„5 პროდუქტი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„5 პროდუქტი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად“

სწორედ ასეთია ქოლესტერინი, რომელიც ცხიმისმაგვარ, ცვილისებრ ნივთიერებას წარმოადგენს.

ერთი მხრივ, ქოლესტერინი მონაწილეობს უჯრედების მემბრანების ფორმირებაში, ჰორმონების წარმოქმნასა და D ვიტამინის სინთეზში, მეორე მხრივ კი, მისმა ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.

უფრო კონკრეტულად: რა არის კარგი და ცუდი ქოლესტერინი, რა იწვევს ორგანიზმში ამ ნივთიერების მაღალ დონეს და რომელია ის 5 პროდუქტი, რომელიც მის შემცირებაში დაგეხმარებათ?

კარგი და ცუდი ქოლესტერინი

ქოლესტერინის 80% სხეულში ღვიძლიდან გამომუშავდება, 20%-ს კი ორგანიზმი ყოველდღიური საკვებიდან იღებს. რადგან ეს ნივთიერება წყალში არ იხსნება, სისხლში მის ტრანსპორტირებაზე ლიპოპროტეინები ზრუნავენ. არსებობს ორი ძირითადი სახის ლიპოპროტეინი: დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL) და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (HDL).

LDL, რომელსაც ხშირად უწოდებენ "ცუდ" ქოლესტერინს, შეიძლება დაგროვდეს არტერიების კედელზე და გაზარდოს გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.

საგულისხმოა ისიც, რომ LDL-ის მაღალი დონე თავდაპირველად ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამიტომ, LDL-ის მომატებული დონის ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად და სამართავად რეგულარული სკრინინგი აუცილებელია.

HDL, მეორე მხრივ, ცნობილია, როგორც "კარგი" ქოლესტერინი და ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი ქოლესტერინის მოშორებაში. ის აგროვებს ჭარბ ქოლესტერინს და აბრუნებს ღვიძლში, რომელიც ორგანიზმიდან გამოიდევნება. ზოგადად, HDL-ის უფრო მაღალი დონე დაკავშირებულია გულის დაავადების დაბალ რისკთან.

ქოლესტერინის გამომწვევი რისკფაქტორებია:

• გაჯერებული ცხიმებით მდიდარი საკვების მიღება

• ჭარბი წონა

• ფიზიკური აქტივობების ნაკლებობა

• გენეტიკა

თუმცა ცხოვრების ჯანსაღი სტილის დანერგვით, კვების რაციონის ცვლილებებითა და რეგულარული კონტროლით „ცუდი“ ქოლესტერინის დონის კონტროლი და შემცირება შესაძლებელია.

5 საკვები პროდუქტი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად:

1. შვრია

შვრია საუკეთესო საშუალებაა მავნე ქოლესტერინის შესამცირებლად. მასში შედის განსაკუთრებული ტიპის ბოჭკო - ბეტა-გლუკანი, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის შეკავებასა და ორგანიზმიდან გამოდევნას.

ყოველდღიურად 1.5 ჭიქა მოხარშული შვრიის მიღებაა საჭირო ცუდი ქოლესტერინის დონის დასაწევად. შვრიის საუზმეს შეგიძლიათ დაუმატოთ თხილეული, ხილი ან სხვადასხვა სახის თესლეული. ეს კომბინირებული ინგრედიენტები ეფექტურად ებრძვიან მომატებულ მავნე ქოლესტერინს და იცავენ გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

შვრია ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც იდეალურია გულის ჯანმრთელობისთვის.

att-1723717556.YvMjMp52lGxu1m2TBzNqtJWYuB4051ciIJZizV7lj4I.jpg

2. ლობიო

ლობიო ერთ-ერთი პროდუქტია, რომელიც ამცირებს მავნე ქოლესტერინს. ის მდიდარია ხსნადი ბოჭკოთი, რომელიც სისხლის მიმოქცევაში ქოლესტერინის შეწოვას ხელს უშლის. ლობიო, სხვა პარკოსნებთან ერთად, აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას და გეხმარებათ დიდხანს იგრძნოთ თავი დანაყრებულად, რაც დაგეხმარებათ წონის კონტროლში - ეს კი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქოლესტერინის დონის დასაწევად.

