News
-
პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ყოველდღიურ რაციონში ნუშის ჩართვით შეიძლება ხელი შევუშალოთ აბდომინალური ცხიმის დაგროვებას, რომელიც გულის დაავადებების განვითარების რისკფაქტორია.
ყოველდღიურად 42 გ (1,5 უნცია) ნუშის მიღება საგრძნობლად ამცირებს რისკს. კვლევაში, რომელიც თორმეტ კვირას გაგრძელდა, მონაწილეობდა ჭარბი წონის მქონე 52 შუახნის პირი.
ყველა მონაწილე ჯანმრთელი იყო, მაგრამ მაღალი ჰქონდა საერთო და “ცუდი” ქოლესტერინის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების) დონე. მოხალისეები ორ ჯგუფად გაყვეს. ყველას ერთნაირი დიეტა დაენიშნა ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ პირველი ჯგუფი დამატებით იღებდა 42 გ ნუშს, ხოლო მეორე - ბანანის კექსს, რომელთაც ერთნაირი კალორიულობა ჰქონდათ. ექსპერიმენტის იმ მონაწილეებს, რომლებიც ნუშს მიირთმევდნენ, მეორე ჯგუფთან შედარებით შეუმცირდათ აბდომინალური ცხიმის რაოდენობა, ასევე - საერთო და “ცუდი” ქოლესტერინისა და სხვა ცხიმების დონეც სისხლში. ამასთან, მეორე ჯგუფში “კარგი” ქოლესტერინის (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების) დონის შემცირებაც აღირიცხა.
-
ყველაზე სასარგებლო სასმელი
დილაობით ყავის სმის მოყვარულებს მეცნიერები ურჩევენ, უარი თქვან ამ ჩვევაზე და დღე ლიმონიანი წყლით დაიწყონ. ერთ ჭიქა თბილ წყალში ნახევარი ლიმონი უნდა ჩავაგდოთ. ამ სასმლის სასარგებლო მოქმედება მთელ დღეს გასტანს. მას სამი ძირითადი პლუსი აქვს:
- აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას С ვიტამინის დახმარებით;
- ააქტიურებს მონელების პროცესს;
- ტოქსინებისგან წმენდს ღვიძლს.
გარდა ამისა, ლიმონი უხდება კანსაც. მასში არსებული ანტიოქსიდანტები ამცირებს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.
დაბოლოს, ლიმონიანი წყალი აჩქარებს ჭრილობების მოშუშებას და ანთების საწინააღმდეგო თვისებაც ახასიათებს. გახსოვდეთ: ლიმონი უნდა ჩააგდოთ თბილ და არა მდუღარე წყალში, რადგან მდუღარე С ვიტამინს ანადგურებს.
ცხიმები და ორგანიზმი
ცხიმები, ისევე როგორც ცილები და ნახშირწყლები, საკვები ნივთიერებებია, რომელთა გარეშეც ადამიანი ვერ იცოცხლებდა.
ცხიმებს ორგანიზმი საკვებთან ერთად იღებს, გარდაქმნის და საჭირო დროს დანიშნულებისამებრ იყენებს. ცხიმები ორგანიზმში ცხიმოვან უჯრედებში გროვდება, რაც ნივთიერებათა ცვლაში, კერძოდ, მის ცხიმოვან რგოლში მიმდინარე რთულ და მრავალრიცხოვან ქიმიურ გარდაქმნებს უკავშირდება.
-
ცხიმის წარმოქმნის მექანიზმი
ცხიმი ორგანიზმში გამომუშავდება ყოველი ჭამის შემდეგ, მიღებული ნახშირწყლებისა და ცხიმებისგან. პროდუქტებიდან მიღებული ნახშირწყლების 70% სისხლში გადადის და მომდევნო 6 საათის განმავლობაში ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროს წარმოადგენს, დანარჩენი 30% კი გეზს ცხიმოვანი უჯრედებისკენ იღებს, სადაც ცხიმებად გარდაიქმნება და მარაგად ინახება.
ცხიმოვანი ქსოვილი აგებულებით ფიჭას წააგავს, რომლის უჯრედებიც თხევადი ცხიმით - ტრიგლიცერიდებით არის ამოვსებული. ორგანიზმში მოხვედრილი საკვები გლუკოზამდე იშლება. როდესაც საკვებს ჭარბად ვიღებთ და ორგანიზმი ვერ ასწრებს მის გამოყენებას, ცხიმებისგან გლიცეროლფოსფატები წარმოიქმნება. სწორედ ამ გლიცეროლფოსფატებზე ფიქსირდება თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები და ქმნის ტრიგლიცერიდებს ანუ ცხიმს.
თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე
https://mkurnali.ge/dietologia/1972-2010-06-17-11-53-42.html