/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნარკოლოგია

ქალი-დედა, ქალი-მეუღლე, ქალი-ნარკომანი

ქალი-დედა, ქალი-მეუღლე, ქალი-ნარკომანი
ნარკომანიის პრობლემა საქართველო¬სთვის დიდი ხანია აღარ არის უცხო. სტატისტიკური მონაცემები იმედის საფუძველს არ გვაძლევს...

.

ვესაუბრებით სასჯელაღსრულების ქალთა და მოზარდთა №5 დაწესებულებაში არსებული თერაპიული განყოფილება "ატლანტისის" და ფერისცვალების მამათა მონასტერში არსებული ნარკოლოგიური ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრ "თაბორის" ფსიქოთერაპევტს, ქალბატონ მანანა სოლოღაშვილს.

  • ქალბატონო მანანა, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ნარკომანიის პრობლემამ მთელი სიმწვავით იჩინა თავი. კერძოდ, როგორია სტატისტიკა?

-ნარკომანია კაცობრიობის უდიდესი უბედურებაა. მას ზიანი მოაქვს არა მარტო ცალკეული ადამიანისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის -იწვევს ახალგაზრდობის ფიზიკურ თუ მორალურ დეგრადაციას, გენოფონდის გადაგვარებას, ფსიქიკურად და ფიზიკურად დეფექტური ბავშვების რაოდენობის ზრდას, ერის ინტელექტუალური და ზნეობრივი პოტენციალის მკვეთრ შემცირებას. ამ უბედურებამ საქართველოში კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე ნარკოტიკების მოხმარებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ოთხმილიონიან საქართველოში დღეს 270 000 ნარკომანია. თუ ამას დავუმატებთ საზღვარგარეთ -რუსეთში, ევროპასა და ამერიკაში -გახიზნულ ათასობით ქართველ ნარკომანს, სურათი თვალნათლივ წარმოგვიდგება.

  • ვიდრე ძირითად საკითხზე გადავიდოდეთ, იქნებ შევახსენოთ ჩვენს მკითხველს, რომელ ნივთიერებებს უწოდებენ ნარკოტიკებს...

-ნარკოტიკს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც სპეციფიკურ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ნარკომანია ნარკოტიკული საშუალებების არასამედიცინო გამოყენებით გამოწვეული დაავადებაა. ეს არის ავადმყოფური ლტოლვა იმ ნივთიერებების მიმართ, რომელთა მუდმივი მიღებით ითრგუნება ცენტრალური ნერვული სისტემა. ლტოლვა ჩვევაში გადაიზრდება და ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა. ნარკოტიკებს იღებენ იმ სასიამოვნო შეგრძნებათა გამო, რომლებიც მათი მიღებისთანავე აღმოცენდება. ეს ეფექტი, ე.წ. კაიფი, ხანმოკლეა. შემდეგ იწყება გამოსვლის ფაზა, რომელსაც თან სდევს:

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

-მიჩვევის შემდეგ თავს იჩენს ძლიერი ტკივილი, უძილობა, გადაღლა, უსაფუძვლო შიშები და შფოთვა, უმადობა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, ნარკოტიკის დაუძლეველი სურვილი. ნარკოტიკი ანგრევს ადამიანის ორგანიზმს აზიანებს ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელ სისტემებს, ღვიძლს, ძვლის ტვინს, სასქესო ორგანოებს. ადამიანს ეკარგება ცხოვრების ინტერესი და მთელი არსებით ნარკოტიკს ეჯაჭვება. პიროვნება დეგრადაციას განიცდის, შესაძლოა, დაემართოს პარანოია და ფსიქოზი. დაბოლოს, ნარკოტიკი ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ნარკომანი კრიმინალურ გარემოცვაში ტრიალებს, მისი სიცოცხლე მუდამ საფრთხეშია. მაღალია აივ-ინფიცირების რისკი. არსებობს ზედოზირების საფრთხეც, რაც ხშირად სიკვდილით სრულდება. თავად განსაჯეთ, ღირს კი ხანმოკლე სიამოვნება ამად?

  • დღეს უპირატესად რომელ ნარკოტიკებს იყენებენ?

-საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უმრავლესობა კონტრაბანდული გზით შემოდის. შავ ბაზარზე უმთავრესად ბრუნავს ჰეროინი, ოპიუმი, მარიხუანა, მეტადონი, სუბუტექსი. მარიხუანა ან, როგორც ჩვენში უწოდებენ, პლანი, დღეს არცთუ ისე მიუწვდომელია. ცდებიან მშობლები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მათი შვილები არასდროს გაეკარებიან ნარკოტიკს. ზოგი ყიდულობს, ზოგს მეგობრები ამარაგებენ, ზოგს საკუთარ ნაკვეთში მთელი პლანტაცია აქვს გაშენებული...