ჩართეთ პარკოსნები თქვენს რაციონში: სალათებში, წვნიანებში ან მიირთვით გარნირის სახით. ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ ლობიოს ყველაზე ფართო არჩევანი დაგხვდებათ: მერცხალა, ბათუმელა, კუჭშავა, გურულა, მინდვრის წითელი და სხვა მრავალი.

ასევე შეგიძლიათ მიირთვათ სხვა პარკოსნებიც, როგორებიცაა, წითელი და მწვანე ოსპი.

att-1723717589.UMSxlcJoNwcWBkeXhk2RBZhzOCMPuriC4kYTuftelxE.jpg

3. ნუში

კვლევებმა აჩვენა, რომ ნუშის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება ცუდი ქოლესტერინი 10%-მდე შეამციროს. ეს უგემრიელესი თხილეული მდიდარია მონოუჯერი ცხიმებით, რომლებიც LDL (ცუდი ქოლესტერინი) დონის შემცირებასთან ერთად, ხელს უწყობენ კარგი ქოლესტერინის დონის შენარჩუნებას.

ყოველდღიურად დაახლოებით 30 გრამამდე ნუშის მიღებამ შეიძლება შესამჩნევი პოზიტიური გავლენა იქონიოს ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე. მიირთვით ნუშიბსაუზმეზე, დაუმატეთ დილის ბურღულეულს ან შეურიეთ სმუზებში.

ნუში ის პროდუქტია, რომელიც არა მხოლოდ ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას, არამედ წარმოადგენს ცილების, ვიტამინებისა და მინერალების იდეალურ წყაროს, რაც ძალიან სჭირდება ადამიანის ორგანიზმს.

att-1723717626.qhwc2nZ_zKrVQwDduApvuF67L--F4aC5Ow4GjXF6EnQ.jpg

4. ჩიას თესლი

ჩიას თესლი ის სუპერსაკვებია , რომელიც შეიცავს მავნე ქოლესტერინის „მტრებს“: ხსნად ბოჭკოსა და ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს. მისი დამატებითი უპირატესობა ისაა, რომ ჩიას თესლი გეხმარებათ წონის კონტროლში, რაც მნიშვნელოვანია ქოლესტერინის დონის სამართავად.

ჩიას თესლის რაციონში ჩართვა მარტივი და მრავალმხრივია. შეგიძლიათ მოაყაროთ იოგურტს, შეურიოთ სმუზებს, დაუმატოთ შვრიის ფაფას ან გამოიყენოთ ცხობისას. ორი სუფრის კოვზი ჩია შეიცავს მნიშვნელოვანი რაოდენობის ბოჭკოსა და ომეგა-3-ს, რაც აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს და ორგანიზმის ზოგად ჯანმრთელობას.

att-1723717664.aVMUi1WyEGyV_0kBdY7pSzd7bpLLhMvSGBAMbEiSMV4.jpg

5. ავოკადო

ავოკადო ის განსაკუთრებული ხილია, რომელიც შესანიშნავია გულის ჯანმრთელობისთვის და გეხმარებათ მავნე ქოლესტერინის შემცირებაში. მისი მაღალბოჭკოვანი შემცველობა არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ხოლო მასში შემავალი ჯანსაღი ცხიმები და მცენარეული ნაერთები ზრდის HDL (კარგი ქოლესტერინი) დონეს. ავოკადოს ადვილად შეიტანთ თქვენს რაციონში სალათებში, სმუზებში ან სენდვიჩებში დამატებით.

att-1723717693.NT2XvIQeao_M437XVn14g5mfEBnU28gL0xXlPYQIYOA.jpg

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების მომარაგება „ჩემი მარაგი“-ს ონლაინ მაღაზიიდან არის შესაძლებელი, რომელიც მომხმარებელს 250 - მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულს, თხილეულს, ხილსა და ბოსტნეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებებთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.

R