/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფტიზიატრია

რეზისტენტული ტუბერკულოზი

რეზისტენტული ტუბერკულოზი
ტუბერკულოზი რეზისტენტულია ანუ წამალგამძლეა, როდესაც დაავადების გამომწვევი მიკობაქტერია ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ

მდგრადობას, რეზისტენტობას ამჟღავნებს. ეს საკმაოდ ართულებს დაავადების მკურნალობას. წამალგამძლე ფორმა შეიძლება განუვითარდეს როგორც ახალგამოვლენილ, ისე უკვე ნამკურნალევ პაციენტსაც.

ძირითადი ანტიტუბერკულოზური პრეპარატებია იზონიაზიდი, რიფამპიცინი, პირაზინამიდი, ეტამბუტოლი და სტრეპტომიცინი. ისინი საკმაოდ ეფექტურად ებრძვიან მიკობაქტერიას, თუმცა მკურნალობა ნაკლებეფექტიანია, როდესაც მიკობაქტერია ამ პრეპარატებისადმი გამძლე ხდება.

რეზისტენტული ტუბერკულოზის ფორმები

არსებობს დაავადების რამდენიმე კლინიკური ფორმა:

  1. მონორეზისტენტული - დაავადების გამომწვევი მიკობაქტერია გამძლეა რომელიმე ერთი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტის მიმართ;
  2. პოლირეზისტენტული - დაავადების გამომწვევი გამძლეა ორი ან მეტი ტუბსსაწინააღმდეგო მედიკამენტის მიმართ, მაგრამ არა ერთდროულად იზონიაზიდისა და რიფამპიცინისადმი;
  3. მულტირეზისტენტული - მიკობაქტერია გამძლეობას ამჟღავნებს, მინიმუმ, იზონიაზიდისა და რიფამპიცინის მიმართ;
  4. ექსტენსიური ტუბერკულოზი - მიკობაქტერია გამძლეა როგორც იზონიაზიდისა და რიფამპიცინის, ისე ფთორქინოლონების ჯგუფის თუნდაც ერთი და რომელიმე საინექციო (კანამიცინი, ამიკაცინი, კაპრეომიცინი) მედიკამენტის მიმართ.

რისკფაქტორები

რეზისტენტული ფორმების განვითარების ძირითადი რისკფაქტორებია:

  • არაეფექტური საწყისი თერაპია;
  • შეწყვეტილი და დაუსრულებელი მკურნალობა.

პირველადი ტუბერკულოზის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. რამდენიმეკვირიანი თერაპიის შემდეგ, გამოჯანმრთელების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე, პაციენტები არღვევენ წამლების მიღების დადგენილ რეჟიმს ან საერთოდ უარს ამბობენ მათ მიღებაზე, რაც ბაქტერიათა მეორეული, წამალგამძლე შტამების ჩამოყალიბებას იწვევს.

რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად პირველადი ტუბერკულოზის მქონე პაციენტების მკურნალობა თანამედროვე, აპრობირებული ქიმიოთერაპიული მეთოდებით უნდა წარიმართოს. რაც მთავარია, პაციენტებმა უნდა მიიღონ ინფორმაცია მკურნალობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი გართულებების შესახებ.

შეკითხვა ექიმს
<p>-Ახალგაზრდა ბიჭს მარცხენა იღლიასთან ესინჯება შესიებული ჯირკვალი რომელიც მტკივნეულია და რომელ სპეციალისტს უნდა მიმართოს ან რა სახის გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს გთხოვთ მიპასუხოთ მადლობა</p>

მკურნალობის სრული კურსის ჩატარება პაციენტის მოთმინებასა და გამძლეობას მოითხოვს, რადგან უმთავრესად სწორედ ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებაა კეთილსაიმედო პროგნოზის საწინდარი.

მკურნალობის ეტაპები

წამალგამძლე ფორმის შემთხვევაში ქიმიოთერაპია უნდა გაიყოს ორ ნაწილად და ეტაპობრივად ჩატარდეს.

საწყის ანუ ინტენსიურ ფაზაში უნდა მოხდეს სწრაფად გამრავლებადი, აქტიური მეტაბოლიზმის მქონე პოპულაციის და მასში შემავალი წამალგამძლე ფორმების დათრგუნვა. ამ ეტაპის მიზანია მიკობაქტერიის პოპულაციის შემცირება და მეორეული რეზისტენტობის განვითარების თავიდან აცილება.

