ფრჩხილის სოკო
კოჟრების, სოკოვანი ფრჩხილების, ქუსლზე ნახეთქების ეფექტურად მკურნალობას. ასევე დიაბეტური ტერფის დელიკატურ მოვლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.
-
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო ეროვნული კვლევითი ცენტრის პოდოლოგიურ კაბინეტში ფრჩხილებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოგვარება უახლესი მეთოდიოლოგიით ხდება.
ჩაბრუნებული ფრჩხილი ძალიან დიდი პრობლემა იყო იქამდე, სანამ კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ეროვნული ცენტრის პოდოლოგიურ კაბინეტში ბრეკეტების მეთოდი დაინერგებოდა.
ჩაბრუნებული ფრჩხილების მკურნალობა, ეგრეთ წოდებულ "პედიკურშასთან" არათუ ეფექტური არ არის, ხშირად სხვადასხვა ინფექციების წყაროც ხდება. ასევე არ არის ეფექტური ჩაბრუნებული ფრჩხილის ქირურგიული გზით მოცილება. მტკივნეულია და რამდენიმე ხანში, ფრჩხილის ისევ ძველ პოზიციას უბრუნდება, რის გამოც მანიპულაცია ხელახლა ხდება გასაკეთებელი.
პოდოლოგიურ კაბინეტში განსაკუთრებით დაიხვეწა ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ჩაბრუნებული ფრჩხილის მკურნალობა აბსულუტურად უმტკივნეულოდ, უსისხლოდ ხდება, სპეციალური ბრეკეტების საშუალებით.
ფრჩხილის ფირფიტა სწორად იწყებს ზრდას და ქმნის გარანტიას, რომ აღარასდროს ჩაბრუნდება.
ფრჩხილის არასწორად მოჭრის შემთხვევაში ფრჩხილი ახალშობილსაც შეიძლება ჩაუბრუნდეს და მას განსაკუთრებული მკურნალობა სჭირდება.
ფრჩხილის სოკოვანი დაავადებების მკურნალობის დროსაც, დაზიანებული ფრჩხილის (დაშლილი, მსხვრევადი, გასქელებული) მოშორება სრულიად უმტკივნეულოდ, სპეციალური, უახლესი აპარატით ხდება.
საბოლოოდ განთავისუფლდებით შემაწუხებელი (მაზოლებისგან) კოჟრებისგანაც.
ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე აუცილებელია ჩვენი ფრჩხილების მდგომარეობა პოდოლოგმა შეამოწმოს, რათა შემდგომში დაცული ვიყოთ არასასურველი სიურპრიზებისგან.
R
ჩაბრუნებული ფრჩხილი
ონიქოკრიპტოზი ეწოდება ფრჩხილის ფირფიტის ფრჩხილის მორგვში ჩაზრდას (გვერდით კიდეში).
ყველაზე ხშირად ჩაზრდილი ფრჩხილი ფეხის დიდ თითზე აღინიშნება. ვითარდება ანთებითი პროცესი, შეშუპება, სიწითლე და მტკივნეულობა.
მიზეზები:
- პედიკიურის წესების დაუცველობა. ონიქოკრიპტოზის ძირითადი მიზეზი სწორედ მანიკიურის მაკრატლის არასწორი ხმარებაა ფრჩხილის მოჭრისას. შეიძლება, შემთხვევით მოვჭრათ ფრჩხილის კუთხე, დავტოვოთ მახვილი კიდე, ფრჩხილი ზედმეტად მოვიჭრათ. ყველაფერი ეს საშიშია და უმეტეს შემთხვევაში ანთების პროვოცირებას ახდენს.
- ფეხებზე ზედმატად დიდი დატვირთვა.
- მოუხერხებელი და ვიწრო ფეხსაცმლის ტარება.
- ვალგუსური ტერფი და ბრტყელტერფიანობა. ტერფი დეფორმირდება და მეორე თითის ზეწოლის შედეგად მრუდდება დიდი თითი.
- ორსულობა და მშობიარობისშემდგომი პერიოდი.
- დაავადებები, რომლებიც უკავშირდება ფრჩხილის ფირფიტის არასწორ კვებას, მათ შორის შაქრიან დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, ენდოკრინულ დაავადებებსა და სიმსუქნეს.
- ქიმიო- და სხივური თერაპიის ჩატარება.
- სოკოვანი დაავადება. მის გამო ფრჩხილი სქელდება, კარგავს საწყის ფორმას და ჩაიზრდება ფრჩხილის ირგვლივ მორგვში.
- ფრჩხილქვეშა ბალიშში რბილი ქსოვილის სიჭარბე, როგორც წესი, თანდაყოლილი პათოლოგია.
- მოყინვა ან თითების მექანიკური დაზიანება.
- კანის დაავადებები, რომლებიც განაპირობებენ ფრჩხილის დეფორმაციას – ფსორიაზი, ლიქენი და სხვა.
სიმპტომები:
- ფრჩხილის მიდამოში მუდმივი ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფეხსაცმლის ჩაცმისა და სიარულისას.
- შეწითლება, შესივება, მტკივნეული პულსაცია და ჩირქოვანი გამონადენი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შიგნით შეაღწია ინფექციამ.
- ფრჩხილის ირგვლივ ქსოვილის ზედმეტი ზრდა.
- ფრჩხილის ფირფიტის სიმკვრივის გაზრდა, დეფორმირება, ჩირქის გაჩენა, რბილი ქსოვილის გაუხეშება.
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/skhvadaskhva/rchevebi/13736-chabrunebuli-frchkhili.html