მარიხუანა და ფსიქოფიზიოლოგიური პრობლემები ადამიანში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარიხუანა და ფსიქოფიზიოლოგიური პრობლემები ადამიანში

კაცობრიობა მას უძველესი დროიდან იყენებდა, თუმცა ყველაზე ხშირად მუსლიმურ ქვეყნებში მოიხმარდნენ, სადაც აკრძალული იყო ალკოჰოლით თრობა.

მარიხუანა (სხვანაირად – კანაბისი) კანაბინოიდების ჯგუფის ნარკოტიკია, რომელიც მცენარე კანაფის ფოთლების, ღეროების, ყვავილებისა და თესლისგან მიიღება. ეს მცენარე ასზე მეტ ფსიქოტროპულ ნივთიერებას შეიცავს, რომელთაგან ყველაზე მაღალი ფსიქოაქტიურობით D9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი (თHჩ) გამოირჩევა.

უმთავრესი მიზეზი, რატომაც მას ადამიანთა უმრავლესობა მოიხმარს, არის მისი მოხმარების შემდეგ „გასული“ მდგომარეობა. თHჩ ასტიმულირებს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც სიამოვნების გრძნობაზეა პასუხისმგებელი. ამ დროს თავისუფლდება დოპამინი და სწორედ ის ქმნის ეიფორიისა და რელაქსირებულ შეგრძნებებს. თHჩ-ს დონე პიკს დაახლოებით ნახევარ საათში აღწევს და ეფექტი გრძელდება 1-3 საათი.

10-დან 1 ადამიანში იწვევს დამოკიდებულებას. რაც უფრო ადრე იწყებს ადამიანი მოხმარებას, მით უფრო მაღალია რისკი დამოკიდებულების გაჩენისა (ყოველი 6-დან 1 ადამიანში იწვევს დამოკიდებულებას, თუ მოწევა დაიწყეს თინეიჯერობის ასაკში).

ხანმოკლე ფსიქოლოგიური ეფექტები

ყველაზე ხშირია კოორდინაციის პრობლემები, უჭირთ სივრცესა და დროში ორიენტირებაც. მარიხუანა აქვეითებს მოძრავი ობიექტებისთვის თვალის მიდევნების უნარს და იწვევს „კვალის დატოვების“ ფენომენს, რაც მოძრავი ობიექტის ნარჩენი ხატების „დანახვას“ გულისხმობს. აღნიშნული ეფექტები ართულებს ამოცანების შესრულებას, რომლებიც სიღრმის აღქმას და თვალისა და ხელის კარგ კოორდინაციას მოითხოვს. მასვე შეიძლება დავუკავშიროთ შენელებული მოქმედებები, რეაქციის დრო და სუსტი კონცენტრაცია. ასევე შეიძლება გამოვლინდეს მეხსიერების ხანმოკლე დროით დაქვეითება. ხშირია „დეჟა-ვიუ“ განცდაც – თითქოს რაც ახლა ხდება, ადრეც მომხდარა.

დიდი დოზის მიღების შემთხვევაში ვლინდება უფრო მძიმე ეფექტები, როგორებიცაა პანიკა, ჰალუცინაციები (როცა ადამიანი რეალობას წარმოდგენისგან ვერ არჩევს, იქცევა უცნაურად და ესმის, ხედავს ან სუნს გრძნობს ისეთი რაღაცეების, რაც რეალურად არ არის იქ), ასევე ხშირია დეპერსონალიზაციისა და დერეალიზაციის განცდები. შეიძლება გამოვლინდეს პარანოიაც – შფოთავენ, რომ ვიღაც უყურებს ან მისდევს.

ფსიქიკური აშლილობები

მეცნიერები ჯერ კიდევ მსჯელობენ, იწვევს მარიხუანა ფსიქოზს ან სერიოზულ ფსიქიკურ დაავადებას თუ უბრალოდ ზრდის პარანოიის, მწვავე შფოთვისა და დეპრესიის დონეს, რადგან რთულია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მარიხუანას გავლენა და სხვა ფაქტორები, განსაკუთრებით კი მოხმარებამდე არსებული ფსიქიკური პრობლემები. თუმცა ყველაზე ხშირად აღიწერება შემთხვევა, როცა კანაბისის მოხმარების აშლილობა (CUD) და დიდი დეპრესიული აშლილობა კომორბიდულად ვლინდება. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ გავლენის მიმართულება იწყება CUD-დან და მიდის დიდ დეპრესიულ აშლილობამდე. ამის ასახსნელად კი გვთავაზობენ ჰიპოთეზას, რომ CUD რისკფაქტორები შეიძლება იწვევდნენ დიდი დეპრესიული აშლილობის სიმპტომებს, ოღონდ მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ინდივიდებში.

