/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ონკოლოგია

შარდის ბუშტის კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირებაც არ შეიძლება

შარდის ბუშტის კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირებაც არ შეიძლება
შარდის ბუშტის კიბოს დროს გადაგვარებული უჯრედები იზრდება და მრავლდება ბუშტის კედლის შიგნითა ზედაპირზე,

ასევე დასაბამს აძლევს სიმსივნურ წარმონაქმნს კედლის ქსოვილებში. კიბო უხშირესად უროთელიუმში ანუ ბუშტის შიგნითა გარსში ვითარდება.

დაავადების დროულად გამოვლენა არის წარმატებული მკურნალობის საფუძველი და მძიმე გართულებათა არიდების ერთადერთი საშუალება. არანამკურნალებ შემთხვევაში შარდის ბუშტის კიბო ორგანოს სხვა უბნებსა და მეზობელ ქსოვილებზე ვრცელდება. ამ დაავადების დამახასიათებელ ბევრ სიმპტომს ხშირად არ აქცევენ ყურადღებას, უკავშირებენ სხვა პათოლოგიებს, რაც რამდენადმე ართულებს დიაგნოსტიკას.

აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სიმპტომებზე ყურადღების გამახვილებას, რომლებსაც ადამიანის სხეული სასიგნალოდ აგზავნის და ამა თუ იმ მდგომარეობაზე მიანიშნებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ექსპერტები ასახელებენ შარდის ბუშტის კიბოს 7 სიმპტომს, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც აუცილებელია ექიმთან ვიზიტი!

1) შარდში სისხლის გამოჩენა

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, ვარ 36 წლის. 3 ბუნებრივი მშობიარობა მქონდა და 3ვე შვილი ბუნებრივი კვებით გავზარდე. მეორე წლინახევრის რომ მყავდა, ძუძუში დამეწყო წვის და ტეხვის შეგრძნება, განსაკუთრებით ნერვიულობის დროს. გადავიღე ექო. კანის სისქე - 2მმ. კანქვეშა ცხიმი ზომიერად, ფიბროზული ქსოვილი ზომიერად. ორივე სარძევე ჯირკვაში ჯირკვლოვანი კომპონენტი სჭარბობს ცხიმოვანს. პარენქიმის სტრუქტურა არაერთგვაროვანი, ექოგენობა დაქვეითებული არათანაბრად, სარძევე სადინრები 2 მმ, ლიმფური სადინრები არ ისახება. ოვალური ფორმის სადა მკვეთრკონტურიანიქსოვილოვანი შენების ჰიპოექოგენური კვანძები, მარჯვნივ 11 სთპროექციაზე სუბარეულურად 9-4.5 მმ, 8 საათის პროექციაზრ ანალოგიური შენების კვანძი ზომით 5.5-2 მმ. 5 საათის პროექციაზრ 7-4 მმ, მარცხნივ რეტროარეულურად 6მმ. მარცხნივ 11 საათის პროექციაზე ცისტა 4 მმ.მარცხენა იღლიის არეში ლიმფური კვანძი სტრუქტურაშეუცვლელი 4 მმ.</p>

შარდში სისხლის არსებობა შარდის ბუშტის კიბოს ერთ-ერთი პირველი სიმპტომია. სისხლის რაოდენობა შესაძლოა ვარირებდეს, თუმცა, შარდის ბუშტის კიბოს დროს შარდში სისხლი პერიოდულად მაინც გამოჩნდება. პაციენტს შეუძლია შეამჩნიოს შარდის ფერის ცვლილება. შარდი ხშირად ვარდისფერდება ან ზოგ შემთხვევაში მუქი წითელი ხდება. ზოგჯერ შარდი ერთი შეხედვით ნორმალურად გამოიყურება, თუმცა, შემოწმებისას მასში სისხლი ვლინდება. ეს სიმპტომი შესაძლოა კვირაობით შენარჩუნდეს ან კიდევ ერთხელ გამოვლინდეს და შემდეგ შეწყდეს. თუმცა, ერთი რამ ცალსახაა, თუ მკურნალობა არ ჩატარდება, სისხლი შარდში კვლავ იჩენს თავს.

