რომელია ყველაზე საშიში, “ამოუცნობი“ ტიპის კიბო

რომლის ძირითადი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ უმრავლეს შემთხვევაში ის ხილული და საგრძნობი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.
სპეციალისტების თქმით, ძირითადი ფაქტორი, რომელიც ადამიანს კიბოს დამარცხებაში ეხმარება, მისი ადრეული და დროული დიაგნოსტიკაა. თუმცა, კუჭუკანა ჯირკვლის კიბო ხშირად "ამოუცნობია“, ხოლო როდესაც მას აღმოაჩენენ, საკმაოდ გვიანია ეფექტური მკურნალობისთვის.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
აღნიშნული დიაგნოზით ხუთი წლით სიცოცხლის შენარჩუნება მხოლოდ დაავადებულთა 10%-ში აღინიშნება, ხოლო სხეულის სხვა ნაწილებზე გავრცელების შემთხვევაში 3%-ზე ნაკლებში. ჩატარებულმა კვლევებმა გამოარკვია, რომ კუჭუკანა ჯირკვლის კიბოს გააჩნია ირგვლივ არსებული არასიმსივნური უჯრედების „დამონების“ უნარი. რის შედეგადაც, აღნიშნული უჯრედები იწყებენ მისი საკვები ნივთიერებებით მომარაგებას. ამიტომ ვრცელდება დაავადება სწრაფად.