News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

აღმოჩნდა, რომ ამ პრეპარატის თუნდაც ერთჯერადი გამოყენება მომავალში კიბოს განვითარების რისკს ზრდის. თუ ადამიანმა დიდი ხნის განმავლობაში რამდენჯერმე მიიღო ვიაგრა, კიბოს განვითარების რისკი 20%-ით მოიმატებს. ამ ნეგატიურ ეფექტს მეცნიერები უკავშირებენ ვიაგრას უნარს, დაბლოკოს PDE5 ფერმენტის აქტიურობა. ეს ფერმენტი სქესობრივი აქტის დასრულების შემდეგ ერექციის მოხსნას უწყობს ხელს და საზარდულის არეში სისხლის მიდენას ამცირებს. ამასთან, კანის კიბოს უშუალო კავშირი აქვს Bრაფ გენთან, რომელიც, თავის მხრივ, PDE5-ის აქტიურობას ბლოკავს. სავარაუდოდ, სწორედ ეს გენი ასრულებს მნიშვნელოვან როლს კიბოს თავიდან აცილებაში.

რატომ არის ზოგი ადამიანი ცისტიტისადმი სხვებზე მეტად მიდრეკილი

მეცნიერებმა ზოგი ადამიანის ცისტიტისადმი მიდრეკილების მიზეზი დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ თავად შარდი ზრდის ცისტიტის განვითარების რისკს. სწორედ მასზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად გრძნობენ თავს ბაქტერიები შარდგამომყოფ გზებში და რამდენად კარგად მრავლდებიან იქ. გარდა ამისა, ცისტიტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რაციონიც. ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ექსპერტების თქმით, შარდის გამომყოფი გზების ინფექციას ხშირად იწვევს ბაქტერია E. ცოლი. ცისტიტის დროს ავადმყოფს აწუხებს წვის შეგრძნება შარდვის დროს, შარდვის გახშირება და მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი. ცისტიტს ანტიბიოტიკებით ებრძვიან, მაგრამ ეს ზრდის რეზისტენტობის (წამლისადმი გამძლეობის) განვითარების რისკს, ამიტომ მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ამ პრობლემას სხვა კუთხით მიუდგნენ. მათ E. ცოლი ჯანმრთელი ადამიანების შარდის მასალაში გამოზარდეს. აღმოჩნდა, რომ შარდს ბაქტერიის გამრავლების შეზღუდვა შესძლებია. შარდის მასალები ორ ჯგუფად გაყვეს იმის მიხედვით, რამდენად ეფექტურად ამუხრუჭებდა შარდი ბაქტერიის ზრდას. ყველაზე ეფექტური ჯგუფი საგანგებოდ შეისწავლეს. გაირკვა, რომ შარდის ამ მასალებში დიდი აქტიურობა გამოიჩინა ცილამ, რომელიც ინფექციის პასუხად გამომუშავდება. ეს ცილაა სიდეროკალინი, რომელიც აცლის ბაქტერიას ზრდისთვის აუცილებელ რკინას. სიდეროკალინის აქტიურობაზე უშუალო გავლენას ახდენს შარდის მჟავიანობა. წინათ მჟავე შარდი დადებით ფაქტორად იყო მიჩნეული, მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა შარდის პH სუფთა წყლის დონეს, მით უფრო აქტიურად მოქმედებდა სიდეროკალინი. საბედნიეროდ, შარდის მჟავიანობის შეცვლა ადვილია. მკვლევრებმა კიდევ ერთი რამ აღმოაჩინეს: ნივთიერებათა ცვლის მცირე პროდუქტები (არომატული მოლეკულები), რომელთა არსებობა რაციონზეა დამოკიდებული, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცისტიტის პროფილაქტიკაში. რაც უფრო მეტია არომატული ნაერთი, მით ნაკლები ბაქტერიაა შარდში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ზოგიერთი არომატული ნაერთი კარგად უკავშირდება რკინას და „რკინით შიმშილის“ ეფექტს აძლიერებს. ამ კუთხით ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტია შტოში.

სტატინები საგრძნობლად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს

გამოკვლევის შედეგად, რომელშიც დაახლოებით 150 000 ადამიანი მონაწილეობდა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სტატინებს, რომლებიც ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს, კიბოს განვითარების რისკის დაქვეითებაც შეუძლია. ამავე კვლევის დროს გაირკვა, რომ სტატინების მიღება ცდისპირებში ზრდიდა სასიკვდილო დაავადებისგან გადარჩენის ალბათობას. მთლიანობაში, სტატინების მომხმარებლებს შორის ძუძუს, ნაწლავის, პროსტატის, საკვერცხეების კიბოს მაჩვენებლები, სულ მცირე, 40%-ით დაბალია, ვიდრე მათთან, ვინც ამ ჯგუფის მედიკამენტებს არ იღებს, ხოლო ზოგი იშვიათი სახეობის კიბოსთვის ეს მაჩვენებელი 55%-საც უტოლდება. ამავე კვლევის შედეგების თანახმად, სტატინებით მკურნალობის ფონზე კიბოთი სიკვდილიანობა 20%-ით მცირდება. მეცნიერები ამბობენ, რომ სტატინების ეფექტი ქიმიოთერაპიისას ჰგავს. სამწუხაროდ, ამ მედიკამენტებს კიბოს თავიდან აცილება არ შეუძლიათ, მაგრამ აშკარაა, რომ მათი ყოველდღიური მიღება დაავადების განვითარებას საგრძნობლად აფერხებს. სტატინებზე კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა რუტგერსის კიბოს ინსტიტუტში. მკვლევრებმა პროსტატის კიბოთი დაავადებული 20 000 მამაკაცის სიკვდილიანობის მაჩვენებლები გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ სტატინების მომხმარებლები 40%-ით იშვიათად იხოცებოდნენ. გარდა ამისა, ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილი სტატინების მომხმარებლებს შორის 25%-ით ნაკლები იყო.

ღვინო და ყურძენი დეპრესიისგან გიხსნით

სამხრეთ კაროლინის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა მღრღნელებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. საცდელ ცხოველებს ისინი სოციალური სტრესის ზემოქმედების ქვეშ ამყოფებდნენ, მერე მათში დეპრესიულ მდგომარეობას იწვევდნენ და ბოლოს სხვადასხვა საშუალებით მკურნალობდნენ. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ რესვერატროლი - ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც ანთებით პროცესს აფერხებს, მღრღნელებში დეპრესიის განვითარებასაც უშლის ხელს. მეცნიერებს განზრახული აქვთ, კლინიკური კვლევა ჩაატარონ და ზუსტად შეაფასონ ამ ნატურალური ანთების საწინააღმდეგო საშუალების ეფექტურობა დეპრესიასთან ბრძოლის კუთხით. რესვერატროლი შედის წითელი ყურძნისა და წითელი ღვინის შემადგენლობაში. გარდა ამისა, არსებობს ამ ნივთიერების შემცველი საკვები დანამატები. ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სწორედ რესვერატროლის წყალობით იცავს წითელი ღვინო სისხლძარღვებს დაზიანებისგან და აქვეითებს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს. გარდა ამისა, რესვერატროლს შეუძლია, თავიდან აგვაცილოს სიმსუქნე და დიაბეტიც.