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა. რვა დღის უკან მოვიხმარე მარიხუანა. ჰიბრიდი და. თან დავიძინე მეორე დღეს გავიღვიძე და. დამიტოვა თავბრუს ხვევა და. გაურკვევლობა. დროებითი შემდეგ გამიარა შემდეგ კიდევ ესე ქნა. ცივჰაერზე როცა გავდივარ უარესად მეხვევა თავბრუ და მგონია რომ გაურკვევლობაში ვარ შემდეგ სახში როცა ვარ მივლის. ეს შეგრძნებები აღარ მაქ. რამოდენიმე ხნის მერე ისევ იმეორებს. ნუ რვა დღეა ასევარ და. რასმირჩევთ? მე ვფიქრობ რომ ორგანიზმში დარჩა და. ნელნელა გამოვა</p>

ბოლო ხანს განსაკუთრებით გავრცელდა სუბუტექსი. ეს პრეპარატი საქართველოში რეგისტრირებული არ არის, არალე-გალურად შემო-აქვთ. იღებენ როგორც პერორალურად (შინაგანად), ისე ინექციის გზით. 90-იან წლებში საქართველოში ხელმისაწვდომი ნარკოტიკების რიცხვს დაემატა "კულინარიული მიზნით" უხვად შემოტანილი ყაყაჩოს თესლი, რომელიც იმდენად მდიდარია (თუ ხელოვნურად არის გამდიდრებული) ოპიატებით, რომ მისი ქიმიური დამუშავების შედეგად მიიღება ოპიატების საკმაოდ მაღალი შემცველობის ხსნარი, რომელსაც ვენაში იკეთებენ. ბევრმა არ იცის, რომ ამ ნედლეულის ქიმიური დამუშავებისას გამოიყენება მეტად ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებსაც, გარდა ძლიერი ნარკოგენური ეფექტისა, ორგანიზმზე, განსა-კუთრებით ტვინზე, მეტად საზიანო ეფექტი ახასიათებს.

  • სამწუხაროდ, ჩვენთვის არც ქალთა ნარკომანიის პრობლემაა უცხო. რა განასხ¬ვავებს ნარკოტიკების მომხმარებელ ქალებს ნარკომანი მამაკაცებისგან?

- ქალი უფრო სწრაფად ეჩვევა ნარკოტიკებს და უფრო მეტად უჭირს მათთვის თავის დაღწევა. გარდა ამისა, ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე, მათ გაცილებით მაღალი აქვთ დოზის გადაჭარბების რისკი, ხოლო აბსტინენციას, ე.წ. ლომკას, უფრო ძნელად იტანენ. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ნარკომანი ქალი ოჯახისა და საზოგადოებისგან გარიყული და დისკრიმინირებულია. დამეთანხმებით: ყველა პრობლემა ჩვენში იღებს სათავეს და ჩვენშივე წყდება. თუUადამიანი ფსიქოლოგიურად სუსტია, მას უჭირს, ამაყად თავაწეულმა იაროს. რაც უფრო მეტ ძალისხმევას იჩენ, მით უფრო ტკბილია გამარჯვება. ქალები, რომლებმაც განვლეს ის კოშმარი, რომელსაც ნარკოდამ¬ოკიდებულება ჰქვია, იმსახურებენ არა დატუქსვას ჩადენილის გამო, არამედ ქებას, რადგან შეძლეს, აღიარეს და გამოასწორეს თავიანთი შეცდომები.

  • რამ შეიძლება უბიძგოს ქალს ნარკოტიკების გამოყენებისკენ?

ასევე დაგაინტერესებთ
საკვები, რომელიც ნარკოტიკად არის შექმნილი
მოზარდთა ნარკომანია - ჩვენი თანამედროვე ყოფის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა (ვიდეო)

-სოციალურმა გარემოცვამ, მოდამ, ცხოვრებისეულმა პრობლემებმა... მრავალი გოგონა ნარკოტიკს მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ ჰგონია, ეს ძალიან "მაგარია". და კიდევ: რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ქალების უმრავლესობა ნარკოტიკების მიღებას მამაკაცის გამო იწყებს. -რედაქციაში უამრავი წერილი მოდის, სადაც ქალები გვიყვებიან საკუთარ თავზე, შვილებზე, მეგობრე-ბზე, გვთხოვენ რჩევას ან გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას. აი ერთ-ერთი წერილი, რომლის ავტორმა, 21 წლის ქეთევანმა, საყვარელი ადამიანების დახმარებით შეძლო ამ საშინელი სენის დამარცხება:

