/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ტყუპების გამოკვლევამ ლეიკოზის მიზეზს ფარდა ახადა

ტყუპების გამოკვლევამ ლეიკოზის მიზეზს ფარდა ახადა
ოქსფორდელმა მეცნიერებმა ბავშვთა ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადების - მწვავე ლიმფობლასტომური ლეიკოზის განვითარებაზე პასუხისმგებელი უჯრედები აღმოაჩინეს.

აღმოჩენა 4 წლის ასაკის ტყუპი წყვილის გამოკვლევისას მოხდა. ერთ-ერთი ტყუპისცალი, იზაბელ მერფი, ჯანმრთელია, მის დას ოლივიას კი 2 წლის ასაკში ლეიკოზი (სისხლმბადი ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნე) აღმოაჩნდა.

ოლივიას გამოკვლევისას აღმოჩენილ იქნა ქრომოსომული ანომალია - ორი გენის შერწყმა. პროფესორმა ტარიკ ენვერმა და მისმა კოლეგებმა გამოყვეს უჯრედების ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან შერწყმულ გენებს შეიცავდა და ისინი მცირე რაოდენობით გადაუნერგეს იმუნოდეფიციტით დაავადებულ თაგვებს. მღრღნელებს ადამიანის ლეიკოზის მსგავსი დაავადება განუვითარდათ.

  • მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მათ მიერ აღმოჩენილი უჯრედები ლეიკოზის ღეროვან უჯრედებს წარმოადგენს.

მეცნიერებმა მიზნად დაისახეს ლეიკოზის ღეროვანი უჯრედების წარმომავლობის შესწავლა და ოლივიას ჯანმრთელი და იზაბელი გამოიკვლიეს. ანომალიური გენის მქონე უჯრედები მცირე რაოდენობით მის ძვლის ტვინშიც იქნა გამოვლენილი. ისინი ოლივიას ორგანიზმში ნაპოვნი ლეიკოზის ღეროვანი უჯრედების წინამორბედი უმწიფარი უჯრედები აღმოჩნდნენ. ენვერმა მათ პრელეიკემიური ღეროვანი უჯრედები უწოდა.

  • მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს უჯრედები იზაბელის ორგანიზმში მისი ტყუპისცალი დის ორგანიზმიდან დიდი სანაყოფე გარსის გავლით მუცლადყოფნის პერიოდში მოხვდა.

კვლევის ხელმძღვანელის თქმით, პრელეიკემიური ღეროვანი უჯრედების არსებობა არ ნიშნავს, რომ იზაბელი აუცილებლად დაავადდება ლეიკოზით. ისინი ოდნავ (დაახლოებით 10%-ით) თუ ზრდის ამ ავადმყოფობის განვითარების ალბათობას.

მეცნიერმა აღნიშნა, რომ ლეიკოზი ვითარდება სერიული მუტაციის (მაგალითად, ინფექციის შემდგომ) შედეგად, რაც, სავარაუდოდ, მოხდა კიდეც ოლივიას შემთხვევაში. ტარიკ ენვერის ვარაუდით, ლეიკოზის ღეროვანი უჯრედებისა და მათი წინაპარი უჯრედების არსებობით შეიძლება აიხსნას ლეიკოზის რემისიის შემდეგ ამ დაავადების ადრეული და გვიანი რეციდივების აღმოცენება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ პაციენტის ორგანიზმში ლეიკოზის რამდენიმე ღეროვანი უჯრედი მაინც თუ დარჩა, გარკვეული ხნის შემდეგ ისინი გამრავლდებიან და დაავადების რეციდივი განვითარდება. თუ მკურნალობის შემდეგ შენარჩუნდა რამდენიმე პრელე-იკემიური ღეროვანი უჯრედი, ლეიკოზის პროვოცირება, შესაძლოა, მხოლოდ დამატებითი მუტაციის შემთხვევაში მოხდეს, რასაც გაცილებით მეტი ხანი სჭირდება.

მკვლევართა აზრით, გამორიცხული არ არის, ამ აღმოჩენამ მეცნიერები ლეიკოზის მკურნალობის ახალ, უფრო სპეციფიკურ და დამზოგველ მეთოდამდე მიიყვანოს. გარდა ამისა, პაციენტის ორგანიზმში ლეიკოზისა და მათი წინაპარი ღეროვანი უჯრედებისთვის თვალყურის დევნებით სპეციალისტები ქიმიოთერაპიის ეფექტის კონტროლს შეძლებენ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ტყუპების გამოკვლევამ ლეიკოზის მიზეზს ფარდა ახადა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები