საშიშია თუ არა კლონირებული ძროხის რძე

სურსათისა და მედიკამენტების სამმართველოს (FDA) დასკვნის თანახმად, ისინი ისევე უვნებელია, როგორც ბუნებრივი გზით გამოზრდილ ცხოველთა პროდუქტები. თუმცა ნაკლებ მოსალოდნელია, ამერიკული ბაზარი კლონირებული ცხოველების ხორცითა და რძით აივსოს. საქმე ის არის, რომ კლონირება საკმაოდ ძვირია: ერთი კლონირებული ძროხის გამოსაზრდელად 10 000 დოლარი მაინც არის საჭირო. დღეს აშშ-ში 570-მდე კლონირებული ცხოველია. სავარაუდოდ, კლონებს მეწველი ძროხების სელექციისთვის გამოიყენებენ, გაყიდვით კი მხოლოდ მათი შთამომავლების ხორცი და რძე გაიყიდება.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის განცხადებით-
ჯერჯერობით არ მოიპოვება საკმარისი მეცნიერული მონაცემები, რომლებიც კლონირებული ცხოველების უვნებლობას დაადასტურებდა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციას ხორცისა და რძის მწარმოებელმა მსხვილმა კომპანიებმაც დაუჭირეს მხარი და განაცხადეს, რომ ასეთი პროდუქციის გაყიდვას არ აპირებენ.