და ზომის სისხლის შედედებული ნაწილაკები ჩნდება. ზოგჯერ სისხლდენა იმდენად ძლიერია, რომ შარდის ბუშტი შედედებული კოლტებით ივსება და შარდის გამოყოფაც კი ირღვევა.

შარდის ბუშტის კედელში სიმსივნის ჩაზრდა იწვევს ამ ორგანოს ფუნქციის დათრგუნვას, რომელიც ხშირად თავს იჩენს შარდვის თანხმლები ტკივილით ან მტკივნეული შეგრძნებით შარდის ბუშტის არეში. შესაძლოა, ტკივილი შარდვისგან დამოუკიდებლადაც იგრძნობოდეს, შარდვამ კი გააძლიეროს.

სიმსივნის გავრცობილი ფორმის დროს ტკივილი ვრცელდება მეზობელ ორგანოებზეც: სწორი ნაწლავის არეზე, სათესლეებზე. როცა სიმსივნე შარდსაწვეთს კეტავს, შარდის დინება ფერხდება, რაც იწვევს შარდსაწვეთებისა და თირკმლის დაზიანებას, პიელონეფრიტს, ხოლო თუ ეს დიდხანს გაგრძელდა - ჰიდრონეფროზს და თირკმლის ფუნქციის მოშლას.

შარდის გადინების შეფერხება საშიშია იმითაც, რომ მას ერთვის ინფექცია. ამ დროს შარდს ერევა ჩირქი, აქვს ნიშადურის სუნი, მის ნალექში კი მარილები - ფოსფატები ჩნდება.


- რომელ გამოკვლევათა შედეგებს ეფუძნება დაავადების დიაგნოსტიკა?

- დიაგნოსტიკის მიზანი მხოლოდ სიმსივნური პროცესის აღმოჩენა არ არის - საჭიროა ასევე მისი სტადიის დადგენა, შარდის ბუშტისა და ზედა საშარდე გზების ლორწოვანი გარსის მდგომარეობის შეფასება, მეტასტაზების აღმოჩენა.

შარდის ბუშტის სიმსივნეზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში ტარდება ბიოფსია, ცისტოსკოპია, შარდის ციტოლოგია, შარდის დათესვა, პიელოგრაფია და გამოკვლევა შარდის ბუშტის სიმსივნეთა მარკერებზე.

დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდი ცისტოსკოპიაა. ამ დროს შარდის ბუშტს ენდოსკოპიურად ათვალიერებენ. ცისტოსკოპია სიმსივნის ლოკალიზაციის, ზომების, რაოდენობისა და გარეგნობის დადგენის საშუალებას იძლევა. ცისტოსკოპიის დროსვე შესაძლებელია გამოსაკვლევი ქსოვილის - ბიოპტატის აღებაც. მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა შარდის ნალექის ციტოლოგიური კვლევაც - მასში სიმსივნის დროს სიმსივნურ უჯრედებსა და მათ კომპლექსებს აღმოაჩენენ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ციტოლოგიური კვლევისას სიმსივნური უჯრედების აღმოუჩენლობა სიმსივნურ პროცესს არ გამორიცხავს.

- როგორ მკურნალობენ შარდის ბუშტის კიბოს?

- არსებობს მკურნალობის კონსერვატიული და ოპერაციული, ქირურგიული მეთოდები.

კონსერვატიული მკურნალობა ითვალისწინებს სხივურ და მედიკამენტურ თერაპიას (ქიმიოთერაპიას). სხივურ თერაპიას, როგორც მკურნალობის დამოუკიდებელ მეთოდს, იშვიათად მიმართავენ. უმთავრესად - იმ პაციენტებისთვის, რომელთა მდგომარეობა ოპერაციას აღარ ექვემდებარება. ამ შემთხვევაში სხივური მკურნალობა პალიატიური მიზნით ტარდება. შესაძლებელია მისი ჩატარება ქირურგიულ ჩარევასთან კომპლექსურად. სხივური თერაპია ზოგჯერ ოპერაციამდეც ტარდება, რათა ოპერაციული ჩარევა გაადვილდეს. მომხდარა ისეც, რომ ოპერაციამდელი დასხივების შემდგომ არაოპერაბელური პაციენტები ოპერაბელურნი გამხდარან. ქიმიოთერაპია ამ შემთხვევაში მკურნალობის დამოუკიდებელი მეთოდი არ არის, იგი გამოიყენება ოპერაციულ და სხივურ თერაპიასთან კომპლექსში და აუმჯობესებს დაავადების მიმდინარეობასა და ოპერაციის შედეგს.

ქირურგიული მკურნალობა შარდის ბუშტის ნაწილობრივ და სრულ რეზექციას გულისხმობს. ნაწილობრივი რეზექცია მაშინ ტარდება, როდესაც სიმსივნე არ სცილდება ლორწოვანსა და ლორწქვეშა არეს, მაშასადამე, ზედაპირული სიმსივნეების დროს, ხოლო ინვაზიური ფორმის შემთხვევაში, როდესაც სიმსივნე დიდია და ორგანოში ფართოდ არის გავრცელებული, ხდება ორგანოს სრული ამოკვეთა. დიდი ზომის სიმსივნის ან მეტასტაზების არსებობისას არაოპერაბელურ პაციენტებს უტარებენ სისტემურ ქიმიოთერაპიას. უკანასკნელ წლებში დამუშავდა ოპერაცია, რომლის შედეგადაც შარდი ბუნებრივად, მაგრამ შარდის ბუშტის გვერდის ავლით - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით გამოიყოფა.

- რას წარმოადგენს შარდის ბუშტის ტური?

- შარდის ბუშტის ტური არის ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც შეიძლება ორგანოს შიგნითა კედლის დათვალიერება, ბიოფსიის ჩატარება და სიმსივნის ამოკვეთა. ეს შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობის პირველადი ქირურგიული ფორმაა, რომლის მიზანიც ორგანოს დაზიანებული კედლის ამოკვეთა გახლავთ.

არაინვაზიური სიმსივნის უმეტეს შემთხვევაში ტური მკურნალობის ერთადერთ მეთოდს წარმოადგენს. ტური შეიძლება ჩაუტარდეს ინვაზიური სიმსივნით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს როგორც ორგანოშემანარჩუნებელი მკურნალობა ქიმიოთერაპიასა და სხივურ თერაპიასთან ერთად. პაციენტთა 50-60%-ს ამ შემთხვევაში შარდის ბუშტი უნარჩუნდება.

- რას გვეტყვით დაავადების მკურნალობის შემდგომ პროგნოზზე, რა შედეგს ელოდეს პაციენტი?

- დროული და ადეკვატური კომპლექსური მკურნალობის შემდგომ პროგნოზი საკმაოდ კეთილსაიმედოა. შარდის ბუშტის სიმსივნეები ძლიერ არიან მიდრეკილნი რეციდივებისკენ, ამიტომ ყველა ნაოპერაციევ პაციენტს სჭირდება სამუდამო და რეგულარული ცისტოსკოპიური კონტროლი რეციდივის დროული გამოვლენისა და მისი დროული ლიკვიდაციის მიზნით.

ოპერაციის შემდგომ, ერთი წლის განმავლობაში, გამოკვლევა აუცილებელია სამ თვეში ერთხელ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში - წელიწადში 2-ჯერ, ხოლო მეხუთე წელიწადს - ერთი.

- რომელი დაავადებებისგან არის საჭირო შარდის ბუშტის სიმსივნის დიფერენცირება?

- უპირველეს ყოვლისა, ტუბერკულოზური ან სიფილისური სიმსივნისმაგვარი გრანულაციებისგან, ტუბერკულოზური ან მარტივი წყლულებისგან, შარდის ბუშტის ენდომეტრიოზისგან, ქრონიკული ჰემორაგიული ცისტიტისგან, შარდის ბუშტის კვანძოვანი პერიარტერიიტისგან.

შარდის ბუშტში ხშირად ინერგება მეტასტაზები საშვილოსნოსა და მისი დანამატების, წინამდებარე ჯირკვლის, სწორი ნაწლავის სიმსივნეების დროს. ციტოსკოპიურად ეს სიმსივნეები თითქმის არ განსხვავდება შარდის ბუშტის სიმსივნისგან, ამიტომ აუცილებელია პაციენტის საგულდაგულო გამოკვლევა და ბიოფსიური კვლევის განსაკუთრებული სიზუსტით ჩატარება.