2) შარდის გამოყოფ ის (შარდვის) თავისებურებათა ცვლილება

შარდვის თავისებურებათა ცვლილება ასევე განიხილება შარდის ბუშტის კიბოს ერთ-ერთ სიმპტომად. მიუხედავად იმისა, რომ შარდის გამოყოფის დარღვევები ხშირად ინფექციებს უკავშირდება, მაინც აუცილებელია ექიმ-სპეციალისტთან ვიზიტი და ვერაგი დაავადების გამორიცხვა.

ექიმ-სპეციალისტს აუცილებლად უნდა მიაკითხოთ:

  • თუ შენიშნავთ შარდვის გახშირებას (მით უფრო, თუ მოშარდვის მოთხოვნილება ვითარდება ცარიელი შარდის ბუშტის შემთხვევაში);
  • მოშარდვის სურვილი ძლიერდება ღამის პერიოდში;
  • შარდის ნაკადი შესუსტებულია;
  • შეიგრძნობთ წვას შარდვის პროცესში.

3) ტკივილი ზურგის ერთ მხარეს

საშარდე გზების ინფექციები, კენჭები და შარდის ბუშტის კიბო, როგორც წესი, იწვევს ზურგის ერთი მხარის ტკივილს წელის არეში. თავდაპირველად ეს სიმპტომი შესაძლოა აირიოს კუნთების ტკივილში, თუმცა, მისი მორეციდივე ხასიათი უკვე საყურადღებოა. ზურგის ერთი მხარის ტკივილს განსაკუთრებულად უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ ის შეუღლებულია შარდის ცვლილებებთან.

4) მადის დაკარგვა

თუ ადამიანი მადას კარგავს, საჭიროა ბევრი ფაქტორის გაანალიზება. მათ შორისაა ონკოლოგიური დაავადებებიც. პაციენტები, რომლებსაც შარდის ბუშტში სიმსივნე უვითარდებათ, მუდმივად სიმძიმის შეგრძნებას განიცდიან. ეს უკანასკნელი ხელს უშლის მათ უწინდებურად დანაყრებაში.

5) წონის კლება

მადის დაკარგვისა და ორგანიზმის ზოგადი განლევის შედეგად პაციენტები წონის საგანგაშო სიჩქარით კლებას იწყებენ. ორგანიზმში ვითარდება საჭირო, მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების დეფიციტი, ხოლო იმის გამო, რომ დამცველობითი მექანიზმები (ძალები) სუსტდება, ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედთა გამრავლებისათვის განსაკუთრებულად ხელსაყრელი პირობები იქმნება.

6) ანთება

ანთება შარდის ბუშტის კიბოს კიდევ ერთი სიმპტომია. სითხის შეკავება და ძლიერი შეშუპებები ერთ-ერთი საგანგაშო სიმპტომია, უფრო სწორად, ანთებითი საპასუხო რეაქციის შედეგი, რეაქციისა, რომელიც ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედთა იერიშის საპასუხოდ ვითარდება. ყველაზე ხშირად ანთებას განიცდის მუცლის ღრუ და ქვემო კიდურები, რადგან შარდის ბუშტი სრულად ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას (ვერ გამოდევნის ჭარბ სითხეს ორგანიზმიდან).

7) დაღლილობის შეგრძნება და ანემია

შარდის ბუშტის კიბოს დროს მადის დაკარგვის კიდევ ერთი შედეგია ძლიერი დაღლილობის შეგრძნება, დაკავშირებული ანემიასთან.

საკვები ნივთიერებების დეფიციტი არღვევს სისხლში წითელი უჯრედების (ერითროციტების) გამომუშავებას, ხოლო ოქსიგენაციის (ჟანგბადით მომარაგების) შემცირების კვალად, მატულობს ფიზიკური და მორალური დაღლილობის შეგრძნება.

დასასრულ კი უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი შესაძლოა გამოწვეული იყოს შარდის ბუშტის კეთილთვისებიანი წარმონაქმნებითა და სხვა დაავადებებითაც. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა სათანადო გამოკვლევების ჩატარება და ზუსტი დიაგნოზის განსაზღვრა, რადგან კიბოს, როგორც ვერაგი დაავადების, დროულად გამოვლენა წარმატებული მკურნალობის საფუძველი და მძიმე გართულებათა არიდების ერთადერთი საშუალებაა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შარდის ბუშტის კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირებაც არ შეიძლება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები