ცივი ომი - ამერიკელთა ავადმყოფობის მიზეზი

ცივი ომის პერიოდში ჩატარებულმა ბირთვულმა გამოცდებმა დამღუპველად იმოქმედა მათ ჯანმრთელობაზე.
ამის გამო ამერიკელები აპირებენ, 50 ათასი დოლარის ოდენობის კომპენსაცია მოითხოვონ - ეს თანხა ეკუთვნით იუტის, არიზონისა და ნევადის შტატების მკვიდრთ, რომელთაც კიბოს ესა თუ ის სახეობა აღმოაჩნდათ. მოთხოვნას უერთდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული აიდაჰოს 150 მცხოვრებიც - მათი აზრით, ისინი 1950-60 წლებში ბირთვული ცდების შემდეგ წამოსულმა ნალექმა დააავადა.