მკურნალობის მეორე ფაზის მთავარი ამოცანაა დარჩენილი მიკობაქტერიების გამრავლების თავიდან აცილება, აგრეთვე ფილტვებში რეპარაციული პროცესების სტიმულაცია.

ანტიბაქტერიული მკურნალობის რეჟიმი

ტუბერკულოზის ანტიბაქტერიული მკურნალობა, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გულისხმობს:

  • დაავადების ხასიათის დადგენას - პირველადია, რეციდივია, ქრონიკულად მიმდინარეობს თუ სხვა;
  • ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების ოპტიმალური კომბინაციის შერჩევას;
  • პრეპარატის დოზირების რეჟიმის განსაზღვრას;
  • მედიკამენტების ორგანიზმში შეყვანის გზების დადგენას - ანტიტუბერკულოზური პრეპარატების ორგანიზმში შეყვანა შეიძლება პერორალური, ინტრავენური, კუნთშიდა, საინჰალაციო გზით და სხვა;
  • პრეპარატის მიღების ჯერადობის სწორად განსაზღვრას, რაც მკურნალობის შედეგზე უშუალო გავლენას ახდენს;
  • მკურნალობის ხანგრძლივობის განსაზღვრას;
  • ეპიდემიოლოგიური საშიშროების დადგენას - რამდენად მოსალოდნელია პროცესის გავრცელება და რა რისკის შემცველია პაციენტის კონტაგიოზურობა.

პრეპარატების შერჩევისას გასათვალისწინებელია სპეციფიკური პროცესის გავრცელება და სიმძიმე.

მედიკამენტური თერაპია

ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული ფორმის მკურნალობის ინტენსიურ ფაზაში ტარდება მედიკამენტური თერაპია ტრადიციული ანტიტუბერკულოზური პრეპარატებით, III თაობის ამინოგლიკოზიდებით და მეორე რიგის ანტიტუბერკულოზური საშუალებებით. უკანასკნელ წლებში ამგვარ შემთხვევებში აქტიურად იყენებენ პრეპარატ მერკაცინს, რომელიც ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია.

შერჩეული მეორე რიგის პრეპარატები, სხვა ამინოგლიკოზიდებისგან განსხვავებით, ბაქტერიული ფერმენტების მოქმედებით მაინც ინარჩუნებენ ეფექტურობას. აღსანიშნავია, რომ უჯრედში მათი ბიოშეღწევადობა 100%-ს აღწევს, ხოლო კონცენტრაცია პლევრალურ სითხეში - 80%-ს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პრეპარატები სისხლში ბაქტერიოციდულ კონცენტრაციას 12 საათის განმავლობაში ინარჩუნებენ, ანუ სისხლში მოხვედრის შემდეგ მათი ბაქტერიის გამანადგურებელი მოქმედება 12 საათს გრძელდება.

წამალთა სწორად და ოპტიმალურად შერჩეული კომბინაცია უზრუნველყოფს ბაქტერიების ელიმინაციას დროის მოკლე მონაკვეთში და აჩქარებს დაზიანებული ქსოვილის აღდგენას.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. ტუბერკულოზის მულტირეზისტენული ფორმის დროს სტანდარტული რეჟიმის ინტენსიური ფაზა მოიცავს 3 თვეს, გაგრძელების ფაზა - 9 თვეს. დოზირების რეჟიმი თავდაპირველად ითვალისწინებს პრეპარატის მიღებას დღეში 2-ჯერ, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება პაციენტის კულტურაუარყოფითობა (შეწყდება ბაქტერიების გამოყოფა და გაქრება სხვისი დასნებოვნების საფრთხე), ორგანიზმში კვირაში 3-ჯერ შეჰყავთ წამლის ერთჯრადი დოზა.

მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროცესის ინვოლუციის ტემპზე. უნდა მოხდეს ბაქტერიის გამოყოფის სრული ლიკვიდაცია, თავიდან იქნეს აცილებული პროცესის გაქრონიკულება და რეციდივი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

დავეხმაროთ ერთმანეთს
დავეხმაროთ ერთმანეთს
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ რამდენიმე სამკურნალო რეცეპტს. გახსოვდეთ, რომ თუ რომელიმე დაავადების გამო დანიშნული გაქვთ მკურნალობა, თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა, ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რეზისტენტული ტუბერკულოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები