ნუ დააგვიანებ! კიბოს სკრინინგი- ჯანმრთელობის დაზღვევის უფასო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნუ დააგვიანებ! კიბოს სკრინინგი- ჯანმრთელობის დაზღვევის უფასო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა

ბრძოლაში კაცობრიობა მაინც წინ მიდის, კარგა ხანია მიაგნო ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში დროის მოგების შესაძლებლობას, სკრინინგს. სამწუხაროდ სკრინინგიც ყველა კიბოს შემთხვევაში ვერა, მაგრამ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და კოლორექტული, (მსხვილი ნაწლავის) კიბოს შემთხვევაში შესაძლებელია. ადრეულ სტადიაზე დაავადების დაფიქსირების და დროული, ეფექტური მკურნალობის შედეგად კი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდება.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ არაფერი არ გაწუხებთ და სკრინინგი თქვენი საქმე არ არის. როდესაც ორგანიზმი ავისმომასწავებელ სიგნალს გაგრძნობინებთ, შესაძლოა, ძალიან გვიან იყოს. კიბოს წინარე დაავადებების, ან ავთვისებიანი სიმსივნის პირველი-მეორე სტადიის დასაფიქსირებლად სწორედ სკრინინგი გვჭირდება, რომელიც საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში უფასოა. უფასოა ყველა იმ დაავადების გამოკვლევა და მკურნალობაც, რომელიც შესაძლოა ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენის მიზეზი გახდეს. ამიტომაც თუ არ გსურთ, რომ იმ მძიმე სტატისტიკის ნაწილი გახდეთ, რომელიც მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მასშტაბურ რიცხვებში ვლინდება, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და გამოიყენეთ მისი უფასოდ დაზღვევის შესაძლებლობა, რომელსაც ძალიან ბევრ ქვეყანაში ნატრობენ.

გლობალურად, მსოფლიოში, ყოველ ორ წუთში ერთი ქალი საშვილოსნოს კიბოთი კვდება. ყოველწლიურად საშვილოსნოს ყელის კიბოს 570,000 ახალი და სიკვდილიანობის 311,000 შემთხვევა ფიქსირდება. 2030 წლისთვის მოსალოდნელია ყოველწლიური ახალი შემთხვევების 700,000-მდე და გარდაცვალებების 400,000-მდე ზრდა. საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც დაკავშირებულია უდიდეს პერსონალურ სტრესთან, სოციალური აქტივობის წყვეტასთან და ქალების, მათი ოჯახებისა და ასევე, ჯანდაცვის სისტემების ფინანსურ დანახარჯებთან. ავადობისა და სიკვდილიანობის დიდი უმრავლესობა სიღარიბეში მცხოვრებ ქალთა შორის ვლინდება, აღნიშნულის მთავარ მიზეზს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ეფექტური პროგრამების (მათ შორის ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი) შეზღუდული ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ჩვენთან მოსახლეობას ორივე შესაძლებლობა უფასოდ აქვს.

320072785-1225331181666272-6190729273888479415-n-1671552824.png

საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის ძირითადი ეთიოლოგიური ფაქტორი ადამიანის პაპილომა ვირუსია, ქალთათვის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, ის მაინც რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად ქვეყანაში, სადაც შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ სტადიაზე ხდება. ნუ დააგვიანებ!

საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. კარგად ორგანიზებულ სკრინინგის პროგრამებს შეუძლიათ საშვილოსნოს ყელის კიბოს მაჩვენებლების 80%-ით შემცირება ან 90%-ით, თუკი აღნიშნული კომბინირებულად განხორციელდება მოზარდ გოგონებში HPV ვაქცინაციასთან ერთად. არაორგანიზებული სკრინინგი გაუმართლებელია.

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრიორიტეტიზაცია იმითაცაა განპირობებული, რომ ის ზეგავლენას ახდენს რეპროდუქციული ასაკის ქალებზე - შემთხვევების უმეტესობა 35-45 წლის ასაკის პაციენტებში ვლინდება, როდესაც ქალთა უმეტესობა მუშაობს, უვლის ოჯახებს, ან ორივეს ერთად ითავსებს; ამდენად საშვილოსნოს ყელის კიბოს სოციალური ზეგავლენა დიდია - ის ოჯახებს ტოვებს დედების გარეშე და ეკონომიკას აცლის შრომით რესურსს.

2019 წლიდან HPV ვაქცინაცია შეტანილია ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში , 10-12 წლის ასაკის გოგონებისთვის. HPV ვაქცინაცია იძლევა საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გრძელვადიანი დაცვის შესაძლებლობას.

319893568-717354076283226-2889601566382839772-n-1671552852.png

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ეროვნული პროგრამა დაიწყო 2008 წელს თბილისის მუნიციპალიტეტში და 2011 წელს გაფართოვდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კიბოს-წინარე დაავადებების სკრინინგს და მკურნალობას შეუძლია კიბოს განვითარების თავიდან აცილება.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეორვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლელა სტურუა მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კიბოს სკრინინგის საკომუნიკაციო კამპანიების გაძლიერება, მასშტაბური თანხების მობილიზება საიმისოდ, რომ სკრინინგის შესახებ ინფორმაცია ყოვლისმომცველი გახდეს და გამოკვლევებმა სამიზნე მოსახლეობის 60% მოიცვას.

ლელა სტურუა - არსებობს კიბოს სპეციფიკური ინტერვენციები, რომელსაც ჯანმო უკეთებს რეკომენდაციას. ეს არის კაცობრიობის საუკეთესო შენაძენი, ვაქცვინაცია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაცია. ყველა საშუალებით უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ სამიზნე სეგმენტმა ჩაიტაროს ვაქცინაცია. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის კი, განსაკუთრებით 30-49 წლის ქალებში რეკომენდირებულია სკრინინგის ჩატარება და კიბოს წინარე დაავადებების მკურნალობა.