ტელევიზორთან გატარებული ყოველი საათი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს 7 %-ით ზრდის

ეს საშუალოსტატისტიკური მაჩვენებელია და წარმოიდგინეთ ახლა ტელეგადაცემებისა და სერიალების მოყვარული ადამიანები, რომლებიც ცისფერ ეკრანს თვალს ვერ წყვეტენ! ნუ გაგეცინებათ! სპეციალისტთა დასკვნით, ეს სადღეისოდ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა ინტერნეტდამოკიდებულების მსგავსად, რადგან ადამიანთა ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ექმნება. კერძოდ, ტელევიზორი ხელს უწყობს არტერიული წნევისა და ნევროზულობის მატებას. ძველი ტელევიზორის ფართოეკრანიანით შეცვლისას მომხმარებელს ჰგონია, რომ კომფორტს იქმნის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ამცირებს, თუმცა ეს ასე არ არის! ფართოეკრანიანი ტელევიზორი უფრო დიდ პრობლემებს უქმნის თვალებს, კიდევ უფრო მეტად ძაბავს მხედველობას, რადგან ტელევიზორის ფართო ეკრანი ხშირად ბინის კონკრეტული ოთახის ფართთან შეუსაბამოა და ადამიანებს რეალურად უფრო ახლოს უწევთ ცისფერ ეკრანთან ჯდომა, შესაბამისად, დიდი და ვითომდა კომფორტული ეკრანი მხედველობის სერიოზულ გადაძაბვას იწვევს, თვალების ქრონიკულად გადაღლა კი ცუდად აისახება არტერიულ წნევაზე, კერძდ, მის მატებას განაპირობებს.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ტელევიზორთან გატარებული ყოველი საათი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს 7 %-ით ზრდის. ხოლო მათ შორის, ვინც 4 საათის განმავლობაში უწყვეტად უზის ცისფერ ეკრანს, ტელევიზორის არამოყვარულებთან შედარებით, სამჯერ უფრო ხშირია სიკვდილიანობა!
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
თინათინ გოცაძე