"მე და გიოს ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი. 19 წლისები რომ გავხდით, ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. ჯვარიც დავიწერეთ და ხელიც მოვაწერეთ. გიო ყოველ საღამოს უფრო და უფრო გაღიზიანებული ბრუნდებოდა შინ. თავდაპირველად ვერ მივხვდი, რა ემართებოდა. ნახევარი წლის შემდეგ შევიტყვე, რომ ჰეროინზე იჯდა. დიდი სკანდალის შემდეგ მკურნალობაზე დავიყოლიე, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. ყოველდღე მპირდებოდა, რომ უკანასკნელად გაიკეთა. დღე დღეს მისდევდა, მაგრამ არაფერი იცვლე-ბოდა... ერთხელ წამლის დოზა ვუპოვე. ისეთ დღეში ვიყავი, მინდოდა, რაიმე საშინელება გამეკეთებინა, -იქნებ ამას მაინც გამოეფხიზლებინა და მე... წამალი გავიკეთე. შემდეგ -მეორედ, მესამედ და ვერც კი გავიგე, ისე აღმოვჩნდი ამ ჯოჯოხეთში. ასე დაიწყო ჩვენი დაცემა... სახლიდან ყველაფერი გავყიდეთ. ამას მოჰყვა ვალები, ქურდობა... ამ ყველაფერმა ციხის კარამდე მიგვიყვანა... "ატლანტისში" სარეაბილიტაციო კურსი გავიარე. მე რამდენიმე თვეში გამათავისუფლეს, გიო კი ერთი წლის მერე. გამოსვლის შემდეგ ერთმანეთს პირობა მივეცით, აღარასოდეს გავკარებოდით ნარკოტიკს. პირობა რამდე-ნიმე დღეში დაირღვა. წამალს ჯერ მან გაუსინჯა გემო, მერე მეც შემომატყუა და ყველაფერი თავიდან დაიწყო... ვეღარავის ვეჩვენებოდი, მეგობრები ჩამომცილდნენ. ჩვენს გვერდით მხოლოდ ჩვენსავით გაუბედურებული ნარკომანები და ლოთები დარჩნენ.

ერთ დღეს გიო შინიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა. რამდენიმე დღის შემდეგ რაიონიდან ჩამოსულმა მშობლებმა ცარიელ სახლში უგონოდ მყოფი მიპოვეს. მაშინ შეიტყვეს, რა უბედურება ტრიალებდა ჩემს თავს. სამკურნალოდ გამაგზავნეს, შემდეგ კი ისევ სარეაბილიტაციო ცენტრში დავბრუნდი, სადაც დიდი ძალისხმევით და ნებისყოფით გამოვჯანმრთელდი. მშობლები გვერდიდან არ მომცილებიან. სწავლა გავაგრძელე. ჩემს კურსელს მოვეწონე. არც მე დავრჩენილვარ გულგრილი. შეუღლება გადავწყვიტეთ, უკვე ბავშვსაც ველოდებით. მან ჩემს წარსულზე არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ გათხოვილი ვიყავი. მეშინია, რამე არ გაიგოს. არადა, ისეთი ბედნიერი ვარ... არ მინდა, ცხოვრება კვლავ დამენგრეს. გთხოვთ, მირჩიეთ რამე!

მინდა, თქვენი საშუალებით ყველას ვთხოვო: ნუ დაინგრევთ ცხოვრებას და ნურც საყვარელ ადამიანებს გაწირავთ ამ ჯოჯოხეთისთვის. ვისაც ჯერ არ გაგისინჯავთ, ნუ გაეკარებით, ხოლო ვინც უკვე გამოსცადა ეს საშინელება, ძალ-ღონე მოიკრიბეთ და ფარ-ხმალი არ დაყაროთ".

ასეთია ერთი ახალგაზრდა ქალის ისტორია. სამწუხაროდ, ის გამონაკლისი არ არის... ქალბატონო მანანა, რით ვუშველოთ ნარკომან ქალებს?

-ქალს უნდა გაუჩნდეს ცხოვრების მიზანი, რომელიც აიძულებს, დაძლიოს ეს დამღუპველი ჩვევა. გააჩინოს შვილი ან იპოვოს მამაკაცი, რომელსაც წრფელი გრძნობით ეყვარება. აქვე გეტყვით, რომ ნარკომანებს ხშირად ახლობლების უნდობლობა ღუპავთ.

  • კრიზისული სიტუაცია ბევრს აიძულებს, ნარკოტიკებს დაუბრუნდეს. როგორ დავეხმაროთ მათ? საერთოდ, რო¬გორ უნდა იცხოვრონ ასეთმა ადამიანებმა მას შემდეგ, რაც მკურნალობას დაასრულებენ?

-ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა. მისგან განკურნება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებლია ხანგრძლივი რემისიის მიღწევა. ამისთვის უფრო მეტი რამ არის საჭირო, ვიდრე მხოლოდ ნარკოტიკებზე უარის თქმაა -კერძოდ, საკუთარი თავის შეცვლა, პიროვნების სრულყოფა. ამ მიზნით წარმატებით ვიყენებთ 12 ნაბიჯის მეთოდიკას. წამალდამოკიდებულთა თვითდახმარების ამ ფორმას ანონიმური თვითდახმარების მოძრაობასაც უწოდებენ. 12 ნაბიჯი მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და ნარკოდამოკიდებულების მქონე პირთა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას ემსახურება. ის სხვა არაფერია, თუ არა სულიერების ამაღლებაზე ორიენტირებული 12 პოსტულატი ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთისკენ გადადგმული 12 ნაბიჯი.

რეაბილიტაციის პროცესში ჩართულნი არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები: ექიმი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, მოძღვარი, კონსულტანტი. 12 ნაბიჯის მეთოდიკის ქართული მოდელი ნარკოდამოკიდებულების მქონე პაციენტებს სთავაზობს, ქრონიკული დამოკიდებულება ეკლესიური ცხოვრებითა და თვითდახმარების ჯგუფით ჩაანაცვლონ. ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში 12 ნაბიჯის პროგრამის საშუალებით ბევრი უბრუნდება ცხოვრების ჯანსაღ წესს. პროგრამა ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციას და ამცირებს დანაშაულთა რეციდივს. საქართველოში 12 ნაბიჯის მეთოდი არასამ-თავრობო ორგანიზაციების "პეონისა" და "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" მიერ პოლონელი ექსპერტების დახმა-რებითა და უშუალო მონაწილეობით დაინერგა.

  • ვიცი, რომ ამ პროგრამით სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც ეხმარებით ნარკოტიკებზე დამოკიდებულებს...

-ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "პეონთან" ერთად, იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით, ეუთოსა და პოლონეთის სტეფან ბატორის ფონდის ფინანსური დახმარებით, თბილისის №5 ქალთა და მოზარდთა საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში დამოკიდებულების მქონე პატიმრებისთვის დააარსა ამიერკავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო სამკურნალო ცენტრი "ატლანტისი", ხოლო ფერ¬ისცვალების მამათა მონასტერში, საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით -ნარკოლოგიური ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "თაბორი". ახლახან კი ქუთაისის #2 და რუსთავის მკაცრი რეჟიმის №6 დაწესებულებებში გაიხსნა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პატიმართა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის განყოფილებები. ციხეებში არსებულ ცენტრებში პროგრამაში ჩართული არიან სასულიერო პირები, რომლებიც კვირაში ერთი დღე უძღვებიან მოძღვრის საათს.

  • როგორი შედეგები გაქვთ?

-2005 წლის ოქტომბრიდან დღემდე თაბორის ცენტრს 1373 პაციენტმა (მათ შორის -85-მა ქალმა) მიმართა. ამჟამად სიფხიზლეს ინარჩუნებს 42 მათგანი, რაც მოსულთა 4 და პროგრამაში ჩართულთა 40 პროცენტს შეადგენს. სარეაბილიტაციო პროგრამის სრული კურსი გაიარა 92-მა მამაკაცმა და 31-მა ქალმა. აქედან 5 მონასტერში დარჩა, 2 უკვე მოძღვარია. გამო-ჯანმრთელებულთაგან ხუთმა უკვე გაიარა ტრეინინგი ევროპაში, აყვანილია კონსულტანტად და აქტიურად არის ჩართუ-ლი თვითდახმარების ჯგუფში. პროგრამა ნარკომანთა ოჯახის წევრებთან მუშაობასაც ითვალისწინებს. მათ უტარდებათ ინდი-ვიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპია. ჩვენი გამოცდილებით, სიფხიზლეს ხანგრძლივად ის ადამიანები ინარჩუ-ნებენ, რომელთა ოჯახის წევრებიც აქტიურად არიან ჩართულნი თვითდახმარების პროგრამაში. მიგვაჩნია, რომ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა მხარში ამოვუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი იმედი აქვს. ჩვენი სურვილია, ხელისუფლება უფრო მეტად დაინტერესდეს ამ პროგრამით და მხარი დაგვიჭიროს, რათა მუშაობა გახდეს უფრო მასშტაბური, მოვიცვათ რეგიონებიც და ყველას დახმარება შევძლოთ.

  • დიდი მადლობა ესოდენ საინტერესო საუბრისათვის.

კომენტარები (1)
maia
ვინმეს შეუძლია მაგათი სარეაბილიტაციო ცენტრის ტელ ნომერი მომწეროს?
თარიღი : 17-06-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ქალების 7 ასაკი
ქალების 7 ასაკი
ქალების ცხოვრება რამდენიმე ფაქტორისგან შედგება: სწავლა და სამსახური, ოჯახის შექმნა, ბავშვის გაჩენა, გართობა და ჰობი.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ქალი-დედა, ქალი-მეუღლე, ქალი-ნარკომანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები