News
ამ მეთოდით მკურნალობის შედეგად განადგურდა უფრო მეტი ბაქტერია, თანაც გაცილებით სწრაფად, ვიდრე სტანდარტული თერაპიით. ამჟამად უკვე დასრულდა ექსპერიმენტის მესამე ფაზა და მხოლოდ ბოლო, მეოთხე დარჩა გასავლელი.
PAMA წარმოადგენს სამი პრეპარატის კომბინაციას. აქედან ორი მედიკამენტობის კანდიდატია, რადგან ჯერ არ არის ლიცენზირებული ტუბერკულოზის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
მკვლევართა თქმით, ამგვარი მიდგომით შესაძლებელია ტუბერკულოზის წამალგამძლე ფორმების განკურნებაც. რაც მთავარია, მკურნალობის ეს მეთოდი ხანმოკლეა და პაციენტებს მტკივნეული ინექციები აღარ სჭირდებათ.
PAMA უკვე ტესტირებულია 200-ზე მეტ პაციენტზე. მათ 71%-ს ორთვიანი მკურნალობის შემდეგ ტუბერკულოზის სიმპტომები გაუქრა. იგივე შედეგი დაუდასტურდა სტანდარტული თერაპიის ჯგუფის პაციენტების მხოლოდ 38%-ს.
თუ ტუბერკულოზის მკურნალობის ეს მეთოდი დამტკიცდა, საინექციო მედიკამენტების გამოყენება აღარ იქნება საჭირო, ხოლო მკურნალობის ხარჯები 90%-ზე მეტით შემცირდება.
დღესდღეობით მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი, სულ მცირე, 18-24-თვიან მკურნალობას მოითხოვს. როდესაც ტუბერკულოზი მგრძნობიარეა თერაპიის მიმართ, მკურნალობა 6-9 თვეს გრძელდება. მძიმე შემთხვევებში ერთი კურსისთვის საჭიროა 14 000 აბი და ყოველდღიური ინექცია მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ეს ზრდის გვერდითი ეფექტების რისკს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი მეთოდი ამ პრობლემას გადაჭრის.
-
კვების რაციონის შეცვლა ცისტიტის მძიმე ფორმის დროსაც დაგეხმარებათ
23 წლის სარა კარს 17 წლის განმავლობაში აწუხებდა ცისტიტი. მის დამარცხებაში გოგონას პიცასა და ალკოჰოლზე უარის თქმა დაეხმარა. რაციონის შეცვლამდე სარა დღეში 50-ჯერ მაინც შედიოდა საპირფარეშოში, ამასთან, ხშირ შარდვას თან ახლდა ძლიერი წვა.
ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ანთებაა. ის შეიძლება განვითარდეს მშობიარობისა და ოპერაციის შემდეგ, რაც ინფექციის რეციდივს იწვევს. ზოგჯერ ცისტიტის მიზეზი უცნობია.
შემთხვევათა უმრავლესობაში ცისტიტს ანტიბიოტიკებით უმკლავდებიან, მაგრამ ინტერსტიციული ცისტიტი მედიკამენტურ მკურნალობაზე არ რეაგირებს.
სარა კარის მსგავს პაციენტებს სიმპტომების შემცირების შესაძლებლობა აქვთ. სპეციალისტები მათ ურჩევენ, ამოიღონ რაციონიდან კოფეინი, შოკოლადი, ნახშირწყლოვანი სასმელები, ციტრუსები, C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, ცხარე და მჟავე კერძები.
ტუბერკულოზი - მკურნალობა და პროფილაქტიკა
ტუბერკულოზს კაცობრიობა ქრისტეს შობამდე კარგა ხნით ადრე იცნობდა. წინათ მას ჭლექსაც უწოდებდნენ. აქედან წარმოდგება მისი შემსწავლელი დარგის სახელი - ფთიზიატრია ("ფთიზის" - ჭლექი, "იატროს" - ექიმი, მკურნალობა). ჩვ. წ. აღ-მდე II ათასწლეულში, ხამურაბის მმართველობის დროს, ბაბილონში კანონით ნებადართული იყო ჭლექიან ქალთან განქორწინება.
ყველა დროისა და ხალხის უდიდესმა ექიმმა ჰიპოკრატემ სრულყოფილად აღწერა ფილტვის ტუბერკულოზის კლასიკური ნიშნები, მაგრამ დაავადების მიზეზი ვერ ამოიცნო. მას ტუბერკულოზი მემკვიდრეობით დაავადებად მიაჩნდა, რომელიც ორგანიზმში ლორწოს არათანაბარი გადანაწილების გამო წარმოიქმნებოდა. მხოლოდ მისი აღმოსავლელი კოლეგა ავიცენა მიხვდა, რომ ტუბერკულოზი ადამიანისგან ადამიანს სხვა გზით გადაეცემოდა და ისიც აღნიშნა, რომ დაავადების განვითარებაზე გავლენა გარემოსაც შეეძლო მოეხდინა.
-
რასთან გვაქვს საქმე?
ტუბერკულოზი გადამდები სნეულებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სხვადასხვა ორგანოში, უმეტესად - ფილტვის ქსოვილში, ერთი ან რამდენიმე ანთებითი კერის წარმოქმნა. ამ დაავადების ინფექციური ბუნება გერმანელმა მეცნიერმა კოხმა დაამტკიცა 1882 წელს. სწორედ მან აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია, რომელსაც უბრალოდ კოხის ჩხირი დაარქვა. სხვა მიკრობებისგან განსხვავებით, ტუბერკულოზის მიკობაქტერია განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა: კარგად გრძნობს თავს მიწაშიც და თოვლშიც, გამძლეა სპირტის, მჟავასა და ტუტისადმი, იღუპება მხოლოდ მზის პირდაპირი სხივების, მაღალი ტემპერატურისა და ქლორშემცველი ნივთი-ერებების ზემოქმედებით. ამჟამად მსოფლიოში ტუბერკულოზით 20 მილიონამდე ადამიანია ავად. ამასთანავე, ერთი ავადმყოფი წლის განმავლობაში თითქმის ას კაცს აინფიცირებს, რომელთაგან ათი ავად ხდება.
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/ftiziatria/921-2009-03-06-13-08-55.html