შესაძლებელია თუ არა სწორი კვებით სიმსივნის პრევენცია
თუმცა, საბედნიეროდ ყველაზე გავრცელებული კიბოს 30 - 50 პროცენტის თავიდან აცილება შეიძლება დიეტისა და ცხოვრების წესის ცვლილებებით. მაგალითად მკერდის კიბო, შეერთებულ შტატებში ფილტვის კიბოს შემდეგ სიკვდილის მეორე წამყვანი მიზეზია. მაგრამ არსებობს მზარდი მტკიცებულება, რომ მკერდის კიბოს შემთხვევები შეიძლება შემცირდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით, მათ შორის მოიცავს სწორი კვებით, რომელიც შედგება ხილის, ბოსტნეულის, მთელი მარცვლეულისა და პარკოსნებისაგან.
ბოჭკოვანი პროდუქტების მიღება ხელს უწყობს მკერდის კიბოს განვითარების პრევენციას. ბოჭკო ხელს უწყობს ნაწლავში არსებული სასარგებლო ბაქტერიების კვებას. ნაწლავის ფლორაში კი წარმოიქმნება ანთების საწინააღმდეგო ნაერთები.
მაგალითად,ხმელთაშუა ზღვის სტილის დიეტის დაცვა ასოცირდება სიმსივნისგან გამოწვეული სიკვდილიანობის უფრო დაბალ რისკთან. ხმელთაშუა ზღვის დიეტის ინდივიდუალური კომპონენტების ანალიზმა აჩვენა, რომ პრევენციული თვისებები, განპირობებულია უფრო მეტი ხილის, ბოსტნეულისა და მთელი მარცვლეულის რაციონში ჩართვით, რაც იმის დამამტკიცებელია,რომ მცენარეული დიეტა ყველაზე სასარგებლოა მკერდის კიბოს როგორც პრევენციისთვის, ისე სიკვდილიანობის შემცირებისათვის.
ამ კვლევის შედეგები ვარაუდობს, რომ კიბოს პრევენციისათვის დიეტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს სიმსივნის განვითარების რიკები.