კონფერენციაზე მოწვეული იყო და "არტერიოვენური მალფორმაციების ენდოვასკულური მკურნალობაზე" მოხსენება წაიკითხა "აჯიბადემის" კლინიკის ინტერვენციურმა ნეირორადიოლოგმა, პროფესორმა ოლჯაი ჩიზმელიმ.
აღსანიშნავია, რომ "აჯიბადემის ჯანდაცვის ჯგუფი", 1991 წლიდან თურქეთის ერთერთი ყველაზე სწრაფად განვითარებული, წამყვანი ინსტიტუციაა კერძო ჯანდაცვის სფეროში.
ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მრავალი პაციენტის არჩევნია თურქეთში, "აჯიბადემში" მკურნალობა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს ხარისხიან მომსახურებას.
თურქეთში "აჯიბადემი" ამჟამად, ლიდერია "ჯანმრთელობის მომსახურების ექსპორტის" კატეგორიაში.

კონფერენციაზე, მედიცინის დოქტორმა მირზა ხინიკიძემ, "მწვავე პერიოდში ანევრიზმის ენდოვასკულური მკურნალობის" შესახებ ისაუბრა, ხოლო მედიცინის დოქტორმა ლადო წიქარიშვილმა კი "მწვავე პერიოდში ანევრიზმის კლიპირების" შესახებ წაიკითხა მოხსენება.
ნინო ლობჟანიძე - კონფერენციის ორგანიზატორი, ექიმი-ნევროლოგი, საქართველოში "აჯიბადემის" წარმომადგენლობის ხელმძღვანელი:
დღევანდელი, ქართულ-თურქული, ერთობლივი კონფერენცია მიეძღვნება თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიის თანამედროვე მკურნალობის აქტუალურ საკითხებს. ვცდილობთ დავაკავშიროთ ჩვენი ექიმები თავიანთ უცხოელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად განიხილონ მათთვის საინტერესო და აქტუალური საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს განათლებასა და დახელოვნებას. ჩვენი მიზანია, რომ ეს ურთიერთობები გახდეს ჯანსაღი, კოლეგიალური, რათა პაციენტის ერთობლივად დახმარების შესაძლებლობა გაჩნდეს.
დღევანდელ კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად ჩამოსულია ცნობილი ენდოვასკულური ქირურგი, პროფესორი ოლჯაი ჩიზმელი, რომელიც თურქეთში ენდოვასკულური თერაპიის განვითარების ერთერთი პიონერია. მან პირველმა გააკეთა სტენტირება თურქეთში, ნოვატორი ბრძნადება თავის სფეროში და ბევრი მოსწავლეც ჰყავს.
კონფერენციაზე მოწვეულები არიან ქართველი ნეიროქირურგები, ნევროლოგები, ვისთვისაც აღნიშნული საკითხი აქტუალური და მნიშვნელოვანია.
ამ მეთოდით საქართველოშიდაც წარმატებულად მკურნალობენ პაციენტებს. ერთერთი გამომსვლელი, ბატონი მირზა ხინთიბიძე, ენდოვასკულური დარგის წამყვანი სპეციალისტია. ასევე კონფერენციაზე წარსდგება ცნობილი ნეიროქირურგი ლადო წიქარიშვილი, რომელიც ღია წესით ანევრიზმების კლიპირებაზე ისაუბრებს. ჩვენი სტუმრისთვისაც საინტერესო იქნება, მკურნალობის ამ ორივე მიმართულებაში, ჩვენი ნეიროქირურგების გამოცდილება და წარმატება.
სამომავლოდ რა გეგემები გაქვთ?
გვინდა საქართველოში მოვიწვიოთ ბავშვთა ცნობილი ნეიროქირურგი მემედ ოზეკი და ბავშვთა ნეიროქირურგიის აქტუალური საკითხები განვიხილოთ ქართველ ექიმებთან ერთად.
ოლჯაი ჩიზმელი - ინტერვენციური ნეირორადიოლოგი:
საქართველოში პირველად ვარ, ძალიან მომწონს აქაურობა და სიამოვნებით ჩამოვალ სხვა დროსაც.
თქვენთან ბევრი პაციენტი ხვდება საქართველოდან, აქამდე თუ გქონიათ ქართველ კოლეგებთან კონტაქტი?
თქვენ გყავთ წარმატებული ინტერვენციონალისტები. რაც შეეხება საქართველოდან ჩამოსულ პაციენტებს, ეს კლინიკურად რთული შემთხვევები იყო და უმეტეს შემთხვევაში
მათი მკურნალობა წარმატებული იყო. მე შევხვდი თბილისში მათ, ისინი თავს კარგად გრძნობენ, რითაც ჩვენც კმაყოფილები და ბედნიერები ვართ.
მე ვიცნობ საქართველოს მედიცინას და მიმაჩნია, რომ საქართველოში ცოდნის საკმაოდ მაღალი დონეა.
რამდენადაა შესაძლებელი თქვენთან ახალგაზრდა ქართველი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება?
რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, თუმცა საორგანიზაციო საკითხები იქნება დასარეგულირებელი. ჩვენ ყველა სახის თანამშრომლობისთვის გახსნილები ვართ. მეტიც, შემიძლია თავად ჩამოვიდე საქართველოში, რათა კონსულტაცია გავუწიო და საჭიროების შემთხვევაში დავეხმარო ქართველ კოლეგებს. გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება მნიშვენლოვანია წინსვლისა და განვითარებისათვის.
მედიცინის დოქტორი მირზა ხინიკაძე - დღევანდელი მოხსენების თემა მწვავე პერიოდში ანევრიზმების მკურნალობა და მენეჯმენტია. თავად პათოლოგია საკმაოდ ხშირია, მძიმე გამოსავალით, ახასიათებს ინვალიდიზაციის მაღალი ხარისხი, ამასთან დიდი სოციალური და მატერიალური პრობლემების შემქმნელია.
საუბარი მექნება მცირე ინვაზიურ, ენდოვასკულურ ნეიროქირურგიაზე, რასაც მსოფლიო სტატისტიკითა და ჩვენი მონაცემებით, მწვავე პერიოდში - ტრავმატიზაციის, დამატებითი ინფექციური გართულებების, გამოსავალისა და რეაბილიტაციის თვალსაზრისით, ღია ნეიროქირურგიასთან შედარებით გარკვეული უპირატესობა აქვს.
საქართველოში, სახელმწიფოს ხელშეწყობით, ეს მეთოდი წარმატებულადაა დანერგილი. ეს ოპერაცია საკმაოდ ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიურია და მისი დაფინანსება ხდება სახელმწიფო, სადაზღვევო ჯანდაცვის პროგრამების მიერ.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სისხლძარღვოვან ნეიროქირურგიაში არის შემთხვევები, როდესაც პირიქით, უპირატესობა ენიჭება ღია, კლასიკურ, სტანდარტულ ქირურგიას. თუმცა, ზოგჯერ ენდოვასკულური ნეიროქირურგიის უპირატესობა ნათლად ჩანს.
მედიცინის დოქტორი ლადო წიქარიშვილი:
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტექნოლოგიების განვითარებამ თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმის მკურნალობის მეთოდიკაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, თუ კი ადრე, ანევრიზმების მკურნალობა ღია ქირურგიული ჩარევით ხდებოდა, რომლის გამოცდილებაც ქართველ ექიმებს დიდი ჰქონდათ, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში დაინერგა თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგიების მკურნალობის ენდოვასკულური მეთოდი.
საქართველოში, მიუხედავად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობებისა, ენდოვასკულური ქირურგია საკმაოდ განვითარებულია. მოგეხსენებათ რომ ეს დარგი ძვირადღირებული, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია უცხოელი კოლეგებისა და ჩვენი ექიმების გამოცდილების გაზიარება, რისი დასტურიც თურქი სპეციალისტის ვიზიტია.
დღევანდელი ჩემი მოხსენები თემა შეეხება ანევრიზმის კლიპირებას მწვავე პერიოდში.
თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მკურნალობის ეს ორი მეთოდი (ენდოვასლულური და ღია წესით კლიპირება) არ განიხილება როგორც ერთმანეთის კონტკურენტი, ისინი, როგორც წესი ერთმანეთს ავსებენ.
ლალი ჩხიკვაძე
R