/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ონკოლოგია

ავთვისებიან სიმსივნეთა პროფილაქტიკა

ავთვისებიან სიმსივნეთა პროფილაქტიკა
სიმსივნურ დაავადებათა პროფილაქტიკა, საზოგადოდ, გულისხმობს იმ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია კიბოს განვითარების ასარიდებლად.

ასეთი ღონისძიებების მთავარი მიზანი კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის კიბოს განვითარების რისკის შემცირებაა.

პრევენცია მედიცინაში, ჩვეულებრივ, ეფუძნება დაავადების გამომწვევი მიზეზების ძიებას და ამ მიზეზებისგან დაცვის გზებს.

სამწუხაროდ, ონკოლოგიაში არ არსებობს კიბოს განვითარების მიზეზების სრული გაგება, თუმცა არის საკმარისი დაკვირვებები ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარების ეგრეთ წოდებული „რისკის ფაქტორების“ შესახებ და ამ რისკის შესამცირებლად რიგი რეკომენდაციების გასაცემად.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სწორედ ავთვისებიან სიმსივნეთა პროფილაქტიკაზე გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი (პრეზიდენტი), საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, „ქ. ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საპატიო პროფესორი, სახელმწიფო პრემიისა და აკად. ივ. ბერიტაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ონკოლოგი – ირაკლი ნადირაძე:

– ბატონო ირაკლი, რას გულისხმობს ავთვისებიან სიმსივნეთა პროფილაქტიკა?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, ვარ 36 წლის. 3 ბუნებრივი მშობიარობა მქონდა და 3ვე შვილი ბუნებრივი კვებით გავზარდე. მეორე წლინახევრის რომ მყავდა, ძუძუში დამეწყო წვის და ტეხვის შეგრძნება, განსაკუთრებით ნერვიულობის დროს. გადავიღე ექო. კანის სისქე - 2მმ. კანქვეშა ცხიმი ზომიერად, ფიბროზული ქსოვილი ზომიერად. ორივე სარძევე ჯირკვაში ჯირკვლოვანი კომპონენტი სჭარბობს ცხიმოვანს. პარენქიმის სტრუქტურა არაერთგვაროვანი, ექოგენობა დაქვეითებული არათანაბრად, სარძევე სადინრები 2 მმ, ლიმფური სადინრები არ ისახება. ოვალური ფორმის სადა მკვეთრკონტურიანიქსოვილოვანი შენების ჰიპოექოგენური კვანძები, მარჯვნივ 11 სთპროექციაზე სუბარეულურად 9-4.5 მმ, 8 საათის პროექციაზრ ანალოგიური შენების კვანძი ზომით 5.5-2 მმ. 5 საათის პროექციაზრ 7-4 მმ, მარცხნივ რეტროარეულურად 6მმ. მარცხნივ 11 საათის პროექციაზე ცისტა 4 მმ.მარცხენა იღლიის არეში ლიმფური კვანძი სტრუქტურაშეუცვლელი 4 მმ.</p>

– როდესაც ვსაუბრობთ კიბოს პროფილაქტიკაზე, ამ სიტყვის პირდაპირი და სრული მნიშვნელობით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ, მიუხედავად თანამედროვე მედიცინის დიდი მიღწევებისა, რაიმე სინთეზური მედიკამენტური საშუალება ან ვაქცინა, რომლითაც ე. წ. „აცრა“ მოგვცემდა 100%-იან პრევენციულ შედეგს, დღეისთვის, სამწუხაროდ, არ არსებობს.

ამ საკითხზე აუცილებელია აღინიშნოს ის გარემოება, რომ, როდესაც განიხილება კიბოს პროფილაქტიკის პრობლემა, პრაქტიკულად ყველა შესაბამის სახელმძღვანელოში, მეთოდურ რეკომენდაციაში, სხვადასხვა სასწავლო წიგნსა თუ სტატიაში, როგორც წესი, ავტორები უშვებენ პრინციპულ შინაარსობრივ შეცდომას, რაც გულისხმობს იმას, რომ ე.წ. პრევენციული ღონისძიებები თუ ქმედებები ირევა ამ ავადმყოფობის ადრეულ დიაგნოსტიკაში.

მაგალითისთვის განვიხილოთ სარძევე ჯირკვლის კიბო და კანის მელანომა. ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ უახლოეს წარსულში ერთ-ერთი ცნობილი ქართველი ონკოლოგის სიტყვები, სადაც ის სარძევე ჯირკვლის კიბოსთან დაკავშირებით გვთავაზობს შემდეგ „პროფილაქტიკურ“ ღონისძიებებს: „პროფილაქტიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს თვითგასინჯვას, ასევე ექიმის მიერ ჩატარებულ კონსულტაციას, რაც, წესით, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს. კარგი იქნება, თუ 40 წლამდე ასაკის ქალები, წელიწადში ერთხელ მაინც, ულტრასონოგრაფიითაც შეიმოწმებენ სარძევე ჯირკვლებს; 40-50 წლის ასაკში კი, ორ წელიწადში ერთხელ, დამატებით რენტგენომამოგრაფიაც უნდა ჩაიტარონ. 50 წლის ზევით ყველა გამოკვლევის სიხშირე ორმაგდება“...

არ არის რთული იმის მიხვედრა, რომ აქ იგულისხმება არა სარძევე ჯირკვლის კიბოს თავიდან აცილება, არამედ მისი ადრეული გამოვლენა, ანუ არა ამ ავადმყოფობის აღმოცენებისა და განვითარებისაგან თავის დაცვა, არამედ ამა თუ იმ მეთოდით უკვე არსებული პათოლოგიის დაფიქსირება. ვფიქრობთ, მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ეს არის პრინციპულად განსხვავებული ორი პოზიცია, რომელიც მოითხოვს სრულიად განსხვავებულ ორგანიზაციულ, სადიაგნოზო და პროფილაქტიკურ-სამკურნალო ქმედებებს.

სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკა – ეს არის, უპირველესად, ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევრობა (მოწევის, ნარკოტიკების, ალკოჰოლის და საკვების ჭარბი რაოდენობით მიღების, მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრების პარტნიორების ხშირი ცვლით უკუგდება და სხვა), სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი პროცესების (პირველ რიგში, მასტოპათიის კვანძოვანი და ლოკალიზებული ფორმების), სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებებისა და ენდოკრინული სისტემის (პირველ რიგში, ფარისებრი ჯირკვლის) პათოლოგიათა დროული და საგულდაგულო მკურნალობა. საზოგადოდ, სარძევე ჯირკვლის კიბოს აღმოცენებისა და განვითარების იმ რისკფაქტორებისთვის შეძლებისდაგვარად თავის არიდება, რომლებზც ზემოქმედების საშუალებაც აქვთ ქალებს (დაბალი შობადობა, პირველი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, მრავალი აბორტი, მშობიარობის და ლაქტაციის არარსებობა, ხანმოკლე ლაქტაცია და სხვა).

– რას გვეტყვით კანის მელანომის პროფილაქტიკაზე?

– კანის მელანომისგან თავის დაცვა ასევე არ გულისხმობს ადრე „წყნარი“ ხალის ე.წ. „გააქტივების“ იმ ნიშნების დროულ გამოვლენას, რომლებიც ხშირად მხოლოდ აფიქსირებენ (მართალია, ადრეულ სტადიაში) უკვე არსებულ მალიგნიზაციას და არ აგვაცილებენ მელანომას. ეს ნიშნებია:

1) შედარებით სწრაფი ზრდა ხალისა, რომელიც წლების განმავლობაში პრაქტიკულად არ იცვლებოდა, ან ნელა იზრდებოდა სხეულის ზრდის პროპორციულად;

2) ხალის გამკვრივება;

3) პიგმენტაციის შეცვლა: საწყისი ფერი მუქდება ან ხდება ხალის ერთ-ერთი უბნის გაუფერულება;

4) ქავილის, წვისა და დაჭიმულობის შეგრძნება ხალის არეში;

5) წანაზარდების აღმოცენება;

6) ნახეთქების გაჩენა;

7) სისხლდენადობა;

8) თმის გაცვენა ხალის ზედაპირიდან.

კანის პიგმენტური წარმონაქმნების, კერძოდ, ხალების გაავთვისებიანების (მელანომაში გადაგვარების) პროფილაქტიკაში, სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევის მსგავსად, პირველხარისხოვანია ე.წ. რისკფაქტორების ორგანიზმზე გავლენისგან თავის არიდება.

მზის რადიაცია, კერძოდ, ულტრაიისფერი სხივები, ითვლება კანის მელანომის განვითარების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფიზიკურ ფაქტორად, რის სასარგებლოდ მოწმობს ის ფაქტი, რომ ავადმყოფობა უფრო ხშირად უვითარდებათ ღია ცის ქვეშ ხანგრძლივად და სისტემატურად მყოფებს. ჭარბხალიანებისთვის განსაკუთრებით წინააღმდეგნაჩვენებია ნამზეური. ეს საკითხი, პირველ რიგში, ძალზე აქტუალურია ზღვის მოყვარულებისთვის, რომელთაც უნდა ახსოვდეთ, რომ უპირატესობა (არჩევანის შემთხვევაში) უნდა მიეცეს ე.წ. „დილის მზეს“ (10-10:30 საათამდე), რადგან საღამოს ულტრაიისფერ სხივებს ემატება ინფრაწითელი; ეს უკანასკნელი კი ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებას აძლიერებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ტრავმის როლი ხალის გაავთვისებიანებაში. პირველხარისხოვან როლს ასრულებს მექანიკური ტრავმა: ტანსაცმლის მუდმივი ხახუნი კანის ზედაპირზე, სადაც არის წამოწეული ხალი, ამ უკანასკნელის გაკაწვრა, მოგლეჯა, სამართებლით დაზიანება და ა. შ. ამ გარემოებით ხაზი ესმება იმ ფაქტს, რომ ხალი, რომელსაც მიყენებული აქვს თუნდაც ერთჯერადი ტრავმა, ან განლაგებულია სხეულის იმ ადგილებზე, სადაც პოტენციურად შეიძლება მოხდეს მისი ტრავმირება, როგორც წესი, უნდა იქნეს მოცილებული.

გარეგანი ფაქტორების გარდა, რომლებსაც მიეკუთვნება მაიონიზებელი გამოსხივება, დამწვრობა, მოყინვა და კანის სხვადასხვა ქრონიკული გაღიზიანებაც, მნიშვნელობა აქვს ეთნიკური ხასიათის გენეტიკურ ფაქტორებსაც (ქერათმიანებსა და ჟღალთმიანებს შორის მელანომა უფრო ხშირად გვხვდება), ე.წ. „დამძიმებულ“ მემკვიდრეობას (მელანომის არსებობის ფაქტორი უახლოეს ნათესავებს შორის) და ენდოკრინულ დამოკიდებულებას, რასაც ადასტურებს ბავშვთა შორის მელანომის აღმოცენების ძალზე იშვიათი ფაქტები. არ არის გამორიცხული ვიტამინების (განსაკუთრებით „ჩ“ ვიტამინის) დეფიციტის გარკვეული როლი მელანომის განვითარებაში. საყურადღებოა აგრეთვე უკვე დამტკიცებული ის ფაქტი, რომ ცხოვრების მანძილზე „შეძენილი“ ხალი გაცილებით უფრო საშიშია გაავთვისებიანების თვალსაზრისით, ვიდრე თანდაყოლილი.

– რა ვითარებაა სხვა სახის სიმსივნეებთან?

– ანალოგიური ვითარებაა სხვა ორგანოების კიბოსთანაც: სიმსივნის საწინააღმდეგო სპეციფიკური მედიკამენტური პროფილაქტიკური საშუალებების არარსებობისას კიბოს პრევენციაა არა ე.წ. „დროული“ გასინჯვა და გამოკვლევა, თუნდაც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, არამედ ჯანმრთელი, მოწესრიგებული ცხოვრების წესი, სიმსივნის აღმოცენების ამა თუ იმ რისკფაქტორის გათვალისწინება და შეძლებისდაგვარად ლიკვიდაცია, ქრონიკული ანთებითი პროცესებისა და კიბოსწინა პათოლოგიების დროული მკურნალობა, რაციონალური კვება, რომელიც გულისხმობს ისეთი საკვები პროდუქტების მოხმარებას, რომლებშიც შედარებით ჭარბადაა თავისუფალი რადიკალების მანეიტრალებელი ანტიოქსიდანტები – სიმსივნის აღმოცენებისა და ზრდის შემაფერხებელი ნივთიერებები.

მაგალითად, ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ვაშლის ანტიბლასტომური თვისებები. ნიუ-იორკის კორნუელის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ქორფა მწვანე ვაშლის 100 გრამი (ქერქით) თავისი სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებით ჩ ვიტამინის 1500 მილიგრამის ეკვივალენტურია. ლაბორატორიული ცდების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვაშლის ქერქის ექსტრაქტი მსხვილი ნაწლავის კიბოს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას 43%-ით აფერხებს, ექსტრაქტი „ვაშლის ხორცისაგან“ კი – 29%-ით. კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა ღვიძლის კიბოს დროს უჯრედებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები: მათი გავრცელება ითრგუნებოდა 57%-ით ვაშლის ქერქის ექსტრაქტის გამოყენებისას და 40%-ით „ვაშლის ხორცის“ ექსტრაქტის შემთხვევაში.

– დღეს ყველამ იცის, რომ გახსნილია ყურძნისა და წითელი ღვინის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების არსი...

– კი ბატონო, სამკურნალო ეფექტს ამათში შემავალი ანტიოქსიდანტი – რეზვერატროლი ახდენს, რომელიც, ამერიკელი მეცნიერების მონაცემებით, იცავს ყურძენს სხვადასხვა სოკოვანი ავადმყოფობისგან და აქვს უნარი „გამოთიშოს“ ცილა პასუხისმგებელი კიბოვანი უჯრედების სხვადასხვა გარე ფაქტორისგან (ქიმიოთერაპიის ჩათვლით) დაცვაზე. ჩრდილოეთ კაროლინის შტატის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო სკოლის თანამშრომლის, მინი ჰოლმს-მაკნერის აზრით, აღმოჩენა კარგ პერსპექტივებს სახავს კიბოს პრევენციისა და მასთან გასამკლავებლად ამ ნივთიერების გამოსაყენებლად. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში ადამიანები დაიწყებენ რეზვერატროლის ტაბლეტების მიღებას საჭმლის დანამატის სახით.

პრინციპში, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი, რომ რეზვერატროლი აფერხებს ნორმალური უჯრედების კიბოს უჯრედებად გარდაქმნას და ავადმყოფობის განვითარებას, ბლოკავს ანთებით პროცესებს და სხვა პათოლოგიურ მდგომარეობებს. მაგრამ საგულისხმო კონკრეტული შედეგები ონკოლოგიაში მხოლოდ დღეისთვისაა მიღებული.

რეზვერატროლს შეიცავს მრავალი საკვები პროდუქტი, კერძოდ, თუთა და ნიგოზი. მისი საკმაოდ მაღალი კონცენტრაცია ყველა ტიპის ღვინოშია, მაგრამ მხოლოდ წითელი ღვინოა ამ ნივთიერების მთავარი წყარო. ამასთან, სპეციალისტები გვაფრთხილებენ გადაჭარბებისგან თავშეკავებაზე – სადილზე 100 გრამი ღვინო საკმარისია.

სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტის მქონე ნივთიერებები აღმოჩენილია აგრეთვე: სტაფილოში – ფალკარინოლი, ნიორში – ალიცინი, კომბოსტოში – იზოტიოციანატები, ახალ პომიდორში – ლიკოპენი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ავთვისებიან სიმსივნეთა პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები