რომელი პროდუქტები არ უნდა მიირთვათ ერთად
მონელება რთულდება, საჭმლის მომნელებელი სისტემა მეტისმეტად იტვირთება; წარმოიქმნება ორგანიზმისათვის მავნე ნაერთებიც.
საკვების მოუნელებელი ნარჩენები მსხვილ ნაწლავში გროვდება და შეკრულობის, მეტეორიზმისა და სხვადასხვა დაავადების მიზეზად გვევლინება. სწორედ არასათანადო მონელების შედეგად წარმოქმნილი აირები გროვდება ნაწლავებში. ეს მავნე ნაერთები შეიწოვება ორგანიზმში, წამლავს და აზიანებს ქსოვილებს, იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ასუსტებს და მწყობრიდან გამოჰყავს იმუნური მექანიზმები, აჩქარებს დაბერების პროცესს. დაუჟანგავი ცხიმები და ნახშირწყლები ცხიმის სახით ლაგდება ორგანიზმში, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესების ცალკეული რგოლები, ვითარდება სიმსუქნე და სხვა პათოლოგიები.
აქედან გამომდინარე, მეტეორიზმის პროფილაქტიკა გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, სრულფასოვან კვებას, კვების რეჟიმისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას.
რომელი პროდუქტები არ უნდა მიირთვათ ერთად
1. ნახშირწყლები და მჟავე საკვები. ნახშირწყლებია: პური, ცომეული, კარტოფილი, ტკბილი ხილი... მჟავე პროდუქტებია: ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ანანასი...
2. კონცენტრირებული ცილა და კონცენტრირებული ნახშირწყლები. ცილაა: პარკოსნები, ხორცი, თევზი, კვერცხი, ყველი... ნახშირწყლებია: პური, მარცვლეული, კარტოფილი, ტკბილი ხილი...
3. ცილა და ცილა. ასეთი პროდუქტებია: პარკოსნები, თხილეული, ხორცი, კვერცხი, ყველი, რძე... (ანუ ორი სახეობის ცილოვანი პროდუქტის ერთად მიღება მიზანშეწონილი არ არის)
4. ცხიმი და ცილა. ცხიმია: ზეთი, ცხოველური ცხიმი, ნაღები. ცილაა: ხორცი, თევზი, კვერცხი, ყველი...
5. მჟავე ხილი და ცილები. მჟავე ხილია: ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ანანასი... ცილებია: პარკოსნები, ხორცი, თევზი, კვერცხი, ყველი...
6. სახამებელი და სახამებელი. სახამებლიანი პროდუქტებია: პური, კარტოფილი, მარცვლეული... (ე.ი. პურის და კარტოფილის ან მარცვლეულის ერთად მირთმევა რეკომენდებული არ არის)
7. საზამთრო და ნესვი უნდა მიირთვათ ყველა პროდუქტისგან განცალკევებულად, როგორც ცალკე კვება.
8. რძე - მიირთვით ყველა პროდუქტისგან განცალკევებულად. სხვა საკვებთან ერთად მიღებას სჯობს, საერთოდ უარი თქვათ მასზე.
9. ხილი - მიირთვით ცალკე, როგორც კვების ერთი ულუფა.