კითხვაზე, იწვევს თუ არა მარიხუანა დემენციას, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა არსებობს კვლევები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ მისმა ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ტვინში სისხლის მიმოქცევა, რაც გამოიწვევს ჰიპოკამპუსის (პასუხს აგებს ხანგრძლივ მეხსიერებაზე) ფუნქციის დარღვევებს, ეს კი ქმნის ალცჰაიმერის (დემენციის ერთ-ერთი ფორმა) განვითარების მაღალ რისკს. თუმცა ამას შეიძლება დაემატოს სხვა ცხოვრებისეული ფაქტორები .

რაც შეეხება შიზოფრენიასა და მარიხუანას შორის ურთიერთობას, მათ შორის არსებობს კორელაციური, თუმცა – არა კაუზალური კავშირი, არ არის დადგენილი, რომელი რომელზე ახდენს გავლენას. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, შიზოფრენიის განვითარების რისკი იზრდება მისი მოხმარების სიხშირისა და ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად. მარიხუანას რეგულარულ მომხმარებლებს ორჯერ უფრო დიდი აქვთ შიზოფრენიის განვითარების რისკი, ვიდრე არამომხმარებლებს. ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრების რაღაც ეტაპზე გამოუყენებიათ მარიხუანა, განვითარების 40%-ით მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც არასდროს მოუხმარია. ასევე არსებობს კვლევა, რომელიც ირწმუნება, რომ მარიხუანას, სულ მცირე, 50-ჯერ მოწევა 18 წლამდე შიზოფრენიის განვითარების რისკს 7-ჯერ ზრდის. თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებლად გასათვალისწინებელია სხვა გარეშე ფაქტორებიც, რომლებსაც გავლენაში დიდი როლი შეაქვთ (მაგ.: ოჯახური ისტორია, გენეტიკური მიდრეკილება).

მარიხუანა არღვევს კუჭის მჟავიანობას, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, პირის სიმშრალეს, უკონტროლო სიცილს, გულმავიწყობას...

აგრეთვე: მოქმედების შენელებას, მოდუნებულობას, ჰალუცინაციებს, გამოშტერებას, მისწრაფების დეფიციტს, ხასიათის, ქმედებებისა და ა.შ. ძლიერ გარდაქმნებს.

მარიხუანას მომხმარებლები ხშირად ატარებენ თვალის წვეთებს, საღეჭ რეზინს, სუნამოს ან ოდეკოლონს, ცდილობენ, დაფარონ ესა თუ ის ეფექტები და სპეციფიკური სუნი.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის ზოგადი სიმტომები და უარყოფითი ეფექტები, რომლებსაც იწვევს მარიხუანის რეგულარული მოხმარება:

ფიზიოლოგიური ეფექტები, რომლებსაც იწვევს მარიხუანას მოხმარება:

  • მარიხუანა იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის შესივებას, თვალის ანთებას;
  • მარიხუანა იწვევს პულსის გახშირებას, გულისცემის გაძლიერებას;
  • მარიხუანა იწვევს არტერიული წნევის მომატებას ან დაცემას;
  • მარიხუანა არღვევს მოძრაობის ფუნქციებს;
  • მარიხუანა იწვევს მოთენთილობას;
  • მარიხუანა იწვევს ძილიანობას;
  • მარიხუანა იწვევს ორგანიზმის ტემპერატურის ცვალებადობას;
  • მარიხუანა იწვევს თავის ტკივილს;
  • მარიხუანა იწვევს თავბრუსხვევას;
  • მარიხუანა იწვევს გულისრევის პროვოცირებას;
  • მარიხუანა იწვევს შიმშილის შეგრძნებას.

ეფექტები, რომელთაც მარიხუანა იწვევს ადამიანის ქცევაში:

  • ნ მარიხუანა ხელს უწყობს რელაქსაციის პროცესს;
  • ნ მარიხუანა ანელებს ფსიქომოტორულ (მოძრაობით) აქტიურობას;
  • ნ მარიხუანა აუარესებს ყურადღების კონცენტრაციას, ხელს უშლის სიტუაციის ადეკვატურად შეფასების უნარს;
  • ნ მარიხუანა ამცირებს ავტომობილის მართვის და ყველა იმ საქმიანობის უნარს, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას;
  • ნ მარიხუანა იწვევს საუბრის აჩქარებას და შეუკავებელ ყბედობას.

ემოციური ეფექტები, რომელთაც იწვევს მარიხუანა:

  • მარიხუანა იწვევს ეიფორიას, კეთილდღეობის შეგრძნებას;
  • მარიხუანა იწვევს უზრუნველ მდგომარეობას, რომელიც მონაცვლეობს მოუსვენრობასა და შინაგანი შფოთის მდგომარეობასთან.

ნერვო-ფსიქოლოგიური ეფექტები, რომელთაც იწვევს მარიხუანა:

  • მარიხუანა იწვევს მოკლევადიანი მეხსიერების, გაგებისა და რაიმე ამოცანის შესრულების უნარის გაუარესებას;
  • მარიხუანა იწვევს დროისა და სივრცის შეგრძნების დაკარგვას;
  • მარიხუანა იწვევს აპათიას;
  • მარიხუანა ამძაფრებს მხედველობით, სმენის და ყნოსვის შეგრძნებებს;
  • მარიხუანა იწვევს მოტივაციის ნაკლებობას;
  • მარიხუანა ამცირებს ტკივილის შეგრძნების ბარიერს;
  • მარიხუანა იწვევს სექსუალური ემოციების ცვლილებებს;
  • მარიხუანა იწვევს ჰალუცინაციებს;
  • მარიხუანა იწვევს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, აღქმის უნარის დაკარგვას;
  • მარიხუანა იწვევს ფსიქოზს (განსაკუთრებულად დიდი დოზა).

მარიხუანას ზემოქმედება ტვინზე

მარიხუანა მოქმედებს აზროვნებაზე, გაგების უნარზე, აბსტრაქტულ აზროვნებაზე, სწავლის შესაძლებლობაზე.

მარიხუანას, დოზისა და მისი მომხმარებლის ათვისების უნარის გათვალისწინებით, შეუძლია გამოიწვიოს პანიკა, მოუსვენრობა და ტოქსიკური ფსიქოზი.

მის ხანგრძლივ მოხმარებას შეუძლია სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების გამოწვევა.

მარიხუანას ზემოქმედება ფილტვებზე

მარიხუანას მოხმარება იწვევს თამბაქოს მწეველთათვის დამახასიათებელ მთელ რიგ მავნე ეფექტებს: ბრონქიტს, ფარინგიტს, სინუსიტს. ის ხელს უწყობს ზედა სასუნთქი გზებისა და არხების დაავადებებს.

მარიხუანას ზემოქმედება გულზე

მარიხუანა იწვევს გაძლიერებულ გულისცემას, პულსის გახშირებას და სისხლის წნევის მომატებას.

განსაკუთრებით მავნებელია ადამიანებისთვის, რომლებსაც სნეული გული აქვთ.

მარიხუანას ზემოქმედება რეპროდუცირების სისტემაზე (მამაკაცთა შორის)

ზუსტი კვლევები ამ ფაქტის შესახებ არ არსებობს, თუმცა დადგენილია შემდეგი:

მარიხუანა ამცირებს სისხლში ტესტოსტერონის დონეს, რომელიც მამაკაცის მთავარი ჰორმონია.

მისი დაჟინებული და ძალიან ხანგრძლივი მოხმარება ჰორმონულ ფონს ცვლის იმდენად, რომ შეიძლება მოზარდთა სქესობრივი ფუნქციების დარღვევაც კი გამოიწვიოს.

ძალიან მძიმე შემთხვევებში შეინიშნება სპე­რმატოზოიდების როდენობის შემცირება და შე­ზღუდვა. ასევე სპერმაში ანომალიური უჯრედების მომატება.

მარიხუანას ზემოქმედება რეპროდუქციულ სისტემაზე (ქალებს შორის)

მარიხუანა ცვლის ტვინის მოქმედებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოვულაციის დარღვევა და განაყოფიერების შესაძლებლობის შემცირება.

მარიხუანამ შესაძლოა ტოქსიკური ზემოქმედება მოახდინოს ფეხმძიმობის დროს ნაყოფის განვითარებასა და ფეხმძიმობის მიმდინარეობაზე.

ამ ფაქტორმა შესაძლოა ეგრეთ წოდებული „მარიხუანას ფეტალური შედეგი“ გამოიწვიოს, რაც გამოიხატება ახალდაბადებულ ჩვილთა წონის კლებასა და მათი განვითარების გადახრებში.

ამის მიზეზია ის, რომ მარიხუანა ძუძუთი კვების დროს დედის რძიდან გადადის ახალშობილის ორგანიზმში.

მარიხუანას მოქმედება მოძრაობის ფუნქციებზე

მარიხუანას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს გონებრივ და ფიზიკურ რეაქციებზე. ის არღვევს კოორდინაციას და ზრდის რეაქციის ხანგრძლივობას.

ამ დროს ირღვევა ადამიანის საპასუხო რეაქცია სინათლისა და ხმოვან სიგნალებზე, უარესდება თანმიმდევრული მოქმედებების და აღქმის უნარი.

ზოგ შემთხვევაში ჩნდება მოძრაობის, სიარულის, საუბრის ძლიერი მოთხოვნილების სურვილი. სიმშვიდისას დამახასიათებელია არაბუნებრივი პოზები.

მარიხუანა და მისი ზემოქმედების სხვა შედეგები

ქრონიკული დაღლილობა, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება.

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოჰყვეს მარიხუანას მოხმარებას, არის ის, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს სხვა უფრო ძლიერი ნარკოტიკული საშუალებების მოთხოვნილება.